სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
შიდა რაგბი

23:50 | 7.08.2018 | ნანახია 3907 - ჯერ

ნიკოლოზ ხატიაშვილი "არმაზში" გადასვლაზე და სამომავლო გეგმებზე
26 წლის ბურჯი დროებით დიდ 10-ში დაბრუნდა

ნიკოლოზ ხატიაშვილი მეორე ქართველი მორაგბე გახდა, ვინც სუპერ რაგბიში თამაში დააგემოვნა. 26 წლის ბურჯი, რომელიც 2015-2017 წლებში "ორიაკში" თამაშობდა და ფრანგული კლუბის კვართი 51-ჯერ მოირგო, იაპონურ ფრანჩიზს აპრილის დასაწყისში შეუერთდა და "მზის მგლების" რიგებში სამი შეხვედრა ჩაატარა.

სუპერ რაგბის სეზონის დასრულების შემდგომ, ხატიაშვილმა, რომელსაც ბორჯღალიანი კვართით 4-ჯერ უთამაშია, "სანვულვზი" დატოვა, საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა და "არმაზში" ჩაირიცხა, რამაც ქართულ სარაგბო თემში დიდი ინტერესი გამოიწვია.

Worldrugby.Ge ქართველ ბურჯს დაუკავშირდა, დიდ 10-ში დაბრუნების მიზეზებზე, სამომავლო გეგმებზე და სხვა საკითხებზე ესაუბრა, რასაც შეგიძლიათ თავად გაეცნოთ.

- ნიკა, პირველ რიგში, "არმაზში" გადასვლაზე მინდა გკითხო. გულშემატკივარს ამის შესახებ განსაკუთრებით აინტერესებს. დიდ 10-ში მომავალი სუპერ რაგბის დაწყებამდე დაბრუნდი?

- მინდა აღვნიშნო, რომ "არმაზში" მოთამაშე ბიჭებს ვადევნებდი აქამდეც თვალს და დიდ პატივისცემას იმსახურებდნენ ყოველთვის ჩემგან. მომწონს სამწვრთნელო შტაბი, ქართული რაგბის ლეგენდებით არის სავსე და ბევრი რამის სწავლა შეიძლება მათგან. ამ ყველაფერმა გამოიწვია, რომ სწორად "არმაზში" ჩამოვედი და დავრჩები მანამდე, სანამ რომელიმე დიდი ჩემპიონატიდან შემოთავაზება არ მექნება. არა იმიტომ, რომ ქართულ რაგბს მირჩევნია რაიმე ან ქართველ ბიჭებს, უბრალოდ მოთამაშის კარიერა ძალიან მოკლეა და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო შესაძლებლობები, ფინანსურადაც და კარიერულადაც. სანამ "არმაზში" ვიქნები, მაქსიმალურად გავირჯები ამ ძალიან ღირსეული გუნდისთვის.

- ანუ "სანვულვზში" აღარ ითამაშებ?

- გამორიცხული არც ეგ არაა. უბრალოდ ველოდები ახალ შემოთავაზებებს და სანამ გამოჩნდება ახალი გუნდი "არმაზისთვის" გავირჯები.

- "სანვულვზთან" კონტრაქტი 2018 წლის სუპერ რაგბის ბოლომდე გაკავშირებდა? იყო ინფორმაცია, რომ ორწლიანი კონტრაქტი გქონდა.

- არა, ერთწლიანი ხელშეკრულება მქონდა.

- ნიკა, სამხრეთული და ევროპული რაგბი რომ შეადარო საინტერესო იქნება. სულ მეორე ქართველი მოთამაშე ხარ, ვინც ევროპაში და სამხრეთში ამ დონეზე ითამაშა. რომელს ანიჭებ უპირატესობას და რატომ?

- ევროპაში უფრო ფიზიკურად მძიმე რაგბია და სამხრეთში უფრო გაშლილი, ინტერვალების მაქსიმალურად გამოყენებაზე გათვლილი. ეს გარემო პირობების დამსახურებაცაა გარკვეულწილად.

- შენთვის რომელია უფრო მისაღები, ევროპული თუ სამხრეთული სტილი?

