სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ეროვნული ნაკრები

22:00 | 31.08.2019 | ნანახია 6564 - ჯერ

სარაგბო გაკვეთილი შოტლანდიისგან

2019 წლის 31 აგვისტოს რაგბის ქართველი ქომაგი დიდი ხანი ელოდა. ამ დღისთვის თბილისს შოტლანდიის ეროვნული გუნდი ეწვია და ეს, პირველი შემთხვევა გახლდათ, როდესაც საქართველოში თამაშზე თანხმობა პირველი დონის ნაკრებმა განაცხადა.
“ნარშავებთან” აქამდე ორჯერ გვეთამაშა – პირველად 2011 წლის მსოფლიო თასზე, როდესაც მეტოქეს ლელო არ დავადებინეთ და შეხვედრა 6:15 დავთმეთ, ხოლო მეორედ 2016 წლის ნოემბერში, ტესტ-მატჩის გასამართად ვეწვიეთ და ორი ლელოს მიუხედავად, 16:43 დავმარცხდოთ.
სწორედ იმ მატჩის მერე დადეს სქოთებმა პირობა, რომ 2019 წლის მსოფლიო თასამდე საქართველოს ეწვეოდნენ და სიტყვა აასრულეს. ამასთან, შოტლანდია უძლიერესი შემადგენლობით ჩამოვიდა და “ბორჯღალოსნებთან” თამაშებს გენერალური რეპეტიციის სახე მისცა.
ცხადია, თბილისური მატჩი ისტორიული გახლდათ ქართველებისთვისაც, რომელთაც ესოდენ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ შინაური პუბლიკის წინაშე თამაშის შანსი პირველად მიეცათ. “ბორჯღალოსნებისთვის” სქოთების დამარცხება ექვს ერში დაშვების პერსპექტივის კუთხითაც მნიშვნელოვანი გახლდათ, რაშიც მათთვის ხელი 40 ათასამდე ქომაგსაც უნდა შეეწყო.
როგორც მოსალოდნელი გახლდათ, სამხრეთაფრიკულ “საუზერნ კინგსთან” გამართული მატჩის შემდეგ, “ბორჯღალოსნების” სამწვრთნელო შტაბმა როტაციას მიმართა და შოტლანდიისთვის დასახელებულ რაზმში ერთბაშად 10 ცვლილება შეიტანა.
სრულად გადახალისდა ღერძი და 9-10 ნომრებზე თამაში ვასილ ლობჟანიძემ და თედო აბჟანდაძემ დაიწყეს, ცენტრში ტრავმირებული მერაბ შარიქაძის ნაცვლად დავით კაჭარავა გამოჩნდა, ზურაბ ძნელაძეს შეუწყვილდა და ეროვნული ნაკრების კვართით ჩატარებული მატჩების (115) რაოდენობით ლიდერ მერაბ კვირიკაშვილს გაუტოლდა.
ფულბექად ისევ სოსო მათიაშვილი ვიხილეთ, ფრთაზე ადგილი შეინარჩუნა მირიან მოდებაძემ, ხოლო მეორე გარემარბად მარქაფიდან ალექსანდრე თოდუა დაწინაურდა, რომელმაც გიორგი აფციაური შეცვალა.
მოლოდინისამებრ, ფაქტობრივად სრულად განახლდა ბორჯღალოსნების შერკინება. პირველ ხაზში ამჯერად მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი და ბექა გიგაშვილი გამოჩნდნენ, რომლებიც აფრიკელებთან განაცხადშიც კი არ იყვნენ. გუნდი კაპიტნის რანგში სწორედ ნარიაშვილმა გაიყვანა, რომელმაც 55-ე სანაკრებო შეხვედრაში სამკლაური პირველად მოირგო და ბორჯღალოსანთა 31-ე კაპიტანი გახდა.
შეიცვალა მეორე ხაზიც და ამჯერად, თამაში კოტე მიქაუტაძემა და შალვა სუთიაშვილმა დაიწყეს, ხოლო გიორგი ნემსაძემ და ლაშა ლომიძემ მარქაფაში გადაინაცვლეს. მესამე ხაზში გიორგი ცუცქირიძის ტრავმის შემდეგ, ფლანკერად გადაინაცვლა ოთარ გიორგაძემ, ხოლო შერკინების შემკვრელად ბექა გორგაძე დადგა. რაზმში ადგილი შეინარჩუნა ბექა საღინაძემ.

