სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
შიდა რაგბი

17:37 | 26.02.2019 | ნანახია 1281 - ჯერ

პირველი ლიგა | დრამა ნავთლუღში

პირველი ლიგის მორიგი ტური ოზურგეთში, ‘არწივებისა’ და ფოთის ‘კოლხი რაინდების’ შეხვედრით დაიწყო. გურულებს მოუმზადებელ და პრობლემებით დახუნძლული მეზობლების ძლევა არ გაჭირვებიათ - 47:5. კახა უჩავას შეგირდები პირველივე წუთებიდან დაეფლნენ ინიციატივას, მეტოქე სტატიკაშიც და დინამიკაშიც გვარიანად დაჩაგრეს, მთლიანობაში 7 ლელო გაიტანეს და 28 ქულით სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიცია გაიმყარეს.

განვლილ შეხვედრაში განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მასპინძელთა ფულბეკ გიორგი კალანდაძისა და 17 წლის მგეზავ საბა გოლიაძის ჩინებული თამაში. კალანდაძემ, შესრულებულ ‘დუბლთან’ ერთად მიჯრით 3 გარდასახვა ზუსტად შეასრულა. უმრწმესმა გოლიაძემ კი ქომაგი გააზრებული და ეფექტური თამაშით მოხიბლა. საბამ ინიდივიდუალური გარღვევით ლელოს გატანაც მოახერხა და თან პირად აქტივს 3 გარდასახვაც წაუმატა.

თბილისის ‘დინამომ’ სეზონში მესამე გამარჯვება აუტსაიდერ ქუთაისის ‘ბაგრატთან’ საშინაო შეხვედრაში გაიფორმა. დინამოელებმა გაახალგაზრდავებული მეტოქე ფიზიკურად აშკარად დაჩაგრეს და შალვა კიკვაძის ბიჭებს ქულის აღების შესაძლებლობაც კი არ მისცეს. ლევან რამიშვილის შეგირდებმა საკუთრივ 7 ლელო გაიტანეს და სეზონში ყველაზე სოლიდური სხვაობით, 47:0 იმარჯვეს. ‘დუბლით’ მღლეტელი დათო სამხარაძე და ბურჯი გიორგი ჭუმბურიძე გამოირჩნენ. 6 რეალიზაცია ‘დინამოელთა’ მგეზავმა ირაკლი გოდერძიშვილმა გამოიყენა და ქართული რაგბის უხნესმა გუნდმაც 6-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

პირველობის დებიუტანტმა ‘ტაომ’, ქუთაისში ‘არესს’ ჯეროვანი წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია. რიონისპირელთა მარბიელ რევაზ არჩვაძისა და მღლეტელ ლევან რატიანის ლელოებს, მესხთა მღლეტელმა საბა ხარაიშვილმა ერთი საპასუხო ლელო შეაგება, ხოლო სტუმართა მგეზავ ოთარ ტალახაძის რეალიზაციისა და გატანილი ჯარიმის შედეგად, მალხაზ ჭეიშვილის შეგირდები შესვენებაზე მასპინძლებს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩნენ. შესუსტებული შემადგენლობით თამაშის მიუხედავად, (მასპინძლებმა მატჩი ძირითადის ერთბაშად 7 მორაგბის გარეშე დაიწყეს) მეორე ტაიმში „ომის მრისხანე ღმერთი“ განრისხდა. ‘ტაოს’ „აქილევსის ქუსლად“ ქცეულ სტატიკაში არსებული პრობლემების გამო, მეტოქეებთან გამკლავება უპირატესად მეორე ტაიმში უჭირს და ამ მხრივ გამონაკლისი არც განვლილი შეხვედრა გამოდგა.

