რაგბი

1:07 | 4.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბორჯღალოსნებს” ბასილაია და ასიეშვილი შეემატათ

“ბორჯღალოსნები” გერმანიის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის მზადებას ტულუზაში, “ერნესტ ვალონზე” გადიან.

საქართველოს ნაკრები სამწვრთნელო შეკრებას გუშინ შეუდგა. ჩვენი გუნდი საფრანგეთში კიდევ ორ დღეს დაჰყოფს, ხუთშაბათს სამაღოს კი, ჰოიზენშტამში გაემგზავრება.

რაგბი ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის (ყოფილი ევროპის ერთა თასი) მატჩი გერმანიისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის 7 თებერვალს გაიმართება და თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება, მისი ნახვა კი სთრიმის მეშვეობით შემდეგ ბმულზე იქნება შესაძლებელი http://sportdeutschland.tv/rugby/live-rugby-europe-championship-2015-deutschland-vs-georgien

კვირის დასაწყისში მამუკა გორგოძის ტრავმის ამბავი გავრცელდა. სამედიცინო შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ მას მარცხენა ფეხზე უკანა კუნთი გაუწყდა, რასაც სამ კვირიანი რეაბილიტაცია სჭირდება. როგორც თავად მამუკამ განაცხადა, ტრავმა ნაკლებად სერიოზული ხასიათისაა და იგი მალე ჩადგება მწყობრში. ამავდროულად გაფართოებულ შემადგენლობაში სამწვრთნელო შტაბმა დიმიტრი ბასილაია და კარლენ ასიეშვილი გამოიძახა.

www.rugby.ge

0.153992