სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ბორჯღალოსნები

13:21 | 9.06.2019 | ნანახია 1937 - ჯერ

ზურაბ ამონაშვილი: "მადლობა ბიჭებს ბოლომდე ბრძოლისთვის"
20 წლამდელები - მწვრთნელის შეფასება

უმცროსი ბორჯღალოსნების მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი დარწმუნებულია, რომ დარჩენილ სამ თამაშში მორაგბეები მაქსიმუმს გაიღებენ, რათა 12 უძლიერეს შორის ადგილი შეინარჩუნონ და ქართველი ქომაგი გაახარონ.

სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან გამართული მატჩის (20:48) შემდეგ მან აღნიშნა, რომ მეტოქე კონტაქტის არეში იყო ძლიერი და წარმატებას ამის ხარჯზე მიაღწია:

„შედეგით გულდაწყვეტილები ვართ. სამხრეთ აფრიკას ისეთი არაფერი გაუკეთებია, რასაც არ ველოდით, მაგრამ ძალიან ძლიერი ბიჭები ყავდა, განსაკუთრებით კონტაქტის არეში. ისინი თითქმის ყველა ჯერზე ახერხებდნენ უპირატესობის ხაზის გადალახვას, ჰქონდათ სწრაფი რაქი და ეს ყველაფერი ქულებში აისახა. ჩვენ სამი ლელო გავიტანეთ და კიდევ ერთის გატანა რომ მოგვეხერხებინა ბონუსს ავიღებდით, მაგრამ მეტოქის 22-იდან ბევრჯერ გამოვედით უქულოდ. გავლენა იქონია იმანაც, რომ ბევრი ჯარიმა ავიღეთ. დისციპლინის მხრივ პრობლემები გვქონდა, ჯამში 11-ჯერ დავჯარიმდით. მსაჯმა ორჯერ დაგვაჯარიმა ჩვენს შერკინებაში, ერთხელ მეტოქის ლელოდან 5 მეტრში, თუმცა არ ვიცით რაზე დაგვაჯარიმა და აუცილებლად მოვითხოვთ განმარტებას“.

მიუხედავად ანგარიშისა, მწვრთნელები მორაგბეების თავდადებით კმაყოფილი არიან და სწამთ, რომ ისინი, მიზნის მისაღწევად, ანუ 12 უძლიერეს შორის დასარჩენად, მაქსიმუმს გაიღებენ:

„მადლობას ვუხდით ბიჭებს ამ ბრძოლისთვის, მათ რაც შეეძლოთ მაქსიმუმი გაიღეს და თავდადებით ითამაშეს. მათ მონდომება არ აკლიათ და მართალია წელს ყველაზე რთული იქნება 12 უძლიერეს შორის დარჩენა, მაგრამ მჯერა, ფეხზე დადგომას და მიზნის მიღწევას მოვახერხებთ. საქმე ისაა, რომ გაისად 20-წლამდელთა ჩემპიონატს იტალია მასპინძლობს და შესაბამისად, ისინი წელს არცერთ ვარიანტში არ გავარდებიან. მესამე ტური კი იმდენად დაძაბული იქნება, რომ ჯერ ვერ ვიტყვით ვისთან მოგვიწევს მეოთხე მატჩის გამართვა, შესაძლოა ეს ინგლისის ნაკრები იყოს“ - ამბობს ამონაშვილი.

სასიხარულოა, რომ სამხრეთ აფრიკასთან მატჩში სერიოზული დაზიანება არცერთ მორაგბეს არ მიუღია და ტურნირს ყველა ჯანმრთელად აგრძელებს. მათ შესახებ მწვრთნელი გვიყვება:

„ყველა მოთამაშე ჯანმრთელადაა. ქავთარაძეს მსუბუქი ტვინის შერყევა აქვს, ტესტი კარგად ჩააბარა, თუმცა ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი მოთამაშეთა უსაფრთხოებაა და ვფიქრობთ, შოტლანდიასთან მატჩში მათ დასვენების საშუალებას მივცემთ. ტვინის შერყევის ტესტი კარგად ჩააბარა ალანიამაც და ის მომავალი თამაშისთვის მზად იქნება“.

