სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ბორჯღალოსნები

21:30 | 10.01.2019 | ნანახია 1548 - ჯერ

ინტერვიუ კოტე მიქაუტაძესთან
2019 წლის მსოფლიო თასი, რაგბი ევროპა, განვლილი ტესტები და "მონპელიეს" ამბები

ბორჯღალოსანი კოტე მიქაუტაძე, რომელმაც 2018 წლის სანაკრებო სეზონის სტარტზე ხელი მოიტეხა, დეკემბრის დასაწყისში მოედანს დაუბრუნდა და ნელ-ნელა საუკეთესო ფორმაში შედის.

ყველა ბორჯღალოსნის საუკეთესო ფორმაში ყოფნა უმნიშვნელოვანესია, რადგან 2019 მსოფლიო თასის წელია. ერთ თვეში ჩვენს გუნდს რაგბი ევროპის ჩემპიონატი ელის, ზაფხულიდან კი ხანგრძლივი მოსამზადებელი ეტაპი იწყება, რომლის დამაგვირგვინებელი ფაზა სექტემბერ-ოქტომბერში იაპონიაში გვექნება.

ამ წლის მნიშვნელობა ძალიან კარგად ესმის 27 წლის მორაგბეს:

- ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი წელიწადი დადგა. ყველა მოთამაშე თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს გაიღებს, რათა მსოფლიო თასზე მინიმუმ ისეთი შედეგი ვაჩვენოთ, როგორიც 2015 წლის მსოფლიო თასზე გვქონდა.

- იაპონიაში ავსტრალიას, უელსს, ფიჯის და ურუგვაის ვეთამაშებით. რომელ გუნდებთან ვგეგმავთ გამარჯვებას?

- ალბათ ურუგვაი და ფიჯი, რადგან ამ გუნდებთან უკვე გვაქვს რამდენჯერმე მოგებული.

- ჩემპიონატს უელსთან მატჩით ვიწყებთ, რომელიც 2017 წლის შემოდგომაზე კარდიფში „გადაგვირჩა“. იაპონიაში მათი დამარცხების შანსი არ გვექნება?

- მოდით სიტუაცია რეალურად შევაფასოთ: უელსს 2017 წლის მატჩში ჩვენს წინააღმდეგ არ ყავდა ის მოთამაშეები, რომლითაც ინგლისთან, ახალ ზელანდიასთან, ირლანდიასთან თამაშობენ, უფრო სარეზერვო შემადგენლობა გამოიყვანეს; ეს იყო პირველი მატჩი ჩვენს შორის და მოულოდნელობის ეფექტიც იყო, არ ეგონათ, თუ ასეთ წინააღმდეგობას გაუწევდით; რა თქმა უნდა ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ იმ დღეს ჩვენც კარგად ვითამაშეთ. 2019 წლის მსოფლიო თასზე უელსი ბევრად უფრო მომზადებული და ძლიერი გუნდით დაგვხვდება. თუმცა ვნახოთ რა იქნება, ყველაფერი შესაძლებელია.

- კალენდარს თუ გადავხედავთ, ასე ვთქვათ მოსაგებ თამაშებს, ურუგვაისა და ფიჯისთან ოთხდღიანი ინტერვალით ვმართავთ. გვეყოფა ძალა ორივე თამაშის უძლიერესი შემადგენლობით ჩასატარებლად? თუ ვთქვათ ურუგვაისთან, ძალების დაზოგვას ვეცდებით?

- სამთვიანი ინტენსიური მომზადების შემდეგ, წესით, მესამე თამაშისთვის, თუნდაც ის მეოთხე დღეს გქონდეს, ძალა აუცილებლად უნდა გეყოს. არა მგონია სწორი იყოს ურუგვაისთან ძალების დაზოგვაზე ფიქრი. ეს მსოფლიო თასია და ყველა მოწინააღმდეგე უნდა დავაფასოთ.

- ზაფხულში ფიჯიმ დიდი სხვაობით მოგვიგო და განსაკუთრებით მეორე ტაიმში გვაჯობა. რის ხარჯზე უნდა მოვუგოთ მათ იაპონიაში?

