სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
შიდა რაგბი

15:27 | 11.12.2018 | ნანახია 896 - ჯერ

მეორე წრე ლიდერთა გამარჯვებით დაიწყო

ქუთაისში, ‘არესისა’ და ოზურგეთის ‘არწივების’ შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ‘ომის მრისხანე ღმერთი’ დიდი 10-ის საგზურს ეშურება, გურულებს კი წინა ტურში ‘იუნკერებთან’ ‘მშრალი’ ანგარიშით განცდილი მარცხის შემდეგ საკუთარი ქომაგის წინაშე რეაბილიტაცია სურდათ. კახა უჩავას შეგირდებმა, ფავორიტ მასპინძლებს შეხვედრის საწყის 20 წუთში ტოლი არ დაუდეს და მგეზავ მამუკა ჩანჩიბაძის ჯარიმით დაწინაურებაც მოახერხეს.

‘არესმა’, მართალია მატჩი მძიმედ დაიწყო, თუმცა სერგო ფრუიძის შეტანილმა კორექტივებმა რიონისპირელები დროულად გამოაფხიზლა და მასპინძლებმაც სოლიდურ სათამაშო უპირატესობასთან ერთად, მეტოქე სტატიკაშიც დაჯაბნეს. მიჯრით 3 ლელო გაიტანა ბაქარ ბურჯალიანმა. ‘არესის’ მარჯვენა ბურჯმა ჯერ თანაგუნდელ მორკინალთა მიძალება აქცია წყვილ ლელოდ, შემდეგ კი ჩვეული ფეხმარდობით მოახერხა ლელოს დადება.

მეორე ტაიმში ‘სერჟის’ ბიჭების უპირატესობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდა, რასაც ფრთა ლაშა ხურცილავას, მხტომელ ბებუნი კუხიანიძისა და შუამარბ ლაშა ძნელაძის ლელოები მოჰყვა. ‘არესის’ მგეზავმა გაგა სინაურიძემ კი უნარიან თამაშთან ერთად ჩინებული არეკნიც გაიტანა. რაქში ჩართულმა მასპინძლებმა შეტევა არ შეაყოვნეს და სინაურიძეს დასარტყამ პოზიციაზე ოვალი დროულად გამოუტანეს. ‘არესმა’ მატჩი პრემიით, 37:3 მოიგო და სატურნირო ცხრილში, 34 ქულით ‘ყოჩებთან’ ზიარად 2-3 ადგილებს ინაწილებს.

მარცხის მიუხედავად, გურულებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ‘არწივები’ შესაშური ბრძოლის ჟინით გამოირჩევიან და მრავალი ტექნიკური წუნის მიუხედავად, გასულ სეზონთან შედარებით გაცილებით უკეთესი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებენ. ოზურგეთელთა დამრიგებელმა კახა უჩავამ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და დიდი 10-ის ლიდერ ‘ბათუმის’ მთავარ მწვრთნელ ირაკლი ნინიძესთან ერთად მოედანზე ტაიმ-ნახევარი დაჰყო.

წინა ტურში 6 ლელოს გამტანმა, არესის’ მარცხენა ფრთა ირაკლი ცხადაძემ მოედანი ამჯერად ლელოს გარეშე დატოვა და ცოტა ინერტულადაც გამოიყურებოდა, რაც ქუთათურთა ქომაგს ‘დაბრალდა’. როგორც ჩანს, რიონისპირელთა თერჯოლელ ფრთას მაქსიმალური კონცენტრაციისთვის გულშემატკივარის პერმანენტული შეძახილები და გამაყრუებელი ყიჟინა ჭირდება, რითაც ‘არესის’ ქომაგს თავი ამჯერად არ გამოუდია.

რთული დროება უდგათ ‘კოლხი რაინდებს’. გუნდის მოთამაშე-მწვრთნელი ბაჩო ჩაჩავა მოძალებული, ხშირი ტრავმების გამო, მიჯრით მეორე შეხვედრას 15 კაცის ამარა ატარებს და თუ წინა ტურში ფოთელებმა მატჩი 13 კაცით ჩაამთავრეს, ამჯერად შეხვედრის მსვლელობისას მიღებული ტრავმების გამო, კოლხები ‘შევარდენზე’ ‘ყოჩებთან’ მატჩის მიწურულს, მოედანზე სულაც 11-ნი დარჩნენ.

აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, კოლხებმა ტიტულოვან მასპინძელს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და პრაქტიკულად ცალკარა თამაშში, აკა ცინცაძის შეგირდებმა ზედმეტი დატვირთვის გარეშე 13 უპასუხო ლელო გაიტანეს და მატჩი 79:0 მოიგეს. ‘ყოჩთა’ ფულბეკმა ნიკოლოზ რეხვიაშვილმა, მარბიელმა გიორგი ნოდიამ და მარცხენა ბურჯმა ნიკა აბულაძემ ‘დუბლი’ შეასრულეს.

