სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
საერთაშორისო

15:37 | 19.09.2018 | ნანახია 979 - ჯერ

მსოფლიო თასი 2019 | ბილეთების განაცხადების მიღება დაიწყო

2019 წლის მსოფლიო თასის მატჩების ბილეთებზე წინასწარი განაცხადების მიღება დაიწყო! 19 სექტემბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით, მსოფლიო თასის მატჩებზე დასწრების მსურველები უნდა შევიდნენ გვერდზე www.tickets.rugbyworldcup.com, დარეგისტრირდნენ და გააკეთონ განაცხადი სასურველი მატჩების ბილეთებზე!

ბილეთების წინასწარი განაცხადების პირველი ეტაპი ამა წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით იყო და მოთხოვნამ არნახულ მაშტაბებს მიაღწია - 2,5 მილიონი განაცხადი. მიუხედავად ამისა, იაპონიაში გასამართ 48-ვე მატჩზე ბილეთებზე განაცხადის გაკეთება ჯერ კიდევ შესაძლებელია 19 სექტემბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით. მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე ბილ ბომონტი დარწმუნებულია, რომ რაგბის ქომაგი არნახული სანახაობის მომსწრე გახდება:

„სასიამოვნოა, როდესაც ადრეულ ეტაპზე ბილეთებზე ასეთ მოთხოვნას ხედავ. მეორე ეტაპი 19 სექტემბერს იწყება და გულშემატკივარს 48-ვე მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენის შესაძლებლობა მთელი მსოფლიოს მაშტაბით ექნებათ. დარწმუნებული ვარ იაპონიის 12-ივე სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იქნება“.

2019 წლის მსოფლიო თასი წინამორბედებისგან გამორჩეული იქნება. აქამდე მსოფლიო თასს მხოლოდ წამყვანი სარაგბო ქვეყნები მასპინძლობდნენ (1987 წელს ავსტრალია და ახალი ზელანდია, 1991 წელს ინგლისი, უელსი, საფრანგეთი, ირლანდია და შოტლანდია, 1995 წელს სამხრეთ აფრიკა, 1999 წელს უელსი, 2003 წელს ავსტრალია, 2007 წელს საფრანგეთი, 2011 წელს ახალი ზელანდია და 2015 წელს ინგლისი). გაისად ტურნირი პირველად ჩატარდება „არასარაგბო“ ქვეყანაში, ასევე აზიაში.

ვარაუდობენ, რომ მსოფლიო თასის პერიოდში, იაპონიის 12 სტადიონს ჰოკაიდოდან კიუსიუმდე 400 ათასი უცხოელი ტურისტი ეწვევა.

„2019 წლის მსოფლიო თასზე დასასწრებ ბილეთებზე წარმოუდგენელი მოთხოვნაა. მათი საერთო რაოდენობის 70 პროცენტზე მოთხოვნა უკვე მიღებულია. მიუხედავად ამისა, გულშემატკივარს ჯერ კიდევ აქვს იაპონიაში მოხვედრის შანსი. ყველაზე დიდი მოთხოვნა მასპინძელი იაპონიის, მსოფლიოს ჩემპიონ ახალი ზელანდიის, ირლანდიის, ავსტრალიის და ინგლისის ნაკრებების შეხვედრებზეა, ასევე ფლეი ოფებზე“ - ამბობს მსოფლიო თასის აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდენტი აკირა სიმაძუ.

„მსოფლიო რაგბი“ ყველას მოუწოდებს, რომ ბილეთების შესაძენად მხოლოდ ოფიციალური პლატფორმებით ისარგებლონ. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: www.rugbyworldcup.com/buy-official

ბორჯღალოსნების მატჩები ჯგუფურ ეტაპზე, "დ" ჯგუფი

უელსი - საქართველო | 23 სექტემბერი, ტოიოტა სითი

საქართველო - ურუგვაი | 29 სექტემბერი, კუმაგაია

საქართველო - ფიჯი | 3 ოქტომბერი, ოსაკა

ავსტრალია - საქართველო | 11 ოქტომბერი, შიზუოკა

2019 წლის მსოფლიო თასის მატჩების >>> განრიგი

ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე

გაისად ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე მიჯრით მეხუთედ ითამაშებენ. ნათლობა 2003 წელს ავსტრალიაში შედგა, სადაც ჯგუფურ ეტაპზე ოთხივე თამაში დავთმეთ (ინგლისთან 6:84, სამოასთან 9:46, სამხრეთ აფრიკასთან 19:46 და ურუგვაისთან 12:24). საქართველოდან მსოფლიო თასზე პირველი ქულები მალხაზ ურჯუკაშვილმა აიღო, ხოლო პირველი ლელო დავით დადუნაშვილმა გაიტანა.

2007 წელს, საფრანგეთში შედეგები ბევრად უკეთესი იყო: არგენტინამ ლელოები მხოლოდ მეორე ტაიმში გაიტანა და ბონუსი გაწითლებულ დროზეღა აიღო (3:33), ირლანდიასთან სენსაციამდე მცირედი დაგვაკლდა და მსოფლიო თასზე პირველი სატურნირო ქულა ავიღეთ (10:14), 26 სექტემბერს ტურნირზე პირველი გამარჯვება ვიზეიმეთ - ნამიბიასთან 30:0, მასპინძელმა საფრანგეთმა კი 64:7 მოიგო.

2011 წელს ახალ ზელანდიაშიც ერთი თამაში მოვიგეთ - რუმინეთს იმ დროისთვის სარეკორდო სხვაობით, 25:9 ვძლიეთ; შოტლანდიამ ლელო ვერ დაგვიდო და მხოლოდ 15:6 იმარჯვა, ინგლისმა მოგება დასკვნით 20 წუთში გაინაღდა - 41:10; ხოლო არგენტინამ მეოთხე, პრემიალური ლელო ვერ გაიტანა - 25:7.

2015 წელს, საქართველომ პირველად მსოფლიო თასზე მონაწილეობის ისტორიაში ორი თამაში მოიგო, 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა და 4 წლით ადრე დაიბევა იაპონიის საგზური: პირველ მატჩში ტონგას 17:10, ხოლო დასკვნით მატჩში ნამიბიას 17:16 მოვუგეთ. შუალედში არგენტინამ 54:9 იმარჯვა, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონმა ახალმა ზელანდიამ 43:10. „ოლ ბლექსთან“ მატჩში ლელო ბექა წიკლაურმა გაიტანა, ქართველთა თამაშმა საყოველთაო აღიარება დაიმსახურა და მატჩის საუკეთესო მორაგბედ მამუკა გორგოძე დასახელდა.

2019 წლის მსოფლიო თასზე, იაპონიაში „დ“ ჯგუფში ვითამაშებთ და 23 სექტემბერს ტოიოტაში უელსს შევხვდებით; 29 სექტემბერს ჩვენი მეტოქე კუმაგაიაში ამერიკის შესარჩევი ეტაპის მეორე გუნდი ურუგვაი იქნება; 3 ოქტომბერს წყნარი ოკეანის კუნძულების შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულ ფიჯის ოსაკაში ვეთამაშებით; 11 ოქტომბერს ავსტრალიას შიზუოკაში ვერკინებით.

არ გამოტოვო სიახლეები

იმისათვის, რომ მიიღოთ საინფორმაციო განახლებები ბილეთების გაყიდვების ფაზების და სხვა ახალი ამბების შესახებ, აუცილებლად დარეგისტრირდით შემდეგ გვერდებზე

www.rugbyworldcup.com/supporters

www.tickets.rugbyworldcup.com

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.082676
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X