სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91

23:23 | 9.09.2019 | ნანახია 920 - ჯერ

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | პირველობა ჩემპიონის შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყო

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგამ ფორმატი იცვალა. გასული სეზონის შედეგების მიხედვით, მონაწილე გუნდები „ოქროს“ და „ვერცხლის“ ჯგუფებად დაიყვნენ. ორწრიანი შეჯიბრების შემდეგ, „ოქროს“ ლიგის მოწინავე ექვსეულს „ვერცხლის“ ლიგის 2 საუკეთესო გუნდი შეურთდება და მთლიანობაში 8 გუნდი, ტიტულისა და საპრიზო ადგილებისათვის ბრძოლას პლეი ოფით განაგრძობს.

გუნდები 1/4-ში რეგულარულ სეზონში დაკავებული ადგილების მიხედვით დაწყვილდებიან და აღნიშნულ ეტაპსა და ნახევარფინალში 2-რაუნდიან ორთაბრძოლებს ( შინ და გარეთ) გამართავენ. გამარჯვებული გუნდი 2 მატჩის ჯამური შედეგით გამოვლინდება. ფინალი კი ერთი მატჩისგან შედგება, რომელშიც სეზონში დაკავებული უკეთესი ადგილის მქონე გუნდი მოედნის უპირატესობით ისარგებლებს.

„ოქროს“ ჯგუფის პირველობა ქუთაისში, ‘არესისა’ და ‘ხვამლის’ დაპირისპირებით დაიწყო. რიონისპირელებმა შემადგენლობა საგრძნობლად გადაახალისეს და გიორგი მინაძეს გუნდის შესათამაშებლად გარკვეული დრო დაჭირდება. მუხიანელთა ბორჯღალოსანმა დამრიგებელმა რატი ურუშაძემ ბირთვი სრულად შეინარჩუნა და სეზონის სადებიუტო შეხვედრაც დამაჯერებლად, 36:0 მოიგო. მართალია ‘არესმა’ იბრძოლა და ურიგო შთაბეჭდილებაც არ დატოვა, თუმცა ‘ხვამლი’ მაღალ სიჩქარეებზე მოქმედებდა, გაშლილ თამაშს ეშურებოდა და მასპინძლებს 6 უპასუხო ლელოც გაუტანა. მუხიანელთა ფრთამ ნიკა ჭარხალაშვილმა წყვილი ლელოს დადება მოახერხა. გუნდის მგეზავმა ალეკო ზირაქაშვილმა კი გატანილ ლელოს 3 გარდასახვაც დაურთო.

ვიცე-ჩემპიონი ‘აია’ მარნეულის ‘არმაზს’ ვაზისუბანში ესტუმრა. მართალია‘არმაზს’ მარნეულის მუნიციპალიტეტი აფინანსებს, თუმცა გუნდი საშინაო შეხვედრებს დედაქალაქში, ვაზისუბნის დასახლებაში მართავს. რიონისპირელებმა წინასასეზონო პერიოდი ტრადიციულად ნაყოფიერად გამოიყენეს და გუნდი ჩემპიონატს კარგად მომზადებული შეხვდა. გაგა გურეშიძის შეგირდები დაცვაში თამაშს მაქსიმალურ ყურადღებას უთმობდნენ, მასპინძლებს ქულის აღების შესაძლებლობა არ მისცეს, საკუთრივ კი უპირატესად სტატიკაში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე 4 ლელოს გატანა მოახერხეს (გიორგი ცუცქირიძე, გივი ლეჟავა, იაგო ხაბულიანი, უჩა შარვაშიძე) და სეზონიც პრემიალური ქულის თანხლებით დაიწყეს 28:0.

ბრინჯაოს მედალოსანმა რუსთავის ‘ხარებმაც’ სეზონის პირველ შეხვედრაში ქულათა მაქსიმუმი აიღო. ქვემო ქართლელები ‘ლოკომოტივს’ ‘შევარდენზე’ ესტუმრნენ და 35:7 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ რკინიგზელებმა გუნდი პრაქტიკულად სეზონის წინ შეკრიბეს, ‘ხარებს’ კი მოსამზადებელი ეტაპის დიდი ნაწილი გაუცდათ, რასაც განვლილ შეხვედრაში ორივე გუნდის მხრიდან უამრავი წუნი და შეცდომა მოჰყვა. თემურ ლობჟანიძის შეგირდებმა გამარჯვებას კლასის ხარჯზე მიაღწიეს. მარბიელი დათო ლომიძე ‘დუბლით’ გამოირჩა. ლელოს გატანა ასევე ბურჯმა ილია გოგოლიშვილმა და თემო ლომსაძემ მოახერხეს. ლომსაძის ლელო გამორჩეული გახლდათ. ‘ხარების’ მარბიელმა ღია თამაშში, მატჩის ბოლო წუთზე სპრინტერული მანევრით ეულად 60 მეტრი ირბინა და ეფექტური ლელოც გაიტანა. ‘ლოკომოტივის’ ერთ-ერთი იშვიათი კონტრშეტევა, მეორე ტაიმის დასაყისში ჰავბეკ ვასილ კობაიძის გატანილი ლელოს მეოხებით, გია კურატაშვილისა და გიორგი ბერიაშვილის ბიჭებმა მარცხისაგან მხოლოდ ‘მშრალი’ ანგარიშით თავის დაღწევა მოახერხეს.

მოქმედმა ჩემპიონმა ‘ლელომ’ მთავარი მწვრთნელი იცვალა. გუნდს სათავეში 34 წლის პაატა მაისურაძე ჩაუდგა. ახალგაზრდა სპეციალისტი 4 წელია, რაც კლუბის სტრუქტურაში ნაყოფიერად მუშაობს და პარალელურად ქვეყნის 6-გზის ჩემპიონ ‘ლელოს’ სტაფის წევრიც გახლავთ. ასისტენტობას მაისურაძეს გიორგი გაბელია გაუწევს. ‘სუმო’ კვლავინდებურად ჭაბუკ მორკინალებს გაწვრთნის. ტიტულის შენარჩუნებასთან ერთად, მაისურაძის ძირითად ამოცანას მთავარი გუნდისთვის კვალიფიციური კადრების მომზადება წარმოადგენს.

სეზონის სადებიუტო შეხვედრაში, ჩემპიონი დედაქალაქურ დერბიში ‘აკადემიას’ ნუცუბიძის პლატოზე დაუპირისპირდა. ‘ლელო’ მატჩის პირველივე წუთებიდან საგრძნობ უპირატესობას დაეუფლა და მეტოქე რაგბის ყველა კომპონენტში პირწმინდად დაჩაგრა. მაისურაძის შეგირდებმა მაქსიმალურად მოინდომეს და მწვრთნელის პრაქტიკულად ყველა დავალება უზადოდ შეასრულეს. ჩემპიონმა სეზონის ჯერჯერობით ყველაზე დიდი სხვაობა 71:0 დააფიქსირა. ფავორიტმა მთლიანობაში 11 ლელოს გატანა მოახერხა. ‘დუბლით’-ფრთა გიორგი კოკოლაშვილი და მარბიელი გიორგი ქობალია გამოირჩნენ.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.085866
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X