სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
7-კაცა

16:35 | 5.06.2019 | ნანახია 799 - ჯერ

7-კაცა: საქართველოს კაცთა ჩემპიონატი

ივნისისში 8 ქართული კლუბი 7-კაცაში საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს.

ჩემპიონატი სამ ეტაპად გაიმართება და გამარჯვებული სამივე ეტაპის ჯამში მოპოვებული ქულების მიხედვით გამოვლინდება. თითოეულ ეტაპზე 12-12 გუნდი ითამაშებს - 8 უცვლელი მონაწილე ტიტულისთვის იბრძოლებს, ხოლო 4-4 წვეული გუნდი კონკურსგარეშე იქნება.

საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის დიდი 10-ის ექვსი გუნდი - ‘ლოკომოტივი’, ‘აია’, ‘ლელო-სარასენსი’, ‘აკადემია’, ‘ჯიქი’ და ‘არმია’, ასევე პირველლიგელი ‘იუნკერები’ (წინა სეზონის მონაცემებით) და მეორელიგელი ‘დევები’ (წინა სეზონის მონაცემებით) იბრძოლებენ. თითოეულ ეტაპზე, დაკავებული ადგილის მიხედვით, სწორედ ეს გუნდები მიიღებენ საჩემპიონო ქულებს.

წვეულ გუნდებს შორის ორი უცვლელი იქნება - საქართველოს ეროვნული და 18-წლამდელთა 7-კაცა ნაკრები. ეროვნული ევროპის გრან პრისთვის ემზადება, ხოლო 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც აგვისტოში გაიმართება. წვეულ გუნდებს შორის, პირველ ეტაპზე ზიმბაბვესა და ზამბიის, ხოლო მესამეზე ყაზახეთის ნაკრები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ისინი საქართველოში ვეღარ მოდიან.

პირველ საჩემპიონო ეტაპს 8-9 ივნისს მარტყოფის სანაკრებო ბაზა უმასპინძლებს და ზემოთნახსენები 10 გუნდის გარდა, წვეული გუნდები საქართველოს 7-კაცას მეორე ნაკრები და ბოლნისის ‘ყოჩები’ იქნებიან.

მეორე ეტაპი თელავში 22-23 ივნისს გაიმართება. რადგან ამ პერიოდში ევროპის გრან პრის პირველი ეტაპი იმართება, საქართველოს ეროვნული 7-კაცა მეორე გუნდით იქნება წარმოდგენილი, წვეულ გუნდებს შორის კი ‘ტაო’ და ‘თელავიც’ იქნება.

მესამე, დასკვნითი საჩემპიონო ეტაპი ფოთში, 29-30 ივნისს გაიმართება. აქ წვეული გუნდები საქართველოს 7-კაცა ნაკრების ორი გუნდი, 18-წლამდე 7-კაცას ნაკრები და მასპინძელი ქალაქის, ფოთის ‘კოლხი რაინდები’ იქნებიან.

I ეტაპი
მარტყოფი, 8-9 ივნისი

მონაწილეობენ: 1. ლოკომოტივი, 2. აია, 3. ლელო, 4. აკადემია,5. ჯიქი, 6. არმია, 7. იუნკერები, 8. დევები

წვეული გუნდები: 9. ეროვნული 7-კაცა 1, 10. ეროვნული 7-კაცა 2, 11. 18 წლამდე საქართველო, 12 ყოჩები

II ეტაპი
თელავი, 22-23 ივნისი

მონაწილეობენ: 1. ლოკომოტივი, 2. აია, 3. ლელო, 4. აკადემია, 5. ჯიქი, 6. არმია, 7. იუნკერები, 8. დევები

წვეული გუნდები: 9. ეროვნული 7-კაცა, 10. ტაო, 11. თელავი, 12. 18 წლამდე საქართველო

III ეტაპი
ფოთი, 29-30 ივნისი

მონაწილეობენ: 1. ლოკომოტივი,2. აია, 3. ლელო, 4. აკადემია, 5. ჯიქი, 6. არმია, 7. იუნკერები, 8. დევები

წვეული გუნდები: 9. ეროვნული 7-კაცა 1,10. ეროვნული 7-კაცა 2, 11. კოლხი რაინდები (ფოთი), 12. 18 წლამდე საქართველო

ჩემპიონატის სიახლეები ნახე აქ Georgian7s

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.07452
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X