- არაერთი მიზეზის გამო, ზაფხულში პატარა ჩავარდნა გვქონდა. რა თქმა უნდა, იაპონიაში ფიჯისთან გამარჯვების არცთუ მცირე შანსი გვექნება და ეს ფიზიკური სიძლიერის, ასევე გამძლეობის ხარჯზე უნდა მოვახერხოთ.

- მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპს ავსტრალიასთან ვასრულებთ, რომელთანაც აქამდე არასდროს გვითამაშია. შესაძლებელია სენსაციის დაფიქსირება?

- ყველა მსოფლიო თასზე მინიმუმ ერთი სენსაცია ფიქსირდება და რატომ არ შეიძლება ის ჩვენ დავაფიქსიროთ? მით უმეტეს, რომ მათთან დასაკარგი არაფერი გვაქვს და თავისუფლად ვითამაშებთ.

- წელიწადს ერთ თვეში, ტრადიციულად რაგბი ევროპის ჩემპიონატით ვიწყებთ. როგორ ფიქრობთ, ეს ტურნირი მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად, სქემების დასახვეწად უნდა გამოვიყენოთ, თუ ახალგაზრდა მორაგბეებს უნდა ჰქონდეთ თავის გამოჩენის შესაძლებლობა?

- ჩემი აზრით, ამ ტურნირზე უძლიერესი შემადგენლობით თამაში საჭირო არ არის და სჯობს, ახალგაზრდა მოთამაშეებს გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობა მიეცეთ. მსოფლიო თასის წინ 3-თვიანი მოსამზადებელი პერიოდი გვექნება, ვითამაშებთ სამ ამხანაგურ თამაშს და ვფიქრობ, ეს საკმარისი უნდა იყოს სქემების დასახვეწად და იაპონიაში საუკეთესო გუნდის გასაყვანად.

- აგვისტოში თბილისში შოტლანდია ჩამოდის, პირველი ტიერ1-ის გუნდებიდან! რას გვეტყვით მათი ვიზიტის შესახებ?

- პირველ რიგში ვიტყვი, რომ მსოფლიო თასის წინ, ასეთი მაღალი დონის გუნდის წინააღმდეგ თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი დონის გუნდის საქართველოში ჩამოსვლა ნიშნავს იმას, რომ მათგან პატივისცემა დავიმსახურეთ და ეს ქართული რაგბისთვის უმნიშვნელოვანესია. ვიმედოვნებ, რომ მომავალში პირველი დონის გუნდებთან უფრო მეტი თამაში გვექნება, მათ შორის საქართველოში.

- ნოემბრის ტესტები ტრავმის გამო გამოტოვეთ. როგორ ჩაიარა რეაბილიტაციამ და ამჟამად როგორ ფორმაში ხართ?- სექტემბრის დასაწყისში, "ბორდოსთან" მატჩში ხელი მოვიტეხე. რეაბილიტაციის პროცესმა კარგად, გართულებების გარეშე ჩაიარა და მოედანს იმაზე 2 კვირით ადრე დავუბრუნდი, რასაც ექიმები მიწინასწარმეტყველებდნენ. ახლა ნორმალურ ფორმაში ვარ, თუმცა მაქსიმუმამდე ჯერ არ მივსულვარ. თავდაუზოგავი შრომით ნელ-ნელა წინ წავიწევ და იმედია, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტისთვის საუკეთესო ფორმაში ვიქნები.

- ძნელი იყო ნოემბრის ტესტების "გვერდიდან ყურება"?

- რა თქმა უნდა. ძალიან ძნელია უყურო შენი მეგობრების თამაშს, როდესაც იცი, რომ მათ ვერაფრით დაეხმარები.

- როგორ ფიქრობთ, იტალიასთან მატჩისას თქვენ და სხვა ტრავმირებული მორაგბეები მოედანზე რომ ყოფილიყავით, შედეგი სხვანაირი იქნებოდა?