საქართველოს ნაკრებმა თამაში ძალიან ნერვულად დაიწყო, რაც უდისციპლინო გარჯაში გამოიხატა. მსაჯმა რეფერი პასკალ გაიუზერმა საწყის ათ წუთში 4-ჯერ დაგვაჯარიმა და სტუმართა ერთ-ერთმა ლიდერმა გრეიგ ლეიდლოუმ მარტივი პოზიციიდან 2-ჯერ გაიტანა – 0:6.
მალევე ბორჯღალოსანთა პოზიციურ შეცდომას შეხვედრის პირველო ლელო მოჰყვა. ფინ რასელმა ხაზი იოლად გაჭრა, მიყოლაც კარგი იყო და ბენ ტულისს ბურთის დამიწება არ გასჭირვებია. ლეიდლოუმ იოლი გარდასახვა შეაგდო – 0:13.
მალევე ანგარიში საგანგაშო გახდა. ეპიზოდის გმირი სქოთების შუამარბი რორი ჰაჩინსონი გახდა, რომელმაც რასელის გადაკიდებული ბურთის შემდეგ დიდი დისტანცია მოიგო, ქართველებმა იერიში ხუთმეტრიან ზონაში შეაჩერეს, თუმცა, მარჯვენა ფლანგზე ჩათამაშებული ოვალი ისევ სტუმართა 13-მა ნომერმა მოიხელთა და მცველების დაჯაბვნა არ გასჭირვებია. გრეიგის მორიგი ელეენტარული დარტყმა და 0:20.
ბორჯღალოსნებს პირველი აზრიანი შეტევის განხორციელების შანსი ტაიმის შუაწელს მიეცათ, როდესაც აბჟანდაძემ შერკინებით გამომუშავებული ჯარიმიდან ბურთი ათმეტრიან ზონაში გადაიტანა, თუმცა, თითქოს კარგად ჩამოყალიბებულ მოლში ვერ ვივარგეთ და შერკინება უკვე შოტლანდიელებს ერგოთ.
მატჩის 33-ე წუთზე სტუმრები მაღალი ბოჭვისთვის დაჯარიმდნენ და მათიაშვილმა ათმეტრიანი წყვეტილი ხაზიდან ანგარიშის “დასველება” მოახერხა 3:20. იქვე სტუმართა შეცდომით ლობჟანიძემ ისარგებლა, შეტევა მარცხენა ფლანგზე გიორგაძეს გააგრძელებინა, თუმცა, მას ბოჭვისას ბურთი წინ დაუვარდა, შერკინებაში კი დავჯარიმდით და მომენტი განიმუხტა.
მალევე, რეფერიმ დერეფანში უწესო თამაშისთვის დაგვაჯარიმა, თუმცა, ეს არ იკმარა, მომდევნო ფაზაში მაღალი ბოჭვა დაგვაბრალა და ლეიდლოუს კარის წინიდან კიდევ ერთი დარტყმის შესრულება არ დაზარებია – 3:23. ტაიმი, რომელმაც გუნდებს შორის კლასში არსებული უდიდესი სხვაობა წარმოაჩინა, სწორედ ამ ანგარიშით დასრულდა.
შესვენების შემდეგ პირველი კარგი შანსი საქართველოს მიეცა, მაგრამ ტექნიკურმა წუნმა ისევ დაგვაღალატა. კაჭარავას ფლანგზე მაღალი პასი გამოუვიდა და მათიაშვილმა ბურთის ხელში შემაგრება ვერ შესძლო, არადა, მას მარცხნივ მოდებაძეც ჰყავდა.
სამაგიეროდ, ორიოდ წუთში “ნარშავებმა” კლასიკურად დამუშავებული ლელო დაგვიდეს. შერკინებიდან გამოტანილი ბურთი უსწრაფესად გაათამაშეს და ქართველებმა ლელოსკენ გაქცეულ ჰაჩინსონს, რომელმაც დუბლი შეასრულა, მხოლოდ თვალი გააყოლეს. ლეიდლოუს გარდასახვის აცილება არც უფიქრია – 3:30.
მორიგმა ლელომ ქართველები კიდევ უფრო გაამწარა, რასაც ჩვენებურთა ხანგრძლივი იერიში მოჰყვა. “ბორჯღალოსნებმა” შვიდიოდ წუთი მეტოქის ხუთმეტრიან ზოლთან გაატარეს, სტუმრები 3-ჯერ დაჯარიმდნენ, საბოლოოდ კი, ლელო შეცვლაზე მცირე ხნის წინ შესულმა კახა ასიეშვილმა დადო. ამ დროს საქართველოს ნაკრების მთელი პირველი ხაზი უკვე შეცვლილი იყო და მინდორზე გელა აფრასიძე და თამაზ მჭედლიძეც იმყოფებოდნენ. გარდასახვა სწორედ გელამ შეაგდო და ჩამორჩენა მცირედით შეამცირა 10:30.
შოტლანდიელთა პასუხმა არ დაახანა და გასაკვირი არ ყოფილა, რომ მათი ლელო ისევ ოსტატური გამოდგა. ქართველი მორაგბეები სტუმრებს სისწრაფეში ამჯერადაც ვერ აჰყვნენ, შესანიშნავად მოთამაშე რასელმა ბურთი მარჯვენა გარემარბ დარსი გრემს შეუცურა და მან ოვალი ლამაზ ნახტომში დაამიწა. ლეიდლოუს მორიგმა გარდასახვამ ტაბლოზე ანგარიში 10:37 დაფიქსირა.
დარჩენილ წუთებში საქართველოს ნაკრები “ნარშავების” ოცდაორში კიდევ ერთხელ დამკვიდრდა, თუმცა, ხეირი ვერ ნახა, აი, სტუმრებმა კი მორიგი შანსიც დამაჯერებლად გამოიყენეს. შეხვედრის დასკვნითი ლელო სკოტ კამინგსმა დადო, გარდასახვა კი შეცვლაზე შესულმა კიდევ ერთმა მორაგბე ადამ ჰეისტინგსმა შეასრულა – 10:44.
ცხადია, გასულ თამაშში გამარჯვებულის ვინაობა ეჭვქვეშ წამითაც არ დამდგარა. შოტლანდია მატჩს სრულად აკონტროლებდა და შერკინების გარდა, არ ყოფილა კომპონენტი, სადაც უპირატესობა არ ჰქონია. გამოჩნდა ისიც, რომ ქართველი მორაგბეებისთვის ასეთი დონის მეტოქეებთან ხშირი ჭიდილი აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, განვითარებაზე ფიქრი ძნელი იქნება.
შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნები” მოახლოებულ მსოფლიო თასამდე დასკვნით ტესტ-მატჩს ისევ შოტლანდიელთა წინააღმდეგ ჩაატარებენ, ოღონდ, ეს, უკვე ედინბურგში იქნება. 6 სექტემბერს, “მარიფილდზე” თამაში თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.
მოსალოდნელია, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთელი მილტონ ჰეიგი სამსოფლიოთასო შემადგენლობას სწორედ შოტლანდიაში გამგზავრებამდე დაასახელებს. ზელანდიელი სპეციალისტის რჩეულები იაპონიაში დაგეგმილი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ავსტრალიას, უელსს, ფიჯისა და ურუგვაის ეთამაშებიან.