-მე ორივე მომწონს. უბრალოდ გარემო გახლდათ ბევრად სასიამოვნო იაპონიაში და ხალხი იყო კარგი.

- იაპონური რაგბის შესახებ მინდა გკითხო ზუსტად. ბოლო პერიოდია ძალიან სწრაფად ვითარდებიან, რაც ჩვენთან თამაშშიც კარგად გამოჩნდა. მათი ნაკრები ბოლო სხვა თამაშებშიც ძალიან კარგად გამოიყურებოდა, თუნდაც ფრანგებთან საგარეო ფრე ნოემბრის ტესტებზე. "სანვულვზის" კარგი ხარისხის თამაშიც სუპერ რაგბის მატჩებშიც თვალშისაცემია. მაინტერესებს რა მიგაჩნია ამ ყველაფრის უმთავრეს მიზეზებად?

- ფინანსები და სახელმწიფოს დაინტერესება. ძალიან დიდ ფინანსებს დებენ და არ იშურებენ არაფერს. გარდა ამისა, შრომისმოყვარე დისციპლინირებული ხალხია და პროფესიონალების ხელშია სადავეები. იაპონური რაგბი სწორი მიმართულებით მიდის, ვითარდება და კიდე უფრო წინ წავლენ ახლო მომავალში. შიდა ჩემპიონატი კიდევ უფრო მდიდარია და განვითარებაც მოდის.

- ნიკა, იაპონური კლუბებისგან არ ყოფილა დაინტერესება თუ საიდუმლო არაა? -

კი, ყოფილა არაერთისგან, უბრალოდ კეპიან უცხოელზე შეზღუდვაა. სულ 2 კაცი შეუძლიათ ათამაშონ ასეთი და უმეტესობას უკვე აქვს შევსებული ეს ადგილი დენ კარტერებით, დუეინ ვერმულენებით და ა.შ. -

- ნიკა, ბოლოს ნაკრებზეც გკითხავ. შენს პოზიციაზე უდიდესი კონკურენციაა, როგორ ფიქრობს რამდენად გაქვს შანსი, რომ მსოფლიო თასზე ითამაშო და რა არის ამისთვის საჭირო შენი მხრიდან?

- შრომა, თავდადება, იღბალი - ბანალურია, მაგრამ სიმართლე ეს არის. რომ ვფიქრობდე შანსი არ მაქვს, საერთოდ რა აზრი ექნებოდა მაშინ რაგბის თამაშს. მასეთი განწყობით თავშივე გადაუწყვეტ საკუთარ თავს, რომ ვერ ითამაშებ და მასეც იქნება. იმედი მაქვს, შრომით ვშრომობ და დანარჩენი არ ვიცი. მსოფლიო თასზე თამაში მარტო პიროვნული წარმატების თემა არ არის, ქვეყნის წარმატებისთვის ბრძოლაა უმაღლეს დონეზე და იმან უნდა ითამაშოს, ვინც იმ მომენტში უკეთესად შეძლებს ამას და ვინც უფრო მზად იქნება იქნება. არ აქვს მნიშვნელობა ეს მე ვიქნები თუ არა. ამით იმის თქმა მინდა, რომ მსოფლიო თასზე თამაშს-ართამაშს არ შეიძლება მარტო პიროვნული ჭრილით უყურო, ეგოისტურათ.

- ნიკა, რამის დამატება ან ვინმესთან მიმართვა თუ გსურთ...

- არა, არაფრის. თქვენ გეტყვით მადლობას, ვინც რეალურად აშუქებთ ქართულ რაგბს.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:45 | 08.08.2018
პანტელეიმონი (1218)

გაიხარე ნიკოლოზ ! ! !

12:46 | 08.08.2018
თორღვა პანკელი (387)

ასეთი ღირსეული კაცი და მორაგბე არსად არ დაიკარგები ნიკოლოზ, წარმატებებს გისურვებ ქართველო, რაგბი ჩვენი თამაშია!

09:57 | 08.08.2018
temuchin (431)

წარმატებები ნიკოლოზ, გული არ გაიტეხო ძმა!

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.072448
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X