სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ბორჯღალოსნები

15:22 | 4.03.2019 | ნანახია 5626 - ჯერ

კუნძულელების ღირსეული პასუხი მსოფლიო რაგბს: “შეხვედრაზე ქართველებიც უნდა იყვნენ”

მსოფლიო რაგბის გაიძვერა პრეზიდენტი ბილ ბომონტი დიდ საგონებელშია. მას შემდეგ, რაც გამოგდებულმა იდეამ მსოფლიო ლიგის შექმნის შესახებ დიდი წინააღმდეგობა ჰპოვა, მსოფლიო რაგბის მამები სიტუაციიდან გამოსავალს ეძებენ.
მოკლედ შეგახსენებთ საქმის არსს. მსოფლიო რაგბის წამყვანი ძალები აქტიურად ლობირებენ ნოვაციურ შეჯიბრს, სადაც ექვსი ერისა (ინგლისი, უელსი, ირლანდია, შოტლანდია, საფრანგეთი, იტალია) და რაგბი ჩემპიონშიპის (ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, არგენტინა) წარმომადგენლებთან ერთად, აშშ და იაპონია იქნებიან მიწვეულნი.
ყველაზე უარესი ისაა, რომ წრიული ტურნირი გავარდნა-აღზევებას არ ითვალისწინებს, ეს კი იმის ნიშნავს, რომ მრავალი წლის განმავლობაში, იგივე საქართველო, ფიჯი, ტონგა, სამოა თუ სხვები ბობოლებთან გაჯიბრების შანსის გარეშე რჩებიან.
გასაკვირი არ ყოფილა, რომ ამ საკითხმა დიდი აურზაური გამოიწვია და ჩაკეტილი წრის მომხრეებს ყველა მხრიდან აკრიტიკებენ. იქნებიან ეს ტურნირს მიღმა დარჩენილი ნაკრებების წარმომადგენლები, ანალიტიკოსები, ჟურნალისტები თუ უბრალო ქომაგები. გაისმა აზრი მსოფლიო თასის ბოიკოტის შესახებაც.
ამის გამო, ბომონტმა მზადყოფნა გამოთქვა მარტის ბოლოს დუბლინში სპეციალური შეხვედრა გამართოს, სადაც პირველი ეშელონის ქვეყნების გარდა, იაპონიისა და ფიჯის წარმომადგენლები იქნებიან მიწვეულნი.
ცხადია, ამ ნაბიჯით მსოფლიო რაგბი კუნძულელების გულის მოგებას შეეცადა, თუმცა, ქართველი ქომაგისდა სასიხარულოდ, წყნარი ოკეანის მორაგბეთა მხარდაჭერის ორგანიზაციისგან მკაცრი პასუხი მიიღო.
“კარგია, რომ გარკვეული შემხვედრი ნაბიჯი იდგმება, თუმცა, მაგიდასთან ყველა დაინტერესებული მხარე უნდა იჯდეს და არა ისინი, ვინც ახალი ტურნირისგან ყველაზე მეტ სარგებელს ელის. მომავალ შეხვედრაზე უნდა ვიხილოთ სამოა, ტონგა, ურუგვაი, საქართველო და სხვები”, - ვკითხულობთ კუნძულელთა განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:28 | 04.03.2019
sport..»farther more rugby (86)

დებილობა იქნება მასე თუა, უნდა იყოს როგორც დაქვეითების და გავარდნის, ისე აღზევების მიმართულება

17:52 | 04.03.2019
sport..»farther more rugby (86)

მოსაწყენიც კი იქნება ისე / უმოტივაციოდ.

15:39 | 04.03.2019
beeq.777 (63)

ჯიგრები არიან და პატივისცემას იმსახურებს მათი ასეთი საქციელი. უსამართლობის წინააღმდეგ ყველა ერთად უნდა გაერთიანდეს, თორემ ცალ-ცალკე ვერაჯობებენ ამ არასწორ, უჯიშო, ფულისტ ორგანიზაციას. სანამ ბრიტანელები იქნებიამ მართვის სადავეებთან კაი არაფერი მოხდება და ჩვენთვის სასიკეთო, მე ასე მგონია.

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.732318
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X