სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ბორჯღალოსნები

14:40 | 17.04.2019 | ნანახია 1334 - ჯერ

20 წლამდელები: სამხრეთ აფრიკული სერიის დასკვნითი ტურის წინ
ნაცნობ ნამიბიასთან უმცროსი ბორჯღალოსნებით

საქართველოს, სამხრეთ აფრიკისა და არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებები, რომლებიც არგენტინაში 4-22 ივნისს გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, დღეს მოსამზადებელი საერთაშორისო სერიის დასკვნით მატჩებს გამართავენ.

საერთაშორისო სერიას სამხრეთ აფრიკა, ვესთერნ ქეიპი მასპინძლობს და იმისათვის, რომ მოსამზადებელ ეტაპზე გუნდებს მეტი მაღალი დონის თამაშის ჩატარების საშუალება ჰქონოდათ, მასპინძლებმა ბოლო მომენტში მასში ადგილობრივი აკადემიის გუნდის ნაცვლად, ნამიბიის კაცთა ნაკრებს უხმეს, რომელიც ნამიბია XV-ის სახელით თამაშობს.

მეტოქის შესახებ

ნამიბიელები წელს იაპონიაში გასამართი მსოფლიო თასისთვის ემზადებიან და სახლთან ახლოს, მეორე გუნდით ძლიერ მეტოქეებთან თამაში, მათთვისაც მიმზიდველი აღმოჩნდა, რადგან კანდიდატების წნეხის ქვეშ გასინჯვის შესაძლებლობა მიეცა.

ნამიბიელები წელს მსოფლიო თასზე მეექვსედ ითამაშებენ. „ბ“ ჯგუფში მათი მეტოქეები ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, იტალია და კანადა იქნებიან. წინა ხუთი ტურნირი ნამიბიამ მოგების გარეშე დაასრულა და წელს ამ უსიამოვნო ტრადიციის დარღვევას ეცდება.

განვლილ მსოფლიო თასებზე ბორჯღალოსნები „ველვიჩიებს“ ორჯერ გადაეყარნენ. 2007 წელს, ჩვენმა გუნდმა მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვება სწორედ ნამიბიასთან მოიპოვა - მეტოქე 30:0 დაამარცხა. აფრიკის კონტინენტის მეორე გუნდს მსოფლიო თასზე მეორედ 4 წლის წინ შევხვდით და 17:16 მოგებით ისტორიული შედეგი მივიღეთ - ორი მოგება ერთ მსოფლიო თასზე და მომდევნო ჩემპიონატის (2019 წლის) საგზურის მოპოვება.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს გამართული შეხვედრა, უკანასკნელი იყო ნამიბიის ნაკრების ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავისთვის - ჟაკ ბურგერისთვის. ის სხვადასხვა დროს ‘ორიაკის’, ‘ბლუ ბულზის’ და ‘სარასენსის’ ღირსებას იცავდა, ეროვნულ გუნდში კი 41 კეპი მოიხვეჭა და 8 ლელო გაიტანა.

მსოფლიო თასს მიღმა, ბორჯღალოსნებს ნამიბიის წინააღმდეგ ბუქარესტის „ირბ-ს თასზე“ კიდევ სამჯერ უთამაშია. 2007 წელს ჩვენებმა აფრიკელებს 26:18, ხოლო 2011 წელს 23:18 მოუგეს, 2010 წელს კი გამარჯვება მეტოქეს დარჩა (16:21).

ნამიბიის ნაკრებმა თავისი პირველი მატჩი 1955 წელს ბრიტანელი ლომების წინააღმდეგ გამართა და 0:9 დამარცხდა. გუნდმა ყველაზე დიდი სხვაობით 2018 წლის ივნისში ტუნისთან იმარჯვა (118:0), ხოლო თავად 2003 წელს ავსტრალიასთან დამარცხდა (0:142).

