სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ბორჯღალოსნები

0:38 | 13.06.2019 | ნანახია 832 - ჯერ

უმცროსი "ბორჯღალოსნები": შოტლანდიასთან ზედიზედ მეორედ!

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე მატჩში შოტლანდიას 17:12 სძლიეს და ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულეს!

შეგახსენებთ, შოტლანდიელებს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე შარშანაც ვეთამაშეთ, 39:31 დავამარცხეთ და მე-9 ადგილი დავიკავეთ, ახლა კი, ექვსი ერის წარმომადგენელს ზედიზედ მეორედ ვძლიეთ. საგულისხმოა, რომ მესამე თამაში შარშანაც მოვიგეთ, ირლანდიასთან 24:20, თუმცა საუკეთესო მესამეადგილოსნებს შორის ვერ მოვხვდით და მე-9-მე-12 ადგილებისთვის მოგვიწია ბრძოლა. სავარაუდოდ, ამჯერადაც ასე მოხდება, რადგან ძნელად სავარაუდოა ინგლისი ავსტრალიასთან 40 ქულის სხვაობით დამარცხდეს, ან ფიჯიმ უელსს 41-ზე მეტი სხვაობით სძლიოს და ბონუსი არ ააღებინოს.

სამაგიეროდ, მეოთხე მატჩში შედარებით სუსტ გუნდთან მოგვიწევს თამაში, რაც უმცროს ბორჯღალოსნებს მთავარი მიზნის შესრულებას გაუადვილებს და უძლიერეს 12-ს შორის დარჩენასთან ერთად, შარშანდელი შედეგის გამეორების შანსსაც შეუნარჩუნებს.

მატჩის დებიუტი ჩვენი გუნდისთვის ძალიან ცუდი აღმოჩნდა. შოტლანდიელებმა დასაწყისშივე მოიპოვეს 5-მეტრიან წყვეტილთან დერეფანი და ლელოსგან პაატა ბურჭულაძემ გვიხსნა, რაც ვიდეო რეფერიმ დააფიქსირა. მაგრამ 5 წუთში მათ კიდევ ორჯერ ააგორეს მწყობრი მოლი და საბოლოოდ ლელო-გარდასახვით დაწინაურდნენ.

ამის შემდეგ ბურთზე კონტროლის დამყარება და მეტოქის ნახევარზე გადასვლა მოვახერხეთ, მაგრამ შეცდომების გამო იერიშები ლოგიკურ დასასრულამდე არ მიდიოდა. შოტლანდიელებმა შეძლეს ჩვენი დერეფნის გაშიფვრა, რამაც ჯარიმების შემდეგ მოპოვებული ტერიტორიული უპირატესობის გამოყენების საშუალება არ მოგვცა, თუმცა პირველმა ტაიმმა მწვრთნელებს დაანახა, რომ ამ თამაშის მოგება შეიძლებოდა.

შესვენებაზე მწვრთნელებმა ხუთი ცვლილება განახორციელეს, სრულად შეცვალეს პირველი ხაზი და ღერძი, რაც გარდამტეხი აღმოჩნდა. ილია მაისურაძის შეგირდებმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს, 45-ე წუთზე ჩვენმა შერკინებამ მეტოქის 22-ის ხაზთან ჯარიმა გამოიმუშავა და თედო აბჟანდაძემ ის 3 ქულად გარდასახა. სამწუხაროდ, დერეფნის დალაგება ვერც მეორე ტაიმში მოხერხდა, 52-ე წუთზე შოტლანდიელებმა სწრაფად გაგვითამაშეს კონტრშეტევა და მეორე ლელო გაიტანეს - 3:12.

საქართველომ 4 წუთში ლამაზი ლელოთი უპასუხა. მოედნის ცენტრში, შერკინებაში მოპოვებული უპირატესობის შემდეგ მიხეილ ალანიამ შეუტია, ორი მცველი აიყვანა და მარჯვენა ფრთაზე ოთარ ლაშხი მოძებნა, რომელმაც 5-მეტრიან წყვეტილამდე ირბინა. ალანიამ რაქიდან სწრაფად გაიტანა ბურთი, აბჟანდაძემ კი კარის წინ ხაზი გაჭრა და ძელებსშუა გატანილი ლელო თავად გარდასახა - 10:12.

