სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
შიდა რაგბი

19:45 | 2.02.2019 | ნანახია 928 - ჯერ

დიდი 10 | ლოკომოტივი 26:3 არმაზი

საქართველოს ჩემპიონმა თბილისის ‘ლოკომოტივმა’, მარნეულის ‘არმაზს’ ოთხი ლელო გაუტანა, თავად არცერთი გაუშვა, 26:3 იმარჯვა და უშუალო კონკურენტის შედეგს ელოდება.

‘ლოკომოტივი’ შერკინებასა და ძალისმიერ თამაშში უპირატესობას ფლობდა, ‘არმაზი’ კი აქცენტს სისწრაფესა და კონტრშეტევებზე აკეთებდა. ერთ-ერთი ასეთი კონტრშეტევის შემდეგ, რომელიც მარნეულელებმა თავისი 22-იდან წამოიწყეს, რკინიგზელები დაჯარიმდნენ და რეზი ჯინჭველაშვილმა 37 მეტრიდან ანგარიში გახსნა.

თამაში განახლდა თუ არა ბურთს დაჩი კოპაძე დაეუფლა, ‘ლოკომოტივმა’ ხელით ბურთი მარჯვენა ფრთაზე ჩაათამაშა და ზურაბ ძნელაძემ ლელო გაიტანა. ტაიმის შუაში თბილისელებმა თავის ნახევარზე მოლი დააყენეს და დაახლოებით 40 მეტრი იარეს, ის ამირან გულბათაშვილმა წესების დარღვევით შეაჩერა და სინბინით დაისაჯა. კაცნაკლულმა ‘არმაზმა’ თავის დაცვა მოახერხა, მერე თავისი ნახევრიდან ხელდახელ კიდევ ერთი, მრავალფაზიანი შეტევა წამოიწყო და ჯარიმის შესრულების უფლებაც მიიღო. ამჯერად ჯინჭველაშვილის დარტყმული არაზუსტი იყო და ტაიმი ‘ლოკომოტივმა’ 5:3 მოიგო.

მასპინძლებმა მეორე ტაიმის მე-9 წუთზე მეორე ლელო გაიტანეს. ‘არმაზი’ 5-მეტრიანი დერეფნის შემდეგ მოლში არ შევიდა, დაჩი კოპაძემ თავად შეუტია და მისი შეჩერება მცველებმა ვეღარ მოახერხეს, ბექა წიკლაურმა კი გარდასახვით მონაგარი კიდევ 2 ქულით გაზარდა. 53-ე წუთზე წიკლაურმა ბადრი ლიპარტელიანის ორიგინალური გადაცემა ჩაჭრა და ლელომდე 60 მეტრი ირბინა, კარის წინიდან გარდასახვაც იოლად გაიტანა და ანგარიში 19:3 გახდა.

70-ე წუთზე ‘ლოკომოტივმა’ შერკინების უპირატესობით კიდევ ერთხელ ისარგებლა და ამჯერად საჯარიმო ლელო გამოიმუშავა. დარჩენილ დროში აღარაფერი მომხდარა, საქართველოს ჩემპიონმა 26:3 მოგებისთვის ბონუსიც ჩაიწერა და მინიმუმ რამდენიმე საათით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე აღზევდა.

rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.08397
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X