უმცროსი ბორჯღალოსნები კაცთა გუნდის წინააღმდეგ

მართალია უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქე ნამიბია XV, თუმცა მის შემადგენლობაში მრავლად იქნებიან ისეთი მორაგბეები, რომლებიც წელს შესაძლოა ეროვნული გუნდის ღირსებას იაპონიაში დაიცვან და მათთან თამაში ჩვენი 20-წლამდელებისთვის დიდი გაკვეთილი იქნება, რაც სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე ჩვენი 20-წლამდელების მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემაც აღნიშნა:

„რთული გამოცდა გველის. ამ ტურნირის შემდეგ ერთი თავით გავიზრდებით. ძლიერ გუნდებთან თამაში დაგვანახებს იმ შეცდომებს, რომელთა გამოსწორებაზეც შინ დაბრუნების შემდეგ გვექნება სამუშაო და 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის საჭირო ფორმას მაქსიმალურად მივუახლოვდებით. სამხრეთ აფრიკაში შევხვდებით განსხვავებული სტილისა და ტრადიციების გუნდებს. მნიშვნელოვანია, რომ თამაშები ჩემპიონატის მსგავსად ოთხ დღეში ერთხელ იმართება. საინტერესო იქნება ნამიბიას კაცთა გუნდის წინააღმდეგ თამაში. ამ მატჩში განსხვავებული ფიზიკური დატვირთვა გვექნება, რადგან უფროსი მორაგბეების წინააღმდეგ მოგვიწევს გარჯა და ეს ბევრ რამეს დაგვანახებს”.

2019 წლის სამხრეთ აფრიკული საერთაშორისო სერია

უმცროსი ბორჯღალოსნები 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხედ ითამაშებენ და მეორედ გადიან მოსამზადებელ შეკრებას სამხრეთ აფრიკაში.

შარშან ჩვენი გუნდი მასპინძელთა 20-წლამდელთა ნაკრებს ორჯერ ეთამაშა და პირველი „ჯუნიორ ბოკემ“ 55:14, ხოლო მეორე 48:23 მოიგო. 2018 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ამ ტურნეს შედეგი მივიღეთ და ზედიზედ სამი თამაშის მოგებით, პირველად დავიკავეთ მე-9 ადგილი. მანამდე, პირველ მატჩში, ტურნირის მომავალ ბრინჯაოს პრიზიორ სამხრეთ აფრიკას ბონუსი ავართვით (27:33). აღსანიშნავია, სამხრეთ აფრიკას წლევანდელ ჩემპიონატშიც ვეთამაშებით. მათ გარდა ჯგუფში ახალი ზელანდია და შოტლანდია გვყავს.

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერია 20-წლამდელთა ჩემპიონატის დარად დაიგეგმა და გუნდებს თამაშებს 4-დღიანი ინტერვალებით მართავენ. პირველ დღეს (9 აპრილს) ჩვენი გუნდი მასპინძლებს შეხვდა და მეტოქემ 58:10 იმარჯვა. ამავე დღეს არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებმა ნამიბია XV-ს 64:8 მოუგო.

მეორე დღეს, 13 აპრილს, უმცროსი ბორჯღალოსნები არგენტინელი თანატოლების დამარცხებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა 75-ე წუთზე ლელო გაუშვეს - 26:32. ამავე დღეს ნამიბიელებმა მასპინძლებს პირველ ტაიმში დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და პირველი ტაიმის ბოლოს წინაც გავიდნენ, მაგრამ ზედ შესვენების წინ 8:14 ჩამორჩნენ, თამაში კი 8:50 დათმეს.

17 აპრილს, სერიის დასკვნით დღეს უმცროსი ბორჯღალოსნები ნამიბია XV-ს საქართველოს დროით 16:15 საათზე ეთამაშება. ამის შემდეგ მოედანზე სამხრეთ აფრიკისა და არგენტინის 20-წლამდელები გავლენ, რომელთა ანგარიშზე ორ-ორი მოგებაა და სერიის გამარჯვებულს გამოავლენენ.

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.096949
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X