სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
შიდა რაგბი

21:28 | 14.09.2019 | ნანახია 1726 - ჯერ

დიდი 10 | "ლელო-სარასენსი" 13:34 "აია"

ქუთაისის ‘აიამ’ თბილისის ‘ლელო-სარასენს’ დიდ დიღომში 4 ლელო გაუტანა, 34:13 დაამარცხა და დიდი 10-ის 2019/2020 წლების სეზონი ბონუს-გამარჯვებით გახსნა.

სტუმართაგან ორი ლელო მიხეილ ბაბუნაშვილის ანგარიშზეა, ხოლო თითო-თითო რევაზ წიკლაურისა და გიორგი აბრამიძის სწრაფ კონტრშეტევებს მოყვა. ‘აიას’ 14 ქულით შეეწია გიორგი ბაბუნაშვილი, რომელმაც ოთხივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა, ორი ჯარიმა გაიტანა და მატჩში 100%-იანი შედეგი აჩვენა.

‘ლელო-სარასენსი’ ბურთს მეტოქეზე დიდხანს აკონტროლებდა და უმეტესი დრო შეტევებში გაატარა. თბილისელები უპირატესობის მოპოვებას სისწრაფის ხარჯზე ცდილობდნენ, მაგრამ სეზონის სტარტზე მრავლად ჰქონდათ ტექნიკური წუნი და ამის გამო რამდენიმე 100%-იანი ლელო ვერ გაიტანეს.

ანგარიში დებიუტშივე გაიხსნა - გიორგი ბაბუნაშვილმა ჯარიმა გაიტანა. მასპინძლებმა პასუხის გასაცემად გაიწიეს და რამდენჯერმე გაარღვიეს მეტოქის დაცვა, მაგრამ სისწრაფეში შეცდომები დაუშვეს. ‘აია’ ხშირად ჯარიმდებოდა და ‘ლელო-სარასენსმა’ მოლითაც სცადა მიზნის მიღწევა, თუმცა ქუთაისელებმა დაცვით მოლში ძალიან კარგად ითამაშეს.

მე-15 წუთზე ქუთაისელების სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ, საკუთარი გუნდი ლელოსგან აკაკი ტაბუცაძემ იხსნა, მაგრამ ფეხით ბურთი შორს ვეღარ მოიგერია. 5-მეტრიანი დერეფნის შემდეგ, ‘აიამ’ უკვე შეტევით მოლშიც იმძლავრა და მიხეილ ბაბუნაშვილის ლელო გიორგიმ გარდასახა. მომდევნო 10 წუთში ირაკლი ყიასაშვილმა სამჯერ დაარტყა ჯარიმა კარში, აქედან ორი გაიტანა და სხვაობა 4 ქულამდე დავიდა, თუმცა მერე თბილისელებმა შეტევაში დაკარგეს ბურთი, გელა შალამბერიძემ რაქიდან გამოვარდნილი ოვალი რევაზ წიკლაურს გადააწოდა, რომელიც მბოჭავს ამოუხტა და ლელომდე 60 მეტრი ბურჯისათვის უჩვეულო სისწრაფით დაფარა. გარდასახვა ზუსტი იყო და ტაიმი 6:17 დასრულდა.

მეორე ტაიმი სტუმართა შეტევებით დაიწყო. გიორგი ბაბუნაშვილმა კაცი გამოტოვა და მარცხენა ფრთაზე გიორგი აბრამიძე გაიქცა, მაგრამ ბურთის დამიწების მომენტში მას ხელი ტაბუცაძემ ჩაურტყა და საკუთარი გუნდი იხსნა, რაც ვიდეო-რეფერიმ დააფიქსირა. ‘ლელო-სარასენსმა’ საკუთარი 22-იდან სწრაფად მოისურვა შეტევის წამოწყება, ბურთი დაკარგა და ერთი წუთის შემდეგ ლელო მიხეილ ბაბუნაშვილისგან გაუშვა. გიორგიმ ზუსტი გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც გაიტანა და 55-ე წუთზე ‘აია’ კომფორტული სხვაობით დაწინაურდა - 6:27.

‘ლელო-სარასენსის’ მცდელობებმა შედეგი მხოლოდ 71-ე წუთზე გამოიღო, როდესაც დემე თაფლაძის შეტევის შემდეგ, გიორგი მარგალიტაძემ ტაბუცაძეს სწრაფად გაუტანა ბურთი და მანაც ის ალამთან დაამიწა, ხოლო ყიასაშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა. ბონუსზე თამაშის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, ‘ლელო-სარასენსი’ 75-ე წუთზე შეტევაში კიდევ ერთხელ შეცდა, ბურთი გიორგი აბრამიძემ აიტაცა და ლელომდე დაახლოებით 65 მეტრი ირბინა, ხოლო ბაბუნაშვილმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 34:13 და ბონუსი ქუთაისის ‘აიას’.

rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.081615
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X