სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
შიდა რაგბი

13:45 | 5.04.2019 | ნანახია 1438 - ჯერ

დიდი 10: დასკვნითი ტურის წინ
ცხრა გუნდის ხუთი მიზანი

დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის დასკვნით ტურს ცხრა გუნდი განსხვავებული მიზნებით ხვდება. გასარკვევია ვინ გავა შესარჩევ ფინალში, ვინ ითამაშებს საჩემპიონო ფლეი ოფში, ვინ იქნება ფლეი ოფის პირველ ეტაპზე მასპინძელი, ვინ დარჩება დიდ 10-ში და ვინ დააღწევს თავს გადათამაშებას.

ხუთივე თამაში ერთდროულად, 6 აპრილს 15:30 საათზე პარალელურ რეჟიმში, თბილისში, პატარძეულსა და რუსთავში დაიწყება.

ერთადერთი, ვინც დასკვნით ტურს უმოტივაციოდ ხვდება ‘ბათუმია’, რომელსაც პირველი ადგილი გარანტირებული აქვს, თუმცა ამის მიუხედავად, გასულ ტურში ის ‘არმიას’ უძლიერესი შემადგენლობით დაუხვდა და 30:13 დაამარცხა. ახლა ზღვისპირელები თბილისში, ვაზისუბანში ‘არმაზს’ სტუმრობენ, რომელიც ექვსეულში დამკვიდრებისთვის იბრძვის.

მარნეულელებმა გასულ ტურში უშუალო კონკურენტ ‘ლელო-სარასენსს’ 26:7 სძლიეს, რითაც ექვსეულში შევიდნენ, 37 ქულით მეხუთე ადგილზე არიან და ‘ბათუმთან’ მოგებით არა მხოლოდ ადგილს შეინარჩუნებენ, არამედ მეოთხე ადგილზე ასვლის და ფლეი ოფის პირველ ეტაპზე შინ თამაშის შანსიც ექნებათ. პირველ წრეში ‘არმაზმა’ ბათუმელებს დიდი ბრძოლა გაუმართა და ზღვისპირეთიდან ბონუსით დაბრუნდა (20:15).

„ავჭალაზე“ თბილისის ‘არმია’ გორის ‘ჯიქს’ მასპინძლობს. გუნდები განსხვავებული მიზნებისთვის იბრძვის - თბილისელებს ბოლო ადგილისთვის სურთ თავის დაღწევა, გორელებს ექვსეულში შესვლა. მიზნის მისაღწევად თავისი თამაში ორივეს მოსაგები აქვს, ოღონდ პარალელურ თამაშებში სასურველ შედეგებს უნდა ელოდნონ. ‘არმიას’ დიდ 10-ში დარჩენის შანსი მხოლოდ ‘აკადემიას’ მარცხის შემთხვევაში ექნება, ‘ჯიქს’ კი ‘აიას’, ‘არმაზის’, ან ‘ლელო-სარასენსის’ მარცხი აძლევს ხელს.

გასულ ტურში ორივე გუნდი დამარცხდა. 2019 წელს კარგად ათამაშებული ‘არმია’ წინა ტურში ბათუმში დამარცხდა, ‘ჯიქმა’ კი ‘ლოკომოტივთან’ დათმო შეხვედრა. პირველ წრეში ‘ჯიქმა’ ‘არმიას’ 11:6 მოუგო, თუმცა მაშინ ორივე გუნდი სასურველი ფორმისგან შორს იყო, ახლა კი ბევრად უკეთესი ხარისხის რაგბს თამაშობენ.

თბილისში მესამე მატჩი ნუცუბიძეზე გაიმართება და დედაქალაქურ დერბიში ‘აკადემია’ ‘ლელო-სარასენსს’ ეთამაშება. „მხატვრებს“ ოთხი თამაშია არ მოუგიათ და გასავარდნ ზონას 3 ქულა აშორებთ. ამრიგად, მათ გავარდნისგან თავის ასარიდებლად მოგება ჭირდებათ და ასეთ შემთხვევაში, თუ ‘ვეფხვები’ დამარცხდა, გადათამაშებასაც აირიდებენ.

