სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ბორჯღალოსნები

0:37 | 15.04.2019 | ნანახია 2198 - ჯერ

18 წლამდელები: საქართველო 46:0 გერმანია
ნახევარფინალში მასპინძელ რუსეთთან

ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა უმცროსმა ბორჯღალოსნებმა, 2019 წლის 18-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ მატჩში გერმანია 46:0 დაამარცხეს და ტიტულის დაცვას განაგრძობენ.

ნახევარფინალში ჩვენი გუნდის მეტოქე მასპინძელი რუსეთი იქნება, რომელმაც რუმინეთს დაძაბულ ბრძოლაში 13:11 სძლია.

მეოთხედფინალში გერმანელებმა დიდი წინააღმდეგობა გაწიეს. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მღელვარების ფონზე შეცდომები მრავლად დაუშვეს, თუმცა საკუთარი ლელო და კარი ხელუხლებელი მაინც შეინახეს, მეტოქეს კი 7 ლელო გაუტანეს.

დებიუტში ანგარიში გივი ცინცაძემ ჯარიმით გახსნა. მე-13 წუთზე გიორგი ქობალიამ 5-მეტრიანი შერკინებიდან შეუტია და მატჩის პირველი ლელო გაიტანა. ამის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ანგარიში აღარ შეცვლილა, თუმცა ტაიმის ბოლოს ორი ლელო გავიდა. 30-ე წუთზე დათო ნინიაშვილმა დაახლოებით 60 მეტრი ირბინა და 5-მეტრიან წყვეტილს უწია, იქიდან გასული ბურთი კი ლელოდ ქობალიამ აქცია. ზედ შესვენების წინ ხაზი ზაურ ლუტიძემ გაჭრა და ლელო ნინიაშვილმა გაიტანა, ხოლო ცინცაძემ ორივე გარდასახა - 20:0.

ცინცაძემ მეორე ტაიმის მე-6 წუთზე თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა, ამჟამად ლელოც გაიტანა და თავადვე გარდასახა. მერე ნუგზარ სომხიშვილის ჯერი დადგა, რომელმაც ჯერ მოლი დაასრულა ლელოთი, მერე ტატო გვიმრაძეს შეტევას მიყვა დროულად. მატჩის მიწურულს ლუკა ხეხელაშვილმა სწრაფი შეტევა ლელოდ აქცია, დაჩი პაპუნაშვილმა ბოლო ორი გარდასახვა გაიტანა და მატჩი 46:0 დასრულდა.

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი

კალინინგრადი (რუსეთი)

14 აპრილი. მეოთხედფინალი

ესპანეთი - ჰოლანდია 37:0

პორტუგალია - ბელგია 28:5

რუსეთი - რუმინეთი 13:11

საქართველო - გერმანია 46:0

საქართველო: 15. დათო ნინიაშვილი (ხვამლი), 14. ლევან ქუშაშვილი (ლელო), 13. ზაურ ლუტიძე (ხვამლი), 12. ბესო თაყნიაშვილი (ხვამლი), 11. თემურ კოხოძე (აია), 10. გივი ცინცაძე (არმაზი), 9. ლუკა მატკავა (არმაზი); 1. დათო აბდუშელიშვილი (ლელო), 2. ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლელო), 4. ლუკა ჩქარეული (ლელო), 5. ტატო გვიმრაძე (ხვამლი), 6. ლუკა ივანიშვილი (წიქარა), 7. თორნიკე ზაქარიაძე (ლელო), 8. გიორგი ქობალია (ლელო).

მარქაფა: 16. ნუგზარ სომხიშვილი (არმია), 17. საბა ხონელიძე (აია), 18. ირაკლი მჭედლიძე (ლელო), 19. ლუკა მაჭარაშვილი (არმაზი), 20. რობი ნერსეზაშვილი (ლელო); 21. ფრიდონ წიკლაური (ხვამლი), 22. გიორგი ყუფარაძე (ლოკომოტივი), 23. დაჩი პაპუნაშვილი (არმია), 24. ლუკა ხეხელაშვილი (ლელო), 25. ლევან ბრაგვაძე (არმაზი), 26. ლაშა კაკაურიძე (ხვამლი).

მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი

მწვრთნელები: მიხეილ სუჯაშვილი, ლევან შარვაშიძე

ნახევარფინალები. 17 აპრილი

ესპანეთი - პორტუგალია

საქართველო - რუსეთი

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:37 | 15.04.2019
პანტელეიმონი (1218)

გაიხარეთ ბოკვრებო, წინ ღრუსებთან ბრძოლაა, აბა თქვენ იცით ! ! !

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.081437
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X