სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
საერთაშორისო

19:14 | 7.02.2019 | ნანახია 2623 - ჯერ

რაგბი ევროპა | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის

ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბმა, 2019 წლის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა და მასში სამი დებიუტანტია.

რაგბი ევროპის ჩემპიონატს ჩვენი გუნდი ტურნირზე უმთავრესი მეტოქით, რუმინეთით იწყებს. შეხვედრა, რომელშიც „სტეჟართან“ საზიარო „ანთიმოზ ივერიელის თასიც“ გათამაშდება, კლუჟში 9 თებერვალს, საქართველოს დროით 16 საათზე დაიწყება.

ფორვარდები

შერკინების პირველ ხაზში ორი ახალბედა ბურჯია, რომლებმაც ბორჯღალოსანთა კვართი პირველად ნოემბერში მოირგეს. მარცხენა ბურჯად გურამ გოგიჩაშვილს ვიხილავთ (1 კეპი), მარჯვნივ ბექა გიგაშვილი (2) იდგება, ხოლო კვაჭი გამოცდილი შალვა მამუკაშვილია (61).

მეორე ხაზში გამოცდილ გიორგი ნემსაძეს, რომელსაც ნაკრების ამ შემადგენლობაში ყველაზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული (85), დებიუტანტი დავით გიგაური შეუწყვილდება. 24 წლის მეორეხაზელი რუმინეთის სუპერ-ლიგის ‘ბუქარესტში’ თამაშობს, მომავალ მოწინააღმდეგეებს კარგად იცნობს და ნაკრების მწვრთნელთა თვალთახედვის არეში ახლახანს მოხვდა.

ერთი დებიუტანტი იწყებს მესამე ხაზში - ბექა საღინაძე, მეორე ფლანკერი გიორგი ცუცქირიძეა (13), ხოლო შემკვრელი ნოემბრის მატჩების მსგავსად ბექა გორგაძე (14) მოგვევლინება.

შერკინების მარქაფაში დებიუტანტია ახალგაზრდა კვაჭი, 18 წლის ვანო კარკაძე, რომელიც გუნდს ტრავმირებული გიორგი ხუროშვილის ნაცვლად შეუერთდა. კარკაძემ შარშანდელ და შარშანწინდელ 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალებში, საფრანგეთს თითო-თითო ლელო გაუტანა, პრო დე2-ის მიმდინარე სეზონში კი, უკვე სამჯერ ითამაშა.

ბურჯებად შეცვლაზე თორნიკე მატარაძე (6 კეპი) და გამოცდილი ლევან ჩილაჩავა (43) შევლენ, მეორე ხაზს ნოდარ ჭეიშვილი (18) გააძლიერებს, ხოლო მესამეს გიორგი თხილაიშვილი (46).

შერკინების მოთამაშეებისა და დებიუტანტების შესახებ მილთონ ჰეიგმა განაცხადა:

„კარკაძე ძალიან კარგი, ახალგაზრდა მორაგბეა, რომელიც უკვე თამაშობს ‘ორიაკის’ შემადგენლობაში. იმის გათვალისწინებით, რომ ხუროშვილი დაშავდა, ხოლო ჯაბა ბრეგვაძე გამოცდილებას სუპერ რაგბიში მიიღებს, გადავწყვიტეთ ვანოსთვის შანსი მიგვეცა. მისი თამაშები გრეემ როუნთრიმაც ნახა და კმაყოფილი დარჩა. მე კარკაძეს 18-წლამდელთა ნაკრებიდან ვიცნობ და ამ ხუთი დღის განმავლობაშიც ჩვენზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა“.

„პირველ ხაზში გვყავს ტოპ 14-ის მოთამაშეები: გურამ გოგიჩაშვილი წარმოუდგენლად კარგი მოთამაშეა; ბექა გიგაშვილი ‘გრენობლში’ კვირიდან კვირამდე თამაშობს; ლევან ჩილაჩავა ძალიან კარგ ფორმაშია. მეორე ხაზში ვნახავთ გიგაურს, რომელიც რუმინეთში თამაშობს, ხშირად უწევს ამ მორაგბეების წინააღმდეგ თამაში, კარგად გამოიყურება და ჩვენთვის საინტერესო მორაგბეა. იქვეა გამოცდილი ნემსაძე, რომლის შესახებ კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი“.

„საღინაძე, ცუცქირიძე და გორგაძე - ეს ის მესამე ხაზია, რომელიც ძალიან საინტერესოა და კარგად მუშაობს. ვფიქრობ, ამ მომენტისთვის საუკეთესო, ახალგაზრდა მესამე ხაზია“.