საქართველო – შოტლანდია 10:44 (3:32)
საქართველო: 15. იოსებ მათიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. დავით კაჭარავა, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი (კაპ.), 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. შალვა სუთიაშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. კარლენ ასიეშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. გიორგი ნემსაძე, 20. ლაშა ლომიძე, 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.
ლელო: ასიეშვილი.
გარდასახვა: აფრასიძე.
ჯარიმა: მათიაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (21)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:39 | 02.09.2019
sport..»farther more rugby (86)

რა თქმა უნდა რეგრესი გვაქვს, უნდა გამოვასწოროთ!!

09:20 | 02.09.2019
გორდა (250)

ძალიან დიდი შრომა გვმართებს ეს ცალსახაა, ბუნების კანონია სპირალზე/ხვეულაზე ან ზევით ადიხარ, ან ქვემოთ ეშვები!!
აქვე თვალნათლივ უნდა დავინახოთ და შესაბამის დონეზე დღის წესრიგში უნდა იქნას შეტანილი (სამთავრობო ვერტიკალს ვგულისხმობ) ბობოლა ევროპელების უსამართლო და მიუღებელი მიდგომა რაგბის განვითარებაში.
მხოლოდ თავიაანთ ვიწრო ინტერესბეს აყენებენ წინ და მეტი არაფერი. ჩვენ და ჩვენისთანა ქვეყნებს "ნასუფრალს" გვიყრიან და ხშირად მაგასაც გვაყვედრიან! აი რაც შეეხება საფუძვლიან განვითარებას მანდ ჯერ-ჯერობით ყველა კარი ჩაგვიკეტეს.
საკლუბო ნოდეზე რომ მოხდეს ქართული გუნდის პრო 14-ში დაშვება, დარწმუნებული ვარ ნაკრებსაც მაგრად შეეტყობა. სად მთელი სეზონი ერთად ნათამაშები და შეთამაშებული გუნდი და სად შეკრებაზე "შეკოწიწებული" მოთამაშეები.
თანაც ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურადაც ძალზედ ურტყავს მოთამაშეს. ერთ-ერთ ინტერვიუში ნემსაძე ამბობდა მგონი, უცხო გუნდში იმ ქვეყნის მოთამაშეს შეცდომის კი არა შეცდომების დაშვებასაც პატიობენ, იმ ლოგიკით, რომ ისწავლის, განვითარდება და ქვეყანას გამოადგებაო, მაგრამ უცხოელს ერთი შეცდომის გამო ხშირად დიდხანს სათადარიგო სკამის ხეხვა უწევს!

00:13 | 02.09.2019
NIKA..01 (335)

ჩვენ ცუდად ვითამაშეთ,მაგრამ თუნდაც ჩვენი შესაძლებლობის საუკეთესო მატჩი ჩაგვეტარებინა,ვფიქრობ ასეთ შოტლანდიასთან მაინც ვერ მოვიგებდით.იტალიაც ვნახე სტადიონიდან და შოტლანდიაც.გაცილებით ძლიერი გუნდია ამჟამად შოტლანდია....ბიჭებს მადლობა ბრძოლისთვის,თუმცა საწყენია მხოლოდ ბრძოლისთვი,რომ შემიძლია შევაქო და არა კარგი თამაშისთვის.გუნდურად და ინდივიდუალურად გაცილებით სწრაფად თამაშობდნენ სკოტები,გაცილებით სწრაფად აზროვნებენ მოედანზე და სისწრაფესთან ერთად სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ.ჩვენ უბრალოდ ვერ ვასწრებდით გადაწყობას,ვერც დაცვით და ვერც შეტევით ფაზაში.მათი ბექების მოქმედება ნახეთ ბურთით ხელში და შეადარეთ ჩვენი ბექების მოქმედებას,მაშინვე მიხვდებით ასეთი მარცხის მიზეზს.სასწრაფოდ ფრანჩიზა თუ არ ჩავრთეთ,რომელიმე მაღალი დონის ტურნირში,მაშინ ქართული რაგბის მომავალს კარგი არაფერი ელის.ბავშვთა რაგბი+ფრანჩიზა+საკლუბო რაგბი-ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი.თანხების გარეშე არცერთი მათგანი არ და ვერ იქნება.ძალიან სამწუხაროა,მაგრამ ახლა ისეთ ეტაპზეა ქართული რაგბი,რომ ან წინსვლას გავაგრძელებთ,როგორც იაპონია,აშშ,ან დაიწყება დაღმასვლა(წარმოდგენაც ი მზარავს) ისე,როგორც რუმინეთს დაემართა...რაგბის კავშირს,სახელმწიფოს და ბიზნესის ძალისხმევაზეა დამოკიდებული ქართული რაგბის ბედი...თუმცა სიმართლე გითხრათ ქართული ბიზნესის იმედი არ მაქვს...სტაბილურად მაგათ რა დაუფინანსებიათ,რომ რაგბი დააფინანსონ?ჩადებენ სადმე რამოდენიმე ლარ ინვესტიციას,შემდეგ თვეობით იყვირებენ მაგაზე და გაიკეთებენ რეკლამას და მიატოვებენ....

