სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ეროვნული ნაკრები

16:25 | 31.07.2019 | ნანახია 3768 - ჯერ

შოტლანდიამდე სამხრეთ აფრიკელებთან
თბილისში "საუზერნ კინგსი" მოდის

თბილისში, 31 აგვისტოს, "დინამო არენაზე" შოტლანდიის ეროვნული ნაკრებთან ისტორიულ ტესტამდე ოთხი დღით ადრე, ჩვენს დედაქალაქს სამხრეთ აფრიკული ფრანჩაიზი "საუზერნ კინგსი" ეწვევა და ბორჯღალოსნებთან მატჩს გამართავს.

2019 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე, მილტონ ჰეიგის შეგირდებს სამი ტესტ-მატჩი უნდა გაემართათ. შოტლანდიასთან შინ და გარეთ გასამართ შეხვედრებამდე (31 აგვისტოს თბილისში და 6 სექტემბერს ედინბურგში, „მარიფილდზე“), საქართველოს რუსეთის ნაკრებთან უნდა ეთამაშა, მაგრამ უპასუხისმგებლო მეტოქემ „მსოფლიო რაგბის“ მიერ დანიშნული შეხვედრა აბსურდული მიზეზით გააუქმა და ბორჯღალოსნების გაწერილი მზადების პროცესი საფრთხის წინაშე დააყენა.

რაგბის კავშირმა ალტერნატიული მეტოქის ძიება დაიწყო და სხვადასხვა ვარიანტიდან გინეს პრო 14-ის სამხრეთ აფრიკული გუნდი, "საუზერნ კინგსი" შეარჩია, რომელსაც 27 აგვისტოს „მიხეილ მესხზე“, 19:15 საათზე ვეთამაშებით.

„მას შემდეგ, რაც რუსეთმა „მსოფლიო რაგბის“ მიერ დიდი ხნის წინ დაგეგმილი შეხვედრა აბსურდული მიზეზით ჩაგვიშალა, ყველა შესაძლო ვარიანტის განხილვა დავიწყეთ, მათ შორის უპირველესად ნაკრებების, მაგრამ იმ გუნდებს, რომლებიც მსოფლიო თასისთვის ემზადებიან, გრაფიკი დიდი ხნის გაწერილი ჰქონდათ, ხოლო რუმინეთი, ესპანეთი, პორტუგალია და სხვა ნაკრებები, სასურველ ფორმაში არ იქნებოდნენ. სწორედ ამიტომ კლუბებზე გადავერთეთ და ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ ჩვენი ლეგიონერები“.

„ფრანგული კლუბებისგან მივიღეთ პასუხი, რომ ამ პერიოდში ჩემპიონატი ეწყებოდათ და ვერ ჩამოვიდოდნენ, ხოლო გლაზგოელებმა გვითხრეს, რომ ჯერ სასურველ ფორმაში არ იქნებოდნენ. ვარიანტებად დაგვრჩა "ძებრე" და "საუზერნ კინგსი", რომელთაგან მეორე პირველივე ჯერზე დაგვთანხმდა. შევათანხმეთ ტექნიკური დეტალები და მინდა გულშემატკივარს ვახარო, რომ 27 აგვისტოს სწრაფი, განსხვავებული სტილით მოთამაშე, მაღალი სარაგბო უნარების მქონე გუნდს თბილისში იხილავს და ბორჯღალოსნების მომზადების დონესაც შეამოწმებს“ - განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.

ქომაგს, რომელსაც საქართველო-რუსეთის მატჩის ბილეთები უკვე შეძენილი აქვს, მისი მეშვეობით "საუზერნ კინგსთან" მატჩზე დასწრება შეეძლება, ხოლო ვისაც ბილეთი ჯერ არ შეუძენია, ამის შესაძლებლობა ექნება აქ www.TKT.ge/Rugby

მეტოქის შესახებ

"საუზერნ კინგსი" 2009 წელს პორტ ელიზაბეტში დაარსდა და კლუბის ხელმძღვანელობამ პირველივე დღიდან მიზნად ზე-რაგბში ჩართვა დაისახა. გუნდმა თავისი სადებიუტო შეხვედრა სამხრეთ აფრიკაში ტურნეზე მყოფ „ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების“ წინააღმდეგ გამართა და 8:20 დამარცხდა.

