სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
საერთაშორისო

18:41 | 20.02.2021 | ნანახია 976 - ჯერ

ლეგენდარულმა დენ კარტერმა კარიერა დაასრულა

ლეგენდარულმა მორაგბემ დენ კარტერმა კარიერა დაასრულა. ახალ ზელანდიელი მგეზავი დიდი რაგბიდა 39 წლის ასაკში წავიდა და განაცხადა, რომ ახლა უფრო მეტი დრო ოჯახს უნდა დაუთმოს.

„იაპონური გამოცდილება ყველა თვალსაზრისით, სპორტული და კულტურული კუთხით ფანტასტიკური იყო. დისტანციურად წასვლაზე არც მიფიქრა, მაგრამ კორონავირუსის გამო ახალ ზელანდიაში დაბრუნება მომიწია და ეს იმედგაცრუება იყო. თუმცა, იქ დაბრუნებულმა ვიგრძენი, რომ დასამტკიცებელი აღარაფერი მქონდა და არც მოტივაცია გამაჩნდა. თავიდან ვფიქრობდი საზღვარგარეთიდან შემოთავაზებების განხილვაზე, მაგრამ როდესაც შვილებზე და იმ ვალდებულებებზე დავფიქრდი, რაც მარტო ჩემს მეუღლეს უნდა დაკისრებოდა, მივხვდი, რომ შეჩერების დრო იყო. დღეების გასვლასთან ერთად მივხვდი რომ აღარ მაინტერესებდა უცხოური კონტრაქტები და არც ახალ ზელანდიაში გავაგრძელებდი კარიერას. მწვრთნელობა? ეს საჩემო არ არის. რაგბი არის ყველაფერი, რაც ოდესმე გამიკეთებია, ყველაფერი ვიცი ამ სახეობაში და კომპეტენციის გადაცემა შემიძლია, მაგრამ ყოველთვის გამარჯვებისთვის ვთამაშობდი და კარგად ვიცი რა ვალდებულებები სჭირდება მწვრთნელს, რომელსაც ეს მენტალიტეტი აქვს. მინახავს მწვრთნელები, რომლებიც მთელ ცხოვრებას გუნდებს და მოთამაშეებს უთმობენ და ოჯახისთვის დრო აღარ რჩებათ. კარიერა იმიტომ დავასრულე, რომ ჩემს ოჯახთან ვიყო“, - თქვა 39 წლის ლეგენდამ.

დენ კარტერი რაგბის ისტორიაში თავის პოზიციაზე ყველა დროის გამორჩეული მორაგბეა. მან ახალი ზელანდიის ნაკრებში 2003-2015 წლებში 112 მატჩში 1 598 ქულა მოიპოვა, რაც საერთაშორისო დონეზე რეკორდია. „ოლ ბლექსის“ რიგებში 9-ჯერ გახდა 3 ერის ჩემპიონი, ორჯერ კი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა (2011, 2015 წლებში).

საკლუბო დონეზე ის „სენტბერის“, „კრუსაიდერსის“, „პერპინიანის“, „რასინგისა“ და ბოლო ორი წელი იაპონური „კობელკო სტილერსის“ ღირსებას იცავდა. ორჯერ გახდა საფრანგეთის ტოპ 14-ის ჩემპიონი, სამჯერ სუპერ რაგბი მოიგო, ერთხელ კი იაპონიაში მოახერხა ოქროს მედლის მოპოვება.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.085016
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X