სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
7-კაცა

21:05 | 19.03.2019 | ნანახია 1172 - ჯერ

7-კაცა - ზიმბაბვეში აფრიკულ გუნდებთან
აფრიკული შეკრების მეორე კვირა

საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკული ერთკვირიანი შეკრება დაასრულა და ზიმბაბვეში ჩავიდა, სადაც 23-24 მარტს 10-გუნდა საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

გუნდი 14-კაციანი შემადგენლობით კეიპტაუნში 10 მარტს ჩავიდა და ნაყოფიერი მოსამზადებელი ეტაპი გაიარა. ორი დღის ვარჯიშის შემდეგ, ჩვენს გუნდს სპარინგ-მატჩები ჰქონდა სამხრეთ აფრიკის 7-კაცას მეორე ნაკრებთან. მასპინძლების თხოვნით, თამაშები უკონტაქტო იყო და გუნდებმა ოთხი 10-წუთიანი ტაიმი ითამაშეს.

ქართული მხარის თხოვნით და გრაჰამ ბენზის დახმარებით, რომელიც ფიზმომზადების ადგილობრივი სპეციალისტია და გარკვეული დროით კენიის 7-კაცა ნაკრებს ამზადებდა, შაბათს ადგილობრივ კლუბებთან 4-გუნდიანი ტურნირი მოეწყო.

რადგან ის არაოფიციალური ხასიათის იყო, პირველი ორი თამაში შესვენების გარეშე ჩატარდა, ბიჭებმა 14-14 წუთი გადაბმულად ითამაშეს და ორივე სპარინგი მარტივად მოიგეს. მეორე შეხვედრაში, ასევე მხარეთა შეთანხმებით, მეტოქემ მერვე მორაგბეც დაიმატა და ჩვენი 7-კაცა მეტობაში მყოფ გუნდს ეთამაშა.

მესამე შეხვედრა შედარებით ძლიერ გუნდთან გვქონდა და აქ თამაში შეუჩერებლივ, 20 წუთი გაგრძელდა. რადგან პირველი 10 წუთის შემდეგ დიდი უპირატესობა გვქონდა, მეორე 10 წუთი ჩვენი გუნდი მოედანზე 6 კაცით დარჩა და კვლავ მეტობაში მყოფ მოწინააღმდეგეს ეთამაშა, თუმცა გამარჯვება მაინც საქართველოს დარჩა.

„აფრიკული შეკრებით ძალიან მაყოფილი ვარ. ორი ფიზმომზადების მწვრთნელი გვყავდა და ამ მხრივ ბიჭებმა მაგრად მოუმატეს, რაც სპარინგ მატჩებისასაც გამოჩნდა, როდესაც თამაშები შეუსვენებლივ ჩავატარეთ, რიგ შემთხვევებში კაცნაკლულები დავრჩით და ამოცანას თავი მაინც კარგად გავართვით. სასიხარულოა, რომ გრაჰამი ოფიციალურ ტურნირებზეც ჩვენთან ერთად იქნება“ - განაცხადა საქართველოს 7-კაცას მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ლეჟავამ და დაამატა:

„ბირთვი იკვრება, რაც ძალიან კარგია და ახალმა ბიჭებმაც თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს. გვქონდა ახალი, განსხვავებული ვარჯიშები, რამაც სიხალისე შემოიტანა. გარდა ფიზმომზადებისა, აფრიკელებისგან ტექნიკური ილეთებიც ვისწავლეთ და გარკვეული ტაქტიკური მონახაზებიც ჩავინიშნეთ, რასაც აუცილებლად გამოვიყენებთ“.

7 მატჩი აფრიკელებთან

კვირას ბიჭბმა ერთად უყურეს საქართველოსა და რუსეთის ეროვნული ნაკრებების თამაშს და ბორჯღალოსნებს კეიპტაუნიდან უქომაგეს, ორშაბათს კი ზიმბაბვეში ჩავიდნენ, სადაც 10-გუნდიან საერთაშორისო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.

ჯგუფურ ეტაპზე ოთხი შეხვედრა გველის და პირველ მატჩს ადგილობრივი დროით 09:20 საათზე ზიმბაბვეს მეორე, განვითარებად ნაკრებთან გავმართავთ, რომელსაც Goshawks (ქორები) ეწოდება; 13 საათზე ზიმბაბვეს „მბარე აკადემიას“ შევხვდებით; 15:20 საათზე ჩვენი მეტოქე მალავის ეროვნული ნაკრები იქნება; ხოლო ჯგუფურ ეტაპს 17:20 საათზე უგანდის ნაკრებთან მატჩით ვასრულებთ.

მეორე ჯგუფში ზიმბაბვეს, ზამბიას, ბოცვანასა და ლესოტოს ნაკრებები, ასევე Steelers-ი ითამაშებენ. მეორე დღეს 8 საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალებში დაწყვილდება და ფლეი ოფებით ყველა ადგილი გათამაშდება.

„სავარჯიშოდ ძალიან კარგი მოედანი გვაქვს. ხვალ სპარინგ-პარტნიორს მოგვიყვანენ და მათთან ერთად ვივარჯიშებთ. ზიმბაბვისა და უგანდას ნაკრებები მსოფლიო სერიის შესარჩევი, ჰონკონგის ეტაპისთვის ემზადებიან, კარგი გუნდები ყავთ და საინტერესო მოსამზადებელი ტურნირი გველოდება“ - ამბობს ლეჟავა.

შეგახსენებთ, ჩვენი 7-კაცა ევროპის გრან პრისა და ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირისთვის ემზადება, რომელიც ზაფხულში გაიმართება.

სამხრეთ აფრიკაში შემდეგი მორაგბეები იმყოფებიან:

ნიკოლოზ გიგაური (არმაზი), ირაკლი სვანიძე (ჯიქი), გიორგი ჭუაძე (აკადემია), ივანე ხელაია (ლოკომოტივი), რამაზ ხარაზიშვილი (იუნკერები), ნიკო აფციაური (ლელო-სარასენსი), ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), ილია სპანდერაშვილი (არმაზი), ბონდო ლომიძე (იუნკერები), დიმიტრი კალანდაძე (ჯიქი), ნიკა სუხაშვილი (ჯიქი), დავით თაბუკაშვილი (ხარები), იაგო ხაბულიანი (აია), გიორგი აბრამიძე (აია).

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.086182
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X