სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
7-კაცა

0:30 | 19.08.2019 | ნანახია 1841 - ჯერ

18 წლამდელთა მეოთხე ადგილით პოლონეთიდან
7-კაცას საუკეთესო შედეგი ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს 18-წლამდე 7-კაცა ნაკრებმა, პოლონეთის ქალაქ გდანსკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა და თავისი საუკეთესო მაჩვენებელი (მეშვიდე) სამი პოზიციით გააუმჯობესა.

ჯგუფურ ეტაპზე სამი თამაშის მოგების შემდეგ, თასის მეოთხედფინალში ბელგიას შევხვდით და 4 წუთი დაცვაში მოგვიწია თამაში, მერე ბურთი მოვიპოვეთ, დავით ნინიაშვილმა ხაზი გაჭრა და ძელებსშუა გატანილი ლელო თავადვე გარდასახა. მერე იაგო ხაბულიანმა გაჭრა და ტაიმი 14:0 მოვიგეთ, თუმცა მატჩის განახლებისთანავე, ნინიაშვილს ჰაერში უხეშ ბოჭვაში დასდეს ბრალი და წითელი ბარათით გააძევეს.

მიუხედავად იმისა, რომ კაცნაკლულები დავრჩით, დაცვაში სწრაფი გადაწყობით ბურთი მოვიპოვეთ, ბექა შვანგირაძე ფრთაზე მბოჭავს გაექცა და მესამე ლელო გაიტანა, თამაში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა - 21:5.

თასის ნახევარფინალში ესპანეთს შევხვდით, რომელიც სწრაფად ათამაშებდა ბურთს. დაცვაში დიდი დროის გატარების შემდეგ ბურთი მოვიპოვეთ და ხელდახელ შეტევა ლაშა კაკაურიძის ლელოთი დასრულდა, რასაც თავადვე ზუსტი გარდასახვა მიაყოლა. ესპანეთმა პირველი ტაიმის მიწურულს ერთი ლელო გაქვითა, მეორე ტაიმიც შეტევებში გაატარა და ლელოს ზუსტი გარდასახვაც მოყვა.

მეტოქემ სცადა, რომ საქართველო 22-იდან არ გაეშვა, თუმცა კაკაურიძემ მოშიშვლებული ზურგი შენიშნა, ფეხით გადაკიდებულს მიყვა და 75-მეტრიანი რეიდი ლელოთი დაასრულა, ხოლო გარდასახვით საქართველო დაწინაურდა. სამწუხაროდ, გაწითლებულ დროზე ესპანელებმა კიდევ ერთი ლელოს გატანა მოახერხეს, 19:14 იმარჯვეს ფინალში ისინი გავიდნენ.

მესამე ადგილისთვის საფრანგეთს შევხვდით და ირაკლი ბებიამ ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში დაშვებული ორი შეცდომა, ორ გარდასახულ ლელოდ დაგვიჯდა და მართალია ბოლოს ნინიაშვილმაც შეძლო ლელოს გატანა, მაგრამ ფრანგებმა გარდასახვებით 14:10 მოიგეს.

საქართველოს 18-წლამდე 7-კაცა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თავისი საუკეთესო შედეგი აჩვენა, მის მიერ 31:7 ძლეულმა ირლანდიამ კი, ფინალში ესპანეთს 26:12 მოუგო და ევროპის ჩემპიონი გახდა.

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:49 | 19.08.2019
krasni (587)

მართლაც და მაგარი თაობა მოდის.

10:03 | 19.08.2019
beeq.777 (63)

არადა შეეძლო ამ გუნდს ჩემპიონობა რომარა დასანანი მარცხი ესპანელებთან. კარგი თაობა მოდის წარმატებები ბიჭებს.

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.087083
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X