68-ე წუთზე შოტლანდიამ დერეფნიდან გაშალა შეტევა და ლელო გაიტანა, მაგრამ საქმეში ვიდეო-რეფერი ჩაერთო, რომელმაც წინპასი ზუსტად დააფიქსირა და თამაშში დაგვტოვა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა აგრესიული თამაში გააგრძელეს, მალე ალანიამ მეტოქეს ხელიდან ამოაცალა ბურთი და ლელოსკენ გაიქცა, მაგრამ მდევარი წამოეწია და აუტში გადაიყვანა.

74-ე წუთზე დერეფანში შოტლანდიაც შეცდა, თანაც საკუთარი ლელოდან 5 მეტრში, ბურთი ლუკა ნიორაძეს ჩაუვარდა ხელში და ლელოში შევარდა, აბჟანდაძემ კი გარდასახა. სულ ბოლოს მეტოქემ ფრთაზე შეძლო ხაზის გაჭრა და სალელოვე შეტევის წამოწყება, თუმცა უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ეს იერიში თავდადებული დაცვით მოიგერიეს, მერე კი მეტოქეს შეცდომა დააშვებინეს და 17:12 მოგებით გაიხარეს!

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

გ ჯგუფი

12 ივნისი

საქართველო - შოტლანდია 17:12

საქართველო:

ხაზი: 15. დაჩი პაპუნაშვილი, 14. ოთარ ლაშხი, 13. დემურ თაფლაძე, 12. ირაკლი სიმსივე, 11. კოტე მარჯანიშვილი, 10. სანდრო მარგიანი, 9. გიორგი მარგალიტაძე;

შერკინება: 1. ნიკა ღვალაძე, 2. ვანო კარკაძე, 3. ზაურ თევდორაშვილი, 4. ლუკა გელაშვილი, 5. ვახტანგ ჯინჭარაძე, 6. პაატა ბურჭულაძე, 7. ბექა ყორიაული, 8. იოანე იაშაღაშვილი.

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე, 17. ლუკა აზარიაშვილი, 18. გია ხარაიშვილი, 19. ტატო გვიმრაძე, 20. კობა კოლოტაური, 21. მიხეილ ალანია, 22. თედო აბჟანდაძე, 23. თემურ ჭიჭინაძე, 24. გივი ცინცაძე, 25. ლაშა ლომიძე, 27. იოსებ გუშარაშვილი, 28. ლუკა ჭელიძე.

ზურა ქავთარაძე ისვენებდა

2 ლელო: აბჟანდაძე, ნიორაძე

2 გარდასახვა: აბჟანდაძე

1 ჯარიმა: აბჟანდაძე

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე

მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი

მენეჯერი: ოთარ იაშვილი

ფიზ. მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, ნიკოლოზ პინაიშვილი

ფიზიო: რომან სახოკია, ბენჟამინ მოადაბ, ირაკლი შაორშაძე

ექიმი: ოდისეი სადოევი

ვიდეო: ვლადიმერ კუპრეიშვილი

ჯიპიეს: შავლეგ მახარაშვილი

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:03 | 13.06.2019
sabonis (74)

იმედია მიხვდა ზოგ-ზოგიერთი რა განსცვავებაა აბჟანდაძით და აბჟანდაძის გარეშე თამაშში, ზოგიერთი "რაგბის ექსპერტი" აქ აკრიტიკებდა თედოს ვერაა ფორმაშიო, რა უნდოდათ კი მარა მარტო მოეგო ზელანდია აფრიკისთვის?DD

13:03 | 13.06.2019
krasni (587)

კარგი ბიჭები გვყავს და მწვრთნელები კიდევ მაგრები. შოტლანდიას გზას მოვა დრო და ბევრს გავუყენებთ.

11:26 | 13.06.2019
giorealist (26)

ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილება აღმოჩნდა აბჟანდაძის და ალანიას მეორე ტაიმში შემოყვანა. დაღლილი სკოტების წინააღმდეგ უფრო გაილაღეს და თამაში შემოატრიალეს. ყოჩაღ მწვრთნელებს.

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.087727
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X