ბლოგი
ლევან სეფისკვერაძე

11:54 | 17 ოქტომბერი, 2021

რატომ ვქომაგობ სომხეთს

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარცევი ეტაპის დასრულებამდე ორად-ორი ტური დარჩა და მე იმის ნაცვლად, რომ საქართველოს ნაკრებზე ვწერდე რამეს, რაკი ვიცი რომ ჩვენს გუნდზე წერაში ისედაც ბევრი კალამი გაცვდა, გადავწყვიტე სომხეთის ნაკრებს მივუძღვნა ორიოდე სიტყვა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ჩვენს მეზობლებს მთელი გულით ვქომაგობ, რადგან ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ მსგავსი მაგალითები შეიძლება მისაბაძი იყოს საქარველოს ნაკრებისათვის.

ლევან სეფისკვერაძე

13:08 | 03 ოქტომბერი, 2021

სახეცვლილება ჟოზესი

რომაულ დერბიში “რომას“ მარცხის შემდეგ, როგორც იქნა “შვებით ამოისუნთქვეს“ იმ ადამიანებმა, რომლებსაც “მგლების“ პორტუგალიელი მესაჭე ჟოზე მოურინიო გულზე არ ეხატებათ და ბევრმა იმის მტკიცებაც კი დაიწყო, რომ სეუ ჟოზე დედაქალაქურ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდეც კი ვერ შეინარჩუნებს დაკავებულ თანამდებობას.

ლევან სეფისკვერაძე

12:40 | 26 სექტემბერი, 2021

ქართული ილუზიები

არც ისე დიდი ხნის წინ დრო იყო, როდესაც ქართველი ფეხბურთელები ევროპის ტოპ-ლიგებში თამაშობდნენ. ამის შემდეგ ჩვენს თავს იმდენი რამ მოხდა, რომ რუსეთის მერე ლიგაში და უკრაინის ჩემპიონატში ნორმალურად მობურთალი ქართველებიც კი დიდ ამბად გვეჩვენება და იტალიურ, ინგლისურ, ესპანურ თუ გერმანულ გუნდებში ქართველების ხარისხიანი გარჯა ლამის საუკუნის წინანდელ ამბად გვიჩანს.

ლევან სეფისკვერაძე

17:01 | 19 სექტემბერი, 2021

მართალი იყო ის კაცი...

შური ნამდვილად არაა ადამიანის საამაყო თვისება. ცნობილი ამბავია, რომ როდესაც ვინმესი და რაიმესი გშურს, უკვე შენშია პრობლემა. მაგრამ რა ვუყოთ იმ განცდას, რაც გასულ კვირას მეწვია, როდესაც ევროპის რანგით პირველ, მერე და მესამე საკლუბო ტურნირების ლამის ყველა შეხვედრის თამაშის მომენტებს ვუყურე.

ლევან სეფისკვერაძე

11:03 | 11 სექტემბერი, 2021

ლეოს და კრიშტიანუს გზები ისევ გაიყარა

ევროპის ხუთი მთავარი ეროვნული საფეხბურთო პირველობიდან გერმანია ერთადერთია, სადაც არც ლეო მესის არცკრიშტიანუ რონალდუს არ უთამაშია. უფრო სწორად, არ უთამაშიათ გერმანულ კლუბში, თორემ ალემანთა მიწაზე ორივეს ბევრი შეხვედრა აქვს ჩატარებული და გოლიც მრავალი გაუტანიათ. ამ ორი კაცის ბედის ჩარხი კი ისეთი სისწრაფით ტრიალებს, რომ არაა გამორიცხული მომავალში გერმანიის ბუნდესლიგაც დააგემოვნონ. მანამდე კი...

ლევან სეფისკვერაძე

13:29 | 05 სექტემბერი, 2021

ქუთაისის “ტორპედო“ თქვენი ასაგდები არ არის!

ქართველი გულშემატკივრების სამართლიანი ქირქილი და გულისწყრომა გამოიწვია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებამ ქუთაისის “ტორპედოს“ მომავალთან დაკავშირებით.

ლევან სეფისკვერაძე

11:15 | 29 აგვისტო, 2021

მიწაზე დანარცხებული “მფრინავი ვირები“

გასული კვირა მეტად გულდარდიანი იყო იტალიური ფეხბურთის ქომაგებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ აპენინელთა 2021-2022 წლების საფეხბურთო პირველობა რამდენიმე მართლაც რომ თვალსასეირო მატჩით დაიწყო და ზოგადად იტალიის საფეხბურთო ცხოვრებაში ბევრი სასიამოვნო სიახლეა, ყველაფერი კარგი მაინც გადაიფარა იმ ამბით, რომ ფინანსური კრიზისის გამო ვერონას “კიევომ“ არსებობა შეწყვიტა.

ლევან სეფისკვერაძე

14:12 | 22 აგვისტო, 2021

“ერის ბომბარდირი“ წავიდა

კაცს რომელსაც მრავლისმნახველი გერმანელები “ერის ბომბარდირს“ დაარქმევენ, შეუძლებელია იყოს ჩვეულებრივი კარგი, ან თუნდაც მაგარი ფეხბურთელი. გერმანიის “ერის ბომბარდირობა“ ლეგენდარულმა გერდ მიულერმა პირველყოვლისა “ბუნდესნაკრების“ მაისურით ნაჩვენები შედეგებით დაიმსახურა და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვახსენოთ მისი არანაკლებად დიდებული საკლუბო კარიერა.

ლევან სეფისკვერაძე

13:33 | 15 აგვისტო, 2021

ვაება დიდი ჰაქანისა

ეს ბიჭი თურქთაგან თავის დროზე ყველაზე პოპულარული იყო. იმდენად პოპულარული, რომ როდესაც ევროპაში გადაბარგდა, ფანი ქალების არმიას ძლივს ემალებოდა და მისი მოტრფიალენი ვარჯიშებზეც კი აწუხებდნენ და ხელს უშლიდნენ ნორმალურად ევარჯიშა. მას ხვდებოდნენ პრეზიდენტები და პრემიერ- მინისტრები, მასთან ფოტოს გადაღებაზე ოცნებობდნენ ფეხბურთში ახლადფეხშედგმული ბავშვები და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სწორედ ის იყო თანამედროვე თურქეთის სახე და სავიზიტო ბარათი.

ლევან სეფისკვერაძე

14:25 | 07 აგვისტო, 2021

შურიანი კაცის წერილი მისტერ ჰოის

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოლიმპიადაზე ცხენოსანთა ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებებში ოდესმე რამის დაწერა მომინდებოდა. მიზეზი მარტივია - სტუდენტური მოცალეობის ჟამსაც კი იშვიათად მიწევდა ცხენოსანთა ასპარეზობის ცქერა და სახეობის წესებიც ბუნდოვნად მახსოვდა. მაგრამ ოდეს გიხილე დიდო და მაგარო კაცო ამხედრებული ცხენზე, რომელსაც ხუმრობით “უსიან ბოლტი“ დაარქვი, გაღიარე მსწრაფლივ და მიიღე ჩემი სიყვარული რწფელი!

ლევან სეფისკვერაძე

11:00 | 01 აგვისტო, 2021

თბილისში დილით

- რომ არა ოლიმპიადა დილის 6 საათზე რა აგაყენებდა? არ ვიცოდე მაინც რა ზარმაცი კაცი ხარ...

123456შემდეგი >>
0.174063