საერთაშორისო

2:00 | 22.09.2018 | ნანახია 1755 - ჯერ

ახალმა ზელანდიამ ძმებ იოანებს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ახალი ზელანდიის რაგბის კავშირმა, ძმებ რიეკო და აკირა იოანებს ახალი კონტრაქტი გაუფორმა.

განახლებული ხელშეკრულების მიხედვით, 21 წლის რიეკო, რომელიც „ოლ ბლექსის“ ძირითადი გარემარბია, სამშობლოში 2022 წლის სეზონის დასრულებამდე ითამაშებს, ხოლო 23 წლის აკირა, რომელიც მესამეხაზელია, ახალზელანდიაში 2021 წლამდე დარჩება.

ორივე მოთამაშე სუპერ რაგბიში „ბლუზის“ ღირსებას იცავს, ხოლო ახალი ზელანდიის ჩემპიონატში „ოკლენდისთვის“ ირჯებიან.

რიეკოს „ოლ ბლექსის“ რიგებში 18-ჯერ უთამაშია და 17 ლელო გაიტანა, ხოლო აკირას შავი კვართი ერთხელ აქვს მორგებული.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.069202