სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ბორჯღალოსნები

0:45 | 21.04.2019 | ნანახია 3833 - ჯერ

საქართველო ევროპის ჩემპიონია!
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ტიტული ბრძოლაში შეინარჩუნეს

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 18-წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთი დაძაბულ ბრძოლაში 20:10 დაამარცხეს და შინ თასით ხელდამშვენებული ბრუნდებიან.

დავით ჩავლეიშვილის შეგირდებისთვის ეს იყო ზედიზედ მეხუთე ფინალი. გუნდმა ევროპის ჩემპიონის ტიტული შარშან პოლონეთში, საფრანგეთის ძლევით მოიპოვა, წელს კი ის კალინინგრადში დაიცვა.

ფინალური შეხვედრა კალინინგრადის 35-ათასიან მთავარ არენაზე, „კალინინგრად სთედიუმზე“ გაიმართა და მას 8 ათასამდე მაყურებელი დაესწრო. მეტოქემ - ესპანეთის ნაკრებმა, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ჩენს გუნდს დიდი წინააღმდეგობა გაუწია. ესპანეთს შემადგენლობაში მრავლად ყავდა ფიზიკურად დიდი ბიჭები, კარგად იშლებოდა ხაზზე და დაცვაში თავდადებით თამაშობდა, თუმცა უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მისი დასკვნით წუთებში გატეხვა მაინც მოახერხა.

ანგარიში მე-4 წუთზე დაჩი პაპუნაშვილმა საჯარიმო დარტყმით გახსნა, რასაც ესპანეთის გააქტიურება მოყვა, კარის წინ დავჯარიმდით და ახლოდან წონასწორობა აღდგა. მოედანზე უპირატესობის მოსაპოვებლად დიდი ბრძოლა გაჩაღდა და ანგარიში მხოლოდ მე-20 წუთსეღა შეიცვალა, პაპუნაშვილმა ჯარიმა 33 მეტრიდან გაიტანა. ხუთ წუთში მეტოქემ დერეფნიდან შეგვიტია, შეტევა ფრთაზე გაშალა და ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა.

ქართველ 18-წლამდელებს ნერვიულობა დაეტყოთ და გასატანი პოზიციიდან ორჯერ ჯარიმა კარში აღარ დაარტყეს, თუმცა ვერც ლელოს გატანა მოახერხეს და პირველი ტაიმი მეტოქემ 10:6 მოიგო.

მეორე ტაიმის დასაწყისში პაპუნაშვილმა კარის წინ 25 მეტრიდან სხვაობის მინიმუმამდე დაყვანა სცადა, მაგრამ მღელვარებას ვერ სძლია და დარტყმა გაუცუდდა.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ლიდერობა 55-ე წუთზე დაიბრუნეს. ლუკა ივანიშვილმა ჩვენს 22-მეტრიანთან წარმოქმნილი რაქიდან, მარცხენა ფრთაზე მცველებისთვის მოულოდნელად მოკლე ფრთაზე შეუტია, მერე მარჯვნივ ხაზი საბა ხონელიძემ გაჭრა და ლელომდე 7-8 მეტრი დააკლდა, ამას დარტყმების სერია მოყვა, უპირატესობის ხაზის გადაკვეთა ყველა ჯერზე მოხერხდა და იერიში ლელოთი მისმა წამომწყებმა, ივანიშვილმა დაასრულა, ხოლო გივი ცინცაძემ გარდასახა - 13:10.

სხვაობიდან გამომდინარე დაძაბულობა თითქმის ბოლო წუთამდე შენარჩუნდა. საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე, გიორგი ქობალიამ მეტოქეს ფეხით თამაშისას დაუფარა, ბურთი შეცვლაზე შესულმა გიორგი ყუფარაძემ აიტაცა, მცველს სისწრაფეში აჯობა და ის ლელო გაიტანა, რომელმაც ჩვენს გუნდს გამარჯვება დაუბევა, ხოლო ცინცაძემ გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 20:10.

