სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
საერთაშორისო

14:45 | 22.05.2019 | ნანახია 1629 - ჯერ

“ბორჯღალოსანთა” მეტოქემ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
ფიჯის ნაკრები მსოფლიო თასამდე ხუთ მოსამზადებელ მატჩს ჩაატარებს

ფიჯის მორაგბეთა ნაკრებმა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მეტოქეა, მომავალი ტურნირისთვის გაფართოებული 38-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
“მფრინავი ფიჯელები” პირველ შეკრებაზე 1 ივლისს შევლენ და 2 კვირა ექნებათ იმისთვის, რომ “მაორი ოლ ბლექსთან” სასტარტო საკონტროლო მატჩისთვის მოემზადონ. ეს შეხვედრა ფიჯის დედაქალაქ სუვაში შედგება, 1 კვირის თავზე კი მეტოქეები უკვე ოქლენდში ითამაშებენ.
ამას გარდა, “ბორჯღალოსანთა” მომავალი მეტოქეები ივლისის ბოლო კვირას კამაიშიში მსოფლიო თასის მასპინძელ იაპონიას გაეჯიბრებიან, აგვისტოს პირველ კვირებში კი, სუვაში კანადასა და სამოას დაუხვდებიან.
ფიჯელთა მთავარი მწვრთნელი ჯონ მაკკი სწორედ ამ 5 ტესტის შემდეგ დაასახელებს იმ 31 მორაგბეს, რომლებიც მსოფლიო თასის განაცხადში მოხვდებიან.
მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებში ასპარეზობა დაასრულეს ფრანგული “მონპელიეს” ლიდერებმა ნემანი ნადოლომა და ტიმოტი ნაგუსამ, “მფრინავ ფიჯელთა” რიგებში ვარსკვლავების სიმცირე არ შეინიშნება.
ფორვარდებს შორის უნდა გამოვარჩიოთ “რასინგელი” ლეონე ნაკარავა, “ედინბურგის” წევრი ვილიამე მატა და “ჰარლექუინზის” მორაგბე სემი კუნატანი. ბექებში ყურადღებას სემი რადრადრა (“ბორდო”), ლევანი ბოთია (“ლა როშელი”), ჯოსუა ტუისოვა და ფილიპო ნაკოსი (ორივე – “ტულონი”) იპყრობენ.
დიდი ძალაა “ლონდონ აირიშის” ტრიო ალბერტ ტუისუეს, ალივერეტი ვეიტოკანისა და მანასა საუოლოს შემადგენლობით, რომელიც ინგლისურ გუნდს პრემიერშიფში დაბრუნებაში დაეხმარა. ნაკრებში ერთბაშად 4 მორაგბეა კიდევ ერთი ინგლისური კლუბიდან. ტევიტა კავუბატი, ნემანი ნაგუსა, ჯოშ მატავესი და ვერენიკი გონევა “ნიუკასლ ფალკონსში” ირიცხებიან.
გაფართოებულ შემადგენლობაში საკმაოდ არიან მორაგბეები ადგილობრივი გუნდებიდან, ამასთან, ნაკრების დამრიგებელი 20-წლამდელთა გუნდის წევრებზე დაკვირვებასაც გეგმავს, რომლებიც ივნისში ძალებს მსოფლიო თასზე სცდიან და ელიტაში ადგილის შენარჩუნებას ეცდებიან.
“შეკრების დაწყებას მოუთმენლად ველით. იმედი მაქვს, რომ იმ მორაგბეების გარდა, რომელთა გუნდებსაც საფრანგეთში საპლეიოფო მატჩები ელით, ყველა დროულად შემოგვიერთდება და ნაყოფიერი პროცესი გვექნება. ვიცით, რომ უდიდესი სამუშაო გვაქვს გასაწევი, რათა მსოფლიო თასზე ავსტრალიასთან სასტარტო შეხვედრას სათანადო მდგომარეობაში შევხვდეთ”, - აღნიშნა მაკკიმ.
შეგახსენებთ, რომ ფიჯის ნაკრები მსოფლიო თასზე D ჯგუფში მოხვდა, სადაც საქართველოს გარდა, მეტოქეებად ავსტრალია, უელსი და ურუგვაი ეყოლება. ქართულ-ფიჯური დაპირისპირება 3 ოქტომბერს იაპონიის ქალაქ ჰიგაშიოსაკაში შედგება და დიდი ალბათობით, სწორედ ეს შეხვედრა გაარკვევს იმ გუნდის ვინაობას, ვინც ჯგუფში მე-3 ადგილს დაიკავებს.

ფიჯის ნაკრების გაფართოებული რაზმი
ფორვარდები: ლეეროი ატალიფო, მესულამე დოლოკოტო, სუნია კოტო, კამპესე მა’აფუ, სემ მატავესი, ერონი მავი, პენი რავაი, მანასა საულო, ლუკ ტაგი, ტუაპატი ტალემაიტოგა, კალივატი ტავაკე, ჯოელი ვეიტაიაკი, ტუვერე ვერემალუა, ტევიტა კავუბატი, ჯონი დაიერი, სემი კუნატანი, მესულამე კუნავალუ, ტემო მაიანავანუა, ვილიამე მატა, სიკელი ნაბუ, ლეონე ნაკარავა, ნემანი ნაგუსა, ჯეილ რაილალა, აპი რატუნიარავა, ტევიტა რატუვა, ალბერტ ტუისუე, მოსესე ვოკა, დომინიკო ვაკანიბუროტუ, პესელი იატო.
ბექები: ფრენკ ლომანი, ნიკოლა მატავალუ, პენი მატავალუ, ჰენრი სენიოლი, სერუ ვულარიკა, ლევანი ბოთია, სევანაია გალალა, ჯოშ მატავესი, ალივერტი ვეიტოკანი, ჯეილ ვატუბუა, ბენ ვოლავოლა, ვერენიკი გონევა, ბენიტო მასილევუ, კინი მურიმურივალუ, ფილიპო ნაკოსი, აპისაი ნაკალევუ, ვაისეა ნაიასელევუ, პატრიკ ოსბორნი, სემი რადრადრა, ერონი საუ, მეტუისელა ტალებულა, ჯოშუა ტუისოვა, სეტარეკი ტუისუვუ.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:37 | 24.05.2019
qomagi (248)

ბექებში არც ბენ ვოლავოლა და კინი მურიმურივალუ ჩამოუვარდებიან სტატიაში ნახსენებ ოთხეულს. ასე, რომ უმძიმესი მატჩი გველის მფრინავ ფიჯელებთან, დისციპლინის და ჩაკეტილი თამაშის ხარჯზე თუ მოვუგებთ, თორემ არეულ და გაშლილ თამაშში ჩვენ კი არა ტიოპ გუნდებს უჭირთ ამ მხეცებთან.

20:07 | 22.05.2019
ogafa (407)

ქართულ-ფიჯური დაპირისპირებაში უნდა მოვიგოთ

16:06 | 22.05.2019
ოვალური კორბენი (276)

ნემანი ნაგუსა ჰყოლიათ ფიჯელებს.
ეტყობა ნემანი ნადოლომ და ტიმოტი ნაგუსამ რომ სანაკრებო კარიერა დაასრულეს, ეგრევე შეჯვარდნენ

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.087021
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X