სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
შიდა რაგბი

19:14 | 17.12.2018 | ნანახია 915 - ჯერ

არდადეგებზე - ძველი ლიდერითა და შეცვლილი ფორმატით

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ, მომავალი სეზონიდან (2019-20 წლები) პირველი ლიგის 10-გუნდამდე გაზრდის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, რაც ჩვენს ქვეყანაში რაგბის განვითარებასა და პოპულარიზაციას ხელს კიდევ უფრო შეუწყობს და თან გუნდების ოსტატობის ზრდას დიდ სამსახურს გაუწევს. სეზონში მეტი თამაშით, გუნდები მორაგბეთა დატვირთვას სასურველ კონდიციამდე გაზრდიან, შემცირდება მატჩებს შორის ხანგრძლივი პაუზები და რანგით მეორე დივიზიონში გუნდის ყოლის მსურველ რეგიონთა არეალიც გაფართოვდება, რაც კლუბებს ადგილობრივი ბიუჯეტის მეტად სარგებლობისა და ადგილობრივ ბიზნეს სექტორთან უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობის შესაძლებლობას მისცემს.

სრკ-ს გამგეობის აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ მიმდინარე სეზონის გათამაშების ფორმატში რიგი ცვლილებები გამოიწვია. სეზონის მიწურულს, რეგიონული ლიგის პლეი ოფის გამარჯვებულები პირველი ლიგის საგზურს პირდაპირ მიიღებენ. 1/2-ში ხელმოცარულნი კი ერთმანეთს 2-რაუნდიან პაექრობაში დაუპირისპირდებიან და გამარჯვებული გუნდი (რეგიონალ ლიგის მესამეადგილოსანი) პირველ ლიგაში ასვლაზე ურთიერთობას, ასევე 2 შეხვედრაში, პირველი ლიგის ბოლოადგილოსანთან გაარკვევს.

მეცხრე ტური, ოზურგეთის ‘არწივებისა’ და ‘ყოჩების’ შეხვედრით დაიწყო. ოზურგეთში დატბორილი მოედნის გამო, გურულებმა ქვეყნის 3-გზის ჩემპიონს ბათუმში უმასპინძლეს და პირველ ტაიმში ფავორიტს პრაქტიკულად არაფერი დაუთმეს. მხტომელ დავით დოლიძის გატანილ ლელოს, ‘არწივების’ მგეზავმა მამუკა ჩანჩიბაძემ 3 ჯარიმაც დაურთო და კახა უჩავას შეგირდები ანგარიშში უპირატესობას ტაიმის მიწურულამდე ინარჩუნებდნენ. ‘ყოჩებს’ თავსატეხი შეხვედრის პირველივე წუთებიდან გაუჩნდათ. გუნდის ტრავმირებული ლიდერი თემურ სოხაძე თენგიზ ჯინაშვილმა შეცვალა, ვის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დაკისრებულ მოვალეობას თავი წარმატებით გაართვა. ‘ყოჩები’ უპირატესად საკუთარ რაქში სცოდავდნენ, რამაც აკა ცინცაძის გუნდს თამაშის დალაგების შესაძლებლობა კარგა ხნის მანძილზე არ მისცა.

მატჩში გარდამტეხი ‘ყოჩთა’ უკეთესი ფიზიკური მომზადება გამოდგა. თანაც ფავორიტი მეორე ტაიმში დაცვაში თამაშს მეტი ყურადღებით მოეკიდა და 19 უპასუხო ქულაც მიითვალა. ‘ყოჩებმა’ მთლიანობაში 6 ლელოს გატანა მოახერხა. ‘დუბლი’- მარბიელმა გიორგი ნოდიამ და შუამარბმა ნიკა ჟვანიამ შეასრულეს. ‘ყოჩებმა’ მატჩი პრემიით, 36:14 მოიგო და ლიდერ ‘იუნკერებს’ სატურნირო ცხრილში კვლავ 1 ქულით ჩამორჩება.

