სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
შიდა რაგბი

18:14 | 25.03.2019 | ნანახია 1020 - ჯერ

დიდი 10: "ბათუმმა" რეგულარული მოიგო

‘ბათუმმა’ საქართველოს ჩემპიონი თბილისის ‘ლოკომოტივი’ „ავჭალაზე“ 18:16 დაამარცხა და რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე მიუწვდომელი გახდა.

ზღვისპირელები ფლეი ოფის პირველ ტურში დაისვენებენ და მეორე ეტაპზე მეორეადგილოსან გუნდთან მასპინძლები იქნებიან. ‘ლოკომოტივმა’ ამ მარცხით მეორე ადგილი დაკარგა და მის დასაბრუნებლად ბოლო ორ ტურში გარჯა მოუწევს.

სტუმრები მე-14 წუთზე ხვიჩა ბუჯიაშვილის ლელოთი დაწინაურდნენ. ხანგრძლივი შეტევის შემდეგ, მან ბურთი ფრთაზე მიიღო, სიჩქარე აკრიფა და ვეღარავინ შეაჩერა, მამუკა ნინიძემ კი გარდასახა და მალევე ჯარიმა გაიტანა - 0:10. აღსანიშნავია, რომ ამ დროს ‘ლოკომოტივი’ კაცნაკლული იყო, რადგან ლევან გოგოლაშვილი სინბინით დაისაჯა.

შესვენებამდე მსაჯმა ყვითელი ბარათი კიდევ სამ მორაგბეს უჩვენა - ჯერ ვახტანგ ამირანაშვილი და ბექა მამრიკიშვილი ჩხუბისთვის გაასინბინა, მერე ტარიელ დონაძე დასაჯა და ‘ბათუმი’ კაცნაკლული დარჩა. ‘ლოკომოტივი’ ჯარიმებს კარში არ ურტყამდა და ტაიმის მიწურულს მეტობა 7 ქულაში ასახა. თბილისელებმა ჯარიმა კარის წინ გაითამაშეს და მორკინალების რამდენიმე მიძალების შემდეგ ლელო გიორგი ქართველიშვილმა, ხოლო გარდასახვა ბექა წიკლაურმა გაიტანა.

მეორე ტაიმის დასაწყისში წიკლაურმა ჯარიმით ჯერ წონასწორობა აღადგინა, მერე მასპინძლები დააწინაურა. ‘ბათუმს’ დონაძე რომ დაუბრუნდა მალე ლელო გაიტანა, ფეხით გადაკიდებულ ბურთს ბუჯიაშვილი მიყვა, ის და ლაშა ხმალაძე 5-მეტრიან წყვეტილთან შეაჩერეს, ბურთი ფრთაზე გავიდა და მამრიკიშვილი მბოჭავმა ვერ შეაჩერა. გარდასახვა არაზუსტი იყო და წიკლაურმა, რომელსაც მანამდე ორი ჯარიმა გაუცუდდა, 74-ე წუთზე შესრულებული ზუსტი დარტყმით რკინიგზელებს ლიდერობა დაუბრუნა. მაგრამ სტუმრებმა შეძლეს მეტოქის ნახევარზე გადასვლა, იქ ჯარიმის გამომუშავება და ნინიძემ სტუმრებს 18:16 მოაგებინა.

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.087416
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X