სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ლეგიონერები

18:20 | 24.12.2018 | ნანახია 1945 - ჯერ

ლეგიონერები: ვინ როგორ ხვდება ახალ წელს
წამყვან ლიგებში პირველი წრე სრულდება

საფრანგეთის ტოპ 14-სა და ინგლისის პრემიერშიფში, პირველი წრის დასრულებამდე თითო ტურიღა რჩება, ხოლო პრო დე2-ში მეორე წრე დაიწყო და გუნდები საახალწლო შესვენებაზე გავიდნენ.

12 ტურის შემდეგ, ტოპ 14-ს 43 ქულით დავით ზირაქაშვილის, ვიტო კოლელიშვილისა და ბექა კაკაბაძის ‘კლერმონი’ ლიდერობს, რომელმაც განვლილ ტურში უახლოეს მდევარ ‘ტულუზს’ უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა - 20:20. მასპინძლებმა ტაიმი 17:3 მოიგეს და გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ ბოლო წუთზე ჯარიმა გაუშვეს. ზირაქაშვილმა პირველიდან 74-ე წუთამდე ითამაშა, კოლელიშვილი ტრავმას იშუშებს, კაკაბაძე კი ამჯერად ისვენებდა.

36 ქულით მეოთხეა ‘რასინგ 92’, რომელმაც წინასასეზონო მზადების ნაწილი თბილისში, „ზაფხულის თასზე“ გაიარა და რომლის ღირსებას ორი ბორჯღალოსანი იცავს. მე-12 ტურში პარიზელებმა ‘პერპინიენი’ მიიღეს და ბონუსით, 64:28 დაამარცხეს. მაყურებელმა ჯამში 14 ლელო იხილა, საიდანაც 10 მასპინძლების იყო. გოგიჩაშვილმა თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და ის 47-ე წუთზე კაკოვინმა შეცვალა.

‘რასინგს’ 2 ქულით ჩამორჩება და მეხუთეზეა ‘ბორდო’, რომელმაც სტუმრად ‘კასტრი’ 32:13 დაამარცხა, თანაც იმ ფონზე, რომ 28-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა. მატჩში მონაწილეობა ორმა ქართველმა მიიღო - ბექა გორგაძე და ლაშა ტაბიძე შეცვლაზე ერთდროულად, მე-60 წუთზე შევიდნენ.

მეექვსე ადგილზეა ‘სტად ფრანსე’, რომელმაც ‘აჟენს’ სტუმრად 19:6 მოუგო და 32 ქულა მოაგროვა. პარიზელთა შორის 58-ე წუთიდან ითამაშა ბურჯმა გიორგი მელიქიძემ, ხოლო მასპინძელთა ბურჯი გიორგი თეთრაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, 34-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა 51-ეზე თამაშში მოუწია დაბრუნება. ‘აჟენის’ განაცხადში არ იყო თამაზ მჭედლიძე. გუნდს 17 ქულა აქვს, ბოლოსწინა (მე-13) ადგილზეა და ტოპ 14-ში დასარჩენად იბრძვის.

ხუთმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა ‘გრენობლისა’ და ‘მონპელიეს’ შეხვედრაში, სადაც ქართველი ბურჯები ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. ‘მონპელიეს’ ყოფილი მოთამაშე დუდუ ქუბრიაშვილი ‘გრენობლის’ სასტარტო შემადგენლობაში იყო და ის 59-ე წუთზე ბექა გიგაშვილმა შეცვალა. შერკინებებში მათ წინაშე მიხეილ ნარიაშვილი იდგა, რომელმაც პირველიდან 66-ე წუთამდე ითამაშა. თამაშში 43-ე წუთიდან ჩაერთო ლევან ჩილაჩავა, ხოლო კოტე მიქაუტაძე მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა. სტუმართა განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე არ გამოჩენილა უშანგი ჭეიშვილი. დაძაბულ მატჩში მინიმალური სხვაობით ‘გრენობლმა’ იმარჯვა (17:16), რომელიც 19 ქულით მე-12 ადგილზეა. ‘მონპელიეს’ ბონუსი ერგო და 27 ქულით მე-9 პოზიციაზეა.

‘ლიონს’ ბონუსით, 40:7 მოუგო ‘ტულონმა’, რომელსაც სულზე მოუსწრო მამუკა გორგოძის დაბრუნებამ. მამუკამ შერკინების მესამე ხაზში 64-ე წუთამდე ითამაშა და მას შემდეგ შეცვალეს, რაც ბონუსით მოგება უკვე განაღდებული ჰქონდათ. ‘ტულონი’ 24 ქულით მე-10 ადგილზეა 8 ქულა აშორებს საფლეიოფო ზონას.

ინგლისის პრემიერშიფის მე-10 ტურში ‘უოსფსმა’ ‘ბათს’ უმასპინძლა და 14:24 დამარცხდა. მასპინძელთა ბურჯი ზურაბ ჟვანია შეცვლაზე 53-ე წუთზე შევიდა. ქართველის გუნდი 24 ქულით მე-4 ადგილზეა.