‘იუნკერებმა’ ზამთრის არაოფიციალური ჩემპიონობა ‘ტაოსთან’ პრემიით, 61:14 მოგებული შეხვედრით მოიპოვეს. კიკეთელები უპირატესობას მატჩის პირველივე წუთებიდანვე დაეუფლნენ და პირველ ტაიმში გატანილ 6 ლელოს, მეორე ნახევარში კიდევ 3 წაუმატეს. მარბიელმა ჯაბა კიკვიძემ ‘დუბლი’ შეასრულა. ‘იუნკერთა’ მგეზავმა რეზი ხარაზიშვილმა კი 9-დან 8 გარდასახვა გამოიყენა. ლიდერი სტატიკაში მოსალოდნელი უპირატესობის გარდა მეტოქეს ხაზსაც იოლად უჭრიდა და ლელოც ყველა ხერხით გაჰქონდა. მესხთა მარცხს წერტილი ‘იუნკერთა’ მთავარი მწვრთნელის გიორგი ზაბახიძის უფროსი ძმის, ჰავბეკ ალექსანდრე ზაბახიძის გატანილმა ლელომ დაუსვა. ‘იუნკერები’ საახალწლო დასვენებას უარობენ და წვრთნას ჩვეული ინტენსიურობით განაგრძობენ. კიკეთელებს პირველობის განახლებისთანავე დაპირისპირება უშუალო კონკურენტებთან, ‘არესთან’ და ‘ყოჩებთან’ მოუწევთ.

სოლიდური სხვაობით მარცხის მიუხედავად, ‘ტაომ’ მთლიანობაში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მალხაზ ჭეიშვილის შეგირდები შესაშური შემართებითა და ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევიან, თავს მცირედით მოდუნების უფლებას არ აძლევენ და არსებული ანგარიშის მიუხედავად მეტოქეს წინააღმდეგობას ბოლო წუთამდე უწევენ. განვლილ შეხვედრაში სპეციალისტთა ყურადღება მესხთა 18 წლის ფულბეკმა ბექა მაჭარაშვილმა მიიპყრო. გატანილ 2 ლამაზ ლელოსთან ერთად, მაჭარაშვილმა გააზრებული და ეფექტური თამაშით საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.

დიდი 10-ის საგზურის კიდევ ერთი მაძიებელი ‘არესი’, ნავთლუღში, ‘შევარდენზე’ თბილისის ‘დინამოს’ ესტუმრა. სერგო ფრუიძის შეგირდები მატჩის პირველივე წუთებიდან მოპოვებულ უპირატესობას მეთოდურად ავითარებდნენ. მარბიელ ნიკა სირაძის ლელო გარდასახა და ჯარიმაც დაურთო სტუმართა მგეზავმა გაგა სინაურიძემ და შესვენებაზე ‘ომის მრისხანე ღმერთი’ 10-ქულიანი უპირატესობით წავიდა. რიონისპირელთა ერთ-ერთი ლიდერის და მოთამაშე-მწვრთნელის გაგა სინაურიძის დაშავების მიუხედავად, სტუმრებმა უხნეს ქართულ კლუბზე ზეწოლა გააძლიერეს. ლაშა ძნელაძეს აქტიურობას, ‘არესის’ შუამარბის მიჯრით დადებული წყვილი ლელო მოჰყვა. ლელოს გატანა მარქაფადან ჩართულმა ბურჯმა დავით ჭელიძემაც მოახერხა. მასპინძელთა ‘მშრალი’ ანგარიშით მარცხს კი წერტილი მღლეტელ ლევან რატიანის ლელომ დაუსვა - 34:0.

სატურნირო ცხრილში, ‘ყოჩებთან’ გატოლებული ‘სერჟის’ ბიჭები, ლიდერ ‘იუნკერებს’ კვლავ 1 ქულით ჩამორჩებიან და ელიტაში მოხვედრის კარგ შანსსაც ინარჩუნებენ. მართალია ‘არესი’ დიდი 10-ის საგზურისთვის გასულ სეზონშიც ბოლომდე იბრძოდა, თუმცა წლეულს ‘ომის მრისხანე ღმერთი’ გაცილებით სოლიდური გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს. ცხადი გახდა, რომ ჩემპიონატის დარჩენილ 5 ტურში, ლიგის გამარჯვებულსა და ასვლაზე პლეი ოფის მონაწილეს, ლიდერთა შორის უშუალო შეხვედრები გაარკვევს.

