სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ბორჯღალოსნები

22:53 | 16.06.2019 | ნანახია 2754 - ჯერ

20 წლამდელები: შემადგენლობა ფიჯისთან
საბრძოლო რაზმით ფინალის ტოლფას მატჩში

17 ივნისს, საქართველოს დროით 20 საათზე, უმცროსი ბორჯღალოსნები წლევანდელი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ფიჯისთან გამართავენ.

ესაა ნახევარფინალი მე-9 ადგილისთვის, რომლის გამარჯვებული გაისად 12 ელიტარულ გუნდს შორის ადგილს დაიბევებს, დამარცხებულს კი, შესაძლოა, დარჩენის შანსი აღარც მიეცეს. მართალია 22 ივნისს დამარცხებული გუნდი მე-11 ადგილისთვის ითამაშებს, თუმცა მე-9 ადგილის ნახევარფინალში შოტლანდია იტალიას ეთამაშება. იტალია გაისად 20-წლამდელთა ჩემპიონატს მასპინძლობს და ის „ალაფაზე“ არცერთ შემთხვევაში არ დაქვეითდება. თუმცა, თუ ამ წყვილში იტალია გაიმარჯვებს, შოტლანდია ჩვენსა და ფიჯის შორის წაგებულ გუნდს სწორედ დარჩენისთვის შეხვდება.

განვლილი გზა

უმცროს ბორჯღალოსნებს ჯგუფურ ეტაპზე სამი ურთულესი მატჩი ჰქონდათ. მათ იბრძოლეს სამხრეთელ ბობოლებთან - ახალ ზელანდიასთან (13:45) და სამხრეთ აფრიკასთან (20:48), მაგრამ საცხრილო ქულა ვერცერთში აიღეს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ილია მაისურაძის შეგირდებმა შოტლანდიას თამაში შემოუტრიალეს და 17:12 სძლიეს, რითაც ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს, მაგრამ მესამეადგილოსნებს შორის უარესი მაჩვენებლით და მაინც მე-9 ადგილისთვის მოუწევთ ბრძოლა.

ფიჯიმ, რომელიც 12 გუნდში „ალაფიდან“ წელს აღზევდა, კარგი თამაშები ჩაატარა, თუმცა ჯგუფური ეტაპის შემდეგ, მაინც მე-12 ადგილზე დარჩა. კუნძულელებმა შარშანდელ ჩემპიონ საფრანგეთს ორი ლელო გაუტანეს და 20:36 დამარცხდნენ; ორი ლელო გაუტანეს მასპინძელ არგენტინასაც და 14:41; დასკვნით ტურში კი უელსს 67-ე წუთამდე ეომნენ, 4 ლელო გაიტანეს და მხოლოდ ქულით ჩამორჩებოდნენ, თუმცა საბოლოოდ 28:44 წააგეს და ერთ ბონუს ქულას დასჯერდნენ. შედეგად, ფიჯი ასევე 1-ქულიან იტალიას გატანილ-გაშვებული ქულათა ბალანსში 10-ით ჩამორჩა.

შემადგენლობა ფინალის ტოლფას მატჩში

ტურნირის უმნიშვნელოვანეს შეხვედრას უმცროსი ბორჯღალოსნები საბრძოლო შემადგენლობით ხვდებიან. საბედნიეროდ, სერიოზული ტრავმა არავის აწუხებს და მწვრთნელებს 28-ვე მოთამაშის იმედი ექნებათ.

შერკინების პირველ ხაზში ლუკა აზარიაშვილი, ლუკა ნიორაძე და გია ხარაიშვილი დადგებიან. ეს ის სამეულია, რომელიც შოტლანდიასთან მეორე ტაიმში თამაშობდა. წინა შეხვედრის შემდეგ უცვლელი დარჩა შერკინების მეორე ხაზის წყვილი - ლუკა გელაშვილი და ვახტანგ ჯინჭარაძე. 5 დღის წინანდელ მატჩთან შედარებით ერთი ცვლილებაა მესამე ხაზში და თამაშს კობა კოლოტაური იწყებს. მეორე ფლანკერად ადგილი შეინარჩუნა ბექა ყორიაულმა, ხოლო შემკვრელი იოანე იაშაღაშვილი იქნება.