მომდევნო 4 წლის განმავლობაში სამხრეთ აფრიკელები ამხანაგური მატჩებით გამოცდილებას აგროვებდნენ, 2013 წლიდან კი სანუკვარი ოცნება ახდა და "საუზერნ კინგსი" ზე-რაგბში ჩაერთო. „მეფეებმა“ პირველ სეზონში სამი თამაში მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს, მაგრამ დივიზიონში ბოლო ადგილზე გავიდნენ, მერე ფლეი ოფში "ლაიონსთან" ორი მატჩის ჯამში 42:44 დამარცხდნენ და მომდევნო ორი სეზონი ზე-რაგბში აღარ უთამაშიათ.

სამხრეთ ნახევარსფეროს უძლიერეს საკლუბო ტურნირში "საუზერნ კინგსი" 2016 წელს დაბრუნდა და იქ ორი სეზონი გაატარა. 2017 წელს გუნდმა 6 თამაში მოიგო და 18 გუნდს შორის მე-11 ადგილი დაიკავა. მან ორ სამხრეთ აფრიკულ ფრანჩაიზს - "ჩითასსა" და "ბულსს" გაასწრო, თუმცა ზე-რაგბთან დამშვიდობება მაინც მოუწია და 2017 წლიდან ყოფილ კელტების ლიგას, პრო 12-ს "ჩითასთან" ერთად შეუერთდა, რის შემდეგაც ტურნირი პრო 14-ად გადაკეთდა.

გუნდის საშინაო არენა „ნელსონ მანდელა ბეი“ 48 459 მაყურებელს იტევს. "საუზერნ კინგსმა" პრო 14-ის განვლილ ორ სეზონში სულ სამი მატჩი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. სამხრეთ აფრიკული ფრანჩაიზი შედეგების გამოსწორებას მომავალ სეზონში გეგმავს, მისთვის მოსამზადებლად კი საქართველოს ეწვევა და ბორჯღალოსნებს შოტლანდიასთან გასამართ ორმატჩიანი სერიისთვის და რაც მთავარია, 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მომზადებაში დაეხმარება.

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
07:21 | 03.08.2019
გორდა (250)

ყოჩაღ რაგბის კავშირს, კარგი შემცვლელი მოუძებნია. სარაგბო კლუბი როგორც წესი უკეთ არის შეთამაშებული ვიდრე ნაკრები, ამიტომ მათთან მაგარი ჯახი გვექნება.

03:23 | 01.08.2019
dominici99 (94)

Me mgoni travmebus da zalebis dacarjvis shishis gamo ar unda vtqvat uari zlier metoqeebtan sparingze. Tumca iqac sheizleba " ragacebi davmalot" , experimentebi chavatarot( mcure ra tqma unda) , taqtikuri. Mainc mgonia, rom kargia. Yocgag federacias, aseti netiqe ro gacharxes

19:48 | 31.07.2019
dinamo222 (692)

ისე ჩვენში დარჩეს და ასეთ ძლიერ მეტოქეებთან თამაშები ზედ მსოფლიო ჩემპიონატის წინ შეიძლება ? მით უნმეტეს შოტლანდიასთან ! უმაგრესი და უძნელესი ბრძოლები იქნება და ვინმემ ტრავმა რომ მიიღოს მერე ? თანაც ძალებსაც ბლომად დახარჯავენ ! არ ჯობდა ვინმე სუსტი გუნდები ენახათ და მსუბუქად წაევარჯიშათ თანაც კომბინაციები დაემუშავებინათ ?

15:17 | 01.08.2019
ოვალური კორბენი (276)

შენ პოლიტიკის არ იყოს, რაგბშიც მაგრად ერკვევი

17:13 | 31.07.2019
krasni (587)

რუსებზე მაღალი დონე კი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.089641
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X