სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ლეგიონერები

20:00 | 18.02.2019 | ნანახია 1871 - ჯერ

ლეგიონერები: ტური რაგბი ევროპის პარალელურად

სანამ ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატში ესპანეთის დასამარცხებლად ემზადებოდნენ, ევროპის წამყვან ლიგებში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა და ამ ეტაპზე ნაკრების მიღმა დარჩენილმა ლეგიონერებმა თამაშები გამართეს.

ტოპ 14-ის მე-16 ტურის პირველ მატჩში, ‘კლერმონმა’ ‘ბორდოს’ უმასპინძლა და 40:20 დაამარცხა. მასპინძელთა შორის პირველიდან 73-ე წუთამდე ითამაშა ბურჯმა დავით ზირაქაშვილმა, ხოლო ბექა კაკაბაძე შეცვლაზე 61-ე წუთზე შევიდა. თამაშში 58-ე წუთიდან ჩაერთო სტუმართა ბურჯი ლაშა ტაბიძე.

‘მონპელიემ’ აუტსაიდერ ‘პერპინიენს’ უმასპინძლა და მოულოდნელად მარცხი განიცადა - 10:28. სტუმრებისთვის ტოპ 14-ის მე-16 მატჩში ეს პირველი გამარჯვება იყო. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და 55-ე წუთამდე ითამაშეს მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ და ბურჯმა უშანგი ჭეიშვილმა. მანამდე, 24-იდან 31-ე წუთამდე, მიქაუტაძე დროებით იყო შეცვლილი. ‘მონპელიემ’ ერთადერთი ლელო ტაიმის ბოლოს მიითვალა და ის მათი შერკინების დამსახურებაა, რომელმაც საჯარიმო ლელო გამოიმუშავა.

ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდების ჯახში, ‘აჟენმა’ ‘ტულონი’ მიიღო და 19:10 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის პირველიდან 52-ე წუთამდე ითამაშა ბურჯმა გიორგი თეთრაშვილმა. სტუმართა რიგებში 46-ე წუთიდან შეცვლაზე შევიდა მამუკა გორგოძე.

‘გრენობლმა’ ‘ლა როშელი’ მიიღო და ჯარიმებით 21 ქულას მოუყარა თავი, მაგრამ ოთხი გარდასახული ლელო გაუშვა და 21:28 დამარცხდა, რის გამოც ბონუსიც ვერ აიღო. მასპინძელთა შორის პირველიდან მე-60 წუთამდე ითამაშა დუდუ ქუბრიაშვილმა და დასკვნით 2 წუთში კვლავ მოუწია მოედანზე დაბრუნება.

საკუთარ მოედანზე ლიდერ ‘ტულუზთან’ 29:34 დამარცხდა ‘რასინგ 92’. მასპინძელთა რიგებში 52-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა ვასილ კაკოვინი. აღსანიშნავია, რომ ტოპ 14-ის მე-16 ტურში მასპინძლებმა მხოლოდ ორი თამაში მოიგეს, სტუმრებმა კი - ხუთი.

ინგლისის პრემიერშიფის მე-13 ტურში მხოლოდ ერთმა სტუმარმა გუნდმა იმარჯვა და ეს ზურაბ ჟვანიას ‘უოსფსმა’ მოახერხა, რომელმაც ‘ბრისტოლს’ 29:22 სძლია. ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 61 წუთი გაატარა. ‘უოსფსი’ მე-5 ადგილზეა და ფლეი ოფში გასასვლელად იბრძვის.

პრო დე2-ის 21-ე ტური

საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დე2-ში ლიდერი შეიცვალა. ‘ნევერი’ ‘კარკასონთან’ 12:49 დამარცხდა და პირველი ადგილი დაკარგა. გამარჯვებულთა შორის 57-ე წუთიდან ითამაშა მირიან ბურდულმა, ხოლო სტუმართა რიგებში გურამ პაპიძე შეცვლაზე 52-ე წუთზე შევიდა და 72-ეზე ყვითელი ბარათი მიიღო.

სტუმრად ‘ბიარიცთან’ 22:48 დამარცხდა ‘ანგულემი’. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო ზაურ თევდორაშვილი, რომელიც 46-ე წუთზე სინბინით დაისაჯა, 58-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა 63-ე წუთზე 10 წუთით მოედანზე დაბრუნება მოუწია.

‘ბურგ-ან-ბრესმა’ ‘ბეიონი’ მიიღო და 15:21 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში 38-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა ვაჟა კაპანაძემ.

‘ვანმა’ ‘ოიონა’ მიიღო და 37:6 სძლია. გამარჯვებულთა შორის 62-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა ნიკა ნეფარიძე, ხოლო სტუმართა შორის მოედანზე 52-ე წუთიდან გამოჩნდა ირაკლი მირცხულავა.

ქართველებისგან დაცლილი ‘ბრივი’ ‘მონტობანს’ ეწვია და მხოლოდ ბონუსს დასჯერდა - 26:28. სტუმართა შორის დასკვნითი 10 წუთი ითამაშეს ლუკა გოგინავამ და სოსო ბეკოშვილმა.

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.089194
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X