- ძნელია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. იმ ბიჭებმა, ვინც მოედანზე იყვნენ, ბოლომდე იბრძოლეს, თავი არ დაზოგეს. ტრავმების გამო, ზოგიერთ მათგანს პოზიციის შეცვლა მოუწია, რაც იოლი არაა. ამდენი ტრავმა რომ არ ყოფილიყო ასე არ მოხდებოდა და ვფიქრობ, თამაშის ხასიათიც სხვაგვარი იქნებოდა.

- მთლიანობაში, ნოემბრის ტესტებს როგორ შეაფასებთ?

- ძალიან კარგად. ორი თამაში მოვიგეთ და გუნდის ზრდა სახეზე იყო, რაც ამ შემთხვევაში უმთავრესია. ეს განსაკუთრებით სამოასთან მეორე ტაიმში გამოჩნდა, როდესაც ბიჭებმა ერთი შეხედვით წაგებული თამაში შემოატრიალეს.

- "მონპელიე" ბოლო წლებში საჩემპიონი ფლეი ოფს რეგულარულად თამაშობდა, ამჟამად კი მე-9 ადგილზეა. რა არის ამის მიზეზი და როგორია თქვენი მიზანი?

- სეზონის სტარტზე ძალიან ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავდა და ის ცუდად დავიწყეთ. საფრანგეთის ჩემპიონატის რეგულარული პირველობის დასრულებამდე კიდევ 12 თამაში დარჩა და მიზანი რა თქმა უნდა ექვსეულში მოხვედრაა. გარდა ამისა, ევროთასებზე ორი შეხვედრა გვაქვს ჩასატარებელი და ორივეს მოგებას ვგეგმავთ, რათა ფლეი ოფში გავიდეთ და მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ.

- "მონპელიე" ტოპ 14-ში ყველაზე ქართული გუნდია. როგორ ფორმაში არიან მიხეილ ნარიაშვილი და ლევან ჩილაჩავა?

- მიშა აგერ უკვე მერამდენე სეზონია ძალიან მაგარ ფორმაშია და თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. რაც შეეხება ლევანს, როგორც კი ფორმაში შედის, პატარ-პატარა ტრავმებს იღებს... ახლაც ცხვირი აქვს გატეხილი. ამ ტრავმების ბრალია სტაბილურად რომ ვერ თამაშობს.

- გელა აფრასიძე და უშანგი ჭეიშვილი პირველ გუნდში როდის დამკვიდრდებიან?

- გუნდში ძალიან დიდი კონკურენციაა და თანაც უცხოელებზე შეზღუდვაა დაწესებული. თითო თამაშზე მინიმუმ 15 ფრანგი, ან ესპუარების აღზრდილი მოთამაშე უნდა იყოს. ადრე არაუცხოელად ის მორაგბე ითვლებოდა, რომელიც ესპუარებში მინიმუმ 3 წელი ითამაშებდა, ახლა კი ეს ვადა 5 წლამდე გაიზარდა. უჩა მომავალი წლიდან უცხოელად აღარ ჩაითვლება, გელას ამისთვის კიდევ ერთი წელი ჭირდება და ორივეს მეტი თამაში მოუწევთ. უჩამ ამ სეზონში ოთხ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და შაბათსაც განაცხადში იქნება. კლუბში ორივე მორაგბით კმაყოფილი არიან და ვიმედოვნებ, პირველ გუნდში მალე დამკვიდრდებიან.

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:39 | 11.01.2019
გორდა (250)

მომწონს კოტეს განწყობა და მისი მსჯელობა.
ის სინამდვილესაც ძალიან კარგად აღიქვამს და თან იმედიც აქვს რაც სპორტში და არა მარტო სპორტში უდიდესი ძალაა!
ისე, თუ მივყვებით მხოლოდ იმ მოცემულობას რომელიც გვაქვს საქართველოს ნაკრები ამ დონეზე არ უნდა იყოს, მაგრამ ეს შეძლეს ჩვენმა რაგბისტებმა დიდი შრომით და რწმენით - იმედით!
იმედი ნუ მოგიშალოთ ღმერთმა!!!

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.084744
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X