სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ბორჯღალოსნები

18:15 | 4.02.2019 | ნანახია 2130 - ჯერ

რაგბი ევროპა: რუმინეთისთვის მზადება დაიწყო
ლევან მაისაშვილის, მერაბ შარიქაძისა და ლევან ჩილაჩავას კომენტარები

ბორჯღალოსნები „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეკრებაზე შევიდნენ და რაგბი ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის მზადებას შეუდგნენ.

წლის პირველ შეხვედრას ჩვენი გუნდი 9 თებერვალს, საქართველოს დროით 16 საათზე კლუჟში, მასპინძელ რუმინეთთან გამართავს. ტრადიციულად, ამ დღეს გათამაშდება რუმინეთთან საზიარო „ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი“, თამაში კი ქვეყნებს შორის 300-წლიან ურთიერთობას მიეძღვნება.

ნაკრებმა პირველი ვარჯიში რუსთავის რაგბის სტადიონზე გამართა, სადაც მოედნის საფარი კარგ მდგომარეობაშია. ვარჯიში ხანგრძლივი და მომქანცველი გამოდგა - თითქმის 2 საათი გაგრძელდა. თავდაპირველად ხაზისა და შერკინების მოთამაშეები ცალ-ცალკე ემზადებოდნენ, მერე კი გაერთიანდნენ და შეტევისა და დაცვის სისტემები დახვეწეს.

ვარჯიშის ხანგრძლივობასა და ხარისხზე ისაუბრა ბორჯღალოსანთა დაცვის მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, რომელიც ამბობს, რომ ამის საშუალება გუნდს 3-დღიანმა შეკრებამ მისცა:

„მზადება საკმაოდ კარგად მიდის. ჩვენ ყოველთვის გვქონდა ბიჭების შეკრების პრობლემა: ორშაბათს საფრანგეთიდან ლეგიონერები ჩამოსვლას ვერ ასწრებდნენ და მხოლოდ სამშაბათის მეორე ვარჯიშზე ვიკრიბებოდით სრული შემადგენლობით. ახლა, წინა კვირაში თბილისში გამართული 3-დღიანი შეკრების შემდეგ, ისინი აქ დარჩნენ და ორშაბათს სრული შემადგენლობით, მომზადებულები და მობილიზებულები შევხვდით“.

„იმ სამ დღეში ბევრი რამ მოვასწარით, საქმე წინ წავიგდეთ და ზუსტად ამის შედეგია დღეს მოცულობითი სამუშაო რომ გავწიეთ და ორი საათი ნაყოფიერად ვიმუშავეთ. ახალგაზრდა ბიჭები მოტივირებულები არიან და დარწმუნებული ვარ, ამ ტემპს შევინარჩუნებთ. რაც შეეხება მომავალ თამაშს, მთავარია ჩვენი დაცვისა და შეტევის სისტემებმა კარგად იმუშავოს, ინდივიდუალურად ყველაფერი ხარისხიანად შევასრულოთ და ნაკლებად საინტერესოა რას შემოგვთავაზებს რუმინეთი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ანალიზს არ ვაკეთებთ, თუმცა ფოკუსირებული ჩვენს თამაშზე ვართ და არა მეტოქეზე“.

მზადების, მეტოქისა და მომავალი თამაშის შესახებ გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე გვიყვება:

„ცოტა უჩვეულოა პირველი თამაში რუმინეთთან რომ გვაქვს და მზადებაც წინა წლებისგან განსხვავებულია. რაც უფრო რთულ მეტოქესთან გიწევს თამაში, მით უფრო რთულია მზადება. მთავარია შედეგს მივაღწიოთ და ამისთვის არავინ არაფერს დავიშურებთ. ორი საათი კი არა, მზად ვართ ორი ამდენიც ვივარჯიშოთ“.

„ყველას კარგად გვესმის, რომ პირველი თამაში რთულ მეტოქესთან გვიწევს. გასულ კვირაში სამდღიანი შეკრება გვქონდა, რის შემდეგაც სამი დღე დავისვენეთ. ახლა უშუალოდ მატჩისთვის მზადება დავიწყეთ, ნელ-ნელა მასზე რთულად გადავერთვებით და ეს ენერგიას შეგვმატებს“.

„რუმინეთისა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩის ვიდეოები ვნახეთ. პორტუგალია მოწოდების სიმაღლეზე ნამდვილად არ იყო და რუმინეთმა მას მარტივად მოუგო. მათ ახალი არაფერი შემოუთავაზებიათ და ალბათ, ეცდებიან ფიზიკურად გვაჯობონ, პროვოკაციებზე წამოგვაგონ, თუმცა რამდენად გამოუვათ, ეს სხვა საკითხია. მე მწარედ მახსოვს რუმინეთში ჩატარებული ბოლო თამაში და ძალიან მინდა, რომ დიდი სხვაობით მოვიგოთ. ამისთვის ძალ-ღონეს არავინ დავიშურებთ, მით უმეტეს, რომ ეს შეხვედრა ქართულ-რუმინული ურთიერთობების 300 წლისთავს ემთხვევა. სიმბოლურია, მაგრამ მნიშვნელოვანია და ძალიან გვინდა შევინარჩუნოთ „ანთიმოზ ივერიელის თასი“, რომელიც დიდი ხანია ჩვენს მფლობელობაშია“.

გამოცდილი ბურჯი ლევან ჩილაჩავა ფიქრობს, რომ პირველ ხაზში გამოცდილი მორაგბეების ნაკლებობა პრობლემებს არ შეგვიქმნის:

„ერთი კვირაა ვემზადებით. რადგან საფრანგეთში ტური არ იყო, 3-დღიანი შეკრების შემდეგ ლეგიონერები საქართველოში დავრჩით და პირველად მოხდა ისე, რომ ორშაბათიდან მთელი გუნდით შევუდექით საქმეს. სერიოზული განწყობა გვაქვს, რადგან ყველას ცუდად გვახსოვს რუმინეთში წინა სტუმრობა და რევანში გვწყურია. მაშინ მეტოქე სათანადოდ ვერ შევაფასეთ, ახლა კი შესაბამისი განწყობა გვაქვს“.

„პირველ ხაზში ახალგაზრდები მრავლად გვყავს. მხოლოდ მე და შალვა მამუკაშვილს გვითამაშია რუმინელთა წინააღმდეგ რამდენჯერმე. ახალგაზრდები არიან, თუმცა ძალიან მაგარი ბიჭები არიან და დარწმუნებული ვარ არავის არაფერს დაუთმობენ. პირველი თამაში ასეთ სერიოზულ მოწინააღმდეგესთან არასდროს გვქონია. განწყობაც შესაბამისია, მით უმეტეს, რომ გუნდში ახალგაზრდები მრავლად არიან და მათ დამატებითი ენერგია შემოაქვთ“.

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:20 | 04.02.2019
dominici99 (94)

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ძმებო! ტრავმებისგან დაგიფაროთ, ვინც ტრავმირებულია მალე გამოაჯანმრთელოს და ფორმაში ჩააყენოს და მალე მოგვასწროს ერთად თქვენ გამარჯვებებს უკვე 7 ერში, 12იან ერთა ლიგაში თუ რა სახითაც იქნება სეგრეგაციისა და აპარტეიდის გარეშე რუგბის ელიტაში! რუმინეთით დაგეწყოთ ეს გზა!

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.087813
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X