ხაზი

ღერძი ისეთივე იქნება, როგორიც ნოემბრის ტესტებზე იყო - 9 ნომრად ახალგაზრდა ვასილ ლობჟანიძე იწყებს, რომელიც რუმინეთთან მე-40 კეპს მოიხვეჭს, ხოლო მგეზავად კიდევ უფრო ახალგაზრდა 19 წლის თედო აბჟანდაძეს ვიხილავთ, რომელსაც სანაკრებო დებიუტი ნოემბერში სამოასთან ჰქონდა და მერე ტონგას წინააღმდეგ ითამაშა.

ცენტრში გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე (60) და გიორგი კვესელაძე (14) შეწყვილდებიან, ფულბეკად კი, ნოემბრის თიბისი სერიების მსგავსად ლაშა ხმალაძე მოგვევლინება და 70-ე კეპს მოიხვეჭს. ფრთებზე გამოცდილი სანდრო თოდუა (75) და ზურაბ ძნელაძე (4) დადგებიან, რომელმაც შემოდგომაზე ნაკრების სამივე თამაშში მიიღო მონაწილეობა და მწვრთნელებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

9 ნომრის მარქაფაშია გელა აფრასიძე (11), ხოლო ხაზში მირიან მოდებაძე (3) და გიორგი აფციაური (22) გამოჩნდებიან, რმელთაც დიდი ხანია ბორჯღალოსანთა კვართით აღარ უთამაშია: მოდებაძემ სამივე კეპი 2017 წლის ნოემბერში მოიხვეჭა, ხოლო აფციაური ნაკრებს 2016 წლის ნოემბრის შემდეგ უბრუნდება.

ღია ვარჯიში

ბორჯღალოსნები რუმინეთში ხვალ დილით მიემგზავრებიან, მანამდე კი, დღეს დილით „შევარდენზე“ ჟურნალისტებისა და ქომაგებისთვის ღია ვარჯიში გამართეს. მისი დასრულების შემდეგ ტრადიციული კომენტარები გაკეთდა.

ბორჯღალოსანთა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა მომავალი მეტოქის შესახებ ისაუბრა:

„რუმინეთის ნაკრები ამ ტურნირზე მუდამ ჩვენი უშუალო კონკურენტია. წელს რაგბი ევროპას არატრადიციული თანმიმდევრობა აქვს და პირველ მატჩს რუმინეთთან ვმართავთ. პირველი შეხვედრა ყოველთვის რთულია და განსაკუთრებულ მობილიზებას მოითხოვს. იოლ შეხვედრას არ ველოდებით, თუმცა მომზადებულები ვართ და ვეცდებით გამარჯვებისთვის მაქსიმუმი გავიღოთ. რუმინეთის სტილია, რომ შეჯგუფებებში, ძალისმიერ თამაშში უპირატესობა მოიპოვოს და სწრაფ ხაზს სივრცეების გამოყენების საშუალება მისცეს, ასევე სიურპრიზების სახით ფეხით თამაში“.

ლევან ჩილაჩავა ფიქრობს, რომ მომავალ მატჩში გადამწყვეტი როლი შერკინებაში უპირატესობის მოპოვებას ექნება:

„რთული თამაში გველის, რადგან რუმინეთი ჩვენთან შეხვედრაზე გასაკუთრებულადაა კონცენტრირებული. მათ მხოლოდ საქართველოსთვის ფაქტობრივად ყველა ლეგიონერს უხმეს. ჩვენ ორი კვირაა ერთად ვართ და ვემზადებით, კარგი შეკრება გავიარეთ და იმედია ყველაფერი წარმატებით დასრულდება. ახალ ბიჭებს ტოპ 14-ში თამაშის გამოცდილება აქვთ, ლიდერები არიან თავიანთ პოზიციაზე, გუნდსაც მარტივად შეერწყნენ ამ მხრივ პრობლემა არ იქნება. ორი წლის წინ რუმინეთში შერკინებაში გაგვიჭირდა და წარმატებას ვერ მივაღწიეთ, ახლაც გადამწყვეტი ეს კომპონენტი იქნება და დარწმუნებული ვარ, აქ უპირატესობა ჩვენ გვექნება“.

საქართველოს ბორჯღალოსნები

"რაგბი ევროპა" | I რაუნდი | ანთიმოზ ივერიელის თასი | – რუმინეთი

შაბ 09/02_2019 | კლუჟ, არენა | 16.00 საქ = 14.00 რუმ

1989 - 2018 218 ტესტი | 257 ბორჯღალოსანი | სრულად

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

უკანა ხაზი [ბექები]

15

ლაშა ხმალაძე

ბათუმი [საქ დ 10]

1988

69

8ლ 4გ [48 ქ]

14

სანდრო თოდუა

ბათუმი [საქ დ 10]

1987

75

11ლ 2სბ

13

მერაბ შარიქაძე ^კაპ

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1993

60

11ლ [13 კაპ]

12

გიორგი კვესელაძე

მარნეულის არმაზი [საქ დ 10]