პრო დე2-ში მეორე წრე დაიწყო

პრო დე2-ის მეორე წრის პირველ ტურში, ‘კარკასონისა’ და ‘ორიაკის’ შეხვედრაში მოედანზე ერთბაშად ექვსი ქართველი გავიდა. ‘კარკასონის’ შემადგენლობაში პირველიდან 74-ე წუთამდე ითამაშა ბურჯმა მირიან ბურდულმა. სტუმართა შორის სრულად ითამაშა ბორჯღალოსანთა კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ. სასტარტო შემადგენლობაში იყო მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე და ის შესვენებისას ბექა საღინაძემ შეცვალა. მეორე ხაზში პირველიდან 58-ე წუთამდე ითამაშა გიორგი ჯავახიამ, ხოლო ბურჯი ვანო კარკაძე თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო. ‘კარკასონმა’ მატჩი 39:35 მოიგო და ‘ორიაკს’ დაცვის ბონუსი ერგო.

დაძაბულ მატჩში ‘კოლომიემ’ ‘ბრივს’ ერთი ჯარიმით, 9:6 აჯობა. სასტარტო შემადგენლობაში მოედანზე ერთბაშად სამი ქართველი იყო: გამარჯვებულთა შორის 67 წუთი ითამაშა ბურჯმა ბექა შეყლაშვილმა, მოედანზე ასევე 67 წუთი გაატარა ‘ბრივისა’ და ბორჯღალოსნების 9 ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ, ხოლო ოთარ გიორგაძემ 71-ე წუთამდე ითამაშა.

ფრედ, 8:8 დასრულდა ‘ანგულემისა’ და ‘მასის’ შეხვედრა. მასპინძელთა შორის მეორე ხაზში შეუცვლელად ითამაშა შალვა სუთიაშვილმა.

პრო დე2-ის ლიდერმა ‘ნევერმა’ ‘ვანს’ უმასპინძლა და ბონუსით, 32:6 დაამარცხა. მასპინძელთა შორის 62 წუთი ითამაშა თორნიკე მატარაძემ.

‘ბურგ-ან-ბრესმა’ ‘ოიონა’ მიიღო და 21:17 სძლია. მასპინძელთა შორის 55-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა ბურჯმა ვაჟა კაპანაძემ.

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:51 | 25.12.2018
geogoli (367)

ზირაქა არის სასაწული, ამ ხნის ასაკში პირველხაზელი 74 წუთს თამაშობს...

13:48 | 25.12.2018
geogoli (367)

ორიაკი გადაიქცა ქართველთა გუნდად. ძალიან კარგია რომ საღინაძე და კარკაძემ მალევე დაიწყეს თამაში. ყველაზე მეტად ვასკას ამბავი მახარებს, ბოლო ხანს ძირითადში იწყებს ხოლმე.

11:35 | 25.12.2018
გორდა (250)

კლერმონის ბურჯზე - კაკაბაძეზე არასდროს მსმენია, რომ ეროვნულში გამოეძახებინოთ, თუნდა მცირე 6 ერზე სუსტ გუნდებთან საქმეში ენახოთ და ხომ არ იცით ვინმემ ამისი მიზეზი?

14:12 | 25.12.2018
jora84 (183)

კონკურენცია მურტალი რამეა.

18:15 | 25.12.2018
გორდა (250)

კიბატონო კონკურენცია და კონკურენციაც განსაკუთრებით მაგ პოზიციაზე, მაგრამ ბოლო დროს ჰეიგი ბევრს ცდიდა და ეგ ბიჭი კი არ გამოიძახა არც ერთხელ. კლერმონში თამაში კი ხელწამოსაკრავი ამბავი არ არის თუნდა არ იყოს იქ ძირითადის ბურჯი. ეხლა მსოფლიომდე აღარ არის გამართლებული ექსპერიმენტები, ვინც ნაცადია მათზე უნდა აეწყოს გუნდი, მაგრამ მსოფლიოს მერე ვფიქრობ კარგი იქნება კაკაბაძის და სხვა ახალი სახეების გამოცდა. თან დიდი იმედი მაქვს, რომ ისევ წინდაწინ დავიბევებთ 2023 მსოფლიოზე გასვლას და 2020-21 წლები იქნება კარგი დრო სიახლეებისათვის.

23:15 | 25.12.2018
jora84 (183)

კაკაბა რეალურად წელს გამოჩნდა კლერმონის შემადგენლობაში, ხოლო ვინც ნაკრებში იცდებოდა ყველა თამაშობდა თავის კლუბში, გარდა მატარაძესი, რომელიც წელს მართალია პროდ2 ასპარეზობს, მაგრამ თავისი გუნდის გამოკვეთილი ლიდერია.

20:34 | 24.12.2018
გორდა (250)

კარგად დაისვენეთ და მომდევნო სამსოფლიო 2019 წელს აღმასვლით შეხვდით. ამ მსოფლიოზე მრავალი აქ მოხსენიებული მორაგბე მიიღებს მონაწილეობას და გული მიგრძნობს ჩვენთვის წარმატებული უნდა იყოს!!

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.083164
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X