სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ოლიმპიადა

16:50 | 18.07.2019 | ნანახია 1257 - ჯერ

7-კაცა პოლონეთში გრან პრის დასკვნით ეტაპზე
ჯგუფები, განრიგი და შემადგენლობა

შაბათ-კვირას საქართველოს ეროვნული 7-კაცა ნაკრები პოლონეთში, ლოძში ევროპის გრან პრის მეორე, დასკვნით ეტაპზე ითამაშებს.

რადგან წელს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპი იყო, გრან პრი შემოკლებული პროგრამით ტარდება. პირველ ეტაპს დაახლოებით ერთი თვის წინ მოსკოვმა უმასპინძლა და ჩვენმა გუნდმა მე-10 ადგილი დაიკავა, ამ უქმეებზე კი მოწინავე 8 გუნდს შორის მოხვედრას გეგმავს.

ლოძში საქართველო „გ“ ჯგუფში ინგლისის, გერმანიისა და რუსეთის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს. „ა“ ჯგუფში საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია და რუმინეთი, ხოლო „ბ“ ჯგუფში ირლანდია, უელსი, იტალია და პოლონეთი მოხვდნენ.

20 ივლისს ჯგუფური ეტაპის შეხვედრებია და ტურნირის პირველი მატჩი საქართველოს დროით 14:06 საათზე ინგლისთან გვაქვს; 16:51 საათზე გერმანიას, ხოლო 19:36 საათზე რუსეთს ვეთამაშებით. სამი ჯგუფის ორ-ორი მოწინავე და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი 21 ივლისს თასის მეოთხედფინალებში ჩაერთვება, ხოლო დანარჩენი ოთხეული მე-9 ადგილისთვის აგრძელებს ბრძოლას.

გრან პრის გამარჯვებული ის გუნდი გახდება, რომელსაც ორი ეტაპის ჯამში ყველაზე მეტი ქულა ექნება, ხოლო ბოლოადგილოსანი გაისად „ალაფაშზე“ დაქვეითდება, ოღონდ გავარდნა არ ემუქრებათ ეტაპის მასპინძლებს - საფრანგეთს, რუსეთს და პოლონეთს.

პირველი ეტაპის შემდეგ გუნდების მდგომარეობა ასეთია: საფრანგეთი 20 (ქულა), ირლანდია 18, ინგლისი 16, გერმანია 14, უელსი 12, ესპანეთი 10, პორტუგალია 8, იტალია 6, რუსეთი 4, საქართველო 3, პოლონეთი 2, რუმინეთი 1.

მსოფლიო სერიის მიღმა მყოფი ნაკრებებიდან სამი უკეთესი (ორი ეტაპის ჯამში), 2020 წელს სერიის შესარჩევ, 12-გუნდა ჰონკონგის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ამ სამი საგზურისთვის იბრძვიან - გერმანია, პორტუგალია, იტალია, რუსეთი, საქართველო, პოლონეთი და რუმინეთი.

გასულ კვირას საფრანგეთში გამართული ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირის შემდეგ, გუნდს პოლონეთში უმცროსი ბორჯღალოსნები - დემე თაფლაძე და ოთარ ლაშხი დაემატნენ.

პოლონეთში ითამაშებენ: ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), ივანე ხელაია (ლოკომოტივი), ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), იაგო ხაბულიანი (აია), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენსი), დემე თაფლაძე (ლელო-სარასენსი), ნიკოლოზ გიგაური (არმაზი), დავით თაბუკაშვილი (ხარები), ლაშა ლომიძე (აია), ოთარ ლაშხი (ლელო-სარასენსი), რამაზ ხარაზიშვილი (იუნკერები), რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ლეჟავა

მწვრთნელი: ბესიკ ხამაშურიძე

მენეჯერი: სანდრო ნიჟარაძე

ფიზიო: გიორგი კანდელაკი

ექიმი: ირაკლი ბერიაშვილი

ვიდეო: ლაშა მჭედლიშვილი

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.07904
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X