სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ბორჯღალოსნები

16:45 | 1.03.2019 | ნანახია 2647 - ჯერ

მილტონ ჰეიგი: “დახურული მსოფლიო ლიგის შექმნა ჩვენთვის ღამის კოშმარივითაა”
“სარაგბო ღირებულებები მეტია, ვიდრე მხოლოდ ფულის შოვნაზე ფიქრი”

მსოფლიო რაგბში დიდი ამბებია ატეხილი. ახალზელანდიური პრესის ცნობით, თითქმის ბოლომდეა მისული ახალი 12-გუნდიანი მსოფლიო ლიგის შექმნის იდეა, სადაც მე-2 ეშელონის ნაკრებების ინტერესი გათვალისწინებული არაა, ეს კი, სარაგბო სამყაროში არეულობას მოასწავებს.
მოკლედ შეგახსენებთ საქმის არსს. მსოფლიო რაგბის ბობოლები აქტიურად ლობირებენ ნოვაციურ შეჯიბრს, სადაც ექვსი ერისა (ინგლისი, უელსი, ირლანდია, შოტლანდია, საფრანგეთი, იტალია) და რაგბი ჩემპიონშიპის (ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, არგენტინა) წარმომადგენლებთან ერთად, აშშ და იაპონია იქნებიან მიწვეულნი.
ყველაზე უარესი ისაა, რომ წრიული ტურნირი გავარდნა-აღზევებას არ ითვალისწინებს, ეს კი იმის ნიშნავს, რომ მრავალი წლის განმავლობაში, იგივე საქართველო, ფიჯი, ტონგა, სამოა თუ სხვები ბობოლებთან გაჯიბრების შანსის გარეშე რჩებიან.
ამ საკითხმა უკვე დიდი აურზაური გამოიწვია და ჩაკეტილი წრის მომხრეებს ყველა აკრიტიკებს. იქნებიან ეს ტურნირს მიღმა დარჩენილი ნაკრებების წარმომადგენლები, ანალიტიკოსები, ჟურნალისტები თუ უბრალო ქომაგები. გაისმა აზრი მსოფლიო თასის ბოიკოტის შესახებაც.
სასიხარულოა, რომ ჩაგრულთა მხარეს დადგა მსოფლიო თასის არგენტინელი ვიცე-პრეზიდენტი აგუსტინ პიშოც, რომელმაც სპეციალური განცხადება გაავრცელა:
“ჩემი პოზიცია პირველივე დღიდან უცვლელი იყო. სქემა 12+12, რომელიც გუნდების გავარდნა-აღზევებას ითვალისწინებს, იდეალური იქნებოდა. ამ შეხედულების დათმობას არ ვაპირებ და ვეცდები ბოლომდე გავიტანო.
ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაფერია. თუკი საწინააღმდეგო რამ მოხდა, ეს დიდი დარტყმა იქნებოდა იმ ხალხისთვის, ვინც რაგბის განვითარებაზე ფიქრობს. ვერადროს დავუჭერ მხარს ისეთი ტურნირის შექმნას, სადაც განვითარებადი ქვეყნების ადგილი არ იქნება”.
აშკარად გაბრაზებულმა ისაუბრა საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმაც:
“მსოფლიო ლიგის შემოთავაზებული ვარიანტი ჩვენთვის ღამის კოშმარივითაა. 12 გუნდისგან შემდგარი ტურნირი, სადაც მონაწილეთა ვინაობა არ იცვლება, იმის მომასწავებელია, რომ მე-2 ეშელონის ნაკრებები გვერდზე რჩებიან. იმის გაფიქრებაც კი, რომ ეს აზრი სერიოზულად განიხილება, უდიდეს იმედგაცრუებას იწვევს.
თუკი თქვენ რაგბის წინსვლა და განვითარებადი ქვეყნების წახალისება გსურთ, საქართველოს, ფიჯისა და სამოას დარ გუნდებს პირველი რანგის მეტოქეებთან მეტჯერ გაჯიბრების შანსი უნდა მისცეთ. ეს ერთადერთი გზაა განვითარებისთვის. მიმდინარე კვირაში ინგლისელ მორაგბეებთან ერთად ვვარჯიშობთ და ეს ჩინებულია, თუმცა, ფაქტია, რომ ის მატჩებს ვერ შეცვლის.
ჩვენ დიდი სამუშაი გავწიეთ, რათა შიდა რაგბი განგვევითარებინა და საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანები გავმხდარიყავით, თანაც არა მხოლოდ ეროვნული ნაკრების, არამედ ასაკობრივი გუნდების დონეზე. ფაქტობრივად, ყველა გამოწვევას გავუმკლავდით, რაც ჩვენს წინაშე იყო.
და ამ დროს, უეცრად ჩნდება ვიღაც და გვეუბნება, რომ ყველაფერი, რასაც 8 წლის განმავლობაში ვაკეთებდით, ფუჭი შრომა იყო და მათ თავისი გეგმა გააჩნიათ. ეს მცდარი აზრია, რომელიც რაგბის განვითარებას არაფერში წაადგება.
თუგინდ, სპორტული პრინციპით შევხედოთ: იქმნება 12 საუკეთესო ნაკრებისგან შემდგარი ლიგა, სადაც ვერ ხვდებიან მსოფლიო რეიტინგში მე-9 ადგილზე მყოფი ფიჯი და მე-12 – საქართველო. ამასთან, ჩვენზე წინ დაყენებული აშშ და იაპონია 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზეც ვერ გავიდნენ...
გამოდის, რომ ეს ხალხი მხოლოც საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს და სამართლიანობის პრინციპები არ ადარდებს, არადა, ადამიანები რაგბით სწორედ იმიტომ ინტერესდებიან, რომ იქ ურთიერთპატივისცემასა და მზრუნველობას ხედავენ. ჩვენ მინდორზე ვიბრძვით, თუმცა, თამაშის შემდეგ დროს ერთად ვატარებთ, ლუდს ვსვამთ და პურს ვტეხთ. მითხარით, სხვა რომელ სპორტში ხდება ასე?
ვფიქრობ, სარაგბო ღირებულებები მეტია, ვიდრე მხოლოდ ფულის შოვნაზე ფიქრი. მუდმივად გვესმის, მსოფლიო რაგბი სამართლიანობასა და ერთიანობაზე როგორ საუბრობს. ბრეტ გოსპერი და ბილ ბომონტი ჩვენთვის ძვირფას პრინციპებს ყოველთვის აღმატებით ხარისხში მოიხსენიებენ, თუმცა, საკმარისია, ვინმემ მეტი ფული გადაიხადოს, რომ ყველაფერი ზემოაღნიშნული წყალში გადაყრილად შეგვიძლია ჩავთვალოთ.
მოხარული ვარ, რომ მორაგბეთა საერთაშორისო საბჭო და უბრალოდ რაგბის ქომაგები ხსენებული ტურნირის მკვეთრად წინააღმდეგნი არიან. ცხადია, დახურული მსოფლიო რაგბი ქართულ რაგბს არ დაასამარებს, რადგანაც ქვეყანაში მის ყველაზე პოპულარულ სპორტის სახეობაც გადასაქცევად უდიდესი სამუშაო გავწიეთ, თუმცა, ბოლოს მოუღებს სამართლიანობისა და პატიოსნების პრინციპს, რის გამოც რაგბი გვიყვარს”.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:53 | 03.03.2019
tokageo (45)