რიონისპირელთა დამრიგებელმა სერგო ფრუიძემ რამდენიმე დროული ცვლილება განახორციელა, რამაც მოედანზე შეხვედრის სურათი მკვეთრად შეცვალა. მასპინძლები ხაზში მოპოვებულ უპირატესობასთან ერთად, დაცვაში საიმედო თამაშითაც გამოირჩნენ. ‘არესმა’ მატჩის მეორე ტაიმში 5 ლელოს გატანა მოახერხა, 34 უპასუხო ქულა აიღო და მესხებს 47:10 სძლია. აღნიშნულმა გამარჯვებამ „სერჟის“ ბიჭებს ელიტაში მოხვედრის გარკვეული შანსი შეუნარჩუნა, რომლის განსახორციელებლად რიონისპირელებს მომდევნო ტურში, დედაქალაქში, ქვეყნის 3-გზის ჩემპიონ ‘ყოჩების’ უცილობელი დამარცხება მართებთ.

მე-11 ტური, ‘იუნკერებისა’ და ‘ყოჩების’ ტოპ-შეხვედრით ნავთლუღში დასრულდა.

‘იუნკერები’ მოგების შემთხვევაში პრაქტიკულად ინაღდებდნენ დიდი 10-ის საგზურს, თუმცა გიორგი ზაბახიძის შეგირდებმა უშუალო კონკურენტთან პირველი ტაიმი პირწმინდად დათმეს. ‘ყოჩები’ მატჩის პირველივე წუთებიდან ორგანიზებულად და მობილურად მოქმედებდნენ და თან მეტოქეს სტატიკაშიც ჯაბნიდნენ. აკა ცინცაძის გუნდში გატანილი ლელოებით ფრთა მიშა რეხვიაშვილი და შუამარბი გიგა კორკელია გამოირჩნენ. ‘ყოჩთა’ მგეზავმა, ვეტერანმა ბორჯღალოსანმა თემურ სოხაძემ მართალია მხოლოდ ერთი გარდასახვა გამოიყენა, სანაცვლოდ 2 ჩინებული არეკნით შესვენებაზე საკუთარ გუნდს სოლიდური უპირატესობა არგუნა - 18:0.

მეორე ტაიმში ქვეყნის 3-გზის ჩემპიონს დაღლა დაეტყო, რამაც თამაშის სადავეები ხელთ ‘იუნკერებს’ ჩაუგდო. კიკეთელთაგან პირველი ქულები ძმებმა ხარაზიშვილებმა აიღეს. ფულბეკმა რამაზმა ლელო გაიტანა, რომელიც მგეზავმა რეზიმ გარდასახა - 7:18. ზაბახიძის ბიჭებმა ტემპს უმატეს, რასაც მღლეტელ ჯაბა კიკვიძისა და შუამარბ ბექა სამსონიას კიდევ 2 გატანილი ლელო მოჰყვა. რეზის ერთი გარდასახვაც რომ გაეტანა, ‘ყოჩები’ მარცხს ვერ გადაურჩებოდნენ, თუმცა ‘იუნკერთა’ მგეზავმა ოვალი ჯერ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა კარს, მსაჯის მიერ წამატებულ წუთებზე კი, ბოლო რეალიზაცია უკვე მახვილი კუთხიდან ვერ გაიტანა, რამაც ‘ყოჩები’ ორმაგად ახეირა. აკა ცინცაძის შეგირდებმა პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღეს და თან კარგა ხნის პაუზის შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეს დაუბრუნდნენ.

პირველობის დამთავრებამდე 3 ტურია დარჩენილი. მორიგ, 12-ე ტურში, ‘ყოჩებისა’ და ‘არესის’ შეხვედრამ შესაძლოა ელიტის საგზურის მფლობელი გამოავლინოს. რიონისპირელებს, პრემიით მოგების შემთხვევაში გზა დიდი 10-ისკენ ეხსნებათ. თავის მხრივ, ‘ყოჩებსაც’ პოზიტიური შედეგის მიღწევაზე უხდებათ ზრუნვა, რამეთუ ნუგეშის აღების შემთხვევაშიც კი, აკა ცინცაძის ბიჭებს ‘იუნკერები’ გაუტოლდებიან და უკეთესი პირისპირ ბალანსის ქონის გამო, კიკეთელები კვლავ გალიდერდებიან. ფარული ფინალის დარი, ‘ყოჩებისა’ და ‘არესის’ დაპირისპირება დედაქალაქში 2 კვირის შემდეგ გაიმართება.

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.086105
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X