09:08 | 02.09.2019
გორდა (250)

+ 
განსაკუთრებით გვჭირდება ძლიერ ლიგაში ქართული გუნდის თამაში, რაც ძირითადად სრკ-ს გასაკეთებელი საქმეა!!!

16:09 | 01.09.2019
პანტელეიმონი (1218)

მხარდაჭერას ვუცხადებ ბიჭებს, მათ ჩვენზე კარგად იციან რა აქვთ გამოსასწორებელი. წინ შოტლანდიასთან თამაშია, მწვრთნელებს, ექიმებს, ფიზიოთერაპეტებს მთელ სტაფს უამრავი საქმე აქვს. ახლა ყველამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოდ და ვაცალოდ გუნდს ფსიგოლოგიური სტრესიდან გამოსვლა და სრულყოფილი აღდგენა - მომზადება შოდლანდიაში მატჩისთვის. მე, გუშინდელი წაგება მირჩევნია რუსეთთან და გერმანიასთან მოგეგებს. გუშინ მე, არაპროფესიონალმა დავინახე უამრავი რამე ტექნიკური, კომბინაციური და ტაქტიკური თვალსაზრისით და წარმოგგენა მაქვს რამდენს შეიძენდენ და გაივალიწინებენ ჩვენი ნაკრების მწვრთნელები და მოთამაშები. უაღრესად სასარგებლო ტესტებია, მე მჯერა ჩვენი ბიჭების და დარწმუნებული ვარ, მსოფლიო ჩემპიონატზე სულ სხვა გუნდს ვიხილავთ.
თუ, ვინმეს მიმართ პრეტენზია შეიძლება გვქონდეს ეს სრკ -ია, რომელმაც წლებია ვერ უზრუნველყო "დიდი 10" -ის ტურნირის დონის ამაღლება და კლუბების საერთაშორისო ტურნირებში გეგმიური ჩაბმა, აღარაფერს ვამბობ ქართული ფრანჩიზის TOP 14 -ში მონაწილეობის პროექტის თაროზე შემოდების შესახებ, რომელიც კომპეტენტური ექსპერტული აზრით ქართული რაგბის ელიტაში შეყვანის ერთად-ერთი გზაა. გია ნიჟარაძის შემდეგ მოშლილია სრკ -ს საერთაშორისო დონეზე კონტაქტები და ინიციატივებისა და პროექტების წარდგენა. რა ვქნათ, რომ გვახსოვს გია ნიჟარაძე როგორ ახერხებდა პოზიტიურ კომუნიკაციას ხელისუფლებასთან, ბიზნესთან, გულშემატკივართან და მთლიანად საზოგადოებასთან. აშკარად იგრძნობა, რომ დღევანდელი სრკ -ის ხელმძღვანელობა იგნორირებას უკეთებს გია ნიჟარაძეს და არ იყენებს მის შესაძლებლობებს თუნდაც საერთაშორისო რაგბის სამყაროში. უდიდესი ნაწილი რაც ხდება ქართულ რაგბში, საფუძველი წინა ხელმძღვანელობის დროს აქვს ჩაყრილი და ახლა ინერციით მიგორავს. ერთი რითაც სრკ -ს დღევანდელმა ხელმძღვანელმა გოჩა სვანიძემ თავი დაგვამახსოვრა, ეს რუსულ "რეგბი" -სთან ინტეგრაციის მცდელობები და ჩვენი რესურსით მათი ჩემპიონატის გაძლიერებაა.
კიდევ ერთხელ მხარდაჭერას ვუცხადებ ბორჯღალოსნებს და ვუსურვებ გამარჯვებას ! ! !

09:09 | 02.09.2019
გორდა (250)

+ 
განსაკუთრებით გვჭირდება ძლიერ ლიგაში ქართული გუნდის თამაში, რაც ძირითადად სრკ-ს გასაკეთებელი საქმეა!!!

00:01 | 02.09.2019
ანდროიდი (50)

ზლივს საღი აზრიც გამოჩნდა. გაიხარე მთქმელო . თორემ ისე გაკიცხეს ჩვენი ნაკრები გეგონება სხვები, და მითუმეტეს შოტლანდია ადგილზე იდგეს წლებია და არ ვითარდებოდეს.

16:56 | 01.09.2019
პანტელეიმონი (1218)

უკაცრავად შეცდომისათვის, PRO 14 უნდა დამეწერა.

