ფეხბურთი

12:32 | 13.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

პალასიოს ოპერაცია გადაიდო

მილანის “ინტერის” ფორვარდი როდრიგო პალასიო, რომელსაც უკვე დიდი ხანია ტერფი აწუხებს, მინიმუმ სეზონის ბოლომდე ოპერაციას არ გაიკეთებს.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, კლუბის სამედიცინო შტაბი სასწრაფო ქირურგიული ჩარევის ვარიანტს განიხილავდა, მაგრამ საბოლოოდ ეს საკითხი სეზონის ბოლომდე გადაიდო, მანამდე კი, არგენტინელი ფონს კონსერვატიული მკურნალობით გავა. სეზონის ბოლოს მას კიდევ ერთხელ მოუწევს სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება და მაშინ გადაწყდება ჩაუტარდება თუ არა პალასიოს ოპერაცია.

32 წლის ფეხბურთელმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

0.16813