1997

14

3ლ

11

ზურაბ ძნელაძე

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1992

4

:

10

თედო აბჟანდაძე

ქუთაისის აია [საქ დ 10]

1999

2

5გ 4ჯ [22 ქ]

9

ვასილ ლობჟანიძე

ბრივ [სფრ პრო დ2]

1996

39

6ლ

შერკინება [ფორვარდები]

1

გურამ გოგიჩაშვილი

რასინგ [სფრ ტოპ 14]

1998

1

:

2

შალვა მამუკაშვილი

ენისეი [რუს პრემიერ]

1990

61

5ლ სბ

3

ბექა გიგაშვილი

გრენობლ [სფრ ტოპ 14]

1992

2

:

4

დავით გიგაური

ბუკურეშტ [რუმ სუპერ]

1994

0

:

5

გიორგი ნემსაძე

ოსპრეიზ [უელ პრო 14]

1984

85

13ლ [9 კაპ] 6სბ

6

ბექა საღინაძე

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1998

0

:

7

გიორგი ცუცქირიძე

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1996

13

2სბ

8

ბექა გორგაძე

ბორდო [სფრ ტოპ 14]

1996

14

5ლ 2სბ

თადარიგი [რეზერვი]

23

გიორგი აფციაური

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1994

22

22

მირიან მოდებაძე

ქუთაისის აია [საქ დ 10]

1997 3

:

21

გელა აფრასიძე

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1998

11

16

ვანო კარკაძე

ორიაკ [სფრ პრო დ2]

2000

0

:

17

თორნიკე მატარაძე

ნევერ [სფრ პრო დ2]

1996

6

სბ

18

ლევან ჩილაჩავა

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1991

43

7ლ სბ

19

ნოდარ ჭეიშვილი

ქორნიშ პაირათს [ინგ ჩემპ]

1990

18

:

20

გიორგი თხილაიშვილი

ბათუმი [საქ დ 10]

1991

46

10ლ სბ

rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:43 | 07.02.2019
fereidneli (24)

აფციაური ნაკრების დონე არაა, გარდა ამისა ძალიან გადახალისებული შემადგენლობაა და რუმენთმა შეიძლება დაგვსაჯოს.

21:35 | 07.02.2019
ზებე (86)

სამწუხაროა რომ მამუკაშვილი საქართველოში თამაშს რუსეთში თამაშს ამჯობინებს.კიდევ უფრო სამწუხარო ის არის რომ მიმდინარეობს ჩვენი მოთამაშეების და მწვრთნელების გადინება რუსეთში ეს შეიძლება ძალიან მწარედ შემოგვიბრუნდეს.მე ვისურვებდი რომ არცერთმა მორაგბემ არ ითამაშოს ნაკრებში რუსეთის ჩემპიონატიდან

20:36 | 07.02.2019
გორდა (250)

უფრო სწორად რუმინელებს 2 ყავთ ტოპ 14-დან.

20:16 | 07.02.2019
გორდა (250)

ძალიან მაინტერესებს ამ შემადგენლობის საქმეში ნახვა. მიუხედავად ძალიან გადახალისებული შემადგენლობისა 13 მაღალი დონის ჩემპიონატის წარმომადგენელი გვყავს (ტოპ 14 + პრო დ2 და ბრიტანული ლიგები), საიდანაც 6 სულაც ტოპ 14-დან არის წარმოდგენილი. ამას ერთი რუსული და ერთიც რუმინული ლიგის წარმომადგენელი და 8 შიდა ჩემპიონატის წარმომადგენლები.
რუმინელებს ამის საპირწონედ 8 ლეგიონერი ჰყავთ, საიდანაც მხოლოდ ერთია ტოპ 14-დან დანარჩენები პრო დ2-იდან და დანარჩენები 15 მოთამაშე შიდა ჩემპიონატიდან ჰყავთ.
ამ მაჩვენებელს თუ ავიღებთ უდაო უპირატესობა გვაქვს.
ამასთანავე რაც უნდა ითქვას რუმინელების შემადგენლობა (მიუხედავად ახალი სახეებისა) უფრო ასაკოვანი და შეთამაშებულია. ჩვენი ნაკრების შემადგენლობას თუ გადავხედავთ, მგონი ასე "ახალგაზრდა" შემადგენლობით ჯერ არასოდეს გვითამაშია და წესით სისწრაფეში უნდა გამოჩნდეს დიდი უპირატესობა. ისე იმ შემთხვევის შემდეგ რაც 2 წლის წინ რუმინეთში დაგვემართა (შერკინებაში რამდენჯერმე გვაჯობა მეტოქემ) წესით სათანადო დასკვნები იქნება გამოტანილი და ამ საკითხშიც ჩვენების უპირატესობას ველოდები.
წარმატებები ბორჯღალოსნებს!!!

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.083184
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X