ბოლო ორი თამაში დათმო ‘ლელო-სარასენსმა’. ის ახლა მე-6 ადგილზეა და მხოლოდ 1 ქულით უსწრებს ‘ჯიქს’. აღსანიშნავია, რომ ურთიერთშეხვედრებში გორელებს ‘ლელო-სარასენსთან’ უკეთესი მაჩვენებელი აქვთ და თბილისელებს ექვსეულში ადგილის დასაბევებლად პრემიით გამარჯვება სჭირდებათ. ამავდროულად, მათ მეოთხე ადგილზე ასვლის და ფლეი ოფის პირველი მატჩის საკუთარ მოედანზე გამართვის შანსიც აქვს. პირველ წრეში ‘აკადემიამ’ შეძლო მეტოქის დამარცხება, მოკრძალებული სხვაობით 5:3. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, ორივე გუნდმა ბოლო გამარჯვება ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ ‘ლოკომოტივთან’ მოიპოვა და ორივემ მინიმალური სხვაობით.

დიდი 10-ის დებიუტანტი ‘ვეფხვები’, რომელმაც უძლიერესთა შორის დარჩენის საკითხი გასულ ტურში ქუთაისში ‘აიას’ ბონუსით დამარცხებით გადაჭრა, პატარძეულში რუსთავის ‘ხარებს’ მასპინძლობს. ახლა კახელები უნდა ეცადნონ, რომ მე-8 ადგილი შეინარჩუნონ და ‘იუნკერებთან’ გადათამაშებაც აირიდონ. ამისთვის მათ გამარჯვება ჭირდებათ, მაგრამ გამარჯვება სწყურია ‘ხარებსაც’, რომელიც მოგებით მეორე ადგილს შეინარჩუნებს და პირდაპირ შესარჩევ ფინალში მოხვდება. პირველ წრეში რუსთაველებმა ‘ვეფხვებს’ 19:12 მოუგეს.

მეორე ადგილის მაძიებელი, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი თბილისის ‘ლოკომოტივი’ რუსთავში ქუთაისის ‘აიას’ მასპინძლობს. რკინიგზელებს გამარჯვებით შესარჩევ ფინალში გასვლის შანსი ეძლევათ, თუმცა ‘აიას’ ექვსეულში დასარჩენად უწევს ბრძოლა და იოლად არაფერს დათმობს. სტუმრებს საჩემპიონო ფლეი ოფში თამაშის შანსი მარცხის შემთხვევაშიც ექნება, ოღონდ ამისათვის მისი სამი მდევრიდან ერთ-ერთმა ვერ უნდა გაიმარჯვოს. არის კიდევ ერთი მოტივაცია - ქუთაისელებს მოგებით მეოთხე ადგილის შენარჩუნების და შესაბამისად, ფლეი ოფის პირველ ეტაპზე საკუთარ მოედანზე თამაშის შანსი ექნებათ. პირველ წრეში ‘ლოკომოტივმა’ ქუთაისში 28:14 იმარჯვა.

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:30 | 05.04.2019
გორდა (250)

მოკლედ კარგი დაძაბული დასასრული აქვს წელს დიდ 10.
იმედია საკლუბო დენეზე ბევრს იშრომებს რაგბის კავშირი, თორემ ერთ წვენში მოხარშვა მოსწყინდებათ გუნდებს და წინსვლა არ იქნება.
კარგია, რომ საქართველოს XV ნაკრების სახით შიდა ჩემპიონატის მონაწილეებს სტიმული მიეცათ. ეს პროექტი აუცილებლად გასაგრძელებელია, მაგრამ თვითონ საკლუბო დონეზეც არის რაიმე მოსაფიქრებელი.
აქ პირველ რიგში ყველაზე საშური საქმე, ეგრედ წოდებული ფრანჩიზის შექმნა და მისი ძლიერ ტურნირში ჩართვაა;
დანარჩენი შიდა ჩემპიონატში მოთამაშე გუნდებისათვის რაიმე ახალი ტურნირია გამოსაძებნი. როგორც ჩანს კონტინენტის ფარს აღარ აქვს პერსპექტივა.
კარგი იქნება შავი ზღვის თასის მაგვარი (ადრე იყო ეს მონახაზი) რაიმე შეიქმნას სადაც საქართველოს კლუბებთან ერთად (ჩვენიდან მინიმუმ 2 გუნდი მაინც უნდა მონაწილეობდეს წმინდა სპორტული მიღწევის მიხედვით ვინც შიდა ჩემპიონატის ფინალში შეძლებენ გასვლას), იტალიის, ესპანეთის, რუმინეთის, გერმანიის, ბელგიის, პორტუგალიის, პოლონეთის, რუსეთის და უკრაინის გუნდები ითამაშებენ.

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.07326
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X