ღერძად თამაშს იწყებენ მიხეილ ალანია და თედო აბჟანდაძე, რომლებიც ახალ ზელანდიასთან და სამხრეთ აფრიკასთან ძირითადში იყვნენ, შოტლანდიასთან შესვენებისას შეცვლაზე შევიდნენ და მატჩში გარდატეხა შეიტანეს. ცენტრში კვლავ სასტარტო შემადგენლობაშია დემურ თაფლაძე, რომელსაც ამჯერად ლაშა ლომიძე შეუწყვილდება. ფრთაზე ადგილი შეინარჩუნა ოთარ ლაშხმა, რომელმაც სამხრეთ აფრიკასთან დუბლი შასრულა, ხოლო მეორე ფრთაზე ზურა ქავთარაძე ბრუნდება. ფულბეკის პოზიციაზე ბრუნდება თემურ ჭიჭინაძე.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

9-12 ადგილების ნახევარფინალი

საქართველო - ფიჯი (20:00 საქ.დრ.)

ხაზი | ბექები: 15. თემურ ჭიჭინაძე (ჯიქი), 14. ოთარ ლაშხი (ლელო), 13. დემურ თაფლაძე (ლელო), 12. ლაშა ლომიძე (აია), 11. ზურა ქავთარაძე (ხარები), 10. თედო აბჟანდაძე (აია, კაპ.), 9. მიხეილ ალანია (არმაზი);

შერკინება | ფორვარდები: 1. ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე), 2. ლუკა ნიორაძე (ჯიქი), 3. გია ხარაიშვილი (რასინგ 92), 4. ლუკა გელაშვილი (არმია), 5. ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი), 6. ბექა ყორიაული (ლელო), 7. კობა კოლოტაური (ლელო), 8. იოანე იაშაღაშვილი (არმაზი).

მარქაფა: 16. ვანო კარკაძე (ორიაკი), 17. ნიკა ღვალაძე (გრენობლი), 18. ზაურ თევდორაშვილი (ანგულემი), 19. ტატო გვიმრაძე (ხვამლი), 20. იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები), 21. გიორგი მარგალიტაძე (ლელო), 22. სანდრო მარგიანი (აკადემია), 23. ირაკლი სიმსივე (აია), 24. გივი ცინცაძე (არმაზი), 25. კოტე მარჯანიშვილი (არმაზი),26. პაატა ბურჭულაძე (ხარები), 27. დაჩი პაპუნაშვილი (არმია), 28. ლუკა ჭელიძე (ტულონი).

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე

მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი

მენეჯერი: ოთარ იაშვილი

ფიზ. მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, ნიკოლოზ პინაიშვილი

ფიზიო: რომან სახოკია, ბენჟამინ მოადაბ, ირაკლი შაორშაძე

ექიმი: ოდისეი სადოევი

ვიდეო: ვლადიმერ კუპრეიშვილი

ჯიპიეს: შავლეგ მახარაშვილი

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:01 | 18.06.2019
NIKA..01 (335)

ანუ თუ ფიჯიმ იტალიას მოუგო,იტალია გავარდება?სადღაც წავიკითხე მასპინძელი არ გავარდებაო...

22:24 | 17.06.2019
dinamo222 (692)

აბა თქვენ იცით ბიჭებო ეხლა იტალიას უნდა გადაუაროთ და უფროსების ჯავრი იყაროთ !

22:22 | 17.06.2019
dinamo222 (692)

აუუ ამდენი მართლა კარგა ხანია არ მინერვიულია ! ისევ ჯიგრით ისევ თავგანწირვით და ჯანით მოვიგეთ და არა ტაქტიკით და ტექნიკით !

