სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
შიდა რაგბი

23:50 | 13.04.2019 | ნანახია 838 - ჯერ

დიდი 10 | ლოკომოტივი 21:17 ლელო-სარასენსი

საქართველოს ჩემპიონმა თბილისის ‘ლოკომოტივმა’, გაწითლებულ დროზე მეტოქის მიერ დაშვებული შეცდომით ისარგებლა, გამარჯვების მომტანი ლელო გაიტანა და ტიტულის დაცვას აგრძელებს.

„ავჭალაზე“ გამართულ თბილისურ დერბიში რკინიგზელები ‘ლელო-სარასენსს’ ეთამაშებოდნენ, რომელიც ფლეი ოფში ბოლო ტურში აღებული ბონუსით გავიდა და ფავორიტადაც ჩემპიონი ითვლებოდა. მაგრამ დიდ დიღმელებმა მეტოქეს თავისთვის სასურველი თამაში შესთავაზეს, პირველივე წუთებიდან უპირატესობა მოიპოვეს და რომ არა ბოლო წუთზე (და მანამდეც) დაშვებული უხეში შეცდომა, ფლეი ოფის შემდეგ ეტაპზეც ის გავიდოდა.

თამაში ‘ლელო-სარასენსის’ შეტევებით დაიწყო და მერაბ კვირიკაშვილს ორჯერ ჰქონდა ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, მაგრამ ჯარიმები გაუცუდდა. ანგარიში მაინც ნომინალურმა სტუმრებმა გახსნეს, ოღონდ ეს მეტოქის შეცდომას მოყვა. ‘ლოკომოტივმა’ შეტევაში, მეტოქის 22-ში დაკარგა ბურთი, ის გიორგი ჭყოიძემ აიტაცა და აკაკი ტაბუცაძეს გადააწოდა, რომელმაც სისწრაფე აკრიფა, გზად სამ მბოჭავს გაექცა და 95-მეტრიანი რეიდი ლელოთი დაასრულა. კვირიკაშვილს მესამე დარტყმაც გაუცუდდა - 0:5.

ბექა წიკლაურმა მალევე ჯარიმით სხვაობა შეამცირა, მაგრამ მე-20 წუთზე ფარნავაზ გასვიანი სინბინით დაისაჯა და ‘ლოკომოტივი’ ნაკლებობაში დარჩა. ‘ლელო-სარასენსმა’ ლელოზე სცადა თამაში, თუმცა მეტოქე დაცვაში მედგრად დაუხვდა და ჯარიმის კარში დარტყმა გადაწყვიტა, რომელიც ირაკლი ყიასაშვილმა 3 ქულად აქცია. 38-ე წუთზე ყიასაშვილმა კიდევ ერთ ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 11:3 დასრულდა, თუმცა სხვაობა უფრო დიდი უნდა ყოფილიყო.

რკინიგზელებმა ტაიმის ბოლოს ლელოდან 22 მეტრში დაკარგეს ბურთი, სამი პასის შემდეგ ტაბუცაძე დაუცველი კუთხისკენ გაიქცა და ლელო 100%-იანი სჩანდა, მაგრამ ცალი ხელით დამიწებისას ის ხელიდან გაუცურდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში წიკლაურმა და ყიასაშვილმა ჯარიმები გაცვალეს, 53-ე წუთზე ირაკლიმ ერთიც გაიტანა და ‘ლელო-სარასენსი’ 17:6 დაწინაურდა, რაც ასეთ მატჩში სოლიდური უპირატესობაა. მაგრამ ‘ლოკომოტივმა’ ორ წუთში უპასუხა, დერეფნიდან კარგი მოლი დააყენა, რომელიც გასვიანის ლელოთი დასრულდა და წიკლაურმაც რთული პოზიციიდან გარდასახა.

წიკლაურმა 100%-იანი მაჩვენებელი შეინარჩუნა და 70-ე წუთზე გატანილი ჯარიმით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, თუმცა ‘ლელო-სარასენსი’ თავს კარგად იცავდა და გამარჯვებამდე წამები აშორებდა, როდესაც მოედნის ცენტრში ბურთი მოიპოვა. მაგრამ შერკინებიდან გატანის შემდეგ, ის არაზუსტი პასით დაკარგა, წიკლაურმა ფეხი წაკრა და მიყვა, ლელოში შესულ ოვალს პირველმა იოანე ხელაიამ მიუსწრო, ლელო ვიდეო-რეფერიმ დააფიქსირა და ‘ლოკომოტივმა’ 21:17 იმარჯვა.

ხვალ გასავარდნი ფლეი ოფის მეორე მატჩია და ქუთაისში ‘აია’ მარნეულის ‘არმაზს’ დაუხვდება, ამ წყვილის გამარჯვებული კი თბილისში ‘ლოკომოტივს’ 21 აპრილს შეხვდება.

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.079118
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X