სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ბორჯღალოსნები

22:27 | 17.11.2018 | ნანახია 4403 - ჯერ

ავჭალური ფერისცვალება
“ბორჯღალოსნებმა“ სამოასთან 16-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2018 წლის შემოდგომის ტესტ-სერიის მე-2 მატჩი ავჭალის სარაგბო სტადიონზე სამოასთან ჩაატარა და 27:19 იმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეხვედრას ორივე გუნდი ძალიან მოტივირებული შეხვდა: გასულ უქმეებზე “ბორჯღალოსნებმა” იტალიაში 17:28 წააგეს, “გულადი სამოა” კი ესპანურ სან სებასტიანში აშშ-სთან 29:30 დამარცხდა.
ცნობისთვის, ქართველი და სამოელი მორაგბეების გზები მეხუთედ გადაიკვეთა. მეტოქეს, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ, მსოფლიო რეიტინგის მოწინავე ათეულის მყარი წევრი იყო, პირველად 2003 წლის მსოფლიო თასზე გადავეყარეთ და მაშინ ჩვენებურებს შანსი არ ჰქონიათ – 9:46.
სასიამოვნოა, რომ საქართველოს ნაკრებისთვის, ეს, კუნძულელებთან პირველი და უკანასკნელი მარცხი აღმოჩნდა. 2003 წლის 23 ნოემბერს, გიორგობას, იმ დროისთვის კლასიფიკაციაში მე-7 პოზიციაზე მყოფ მოწინააღმდეგეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საარაკო ბრძოლაში 16:15 ვძლიეთ, 2016 წლის წყნარი ოკეანის ტურნეს დროს, მათსავე დედაქალაქ აპიაში 19:19 ვეთამაშეთ, იმავე წლის ნოემბერში კვლავ ვაკეში 20:16 ვიმარჯვეთ.
კუნძულელებთან მორიგი რკენის წინ, “ბორჯღალოსანთა” სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობაში რამდენიმე ცვლლება განახორციელა, რომელთაგან ზოგი იძულებითი იყო.
თავიდანვე ვთქვათ, რომ რაზმში ერთბაშად 3 დებიუტანტი მოხვდა, რომელთაც ბოლოდროინდელი გარჯით, ეს პატივი ნამდვილად დაიმსახურეს. საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თედო აბჟანდაძე სასტარტო თხუთმეტეულში იყო, ბურჯები – 20 წლის გურამ გოგიჩაშვილი და 26 წლის ბექა გიგაშვილი კი თამაშში მარქაფიდან ჩაერთვნენ და შეიძლება ითქვას, რომ გარდამტეხი როლიც ითამაშეს.
ქართველთა თავკაცმა მილტონ ჰეიგმა უცვლელი დატოვა შერკინება: პირველ ხაზში კვლავაც მიხეილ ნარიაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე და დუდუ ქუბრიაშვილი გამოჩნდნენ, მეორეში – ნოდარ ჭეიშვილი და ლაშა ლომიძე, მესამეში კი – ოთარ გიორგაძე, გიორგი ცუცქირიძე და ბექა გორგაძე.
სამწუხაროდ, იტალიელებთან რკენის დროს ტრავმა მიიღო სოსო მათიაშვილმა, რომელიც ფულბექის პოზიციაზე ლაშა ხმალაძემ ჩაანაცვლა, მგეზავად კი, როგორც აღვნიშნეთ, 19 წლის აბჟანდაძე მოგვევლინა. ცენტრში კვლავ თამაზ მჭედლიძისა და მერაბ შარიქაძის დუეტი ვიხილეთ, ფრთებზე კი ზურაბ ძნელაძე და გიორგი კვესელაძე, რომელმაც გიორგი კოშაძე შეცვალა.
კუნძულელებს თბილისური მატჩისთვის დიდი ცვლილებებისთვის არ მიუმართავთ. “დონკასტერის” მესამეხაზელი ჯოშ ტირელი ექვსის ნაცვლად 8 ნომრის პოზიციაზე გადაიყვანეს, მისი ადგილი კი “ტულუზას“ წევრმა პიულა ფაჰასელელემ დაიკავა. ცხრა ნომრის პოზიციაზე სასტარტო შემადგენლობაში ზელანდიური “ნორსქოუთის” მორაგბე დვეინ პოლატაივაო ვიხილეთ, რომელმაც ახალგაზრდა მელანი მატავაო ჩაანაცვლა.
