სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ლეგიონერები

14:37 | 22.04.2019 | ნანახია 1673 - ჯერ

ლეგიონერები: ევროთასებში ფინალისტები გაირკვა
დავით მესხის სადებიუტო ლელო ევროტურნირებში

გასულ შაბათ-კვირას 2018/2019 წლების ევროთასების ნახევარფინალური მატჩები გაიმართა და ფინალისტები გამოვლინდა. რანგით მეორე და მესამე ტურნირებში - ჩელენჯ ქაფსა და კონტინენტის ფარზე, თასისათვის ქართველი ლეგიონერების გუნდები იბრძოლებენ.

ჩემპიონთა თასისთვის ბრძოლას ბოლო „ქართული“ გუნდი მეოთხედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა. ნახევარფინალში ინგლისურმა ‘სარასენსმა’ ირლანდიური ‘მანსთერი’ 32:16 დაამარცხა, ხოლო ირლანდიურმა ‘ლენსთერმა’ ფრანგულ ‘ტულუზს’ 30:12 სძლია. ევროპის უძლიერესი კლუბი 11 მაისს ინგლისში, ნიუკასლის „სენტ ჯეიმს პარკზე“ ‘სარასენსისა’ და ‘ლენსთერის’ შეხვედრაში გაირკვევა.

ერთი დღით ადრე, ამავე სტადიონზე დავით ზირაქაშვილის, ვიტო კოლელიშვილისა და ბექა კაკაბაძის ‘კლერმონი’ ჩელენჯ ქაფის მოსაპოვებლად იბრძოლებს. „ვულკანებმა“ ნახევარფინალში ინგლისურ ‘ჰარლექუინზს’ უმასპინძლეს და 18 ათასი მაყურებლის წინაშე 32:27 დაამარცხეს. მასპინძლები 55-ე წუთისთვის 32:8 იგებდნენ, დასკვნით წუთებში სამი ლელო მიიღეს, თუმცა ამით ხასიათი არ გაფუჭებიათ. გამარჯვებულთა შორის ითამაშა კაკაბაძემ, რომელიც დროებით შეცვლაზე ჯერ პირველ ტაიმში შევიდა, ხოლო დასკვნითი 20 წუთი სრულად ჩაატარა.

‘კლერმონი’ ჩელენჯ ქაფის ფინალში მეოთხედ ითამაშებს. მან თასი 1999 და 2007 წლებში მოიგო, 2004 წელს კი ფინალში დამარცხდა. გადამწყვეტ შეხვედრაში „ვულკანების“ მეტოქე ასევე ფრანგული ‘ლა როშელი’ იქნება, რომელმაც ინგლისური ‘სეილი’ 24:20 დაამარცხა.

კონტინენტის ფარის ნახევარფინალში, ორი მატჩის ჯამში რუმინულ ‘ტიმიშუარა-სარასენსს’ სძლია და ფინალში ითამაშებს ‘ენისეი’. სამი კვირის წინ, რუმინელებმა პირველი მატჩი 20:18 მოიგეს და განმეორებით შეხვედრაში მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა 32:40 დამარცხდნენ.

კრასნოიარსკში, „ავანგარდზე“ 8 ქართველი გავიდა - აქედან სამი მსაჯი. რეფერი ნიკა ამაშუკელი იყო, რომელმაც სახიფათო ბოჭვისთვის მეორე ტაიმის დასაწყისში რუმინელი მორაგბე გააწითლა. მას კიდეებიდან შოთა თევზაძე და თორნიკე გვირჯიშვილი ეხმარებოდნენ.

‘ენისეის’ შემადგენლობაში ითამაშა ხუთმა ქართველმა მორაგბემ და მათგან ორს - დავით მესხს და ნიკოლოზ ხატიაშვილს, როგორც კლუბში, ასევე ევროთასებზე, დებიუტი ჰქონდათ. ორივე მათგანმა სრულად ითამაშა და მესხმა დებიუტი მე-8 წუთზე გატანილი ლელოთი აღნიშნა. მან ფრთაზე მიიღო ბურთი, მცველი ცრუმოძრაობით ჩამოიცილა და ლელო ალამთან გაიტანა.

მესამე ხაზში სრულად ითამაშა მიხეილ გაჩეჩილაძემ. სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 73 წუთი გაატარა დავით კაჭარავამ, ხოლო შალვა მამუკაშვილი შეცვლაზე 35-ე წუთზე შევიდა. ‘ენისეის’ წარმატებაში ხუთივე ქართველის წვლილი ძალიან დიდია. მათი გუნდის მეტოქე ფინალში იტალიური ‘კალვიზანო’ იქნება, რომელმაც ორი მატჩის ჯამში ასევე იტალიური ‘როვიგო’ დაამარცხა. ფინალური მატჩის შედეგის მიუხედავად, ქართველი ლეგიონერების კლუბმა კიდევ ერთხელ მოიპოვა ჩელენჯ ქაფზე თამაშის უფლება.

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.081142
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X