World Rugby needs to listen to top players after World League protests says Joe Schmidt

Johnny Sexton was among the big names who weighed in this week

ირლანდია არ ეთანხმება ამ ლიგის შექმნას. მთავარ მწვრთნელს ძალიან კარგი კომენტარი გაუკეთებია. Iირლანდიურ მირორში გამოქვეყნდა გუშინ

02:47 | 03.03.2019
პანტელეიმონი (1218)

დიდი მადლობა მილტონს, მაგრამ სრკ -მაც უნდა ამოიღოს ხმა, გამორიცხულია ჩვენი და ჩვენს ბედში მყოფების ხმა მაღალი პროტესტი გათვალისწინებული არ იყოს ! ! !

19:51 | 02.03.2019
krasni (587)

ახალი ზელანდია იაპონიის მსოფლიოზე ბოიკოტით იმუქრება. ზედა 12_ის კიდევ სხვებიც შეუერთდებიან ამ პროტესტს. არ გაუვათ ნომერი.

17:26 | 02.03.2019
ოვალური კორბენი (276)

ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ ერთადერთი შეკითხვაღა მრჩება - სადაა ამათი განთქმული სარაგბო მორალი ? ან რაში გამოიხატება ის - თამაშის შემდეგ მოგებულისთვის კორიდორის მოწყობასა და მესამე ტაიმში ?
რა შუაშია "ფეხბურთიზაცია" ? გადახედეთ აბა სანაკრებო ფეხბურთს, ათი თავით უფრო სწორი და ადეკვატური სისტემაა დამკვიდრებული ვიდრე აქ, ამ "სამართლიან და ვაჟკაცურ" სპორტში.
ავად თუ კარგად წლებია ვვითარდებით. ჩვენი შტრიხები შეგვაქვს რაგბში, რამდენიმე მსოფლიო დონის ვარსკვლავიც გამოვზარდეთ, ასაკობრივებში სერიოზული წინსვლა გვაქვს და მომავალს იმედის თვალით შევყურებთ. ესენი კიდე ფაქტიურად ყელს გვჭრიან.