14:35 | 01.09.2019
გუგა80 (177)

ჩემი აზრით, პირველ თამაშში უელსთან მეორე ნაკრებით უნდა გავიდეთ, და მაქსიმალურად ფრთხილად ვითამაშოთ ტრავმების გარეშე. გაგვიმართლა, რომ ავსტრალიასთან ბოლოს გვიწევს. ერთადერთი მიზანი მსოფლიოზე უნდა იყოს ორი თამაშის მოგება და არაფერი სხვა! უნდა მივეჩვიოთ შედეგზე ორიენტირებულობას!
ეხლა გამოხდება ზოგი ურა-ოპტიმისტი და დაიწყებს, აუფ რას ამბობ! მსოფლიოზე ღირსეულად უნდა წარმოვჩნდეთ, თავი უნდა შევაკლათ და აშ. მათ მჯნდა წინასწარ ვუპასუხო: 1) უელსს (შეგახსნებეთ პირველი გუნდია დღეს რეიტინგით!) თავი რომც შეაკლა, მაინც გაგვანადგურებს! შესაბამისად 40 ქულით წააგებ თუ 80ით არანაირი მნისვნელობა არ აქვს. სამაგიეროდ ურუგვაისთვის და ფიჯისთვის ძალებს და შემადგენლიბას შევუნარჩუნებთ. მათიაშვილი და/ან კიდევ ერთი-ორი მეორე-მესამე ხაზელი რომ დაგვემტვრეს ფიჯისთან მერე თითი ვწოვოთ? 2) წავიდა ის დრო "ღირსეული წაგებები" რომ კაი პონტად ითვლებოდა! მორჩა! დღეს შედეგია მთავარი! 20 წლის წინ ირლანდიასთან რომ ლელოზე ნაკლებით წავაგეთ და პრესა ალაპარაკდა, ეგ იმიტომ როკ სულ სხვა დრო იყო და რაგბის ბევრმა ქომაგმა საქართველო რუკაზე არც იცოდა სად იყო. ეხლა ყველას კიდია 5 ქულით წააგებ თუ 50! მთავარი გავიმეორე შედეგია. აი ვინც ფიქრობს რომ უელსთან და ავსტრალიასთან პ""რზე გახევის შემთხვევაშიც კი რაიმე "საფეხბურთო" ანგარიშზე უნდა გვქონდეს პრეტენზია "საკალათბურთოს" ნაცვლად, გენაცვალეთ შიგ ურა-ოპტიმიზმში!

14:43 | 01.09.2019
გუგა80 (177)

2015ში ზელანდიას თავი რომ შევაკალით, იმიტომაც იყო რომ მაგის შემდგომ თამაშში ნამიბიასთან წკიპზე გადავრჩით რომ არ წავაგეთ! არადა 5 წუთით მეტი რომ ყოფილიყო მატჩი, დავრჩებოდით გაღიმებულები. და ტონგათან მოგებაც და ავტომატური კვალიფიკაციაც უკან დაგვრჩებოდა.

23:59 | 01.09.2019
alfadhirhaiti (110)

ნამიბიასთან მსაჯმა უფრო მეტი კონკურენცია გაგვიწია, ვიდრე ნამიბიელებმა.

12:56 | 01.09.2019
ოვალური კორბენი (276)

პრო 14-ის თემაა ამოსაქოქი. იქ თუ ჩავერთეთ, ბევრ ახალს და სასარგებლოს შევიძენთ კელტური რაგბისგან.

12:47 | 01.09.2019
alfadhirhaiti (110)

რეგრესი, რეგრესი, რეგრესი!

11:54 | 01.09.2019
ოვალური კორბენი (276)

რა დამალვა, რის დამალვა ხალხო ? ეს იყო ისტორიული მატჩი, სარაგბო ელიტას ვმასპინძლობდით პირველად და ღირსეული ანგარიში უნდა დაგვეფიქსირებინა. აქამდე ხომ ყოველთვის "ვბაქიბუქობდით" - აი თბილისში სუსხვანაირი გრიგალის დატრიალება შეგვიძლიაო
და ვის რას ვუმალავთ ? მსოფლიო თასზე იმ ორ ბობოლასთან იოტისოდენა შანსიც არ გვექნება. ფიჯის ჩვენი თამაშის გაშიფვრა სულ თავის "ქოქოსის კაკლებზე" ჰკიდია - ყველასთან საკუთარ სტილს აწვება მაინც.
და რაა, ურუგვაის გამო ჩავაგდეთ მატჩი, რომელსაც მთელი წელი ველოდით ? სასაცილოა...
მოკლედ, მსოფლიო რაგბის მამებმა გამოგვიგზავნეს "სპეცრაზმი", რომელმაც ჩვენს მომავალ სარაგბო ხედვებს კაი ხნით "დათხარა თვალი".
შიგნით უნდა შევცვალოთ ბევრი რამ პირველ რიგში. კი ვჩხუბობთ, თუ ელიტაში არ მიგვიღეს როგორ განვვითარდებითო, მაგრამ ისინი ამ რისკზე არ წამოვლენ - ბალასტად იტალიაც ეყოფათ.