წლევანდელი ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა 12 ივნისს, შოტლანდიის ნაკრებთან გვექნება, რომლის შესახებ ამონაშვილი ამბობს:

„შოტლანდიას შარშანდელთან შედარებით ბევრად უფრო კარგი გუნდი ყავს. მისი 28-ვე მოთამაშე თანაბარი ძალისაა, კარგად გადაადგილდებიან მოედანზე, სისწრაფეში იღებენ ბურთს და დაცვას წნეხში ამყოფებენ. ორგანიზებულად თამაშობენ დაცვაში“.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა შემადგენლობა დაიწყებს თამაშს შოტლანდიასთან, თუმცა მწვრთნელები ვარაუდობენ, რომ გეგმას მიყვებიან და ენერგიის დაზოგვის მიზნით, სათამაშო დროს ყველა მორაგბეზე თანაბრად გადაანაწილებენ:

„ამ ტურნირზე ძალების გადანაწილებას დიდი მნიშვნელობა აქვს და ვფიქრობთ, რომ შოტლანდიასთანაც იქნება ცვლილებები, რაც თავიდანვე გვქონდა დაგეგმილი. ჩვენ ყველა იმ მოთამაშეს ვენდობით, რომლებიც არგენტინაში წამოვიყვანეთ და შოტლანდიასთან მხოლოდ მოსაგებად ვიბრძოლებთ“.

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:03 | 09.06.2019
არჩილ სოხუმელი (484)

წინა სტატიაზე ჩემი კომენტარის პასუხზე ვწერ პასუხს. შეიძლება იქ არ შევიდეს ვინც კითხვა დამისვა.
წინა 20 წლისანებზე მგონი კომენტატორებმა თქვეს და მაშინ დაასახელეს გურამ გოგიჩაშვილისა და რამდენიმე მორაგბის გვარი, მაშინ ითქვა რომ ეროვნულში მსოფლიო თასზე ითამაშებენო. შეიძლება მე გავიგე არასწორად, ბევრნი უყურებდით ერთად და ხმაურიც იყო. შემდეგ ინტერნეტში მოვიძიე გურამის ასაკი და იქ ვნახე 1999 წლის სექტემბერი მგონი. ამიტომ ვიკითხე. ამ საიტზე მაქვს წაკითხული მწვრთნელის ინტერვიუ, რომ რამოდენიმე მორაგბე ტრამვის გამო აკლია ნაკრებს, ხოლო ერთი დისკვალიფიცირებულია. მე მგონი არ გამილანძღავს ჩვენი მორაგბეები, რომლებსაც ყველას დიდ პატივს ვცემ. შეიძლება სწორად ვერ გავიგე კომენტატორების ნათქვამი. გუშინდელი ეს კომენტარი უფრო ცხელ გულზე დავწერე. დღეს კი ვხვდები არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. გაიხსენეთ, შარშანდელის გარდა, როგორ ვაგებდით ახალ ზელანდიასთან, სამხრეთ აფრიკასთან, საფრანგეთთან, ირლანდიასთან, ინგლისთან... შარშან ძაან ძლიერი ნაკრები გვყავდა სხვა დროის ნაკრებებთან შედარებით. თანაც შერკინებაში ჩვენი უპირატესობის არ ქონა ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაშის ბრალია. კარგი იქნება შოტლანდიასთან თუ სხვა ჩვეულებრივ მოედანზე გვათამაშებენ. არა ვარ ის ადამიანი ვინც ნაკრების დამარცხების შემთხვევაში მათ აუგად მოიხსენიებს ან დასცინებს. ღმერთმა დამიფაროს. უბრალოდ რაღაც რაღაცეები არასწორად გავიგე და ვიკითხე.

22:06 | 09.06.2019
არჩილ სოხუმელი (484)

ისიც ვიფიქრე, რომ შეიძლება შოტლანდიასთან და შემდეგი ორი თამაშისათვის ძალები დაზოგეს და აწი ვნახავთ ნამდვილ საქართველოს ნაკრებს. რომლებმაც სამხრეთ აფრიკაში არგინტინას კინაღამ მოუგო და შერკინებაში აშკარად დაჯაბნა. ნამიბია კი დაამარცხა.

14:01 | 09.06.2019
dominici99 (94)

ორი აზრი არაა, მადლობა ბიჭებს დამადლობა მწვრთნელებს! ჯიგრები ხართ! გული არ გაიტეხოთ, ყველაფერი კარგად იქნება!

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.079775
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X