22:55 | 17.06.2019
+++Dinamo Tbilisi+++ (44)

ხო რა,ამათ კარგი მწვრთნელი რომ ყავდეთ,ძალიან კარგად გამოვიდოდნენ,მიუხედავად დიდი პატივისცემისა.მგონია რომ ჯობია ამ თაობიდანვე უცხელი მწვრთნელის მოყვანისა(თუ ფინანსებით გავქაჩავთ0

22:22 | 17.06.2019
+++Dinamo Tbilisi+++ (44)

თქვენ გენაცვალეთ,ბიჭებო,გილოცავთ,ძალიან ადვილად შეგვეძლო მოგება მაგრამ არა უშავს,წინ იტალიაა,აბა სისხლი უნდა ავიღოთ მიაწექით ბოლომდე

21:40 | 17.06.2019
dinamo222 (692)

და კიდევ ეს 15 ნომერი ჭიჭინაძე ვიღაცა ბობოლა ტიპის ნათესავია ? 78 შეცდომა დაუშვა წინა თამაშებში და მაინც ჯიუტად აყენებენ ძირითადში @ აი ამ თამაშშიც უკვე მერამდენედ შეცდა უწყინარ სიტუაციაში @@

21:33 | 17.06.2019
dinamo222 (692)

და კიდევ ვერ გავიგე ჩვენ კონიფოლი ან სხვა რამე წებოვანი მასალა არ გვაქვს ხელებზე რომ წაისვან ბიჭებმა ბურთი რომ არ გაუვარდეთ ? მე დარწმუნებული ვარ ფიჯელებს რაღაცა წებოვანი აქვთ წასმული ასე რომ იწებებენ ბურთებს და არ უვარდებათ ამ წვიმაშიც !!

21:30 | 17.06.2019
dinamo222 (692)

ერთი რაღაცა ვერ გავიგე რაა ამ ჯარიმების უპირატესობებში რაღას ვაგრძელებთ ამ უაზრო ბღლაძუნს და ვკარგავთ ბოლოს ბურთსაც და ჯარიმის უპირატესობასაც @ შე დალოცვილო ხედავ არ გამოგდის ამ ამინდში ვერ იჭერ ბურთს და შეაგორე რაა ბურიიიიიი ! მოიგებ ხომ კარგი არადა ჯარიმა მაინც ჩვენია და გადაიტან მერე კარგ მანძილზე @@

21:17 | 17.06.2019
krasni (587)

მაგრად გვიძალიანდება ფიჯი,მარა მიიჯირყვნება მაინც დღეს.

17:32 | 17.06.2019
NIKA..01 (335)

დღესაა გადამწყვეტი მატჩი,რადგან ვფიქრობ შესაძლოა იტალია-შოტლანდიაში "იმამაძაღლონ" ბობოლებმა,მოაგებინონ შოტლანდიას და ჩვენსა და ფიჯს შორის დამარცხებული ავტომატურად გაუშვან ალაფაზე.დიდი შანსია,რომ "გაგვიჩალიჩონ" ჩვენ და ფიჯის,ამიტომ დღევანდელი მატჩი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებლად მოსაგებია..კარგი ისაა,რომ მატჩის დაწყებამდე გვეცოდინება იტალია-შოტლანდიის ანგარიში...

17:22 | 17.06.2019
dinamo222 (692)

აუცილებლად უნდა მოვუგოთ ფიჯისაც და ბოლოს ვინც დაგვეჯახება იმასაც კარი მაგრა უნდა გამოვიჯახულოთ !

12:06 | 17.06.2019
krasni (587)

ჩვენი ბოლო ალაფა მახსენდება ფიჯისთან, მგონი ნახევარფინალი. დღესაც იგივე უნდა დავმართოთ.

23:12 | 16.06.2019
ogafa (407)

წარმატებები გამარჯვება

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.087882
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X