სამწუხაროა, რომ მეტწილად ძვირი ბილეთის (25 ლარი) გამო, ავჭალის სტადიონის ტრიბუნები სანახევროდ შეივსო, ხოლო მათ, ვინც მისვლა არ დაიზარა, თამაშის წინ ცოცხლად იხილა “მანუ სამოას“ ტრადიციული ცეკვა – “სივა ტაუ“. ეს, კუნძულელთა რიტუალია, რომელიც მორაგბეებს საბრძოლოდ განაწყობს და მეტოქისადმი პატივისცემას გამოხატავს.
საქართველოსა და სამოას დღევანდელი შერკინება ბოლო წლების მატჩებისგან განსხვავებული გამოდგა. პირველად მოხდა, რომ ერთ-ერთი მეტოქე სოლიდური სხვაობით დაწინაურდა, მეორემ კი თამაშში გარდატეხა შეიტანა და დამსახურებულად იმარჯვა. საბედნიეროდ, ეს მეორე საქართველო აღმოჩნდა.
შეხვედრაში ანგარიში უკვე მე-3 წუთზე დებიუტანტ თედო აბჟანდაძის ჯარიმით გაიხსნა, თუმცა, ამის შემდეგ, თამაში სტუმართა სრული უპირატესობით გაგრძელდა.
მომდევნო 25 წუთი “ბორჯღალოსნებს” როგორც შეტევაში, ასევე – დაცვაში არაფერი გამოსდიოდათ, კუნძულელები კი ლაღად ბურთაობდნენ და მათი მონაგარიც ლოგიკურად იზრდებოდა.
საბოლოოდ, ის მივიღეთ, რომ მატჩის სტარტიდან ნახევარი საათის თავზე მილტონ ჰეიგის დარად, ზელანდიელი სთივ ჯექსონის მიერ გაწვრთნილი “მანუ სამოა” 19:3 დაწინაურდა. ლელოები ჯეი’ჯეი ტაულანგიმ, ფილო პაულომა და აუ’სი ტუალამ დადეს, ტუსი პისიმ კი 2 გარდასახვა შეაგდო.
ამ დროს ნამდვილად ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ სამოელები მონაგარს ვეღარაფერს შემატებდნენ, “ბორჯღალოსნებმა” კი 24 უპასუხო ქულა მიითვალეს და დამსახურებული გამარჯვება იზეიმეს.
წარმატებისკენ პირველი ნაბიჯი პირველივე ტაიმში გადაიდგა, როდესაც მოლით მიძალების მერე სტუმართა ხუთმეტრიან ზოლს ვუწიეთ, ვასილ ლობჟანიძემ კი ჭკუა იხმარა, ბურთი შალითას მიადო და ინგლისელმა რეფერი ქარლ დიქსონმა, რომელმაც იდეალურად იმსაჯა, ქართველთა პირველი ლელო დააფიქსირა. აბჟანდაძემ იოლი გარდასახვა შეაგდო და ტაიმი 10:19 მორჩა.
შესვენების შემდეგ მინდორზე სულ სხვა გუნდები ვიხილეთ. საქართველოს ნაკრები საოცრად მობილიზებული გამოვიდა, შეცვლაზე შესულმა ახალგაზრდა მორაგბეებმა თავისი სიტყვა თქვეს და მეტოქეც დაიბნა. კუნძულელებს უკვე სწრაფ თამაშშიც ვჯობნიდით, შერკინებასა და მოლში ჩვეული უპირატესობაც დავიბრუნეთ და ცხადი გახდა, რომ მოწინააღმდეგე გაძლებაზე იყო.
საბედნიეროდ, ვერ გაგვიძლეს და დასკვნით ოც წუთში, როდესაც უკეთესი გუნდის სუსტზე უპირატესობა ყველაზე თვალსაჩინოდ სჩანს ხოლმე, “მანუ სამოას” 17:0 ვაჯობეთ. თავდაპირველად, ბურთის ლელოში გადადება ოთარ გიორგაძე მოახერხა, მალევე კი მრავალფაზიანი შეტევა ფლანგზე გარღვევით შეცვლაზე შესულმა გელა აფრასიძემ დააგვირგვინა.
ცნობისთვის, გელამ ეროვნული გუნდის მაისურით მე-10 მატჩი ჩაატარა, თამაზ მჭედლიძემ, რომელმაც უდიდესი სამუშაო გასწია და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს, 50-ე კეპი მოიხვეჭა, შალვა მამუკაშვილმა კი - მე-60-ე. შეიძლება ითქვას, რომ გამოცდა ჩააბარა აბჟანდაძემაც, რომელმაც ჩუბინობა გამოიჩინა, დარტყმა არ გაუცუდებია, 3 გარდასახვას 2 ჯარიმა წაამატა და 12 ქულის ავტორი გახდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს შემოდგომის ტესტ-სერიის დასკვნითი მატჩი 24 ნოემბერს ელის. ქართველები ამჯერად ტონგას დაუხვდებიან. თამაში კვლავაც 18:00 საათზე დაიწყება, ოღონდ, არა ავჭალაში, არამედ – მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე.

