სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
7-კაცა

22:14 | 5.12.2018 | ნანახია 913 - ჯერ

საერთაშორისო 7-კაცას ტურნირი "ხვამლმა" მოიგო

მარტყოფის საერთაშორისო, 17-წლამდე მორაგბეთა 7-კაცა ტურნირის გამარჯვებული თბილისის ‘ხვამლი’ გახდა, რომელმაც დაძაბულ ფინალში შევარდენის აკადემია 19:14 დაამარცხა.

ტურნირში 12 გუნდი მონაწილეობდა და მათგან სამი სამხრეთ აფრიკული იყო - ‘ლომები’, ‘მარტორქები’ და ‘ლეოპარდები’, რომლებიც ამ ქვეყნის სხვადასხვა სკოლების ნაკრებებს წარმოადგენდნენ. ტურნირში თამაშობდა 7 ქართული კლუბი, რომლებმაც საქართველოს ჩემპიონატში საუკეთესო შედეგი აჩვენეს, ასევე ეროვნული აკადემიის ისნისა და მუხიანის ფილიალების ნაკრებები.

ჯგუფური ეტაპი სამ-სამი გამარჯვებით მხოლოდ ორმა გუნდმა დაასრულა - შევარდენის აკადემიამ და ‘ხვამლმა’. მათ წარმატებული სვლა ფლეი ოფშიც გააგრელეს. ‘ხვამლი’ ‘ხარებთან’ დებიუტში ჩამორჩა, თუმცა საბოლოოდ 36:5 იმარჯვა, ხოლო შევარდენის აკადემიამ ‘ლოკომოტივს’ შანსი არ დაუტოვა - 33:0. მეოთხედფინალში დამარცხდა ორივე სამხრეთ აფრიკული გუნდი. ‘ლელო სარასენსმა’ ‘მარტორქებს’ გასაქანი არ მისცა (52:7), ხოლო მუხიანის აკადემიამ ‘ლომებს’ გამარჯვების ლელო ბოლოს გაუტანა - 17:14.

ნახევარფინალში ‘ხვამლსა’ და ‘ლელოს’ შორის ტრადიციულად, დაძაბულო ბრძოლა გაიმართა. საბოლოოდ გამარჯვება ‘ხვამლს’ დარჩა (26:12), რომელსაც ფინალში შევარდენის აკადემია ერგო, რომელმაც მუხიანელებს 31:14 მოუგო.

ფიალა და მე-9 ადგილი ‘აკადემიას’ ერგო, რომელმაც ‘ჯიქს’ 24:10 აჯობა. მე-7 ადგილისთვის მატჩში ‘ლოკომოტივმა’ ‘მარტორქები’ 26:5 დაამარცხა, სინი აფრიკელებს ერგოთ, ‘ლომებმა’ ‘ხარებს’ 19:7 მოუგეს, ხოლო მესამე ადგილი მუხიანის აკადემიას უბრძოლველად მიეკუთვნა - ‘ლელო სარასენსი’ თამაშზე არ გამოცხადდა.

ფინალურმა მატჩმა სტატუსი გაამართლა. შევარდენის აკადემია ორი გარდასახული ლელოთი 14:0 დაწინაურდა. ‘ხვამლმა’ ერთი ლელო ტაიმის მიწურულს გაქვითა, მეორე თამაშის განახლებისთანავე და გარდასახვით სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა. გაწითლებულ დროზე ‘ხვამლმა’ მესამე ლელოც გაიტანა, 19:14 იმარჯვა და საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ტურნირის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს, ხოლო ფიალის, სინისა და თასის ფინალის გამარჯვებულმა გუნდებმა თასები ჩაიბარეს.

5 დეკემბერი

თასის მეოთხედფინალები

ლელო სარასენსი - მარტორქები (სამხრეთ აფრიკა) 52:7

ხვამლი - ხარები 36:5

მუხიანის აკადემია - ლომები (სამხრეთ აფრიკა) 17:14

შევარდენის აკადემია - ლოკომოტივი 33:0

ფიალის ნახევარფინალები

აკადემია - ლეოპარდები (სამხრეთ აფრიკა) 19:14

კოლხი რაინდები - ჯიქი 0:12

სინის ნახევარფინალები

მარტორქები (ს.ა.) - ხარები 7:25

ლომები (ს.ა.) - ლოკომოტივი 45:0

თასის ნახევარფინალები

ლელო სარასენსი - ხვამლი 12:26

მუხიანის აკადემია - შევარდენის აკადემია 14:31

მე-11 ადგილისთვის

ლეოპარდები (ს.ა.) - კოლხი რაინდები 33:31

ფიალა

აკადემია - ჯიქი 24:10

მე-7 ადგილისთვის

მარტორქები (ს.ა.) - ლოკომოტივი 5:26

სინი

ხარები - ლომები (ს.ა.) 7:19

მესამე ადგილისთვის

მუხიანის აკადემია - ლელო სარასენსი 30:0

თასის ფინალი

ხვამლი - შევარდენის აკადემია 19:14

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:13 | 06.12.2018
GiorgiG83 (525)

"მესამე ადგილი მუხიანის აკადემიას უბრძოლველად მიეკუთვნა - ‘ლელო სარასენსი’ თამაშზე არ გამოცხადდა"

ეს რას ნიშნავს?

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.088544
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X