ესპანელებმა კარის გაჯახუნება მოინდომეს და დიდი მონდომებით შეუტიეს, მაგრამ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეტოქეს ამის საშუალება არ მისცეს. საფინალო სასტვენის შემდეგ, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორედ ჩაიბარა ევროპის ჩემპიონებისთვის განკუთვნილი მედლები და თასი, რომელიც მინიმუმ ერთი წელი კვლავ საქართველოში დარჩება!

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, კალინინგრადი (რუსეთი), ფინალი. 20 აპრილი

საქართველო - ესპანეთი 20:10

საქართველო: 15. დათო ნინიაშვილი (ხვამლი), 14. ლევან ქუშაშვილი (ლელო), 13. ზაურ ლუტიძე (ხვამლი), 12. გივი ცინცაძე (არმაზი), 11. თემურ კოხოძე (აია), 10. დაჩი პაპუნაშვილი (არმია), 9. ლუკა მატკავა (არმაზი); 1. დათო აბდუშელიშვილი (ლელო), 2. ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლელო), 4. ლუკა ჩქარეული (ლელო), 5. ტატო გვიმრაძე (ხვამლი), 6. ლუკა ივანიშვილი (წიქარა), 7. თორნიკე ზაქარიაძე (ლელო), 8. გიორგი ქობალია (ლელო).

მარქაფა: 16. ნუგზარ სომხიშვილი (არმია), 17. საბა ხონელიძე (აია), 18. ირაკლი მჭედლიძე (ლელო), 19. ლუკა მაჭარაშვილი (არმაზი), 20. რობი ნერსეზაშვილი (ლელო); 21. ფრიდონ წიკლაური (ხვამლი), 22. გიორგი ყუფარაძე (ლოკომოტივი), 23. ბესო თაყნიაშვილი (ხვამლი), 24. ლუკა ხეხელაშვილი (ლელო), 25. ლევან ბრაგვაძე (არმაზი), 26. ლაშა კაკაურიძე (ხვამლი).

მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი

მწვრთნელები: მიხეილ სუჯაშვილი, ლევან შარვაშიძე

ფიზ. მომზადების მწვრთნელი: გიორგი მაისურაძე, გივი ნადარეიშვილი

ექიმი: სერგო ბერიაშვილი

ფიზიო: გიორგი სვანიძე, დავით კობახიძე

ვიდეო ანალიტიკოსი: ლაშა მჭედლიშვილი

მენეჯერი: პაატა მაისურაძე

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:06 | 22.04.2019
არჩილ სოხუმელი (484)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?time_continue=113&v=BL8NhgO5WYw')>0?'https://www.youtube.com/watch?time_continue=113&v=BL8NhgO5WYw':'https://www.youtube.com/watch?time_continue=113&v=BL8NhgO5WYw'))

19:46 | 23.04.2019
krasni (587)

რა თქმა უნდა ძნელია კმყოფილი იყო ჩვენი თამაშით, მაგრამ ჩემი აზრით არ იყო მომენტი, როცა გულშემატკივრებს, ან მოთამაშეებს ეჭვი ეპარებოდათ საბოლოო შედეგში. რუსები კი როგორც ყოველთვის შურით სკდებიან და კომენტარებიც შესაბამისია.

11:50 | 22.04.2019
krasni (587)

გილოცავთ.

23:47 | 21.04.2019
პანტელეიმონი (1218)

გილოცავთ ბიჭებო ! ! !

გაიხარეთ ! ! !

თქვენს ცხოვრებაში კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები იქნება ! ! !

12:41 | 21.04.2019
geogoli (367)

სულაც არ დავრჩი აღფრთოვანებული თამაშის ხარისხით, ძალიან მძიმედ დარბოდნენ ბიჭები და ძირითადად ჯანის ხარჯზე ცდილობდნენ უპირატესობის მოპოვებას. ესპანელები რაქში ძალიან ანელებდნენ ბურთს რაც ბევრ პრობლემას გვიქმნიდა. გაცილებით მეტს მოველოდი ესპანეთის წინააღმდეგ.

07:22 | 21.04.2019
GALOOS (4)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=qGFDXh6Ewdk')>0?'https://www.youtube.com/watch?v=qGFDXh6Ewdk':'https://www.youtube.com/watch?v=qGFDXh6Ewdk'))

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.078751
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X