საქართველო - სამოა 27:19 (10:19)

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურის ფოტოები

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:09 | 22.11.2018
გიორგი16 (34)

იმედია თაზო იქნება ტონგასთან ფეხი აწუხებს და ვნახოთ თუ შეძლო თამაში

14:38 | 19.11.2018
გიორგი16 (34)

ძნელაძე მართლა ერთ–ერთი საუკეთესო იყო და ძალიან კარგი თამაშები ჩაატარა, იმსახურებს ეს ბიჭი აუცილებლად ერთა თას და მიეცემა კიდეც შანსი, დიდი იმედი მაქ მსოფლიოზე, ვასკა/გელა/ბეგო ქოქოსა/თედო/რეზი ძნელაძე/თოდუა/მოდებაძე კაჭი/მალაღურა ბუკა/კვესელაძე მჭედლიძე/სიჭინავა/კოშაძე მათიაშვილი/მეკო/მოდებაძე ნარიაშვილი/გოგიჩაშვილი/ჟვანია ჩილაჩავა/გიგაშვილი/ასეიშვილი ბრეგვაძე/მამუკაშვილი/ალხაზიშვილი მიქაუტაძე/ჭეიშვილი ნემსაძე/სუთიაშვილი/ლომიძე გიორგაძე/ლომიძე/თხილაიშვილი კოლელიშვილი/შენგელია/ცუცქირიძე გორგაძე/ბიწაძე, ეს იქნება ჩემი აზრით იდეალური გაფართოებული სია მსოფლიოსთვის

12:17 | 19.11.2018
DataN24 (215)

ერთი წელი კაი დროა კიდევ რო მოუმატონ მსოფლიომდე ახალგაზდებმა, იმედია სწრაფი ტიპიური გარემარბიც მალე გამოჩნდება ვინმე, ის ტემპი რაც რამდენიმე წუთიან მონაკვეთში ვითამაშეთ აუცილებლად მოითხოვს მორბენალ გარემარბებს
დიდი იმედი მაქვს რომ 2019 ში ბევრად ძლიერი გუნდი გვეყოლება ვიდრე 2015 ში მთავარია ლიდერები ჯანმრთელად იყვნენ, გორგოძე თუ დავითანხმეთ როგორმე ძაან მაგარი იქნება
ბოლო-ბოლო ფიჯისთან მოუწყოთ გაცილების შეხვედრა სხვანაირად თუ არ გამოვიდა

14:47 | 19.11.2018
გიორგი16 (34)

დიდი სიამოვნებით და დიდი იმედი მაქ ეგრეც იქნება და დათანხმდება მსოფლიოს.ნარიაშვილი ბრეგვაძე ჩილაჩავა მიქაუტაძე ნემსაძე კოლელიშვილი გორგოძე და გორგაძე მსოფლიოში ერერთი საუკეთესო შერკინება იქნება, მთავრია აუტებს მივხედოთ

11:07 | 19.11.2018
GiorgiG83 (525)

მესამე ხაზელები სამივე 1996 ანუ 22 წლის
ღერძი: ვასკა 1996, გელა 1998, თედო 1999 - 22,20,19
ფრთა: კვესელაძე 1997 -21
ბურჯი: გოგიჩაშვილი 1998-20
სიჭინავა-1995/23

ახლა ცოტა ბებრები
ლომიძე-25
ბუკა-25
თაზო-25

და კიდევ 6 კაცი 26 წლის-ზურა,ბექა,შალვა,ნოდარი,ბექა

11:58 | 19.11.2018
jora84 (183)

ეწ 20 წლამდელებიდან(ვისაც მსოფლიო უთამაშია) 8 კაცი იყო 23 კაციან განაცხადში: 6-7-8-9-10-14-17-21, 30-ს მიტანებული ან გადაცილებული 5: ჯაბა, დუდუ, ქოქოსა, სუთი, მალაჰურა. სუპერ ჭყინტი ნაკრებია.

10:52 | 19.11.2018
GiorgiG83 (525)

ძნელაძის 2013 -ის თბილისის თასზე ნათამაშევს თუ არ ჩავთვლით და დებიუტანეტებთან ერთად განვიხილავთ...
თამამად ვიტყოდი, რომ ასეთი საიმედო, უშეცდომო და სტაბილური დებიუტანტი ბექი იშვითაობაა - სანაკრებო დონეზე ზურა ჩემთვის აღმოჩენაა 26 წლის უნივერსალური ბექი უთამაშია ცენტრში, ფულბექად გარემარბად - 7_კაცა ნაკრების ბოლო 3-4 წლის უცვლელი წევრი და ლიდერიც
მართალია ჩემპიონატში 5 ლელომდე სტაბილურად დებდა მაგრამ შარშან აიწყვიტა და 17 მიითვალა

