სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
საერთაშორისო

17:45 | 9.02.2020 | ნანახია 3343 - ჯერ

ერთ ტაიმში მოგებული თამაში ესპანეთში

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბის ევროპის 2020 წლის გათამაშებაში მიჯრით მეორე გამარჯვება იზეიმა. ლევან მაისაშვილის გუნდი თბილისში რუმინეთთან გამარჯვების შემდეგ მადრიდში, ესპანეთის ნაკრებს ესტუმრა.

„ბორჯღალოსნებმა“ პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩაატარეს და სოლიდური უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს. შალვა მამუკაშვილის სწრაფ ლელოს ესპანელებმა ფერერის ლელოთი სწრაფადვე უპასუხეს, თუმცა, პირველი ტაიმის დარჩენილი ნაწილი ქართველი მორაგბეების კარნახით წარიმართა.

მამუკაშვილმა დუბლი შეასრულა, ხოლო ერთხელ ჩათვლის მოედანს თოდუამ უწია. სამ ლელოს თედო აბჟანდაძემ ორი გარდასახვა და ერთი ჯარიმა დაამატა და ტაიმი „ბორჯღალოსნებმა“ 23:5 მოიგეს.

მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მეოთხე ლელო ბონუს ქულის მომტანიც იქნებოდა. თუმცა, საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმი ჩააგდო, ხეირინად ვერ შეუეტია და 40 წუთი პრაქტიკულად თავს იცავდა. თავის დაცვა კი, კარგად გამოსდიოდა, მაგრამ ზედ ბოლო წუთზე დელ ჰოიომ მოახერხა მეორე ლელოს დამიწება ჩვენს მოედანში და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 23:10.

საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს და რაგბი ევროპას გათამაშებას ლიდერობს. მესამე მატჩს კი, „ბორჯღალოსნები“ 22 თებერვალს, ქუთაისში ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ესპანეთი - საქართველო 10:23 (5:23)

ქულები: ფერერი (ლელო), დელ ჰოიო (ლელო) - მამუკაშვილი (2 ლელო), თოდუა (ლელო), აბჟანდაძე (2 ჯარიმა, 1 გარდასახვა)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:16 | 10.02.2020
qomagi (248)

ბატონო ავტორო, მეორე ლელო თოდუამ კი არა, ტაბუცაძემ გაიტანა თავის სადებიუტო თამაშში, იმ ესპანელებს ნომრები აერიათ, თამაშს მაინც არ უყურე? 14 ნომერზე ტაბუცაძე იყო და 11 თოდუა.
თამაშით კიდევ ძალიან უკმაყოფილო ვარ, რაც არ უნდა სუსტ გუნდს ხვდებოდე და უმოტივაციო იყო, ფეხებზე დაკიდება არ შეიძლება. შერკინება და დაცვა ესპანეთთან ასე სუსტად არ უნდა თამაშობდეს, იმ ფონზე, რა პრეტენზიებიც გვაქვს და სასწრაფოდ მაღალი დონის მწვრთნელები ეროვნულ და ყველა ასაკობრივ ნაკრებში!!!

11:21 | 10.02.2020
გუსანი (34)

ერთ ადგილს ვტკეპნით. ვეთანხმები ნიკა..01- ს. შეიძლება მოტივაცია აკლდათ ბიჭებს. სტაბილურობაც. დიდ ჩამორჩენას მათთან ასე ვერ შევამცირებთ. იაპონიაც , ფიჯიც და ცოტა ხანში ტონდა ,კანადა, ამერიკაც გაიჭრებიან, ჩვენ კი ვრჩებით ერთ ადგილზე. თუ ამბიცია გვაქვს ამ ტურნირს ერთი ამოსუნთქვით, ლაღად უნდა ვიგებდეთ, როგორც ათეულის გუნდები ჩვენ გვიგებენ.

15:58 | 10.02.2020
jora84 (183)

მაგ მოტივაციას რეალურად კლასის ნაკლებობა ქვია, ხოლო როცა ნაკრებში რამოდენიმე უკლასო მოთამაშე ერთდროულად არის მოედანზე მერე ხარისხზე ავტომატურად აისახება ეგ ყველაფერი.

00:15 | 10.02.2020
NIKA..01 (335)

ამ თამაშებში,თუ ვაკრიტიკებ იმის გამო კი არა,რომ უფრო დიდი ანგარიშით მსურს მოგება,ან ლელო რატო გავუშვით...არა,მთავარი ხარისხია თამაშის,დაცვის თამაში,შეტევაში,ფაზების აკინძვა,მიყოლა,ზონების შევსება და ა.შ.მეტად თამამად უნდა ვითამაშოთ,მეტად აგრესიული და შემტევი რაგბი.იაპონელები ასე იყვნენ,აგებდნენ კატასტროფული ანგარიშებით,მაგრამ მუდამ აგრესიულ,სწრაფ,შემტევ რაგბს თამაშობდნენ ყველასთან.ნაკლები ანგარიშით წააგებდნენ თამაშის ტემპი,რომ დაეგდოთ და "ეჯაჯგურათ" მეტი,მაგრამ არასდროს არცერთ გუნდთან არ აკეთებდნენ ამას და ამან შედეგი ის მოიტანა,რომ დახვეწეს თამაშის ხარისხი და კი ვხედავთ რა დონეზე არიან ახლა.მეტად აგრესიული და შემტევი რაგბი უნდა ვითამაშოთ და ამასთან ერთად არ დავკარგოთ ჩვენი მთავარი კოზირი შერკინების სახით...გილოცავთ ყველას გამარჯვებას და მადლობა ბიჭებს

19:53 | 09.02.2020
გუგა80 (177)

საშინელებაა.
გაწითლებულ წუთზე მიიღეს
ლელო და ვერ შეინარჩუნეს 15 ქულით მოგება. რეიტინგში გამოადგებოდათ.

19:04 | 09.02.2020
federer (17) (469)

ჩემი აზრით მეორე ტაიმი თამაში არ იყო და უფრო ვივარჯიშეთ რაღაც კომპონენტებში და რამდენად კმაყოფილია ჩვენი სამწვრთნელო შტაბი ამ ვარჯიშით ეგ ჯობია მწვრთნელებს ვკითხოთ

19:00 | 09.02.2020
GENESIS (49)

ბევრი შეცდომა, ფაციფუცი და დავიდარაბა.. რაც ამ ჭიჭყინა გუნდებთან მოგებისთვის მაინც საკმარისია.. 6 და 7 ნომრებს სუსტი თამაში ქონდათ..პირველ ხაზშიც, ძველებური სტაბილურობა, ფაქტია, რომ აღარ არის..სხვებიც უნდა გვანახოს..თუნდაც ნაცნობი ლომები.. თორემ მეორე ტაიმში ცოტა მოირყა ჯებირები..

18:08 | 09.02.2020
ოვალური კორბენი (276)

მორჩა, აქვე გაირკვა წლევანდელი "რაგბი ევროპის" გამარჯვებულიც...
გუშინ რაც რუმინელებს და რუსებს უქნეს, კიდევ უფრო დავრწმუნდი ამ ტურნირის U-მნიშვნელობაში

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.117241
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X