08:12 | 03.09.2019
dinamo222 (692)

დედაშენთან უნდოდათ მისვლა და მაგას მალავდნენ

10:20 | 01.09.2019
GENESIS (49)

20 წლის მანძლზე, რაგბის კავშირის ერთადერთი გაბედული გადაწყვეტილება ტიმ ლეინის დაუყოვნებელი გაშვება იყო, როდესაც 2010 წელს ნამიბიასთან წავაგეთ. რატომ? იმიტომ რომ ჩვენი რაგბისთვის ეს წაგება, სრულიად სამართლიანად იყო წითელი ხაზი!!! კონტრაქტები ამ "ისე-რა" მწვრთნელებთან, ისეთი უნდა დგებოდეს, რომ ყოველთვის ზეწოლას გრძნობდნენ - მარტო, მართლა საეტაპო თამაშის, იტალიასთან უიმედოდ(!) წაგების, და იქ ჩანგრეული შერკინებისთვის, ნორმალურ სარაგბო და თანაც შერკინების ქვეყანაში, მწვრთნელს ყურს მაინც აუწევდნენ, ყვითელს მაინც აჩვენებდნენ.. ჩვენთან კი - "რას ვიზამთ", "ქართულად ლაპარაკობს", "ჯიგარია", "ვაცადოთ", "დაუნახავები ხართ", "კრიტიკა მიუღებელია", "ჩასაფრებულებო", "პროფესორებო" და ა.შ. ზუსტი დიაგნოზი დასვა შოტლანდიის გამოცემამ ქართველების გუნდზე გუშინ - "არაორგანიზებული" - ეს სიტყვა არის მწვრთნელის შეფასების კრიტერიუმი, მისი მოუმზადებლობის, სათამაშო სტრატეგიის დეფიციტის, თუ სისუსტის მაჩვენებელი.. და რაოდენ, ცინიკურად ჟღერს, ყველაფერი ამის შემდეგ, კიდევ რომ გამოდის და მობოდიშების მაგივრად, ბედავს, რომ გორგოძის მიმართ, რაღაც სასელექვიო კომიტეტის გადაწყვეტილებებზე ისაუბროს.. მოვუწოდებ ქართველ მწვრთნელებს, მის დამხმარეებს, გაამხნევეთ გუნდი ქართულად, დარაზმეთ აგრესიულ ბოჭვებსა და დაცვაზე, რომელიც საერთოდ არ გვქონია გუშინ.. შოტლანდიაში გავმართოთ ომი, როგორგც გვჩვევია, და თუ ამაში ხელს ჰეიგის სიჯიუტე ან სისუსტე გვიშლის, მაშინ ესეც უნდა ითქვას - წინ მნიშვნელოვანი ტურნირი გველის, სადაც გვჭირდება გამარჯვებები!

00:59 | 02.09.2019
NIKA..01 (335)

შერკინებაში რას გულისხმობ?მიწოლას?თუ ყველა კომპონენტს?თუ ტველა კომპონენტს,მაშინ ეგ პრობლემა არა მხოლოდ ბოლო პერიოდში,არამედ მუდამ გვქონდა.ჩვენი შერკინება ღია თამაშში,რაქებში,ასე ვთქვათ "მიყოლაში" ყოველთვის უკეთესის სურვილს ტოვებდა.რაც შეეხება მიწოლას,იტალიასთან რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ გვქონია მაგ მხრივ,თუ სადმე ვაჯარიმებდით ეს შერკინება იყო..რაშიც მოვუკელით ეს მოლია,როგორც შეტევითში,ასევე დაცვითში

09:40 | 01.09.2019
გუგა80 (177)

სასწაული ხალხი ვართ ეს ქართველები, დიდი ხანია ვიძახი ხომ არანაირი პროგრესი არ გაქვს და ზოგიერთი ჩასაფრებული (სავარაუდოდ რაგბის კავშირის თანამშრომლის) მომხმარებლის სარკაზმის გარდა ვერაფერს ვიღებდი ამ საიტზე. თქვე კაი ხალხო, შარშან იაპონისთან და ფიჯისთან (ორივესთან მანამდე მოგებული გვქონდა) სამარცხვინოდ და უშანსოდ რომ წავაგეთ, ეგ არ იყო ინდიკატორი იმისა რომ "გუენძურის მეფეო"??!!
არა! სანამ მხდალ ავადმყოფბს, გამაუპატიურებელი კარზე არ მოგვიკაკუნებს არ გვინდა არაფრის დანახვა და ურა-ოპტიმიზმით გაჯერებულები ათასი სისულელით ვა...ლევებთ ერთმანეთს: "არაუსავს კაცო იქ სასტავი არ გვყავდა", "თამაში დაუმალა", "ტაქტიკა დაამუშავა" და აშ.
შაბათს დილას, ბათუმიდან გამოვიქეცი ამ თამაშის გამო, არადა ისეთი ამინდი დავტოვე ნერწყვრბს ვყლაპავდი. თურმე სად მიერეკები, რას ეტენები რა გინდა? დარჩი და იკაიფე შენთვის. როგორც მინიმუმ 10 ქულაში თამაშს მაინც ველოდი და ამათ თურმე სულ სხვა გეგმები ქონიათ.
მოკლედ, ორი თამაშის მოგება კი არა, უკვე ურუგვაიც სათუო გახდა მგონი.

02:41 | 01.09.2019
dinamo222 (692)

დღევანდელ შოტლანდიას ჩვენი 3-4 წლის წინანდელი გუნდი რომ შეხვედროდა (და გორგოძის გარეშეც რომ ვყოფილიყავით) ალბათ მოვუგებდით 60-40 ზე იქნებოდა ალბათობა !

11:29 | 01.09.2019
ოვალური კორბენი (276)

ამბობენ, მეოცნებე ყ*ე უფრო დიდზე დგებაო
ალბათ მართლაც ეგრეა...

08:12 | 03.09.2019
dinamo222 (692)

რაოო რეებს ბოდიალობ შე დე და მითე სლილო ?