მგონი ფრთა ამ ბიჭმა კარგად ჩაიბარა

16:16 | 18.11.2018
buratino (480)

პირველი ტაიმის შემდეგ ძალიან ცუდ განწყობაზე ვიყავი და ვაღიარებ, ლამის წასვლა მინდოდა! მადლობა ბიჭებს, რომ შემოატრიალეს ეს თამაში. როგორც იქნა, ჰეიგმა თედო და გელა ერთად ათამაშა, მათ სხვა ახალგაზრდებმაც აუბეს მხარი და 2-ე ტაიმში სწორედ ის რაგბი ვაჩვენეთ რაც ქომაგებს გვსურდა. ახლა მთავარია, გუნდი უფრო მეტად შეიკრას და ტონგა აუცილებლად დავამარცხოთ, რათა იტალიური იმედგაცრუების შემდეგ, გუნდის სრული თუ არა, უმეტესწილად რეაბილიტაცია მოხდეს

13:04 | 18.11.2018
federer (17) (469)

ბევრი ტრავმები არის ახლა ჩვენს ნაკრებში მაგრამ 3 ისეთი პოზიის მორაგბე გვაკლია რომელის შემცვლელი ფაქტიურად არ გვყავს, მაგრამ ამ ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და ნაკლებად შეიმჩნიეს დანაკლისი. შერკინების ხერხემალი კოტე მიქაუტაძე არ გვყავდა და ეს ძალიან დიდი დანაკლისია რადგანაც კოტეს გაბარიტების მორაგბე არავინ გვყავს. ასევე ხაზის ხერხემალი კაჭარავა არ გვყავდა რომელიც თავისი გაბარიტებით და ჯანით ტოლს არ უგდებს არცერთი პოზიციის მორაგბეს და ერთიერთზე შეუძლია ნებისმიერ მეტოქესთან გამკლავება და ბოლოს 15 ნომერი სადაც გუნდის ორი ლიდერი არ იყოო და მაინც ძალიან მაგარი მეორე ნახევარი ჩავატარეთ და იმედია ეს მხოლოდ ტაიმი არ იყო და ეს ჩვენი სტილი გახდებაა.

12:57 | 18.11.2018
federer (17) (469)

ძალიან მაგარი ტაიმი ჩავატარეთ და ეს თამაში უკვე გავდა თანამედროვე რაგბს სადაც ყველა კომპონენტი ნორმალურად მუშაობს. იტალიასთანაც მსგავსი ჩანაფიქრი იყო მაგრამ ვერ იმუშავა და დღეს აშკარად გაამართლა მწვრთნელის ტაქტიკამ და მეორე ტაიმში ჩვენ უფრო დასვენებულები ვიყავით ვიდრე ჩვენი მეტოქე, მაგრამ ყოველთვის ერთიდაიგივე რათქმაუნდა არ გაჭრის და პირველი ტაიმის თამაშიც უნდა შევძლოთ და მეორე ტაიმში თუ ასე მხნედ ვიქნებით ყოველთვის ეს უკვე დიდი კოზირი იქნება ნებისმიერ მეტოქესთან.

11:50 | 18.11.2018
გუგა80 (177)

ეგეთი თამაში საქართველოს ნაკრებისგან ძნელად მახსენდება.
ეს იყო ფაქტიურად ორი მატჩი, ან ორრაუნდიანი დაპირისპირება, სადაც პირველი მოიგო სამოამ თუმცა უფრო დიდი სხვაობით მეორე მოიგო საქართველომ

ორჯერ ზედიზედ იგივე ფოკუსი არ გაჭრის ასე რომ ტონგასთან ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ.

22:47 | 17.11.2018
geogoli (367)

აფრასიძემ მაგრად ააჩქარა ტემპი და მაგრადაც მივაწექით სამოას. მადლობა ბიჭებო სიამოვნებისთვის

01:38 | 18.11.2018
ICEMAN (162)

აფრასიძე და აბჟანდაძე ერთად როცა არიან ძალიან მაგრად თამაშობენ

10:54 | 19.11.2018
GiorgiG83 (525)

ღერძი - #9 და #10 (ჰავბექი და მგეზავი) არის გუნდის "ტვინი" და როდესაც ამ ტვინის ეს ორი კომპონენტი შენათამაშებია, მარქი ქმედები კოეფიციენტიც ორმაგად იზრდება 18 თვე აქვთ ერთად შეკრებაზე მოვლილი-ორი უ20, ასე რომ მათი ერთად ყოფნისას შექმნილი მეტი ხიფათი - ძალიან ბუნებრივი მგონია

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.285338
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X