ტურის დასკვნითი შეხვედრა ფოთში გაიმართა. ‘კოლხი რაიდები’ მოგების შემთხვევაში თავიანთ მთავარ ამოცანას - ლიგაში ადგილის შენარჩუნების საკითხს დადებითად ამთავითვე წყვეტდნენ, ‘ბაგრატი’ კი თავის მხრივ ბოლო ადგილისგან თავის დაღწევის პრაქტიკულად ბოლო შანსის გამოყენებას ლამობდა. ‘პარკი არენაზე’ შეკრებილმა ქომაგმა 2 განსხვავებული ტაიმი იხილა. შემადგენლობა გაძლიერებული ‘ბაგრატი’ საწყის 20 წუთში კოლხებს სტატიკაში ჯაბნიდა და მგეზავ ცოტნე კვესელავის ჯარიმის გარდა ლელოს გატანის რამდენიმე ხელსაყრელი მომენტიც ვერ გამოიყენა. თავის მხრივ, მასპინძელთა მოთამაშე-მწვრთნელ ბაჩო ჩაჩავას, გადამეტებული მღელვარების გამო 2 გასატანი ჯარიმა გაუცუდდა და ტაიმი რიონისპირელებმა 3:0 მოიგეს.

მატჩის მეორე ნახევარში კოლხები გააქტიურდნენ და თან მეტოქეს უპირატესად სწორედ სტატიკაში აჯობეს. შერკინების მრავალჯერადი ჩაქცევისთვის საჯარიმო ლელოს, მასპინძელთა გამორჩეული მოთამაშის ირაკლი სასანიას ეფექტური ლელო მოჰყვა. კოლხთა გამოცდილმა ფრთამ, თავისივე გადაკიდებული ოვალი ლელოდ აქცია და მატჩის ბედიც პრაქტიკულად გადაწყვიტა 12:8. შეხვედრის ბოლო წუთზე ცოტნე კვესელავას ლელომ, ‘ბაგრატს’ ნუგეშის სახით სეზონში პირველი საცხრილო ქულა არგუნა, რამაც დისციპლინარული სასჯელის გამო დაკლებული ქულა გააბათილა და რიონისპირელები ბოლო ადგილზე კვლავ უქულოდ რჩებიან. კოლხებმა კი 11 საცხრილო ქულას მოუყარეს თავი და ლიგაშიც ადგილი პრაქტიკულად დაიბევეს.

‘ბაგრატს’ სულზე მიუსწრო ზემოთ ხსენებულმა ჩემპიონატის ფორმატის შეცვლამ. შალვა კიკვაძის შეგირდებს პირველობის დარჩენილ პერიოდში, შემადგენლობის ოპტიმიზაციასა და ლიგაში დარჩენაზე რეგიონული ლიგის მესამეადგილოსანთან შესახვედრად მზადება მოუწევთ.

პირველი ლიგის ჩემპიონატი 2 თვის შემდეგ, თებერვლის შუაწელიდან განახლდება. მე-10 ტურის გამორჩეულ შეხვედრაში, ‘არესი’ ლიდერ ‘იუნკერებს’ მამაქალაქში დაუხვდება.

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:47 | 21.12.2018
გორდა (250)

პირველი ლიგის გუნდების რაოდენობის გაზრდას ვემხრობი, მაგრამ არა იმ ფორმით რაც გადაწყდა. ჩემის აზრით ეს უნდა მომხდარიყო დიდი 10-ის ხარჯზე. დიდ 10-ში უნდა შემცირდეს გუნდების რაოდენობა 6 ან მაქსიმუმ 7 გუნდამდე და დარჩენილმა გუნდებმა ორის მაგივრად ერთმანეთთან 3 ან თუ მოხერდება 4 წრედ ითამაშონ.
დიდი 10-ის გუნდების შემცირება საშუალებას მოგვცემს არსებული მოთამაშეთა/რეგბისტების და ფინანსური რესურსების უფრო შედეგიანად გამოყენებაში.
ისეთი პატარა და მწირი რესურესების ქვეყნისათვის როგორიც ჩვენ ვართ ჩემის აზრით მიზანშეწონილია ყველა სფეროში ხარისხზე ყურადღების გამახვილება და არა რაოდენობაზე.

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.08541
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X