02:35 | 01.09.2019
sabonis (74)

თითქოს ამ მსოფლიოსთვის ხელით თამაში უნდა გაგვეუმჯობესებინა ვერც ეგ შევძელით და რაც ძველი და ტრადიციული გვქონდა ისიც მოგვისუსტდა მგონია.

02:27 | 01.09.2019
dinamo222 (692)

რაც დრო გადის უკან უკან მიდის ჩვენე რაგბის ცსაქმე @ ეს მსოფლიო ცავათავოტ და რო შევრცხვებით (გორგოძეც კი ვერ გვიშველის ისეთ დღეში ვართ@) და მერე აუცილებლად უნდა გადადგნენ რაგბის კავშირის მთელი შემადგენლობაც და მწვრთნელებიც და ისევ დავაბრუნოთ ნიჟარაძე თავისი გუნდით !

23:25 | 31.08.2019
GENESIS (49)

ის 25 პროცენტი უკეთესობა, რაც ჰეიგის სიტყვებით, გვაქვს, ბოდიში, მაგრამ არ ჩანს..

23:11 | 31.08.2019
თორღვა პანკელი (387)

არ მყვარს ბიჭების კრიტიკა, არც მელიტონას კრიტიკაზე არ ვგიჟდები, მაგრამ ჯობდა ნაკრებს ცოტა უკეთ ეთამაშა, ეს კონკრეტული თამაში, კბილებალესილი უელსი ბოლო წუთებზე შერკინებაში არ დაგვიდგა! შიგ კარდიფში და იმით მოგეს! როგორ დავიჯერო, ეს შოტლანდია იმ უელსზე ამდენი თავით მაღლა დგას. თუ ეს რაღაცეების დამალვის მცდელობა იყო, მოკლედ არ ვიცი, მაგრამ ერთი კი ვიცი, არც ის მანაღვლებს, შოტლანდიაში თუ დავმარცხდით(ამ თამაშით შეიძლება ანგარიში იქ კატასტროფულად დასრულდეს)რა ანგარიში დაფიქსირდება, მსოფლიოზე თუ მელიტონა ამ ჯგუფში კარგ შედეგს დადებს, ეს თამაშები საერთოდ არავის არ გაახსენდება.

02:33 | 01.09.2019
dinamo222 (692)

არანაირი დამალვა ! დამალვა შეიზლებოდა წინა მეტოქესთან და 6 ერის გუნდთან ასეთი სამარცხვინო წაგება არ შეიძლება ამით ვუთხარით 6 ერის მამებს სწორად იქცევით რომ არ გვისვებთ 6 ერშიო

00:01 | 01.09.2019
არჩილ სოხუმელი (484)

მაშინ უელსი არ გვეთამაშა უძლიერესი შემადგენლობით, უფრო რეზერვს ვეთამაშეთ. თვითონ უელსელები ამბობდნენ, თუ გამოიყენებთ ეხლა გაქვთ მოგების შანსიო. შოტლანდია უძლიერესი შემადგენლობით გვეთამაშა. იმ თამაშის დროს, რომ გორგოძე გვყოლოდა მოვიგებდით. მჯერა ასე იქნებოდა. გორგოძეს წასვლის მერე ნაკრებს მაგარი ძალა დააკლდა. საქართველოს ნაკრები 2015 წლის მსოფლიო თასზე და მის მერე ერთი წელი იყო სიძლიერის პიკზე. ჩხაიძეს არ უნდა წასულიყო ჯერ, ამ მსოფლიო თასზე შეეძლო ეთამაშა.

00:02 | 01.09.2019
არჩილ სოხუმელი (484)

უელსთან თამაში მქონდა მხედველობაში

01:06 | 01.09.2019
თორღვა პანკელი (387)

ყავდა ძმაო უელს უამრავი ძირითადის ხალხი ნაკრებში, მახსოვს ეგ თამაში, ფალეტაო, ფრენცისი და რამდენიმე ძირითადის მორაგბე კიდევ დაამატეს მერე რომ გაუჭირდათ, მაგრამ შერკინებაში არ დაგვიდგნენ თორე, დღეს რო თამაშობდა საქართველოს ნაკრები, იმისგან განსხვავებით სულ სხვა რაგბი ანახეს მაშინ ბიჭებმა, აქ საქმე სხვა რამეშია, საერთოდ ვერავინ ვერ ითამაშა, კომენტატორები გორგაძეს აქებდნენ, მაგრამ იმის 35%-ტი ვერ ითამაშა რაც შეუძლია. შოტლანდია იყო შოტლანდია, მაგრამ საქართველოს ნაკრები მის თავს არ გავდა, როგორც არ უნდა ვითამაშოთ შოტლანდიაში, ან როგორც არ უნდა დამთავრდეს მსოფლიო ჩემპიონატი, ეგრევე ან ნიჟარაძე უნდა დაბრუნდეს, ან ვინმე სხვა უფრო კომპეტენტურმა და პროფესიონალმა ხალხმა უნდა ჩაიბაროს ქართული რაგბი.

02:35 | 01.09.2019
dinamo222 (692)

ნიჟარაძე უნდა დაბრუნდეს ზემოთ ეს დავწერე მეც ამ ახალი ხელმძღვანელობის ხელში პროგრესი კი არა უკან უკან მივდივართ

23:32 | 31.08.2019
federer (17) (469)

ჯგუფში ვითამაშოთ ღირსეულად და არც მე მაინტერსებს არაგერი, მაგრამ ეს ტესტები ხომ უნდა გვაძლევდეს მომავლის იმედს და ამ თამაშით მე წინგადადგმულ ნაბიჯს ვერ ბხედავ და იმედია ვცდები და მსოფლიპზე ღორსეულად დავუდგებით ყველას.

