სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ამბები

16:25 | 4.08.2019 | ნანახია 2514 - ჯერ

წყნარი ოკეანის თასის ჩემპიონის ვინაობას აშშ და იაპონია გაარკვევენ

ფიჯის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასზე “ბორჯღალოსანთა” ერთ-ერთი მეტოქეა, წყნარი ოკეანის თასის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება იზეიმა.
შეგახსენებთ, რომ “მფრინავმა ფიჯელებმა” პირველ ტურში კამაიშიში იაპონიასთან 21:34 წააგეს, ამჯერად კი, მშობლიურ სუვაში კანადელებს შანსი არ დაუტოვეს – 38:13.
სტუმრებმა კუნძულელებს წინააღმდეგობა მხოლოდ საწყის ნახევარში გაუწიეს, რომელიც 19:13 დასრულდა, შესვენების შემდეგ კი, ქულა აღარ აუღიათ. ფიჯელებმა ჯამში 6 ლელო დადეს, მატავესიმ კი 4 გარდასახა.
ქართველთა მომავალი მეტოქეები წყნარი ოკეანის თასზე დასკვნით მატჩს, ისევ სუვაში, 10 აგვისტოს ჩაატარებენ, მათი მეტოქე კი მეზობელი სამოა იქნება.
მე-2 ტურში სამოელებს დასანანი მარცხი შეემთხვათ. ისინი სუვაშივე აშშ-ს გაეჯიბრნენ და მაკგინტის ჩუბინობის გამოისობით 10:13 დამარცხდნენ.
ამერიკელთა მგეზავმა გამარჯვების მომტანი ჯარიმა უკვე გაწითლებულ დროზე გაიტანა და საბოლოოდ, ცამეტივე ქულა (ლელო, გარდასახვა, 2 ჯარიმა) თავის ანგარიშზე ჩაიწერა.
ამერიკელი მორაგბეები 10 აგვისტოს სუვაში იაპონიას გაეჯიბრებიან და ტურნირის გამარჯვებულის ვინაობა სწორედ ამ შეხვედრაში გაირკვევა, რადგანაც მოახლოებული მსოფლიოს თასის მასპინძლებს აქტივში ასევე 2 მოგება აქვთ.
გუშინ იაპონიამ ტონგას ძალიან დამაჯერებლად – 41:7 მოუგო და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პირველი დონის გუნდებს ბევრით აღარაფრით ჩამორჩება. აზიელებმა ჰიგაშიოსაკაში გამართულ შეხვედრაში 5 ლელო დადეს, რომლებიც ტამურამ უშეცდომოდ გარდასახა და 2 ჯარიმაც შეაგდო.
თავის მხრივ, ტონგელებს 2 მარცხი მოუგროვდათ (პირველ ტურში სამოასთან 17:25 წააგეს) და 9 აგვისტოს, ფიჯის ქალაქ ლაუტოკაში კანადასთან დაგეგმილ მატჩში ბოლო ადგილისთვის თავის დაღწევას ეცდებიან.

ფიჯი – კანადა 38:13 (19:13)
ლელო: მატა (8), იატო (17), ნაკარავა (29), კოვეკალუ (44), ტუისოვა (49), დოლოკოტო (69) – ლოიდი (35)
გარდასახვა: მატავესი (18, 30, 45, 69) – ო’ლირი (36)
ჯარიმა: ო’ლირი (4, 12)

იაპონია – ტონგა 41:7 (21:0)
ლელო: მაფი (9), აი ვალუ (10), ლაფაელე (30), მაცუშიმა (73), ფუკუოკა (78) – ფიფიტა (56)
გარდასახვა: ტამურა (10, 21, 31, 75, 79) – ტაკულუა (57)
ჯარიმა: ტამურა (47)
სინბინი: მაცუშიმა (3)

აშშ – სამოა 13:10 (10:7)
ლელო: მაკგინტი (19) – ლეიუა (5)
გარდასახვა: მაკგინტი (20) – ალატიმუ (6)
ჯარიმა: მაკგინტი (2, 82) – ტაეფუ (72)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:38 | 05.08.2019
fereidneli (24)

იაპონიას ძალიან ბევრი ნატურალიზებული მოთამაშე ჰყავს. გვარებს დააკვირდით. ჩვენც მოვიყვანოთ უკანა ხაზში კუნძულელები დაგვიშალა ვინმემ?

12:20 | 08.08.2019
dede (87)

ფულმა

17:44 | 04.08.2019
krasni (587)

წყნრი ოკეანის თასი გაცილებით მაღალი დონეა რაგბი ევროპაზე. ასეთ პირობებში პროგრესი მართლაც ძნელია.

16:50 | 04.08.2019
გუგა80 (177)

ფუ ამისი!!!
იაპონია როგორ თვალსა და ხელს შუა გაგვექცა ბიჭო
და ჩვენ ვიყოთ ასე ჩმორებივით სანამ აშშც
ასე არ მოგვიტოვებს უკან //
ნერვები მეშლება რა, ნულოვანი პროგრესი გვაქვს ბოლო 4 წელია

15:16 | 05.08.2019
jora84 (183)

ბრმა უნდა იყო ბოლო 4 წელს ნულოვანი პროგრესი დაარქვა.

19:09 | 04.08.2019
ICEMAN (162)

ვერ ვიტყოდი რომ გაგვექცა ოდნავ ჩვენზე ძლიერია მაგრამ ონდნავ ძლიერი ყოველთვის იყო. რეალურად ჩვენ და იაპონია ვართ ყველაზე პროგრესირებადი გუნდები მაგრამ ძლიერი ტურნირი თუ არ მოვნახეთ მალე მართლა გაგვექცევა

19:10 | 04.08.2019
ICEMAN (162)

ისე იაპონიაზე გაცილებით დიდი პოტენციალი გვაქვს რადგან იაპონურ რაგბიში მილიონები იდება ჩვენ კი სულს ვღაფავთ და მაინც დაახლოებით ერთ დონეზე ვართ.

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.101245
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X