14:17 | 02.03.2019
გორდა (250)

და კიდევ საჭიროება მოითხოვს, რომ რაგბის საკითხი სახელმწიფო "მოღვაწეების" დღეის წესრიგშიც შევიდეს და როდესაც გაეროს და სხვა მსგავს ტრიბუნაზე მოუწევთ სიტყვით გამოსვლა რაგბში არსებულ და ზოგადად სპორტში (როდესაც ამერიკას დასჭირდა რუსეთის წინააღმდეგ დოპინგის თემა კარგად ამოწია, ასევე სხვა თემებიც მახსენდება ფეხბურთში და ...) გააჟღერონ, განსაკუთრებით დიდი (ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენით) ქვეყნების მხრიდან პატარების არასამართლიანად / არასპორტულად დაჩაგვრა.

14:12 | 02.03.2019
გორდა (250)

- მიუხედავად ყველაფრისა ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ!
- ქართველებს პატარაობიდან გვასწავლიან, რომ: "სამართალმა პური ჭამა!!" და სჭამს კიდეც სამართალი პურს. ვერ ეღირსებიან უსამართლობის თარეშს მახინჯი და აზრის და სულის მატარებლები!!
- ამ ყველაფრისათვის კი საჭირო არის ბრძოლა, რაც არ უნდა შევწყვიტოთ. ვგულისხმობ სპორტულ განვითარებას ყველა ასაკობრივ ჭრილში, აუცილებლად ბრძოლას რათა განვითარდეს საკლუბო რაგბი და ასევე ძალზედ მნიშვნელოვნად მიმაჩნია სამართლებრივი ბრძოლა. რაგბის კავშირმა კარგი იურისტები უნდა დაასაქმოს და მომაზადოს სარჩელი ევრო სასამართლოსთვის სადაც გაუგონარ უსამართლობას შეებძოლება 6 ერის კარჩაკეტილი სისტემის და ასაკობრივ ნაკრებებშიც სრულ განუკითხაობას ბობოლების მხრიდან (როცა უნდა თამაშობენ, როცა უნდა არა). უნდა მოვითხოვოთ სამართლიან შეჯიბრის პრინციპი და ვინც არ დაემორჩილება დისკვალიფიკაცია ყველა დონეზე (მათ შორის კომერციულ ტურნირებზე)!

13:52 | 02.03.2019
dinamo222 (692)

ნაბო..რი ფულისტების ხელშია დღეს მთელი მსოფლიო და სპორტიც და საშველი არაა @@

22:53 | 01.03.2019
NIKA..01 (335)

ამ ჩემისებს თუ მხოლოდ ფული აინტერესებთ,მაშინ მიიღონ შვეიცარია,ესპანეთი,გერმანია და ა.შ. სხვაგვარად არ მესმის ამერიკას ჩვენზე და ფიჯიზე მეტად როგორ ეკუთვნის მაგ ლიგაში თამაში?ჩვენ და ფიჯი 10-დან მინიმუმ 8-ჯერ ბურთს გადავაღუნავთ თავზე...რაგბის ფეხბურთიზაცია მიდის რა,ფული ხდება ყველაფრის წამმართველი...

14:52 | 02.03.2019
temuchin (431)

უნდა ვაღიაროთ რომ ფეხბურთში გაცილებით თანასწორი სამართლიანი და დაბალანსებული სისტემაა.

21:05 | 01.03.2019
miriani (151)

ამათი ძააან ჩარჩენილი დდშვცი მეეეეე... ასეთი ჯერ არ გამიგია რო საკუთარი სახეობას განვითარების მაგივრად ასეთ მუხრუჭებს ადებდე რააა... ხთფუუუ თქვენი

20:28 | 01.03.2019
krasni (587)

მსოფლიო რაგბის ეს განცხადება, ჩვენ და დანარჩენმა"თამაშგარეთ დარჩენილებმა" შეიძლება ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენო_იაპონიის მსოფლიო კარზეა მომდგარი, თუნდაც მისადმი შესაძლო ბოიკოტის გამოხადების მუქარით.

21:07 | 01.03.2019
miriani (151)

და რაა, იბოიკოტე და იყავიო ეტყვიან დარწმუნებული ვარ... არაფერი რეაქცია არ მოჰყვება მაგას თორე კი

17:05 | 01.03.2019
buratino (480)

მორჩა კინო, წავედით სახლში

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.107286
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X