23:45 | 31.08.2019
თორღვა პანკელი (387)

ათეულში ვინცაა, განსაკუთრებით 6-ი ერის ნაკრებებს, აქ თავს უნდა ვაგლეჯდეთ! რა თამაშიც უელსში ვაჩვენეთ, მაგაზე ნაკლებად არ უნდა ვთამაშობდეთ თბილისში და ყველგან ამათთან, ძალიან მძიმე საყურებელი იყო ეს თამაში, ცოტა გამოფხიზლება არ აწყენს ისე ფედერაციას! ენისეის და კრასნი იარის იქეთ რომ ვერ მიდის პერსპექტიული ქართველი მორაგბე, მაგ პრობლემების გადასაწყვეტად მოვიდა მგონია აქ ბატონი გოჩა!

23:11 | 31.08.2019
ოვალური კორბენი (276)

ეეეჰ (((
მოკლედ, ერთი წინდახედული "მამაშას" სიტყვებს გავიმეორებ, თხუთმეტიოდე წლის მუწუკებიან ბიჭუნას ალერსიანად რომ უთხრა საროსკიპოს ზღურბლზე:
- ადრეა შვილო შენთვის ჯერ, ადრე...

02:29 | 01.09.2019
dinamo222 (692)

შე ნა ბიჭ ვარო ვის ადრი იმ მუწუკებიან ბიჭს ეგეთი მამაშენი იყო 15 წლის @@

23:09 | 31.08.2019
federer (17) (469)

მე მეჩვემება თუ ასეა არ ვიცი მაგრამ ბოლო 2 წელი აშკარად რეგრესი გვაქვს. აბა წინა მსოფლიო ჩემპიონატს მერე ფიჯისაც მოვუგეთ, სკოტებთანაც ღირსეულად ვითამაშეთ გასვლაზე, უელსთანაც ისე ვითამაშეთ ფრე გვეკუთვნოდა მსაჯებმა დაგვჩაგრეს თუარა და ამ ბოლო 2 წელში ვინცკი ძლიერი შეგვხვდა ყველამ გაგვანადგურა, ნუ იტალიასთან პრინციპის გამო მეორე ტაიმი მაინც ვიბრძოლეთ და არ გავნადგურდით.
ამ ყველაფროს ფონზე მსოფლიოს დიდი იმედით ვერ ვხვდები და რა ვქნა იქნებ ვინმემ გამომისწოროთ ხასიათიი

02:31 | 01.09.2019
dinamo222 (692)

100% ვეგრეა არანაირი წინსვლა არაა ბოლო წლებში ადრე შერკინებაში მაინც ვიყავით მაგრები და ეხლა ვერც ხელით თთამაში ვისწავლეთ ვერც სისწრაფე და შერკინებაშიც ვეღარ ვჩაგრავთ ისე მეტოქეებს

22:25 | 31.08.2019
krasni (587)

სამწუხაროდ ძალიან შორსა ვართ. წინა შეხვედრაში სკოტებთან გაცილებით კარგად გამოვიყურებოდით. დღეს ნორმალულად გვეთამაშა და მსოფლიოზე მხოლოდ ურუგვაისთან მოგვეგო, მაგრამ სამწუხაროდ ალბათ მაინც ასე იქნება. გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, მაგრამ ნეტავ დღევანდელი თამაში არ მენახა. მაპატიეთ ასეთი ტონისთვის.

22:19 | 31.08.2019
zirzikichi (7)

კარგი სტატია არის, ვეთანხმები მის პათოსს!!

22:13 | 31.08.2019
david meskhi (30)

რა ცუდი დღეებია. ძიუდოში ვერაფერი, ბასილამ წააგო, რაგბში გავნადგურდით. ცუდი კვირა გამოვიდა

02:33 | 01.09.2019
sabonis (74)

ნუ ნერვიულობ მომავალ კვირიდან ფეხბურთი გამოგვისწორებს ხასიათს.დდდდ

22:11 | 31.08.2019
david meskhi (30)

ჰოდა სანამ გაკვეთილებს გვიტარებენ მანამდე 6 ერი დავივიწყოთ. სამწუხაროდ ასეა ვითარება და თავი რო ვიმართლოთ კომერციული ტურნირი და ა. შ. ეს თავის მოტყუებაა. ამ ეტაპზე შორს ვართ 6 ერისგან. მინუს 34 ქულა სახლში ეს მაფიქრებინებს ამას და ღმერთმა ქნას ვცდებოდე

22:36 | 31.08.2019
ICEMAN (162)

რათქმაუნდა შოტლანდია უკეთესია ეს დღეს არ გაგვიგია ისედაც ვიცოდით, ჩემი აზრით მთავარი უსამართლობა რაც რაგბიში ხდება ისაა რომ ევროპის ჩემპიონატი არ იმარტება რაც არცერთ სხვა გუნდურ სპორტში არ ხდება. ევროპის ჩემპიონატი უნდა იმართებოდეს აუცილებლად და ვინც მონაწილეობას არ მიიღებს მსოფლიოზე ვერ უნდა ხვდებოდეს, ასე თუ იქნება მერე სულ აღარ გვინდა 6 ერი

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.14526
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X