სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ეროვნული ნაკრები

19:58 | 29.11.2020 | ნანახია 2649 - ჯერ

პირველი ლელო და ქულები: საქართველომ ირლანდიას ბრძოლა გაუმართა

შემოდგომის ერთა თასზე, იგივე რვა ერზე საქართველოს ნაკრებმა ისტორიული ქულები და პირველი ლელო მიითვალა. „ბორჯღალოსნებმა“ საწყის ორ ტურში ინგლისთან და უელსთან უქულოდ, მშრალი ანგარიშით წააგო და ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ავივაზე“ ირლანდიის ნაკრებს გაეჯიბრა.

ლევან მაისაშვილის გუნდის სათამაშო ხარისხი ამჯრად ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე წინა ორ თამაშში და ეს შედეგში ვერ, მაგრამ ანგარიშში ცალსახად აისახა. ირლანდიასთან საქართველოს ნაკრებმა ნამდვილად იბრძოლა და 10:23 წააგო.

მე-16 წუთზე კი „ბორჯღალოსნებმა“ შესანიშნავი შეტევა წამოიწყეს, რომელიც ლელოთი გიორგი კვესელაძემ დაასრულა, რომლის შეჩერება ირლანდიელმა მორაგბეებმა ვერ მოახერხეს. გიორგიმ ბურთი მოედნის საკუთარ ნახევარზე მოიხელთა და საოცარად მაგრად ითამაშა, მას ვერცერთმა ირლანდიელმა ხელი ვერ შეუშალა. ეს იყო, როგორც პირველი ლელო, ისე ზოგადად პირველი ქულები საქართველოს ნაკრებისთვის რვა ერის ტურნირზე. კვესელძის ლელო თედო აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა და იმ დროისთვის ანგარიში 10:7 გახდა. პირველი ტაიმი ირლანდიელებმა 20:7 მოიგეს.

მეორე ნახევარი ნაკლებ შედეგიანი გამოდგა და მხოლოდ ორი ჯარიმა გავიდა. ჯერ აბჟანდაძემ მოიპოვა 3 ქულა, შემდეგ ირლანდიელებმა ასევე ჯარიმით გვიპასუხეს და მატჩის ბოლო 22 წუთი საერთოდ უქულოდ გაილია.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში სამივე თამაში წააგო. თუმცა, რვა ერში კიდევ ერთ თამაშს ჩაატარებს და მეორე ჯგუფის ბოლო ადგილოსან ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა მომდევნო კვირაში, კერძოდ 5 დეკემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება და გამარჯვებული გუნდი ტურნირში მეშვიდე ადგილს დაიკავებს.

ირლანდია - საქართველო 23:10 (20:7)

ქულები: ბარნსი (9, ლ), ბარნსი (9, გ), ბარნსი (13, ჯ), ბარნსი (22, ჯ), კენანი (33, ლ), ბარნსი (34, გ), ბირნი (58, ჯ) - კვესელაძე (16, ლ), აბჟანდაძე (17, გ), აბჟანდაძე (47, ჯ)

მატჩი მე-7 ადგილისთვის

საქართველო - ფიჯი

მატჩი მე-5 ადგილისთვის

უელსი - იტალია

მატჩი მე-3 ადგილისთვის

ირლანდია - შოტლანდია

ფინალი

ინგლისი - საფრანგეთი

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:52 | 30.11.2020
GENESIS (49)

რაც არ უნდა, ირლანდიის მიერ ამ თამაშის ფეხებზე დაკიდების სინდრომზე ვილაპარაკოთ, ეს უდავოდ, ქართველთა საუკეთესო მატჩი იყო ამ შემოდგომაზე. სასიამოვნო იყო, თანაბარი ორთაბრძოლების ცქერა, მაგარი დაცვა, ცოტათი გამოკეთებული ფეხით თამაში, შესანიშნავი ლელო.. თუმცა, არასტაბილური შერკინება, მოშლილი აუტები და შეტევისა და ფაზების აწყობის პრობლემა, რჩება რგოლებად, სადაც წარსულში, უფრო ძლიერად გამოვიყურებოდით.. თუ, ეს ძალისმიერი და სტატიკური თამაშის კომპონენტები გამოსწორდა, ამ ეტაპზე, გუნდის მომატებული ფიზიკური კონდიციები და ამაღლებული ბრძოლისუნარიანობა, სწორი სათამაშო სტრატეგიის პირობებში, ჩემი აზრით, თავისუფლად იძლევა ფიჯის დამარცხების იმედს..

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.093421
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X