დიდი 10-დან დაქვეითებული ‘ბაგრატი’ ერთ მუშტად შეიკრა. გუნდს ერთბაშად 8 ყოფილი მორაგბე დაუბრუნდა და უმწვავესს ფინანსურ კრიზისში ყოფნის მიუხედავად, გუნდის ხელნმძღვანელობას პირველ ლიგაში ადგილის შენარჩუნება აღუთქვეს. რიონისპირელები ახალბედა და მოყვარული მორაგბეებით ფონს ვერ გადიან და მიმდინარე პირველობაზე არათუ მოგებას, თუნდაც 1 ბონუს-ქულის აღებასაც ვერ ახერხებენ ( სეზონის წინ გუნდი პრაქტიკულად ყველა წამყვანმა მოთამაშემ დატოვა).

გაძლიერებულმა ‘ბაგრატმა’ ქუთაისში სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’ უმასპინძლა და მარცხის მიუხედავად ქომაგზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მესხთა მგეზავ ოთარ ტალახაძის ჯარიმას, მასპინძლებმა მოთამაშე-მწვრთნელის შალვა კიკვაძის ლელოთი და ფულბეკ ცოტნე კვესელაძის ჯარიმით უპასუხეს და ტაიმი 8:3 მოიგეს. მართალია ‘ბაგრატი’ მთელი შეხვედრის მანძილზე შერკინებაში უპირატესობას ფლობდა (მორკინალთა პრობლემა მესხთა ‘აქილევსის ქუსლად’ რჩება), მწვავედაც უტევდა და მეორე ლელოს გატანასაც ეძალებოდა, თუმცა მალხაზ ჭეიშვილის შეგირდებმა უკეთესი ფიზიკური მომზადებისა და თამაშის ორგანიზაციის ხარჯზე შეხვედრაში გარდატეხის შეტანა მოახერხეს.

სტუმართა მხრიდან ლელო ჯერ ფრთა თემურ ხარაიშვილმა გაიტანა, ბოლო წუთებზე კი ინდივიდუალური გარღვევით ჰავბეკმა ლევან ხუციშვილმა იხეირა. ორივე გარდასახვა ოთარ ტალახაძემ ზუსტად შეასრულა, რამაც რიონისპირელები უქულოდ დატოვა 17:8. ‘ტაო’ მართალია ცხრილში ‘არწივებს’ გაუთანაბრდა, თუმცა უკეთესმა პირისპირ ბალანსმა გურულებს მეოთხე ადგილი შეუნარჩუნა.

მომდევნო ტურში ‘ბაგრატი’ ლიგაში ადგილის შენარჩუნების პრაქტიკულად უკანასკნელი შანსის გამოყენებას ეცდება. ქუთათურები ფოთში, უშუალო კონკურენტ ‘კოლხი რაინდებს’ სტუმრობენ და მაქსიმალური ხეირის მიღებას გეგმავენ.

ტური, ნავთლუღში ‘იუნკერებისა’ და ‘დინამოს’ დაპირისპირებით დასრულდა. ლიგის მთავარი ფავორიტი ბრძოლისთვის თავიდან ჯეროვნად ვერ განეწყო. კიკეთელთა თამაში პირველ ნახევარში უფრო 7-კაცას წააგავდა. ოვალის ფრთიდან ფრთაზე ხშირ გადატანას ტექნიკური წუნიც ახლდა, რითაც დინამოელებმა კარგად ისარგებლეს. ჩინებულად ირჯებოდა დინამოელთა მოთამაშე-მწვრთნელი ლევან რამიშვილი, ვინაც უპირატესად ფეხით ეფექტური და ზუსტი დარტყმებით კიკეთელებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა.

‘დინამოს’ ფულბეკმა ირაკლი გოდერძიშვილმა კი ჯარიმებიდან მაქსიმალური შედეგი გამოადნო, 12 ქულა დააგროვა და თან უხნეს ქართულ კლუბს ტაიმი 9:7 მოაგებინა. ‘იუნკერები’, მთავარი მწვრთნელის გიორგი ზაბახიძის ტაქტიკურმა გადაადგილებებმა დროულად გამოაფხიზლა. კიკეთელებმა უსისტემო თამაში დაალაგეს და მაღალი შემსრულებლების ხარჯზე 4 ლელოს გატანა მოახერხეს(გიორგი შერმადინი, ლევან ძნელაძე, რამაზ ხარაზიშვილი და საჯარიმო ლელო) და მატჩი 28:12 მოიგეს.

აღებული პრემიით, ზაბახიძის შეგირდებმა ლიდერობა შეინარჩუნეს. განვლილ შეხვედრის გამორჩეული მოთამაშე გიორგი შერმადინი გახლდათ. კიკეთელთა შუამარბმა, გატანილი ლელოს გარდა, ქომაგი დაცვაში საიმედო თამაშითა და ეფექტური შეტევებით მოხიბლა.

წლეულს კიდევ ერთი ტური გაიმართება. ლიდერებს წესით იოლი გასეირნება არ ელით. ‘იუნკერები’ დედაქალაქში ‘ტაოს’ დაუხვდებიან.’არესი’, თბილისში ‘დინამოს’ ესტუმრება, ‘ყოჩები’ კი ოზურგეთში, ‘არწივებს’ დაუპირისპირდებიან.

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.089464
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X