სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
მზარდი საქართველო

0:04 | 12.07.2018 | ნანახია 2337 - ჯერ

რაგბის ზაფხულის თასი 2018
საქართველო XV | არგენტინა XV | ბრაზილია | რასინგ 92

ცხელი სარაგბო ზაფხული გრძელდება საქართელოში - ივლისის ბოლოს თბილისი ოთხთა ტურნირს უმასპინძლებს - რაგბის ზაფხულის თასი | Rugby Summer Cup 2018 საქართველოში პირველად იმართება. ტურნირის ორგანიზატორი საქართველოს რაგბის კავშირია და ჩვენი სურვილია, რომ ამ ასპარეზობამ ყოველწლიური ხასიათი მიიღოს.

რადგან ევროპის ტოპ-კლუბებმა მასში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს, არაა გამორიცხული, რომ სამომავლოდ მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდოს და შესაბამისად, ფორმატიც შეიცვალოს.

წლევანდელი ტურინისის სპონსორები თი ბი სი ბანკი და რაგბი თივი არიან და მასში ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას - ფრანგული ტოპ 14-ის გრანდი ‘რასინგ 92’ (Racing 92), ბრაზილიის ეროვნული ნაკრები და არგენტინა XV, ხოლო მეოთხე გუნდი იქნება ‘საქართველო XV’ (‘A’ ნაკრები, ყოფილი მზარდი საქართველო).

ტურნირის შესახებ

ტურნირი ორ ტურად - 28 ივლისსა და 3 აგვისტოს ‘მიხეილ მესხზე’ გაიმართება.

28 ივლისს საქართველო XV არგენტინა XV-ს, ხოლო ‘რასინგი’ ბრაზილიის ნაკრებს შეხვდება;

3 აგვისტოს ‘რასინგი’ არგენტინა XV-ს ეთამაშება, საქართველო XV კი ბრაზილიას შეხვდება.

მოგებული გუნდი 4 სატურნირო ქულას მიიღებს და თუ გამარჯვებული მეტოქეს 3-ზე მეტ ლელოს გაუტანს, ერთ ბონუს ქულასაც მიითვლის. 7 და ნაკლები ქულით მარცხი ასევე 1 ქულად ფასობს, ხოლო ფრეზე ორივე გუნდი 2-2 ქულას ჩაიწერს.

გარდა გამარჯვებული გუნდისა, გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, მელელოვე და მექულე.

მონაწილეების შესახებ

საქართველო XV-ს, რომელიც საქართველოს „ა“ ნაკრებისა და ‘მზარდი საქართველოს’ სამართალმემკვიდრეა, ვეტერანი ბორჯღალოსანი ბესიკ ხამაშურიძე გაწვრთნის. მას ბექა ყურაშვილი და დავით ნემსაძე დაეხმარებიან, მენეჯერი კი ლექსო იორდანიშვილია. ამ ეტაპზე გუნდი დიდი 10-ის მოთამაშეებით დაკომპლექტდება და ლეგიონერები გამოძახებული არ იქნებიან.

არგენტინა XV-ს, იგივე „ა“ ნაკრებს და ‘იაგუარებს’ თბილისში არაერთხელ უთამაშია. 2005, 2008 და 2009 წლებში, ის ‘ჩერჩილის თასზე’ თამაშობდა; რეგულარულად მონაწილეობს ‘მსოფლიო რაგბის ერთა თასზე’, როგორც რუმინეთში, ასევე თბილისში, ერთი თვის წინ კი ‘ერთა თასზე’ ურუგვაიში ითამაშა; ის ასევე მონაწილეობს ამერიკის ექვს ერში აშშ-ს, კანადის, ურუგვაის, ჩილესა და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად. 2009-2014 წლებში ტურნირში ოთხი გუნდი იღებდა მონაწილეობას და არგენტინა ყველა ჯერზე ჩემპიონი გახდა. 2016 წლიდან ტურნირი 6-გუნდა გახდა და არგენტინა XV კვლავ პირველი იყო, წელს და შარშან კი, მეორე ადგილს დასჯერდა (ჩემპიონი აშშ გახდა).

რასინგი 92 ფრანგული ტოპ 14-ის 6-გზის ჩემპიონია. კლუბი 128 წლის წინ, 1890 წელს დაარსდა. ბოლოს ის ქვეყნის ჩემპიონი 2016 წელს გახდა. გასულ სეზონში პარიზულმა კლუბმა რეგულარული გათამაშება მეორე ადგილზე დაასრულა, თუმცა ნახევარფინალში დამარცხდა. წელსვე ‘რასინგმა’ ჩემპიონთა თასის ფინალი ითამაშა და ‘ლენსთერთან’ 12:15 დამარცხდა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალში გუნდმა 2016 წელსაც ითამაშა. მაშინ მას ‘სარასენსმა’ 21:9 მოუგო.

ამ გუნდის შემადგენლობაში არაერთ საერთაშორისო დონის ვარსკვლავს უთამაშია, მათ შორისაა ტესტ-მატჩების ისტორიაში საუკეთესო მექულე, ახალ ზელანდიელი დენ კარტერი. გუნდის შემადგენლობაში არიან ფრანგები: დიმიტრი შარჟევსკი, მაქსიმ მოშენო, ჰენრი ჩავენსი, ვირიმი ვაკატავა და ბერბარდ ლე რუ, ფიჯელი ლეონე ნაკარავა და ბენ ვოლავოლა, სამხრეთ აფრიკელი პეტ ლემბიე, შოტლანდიელი ფინ რასელი, არგენტინელი ხუან იმჰოფი, ზელანდიელი ჯო როკოთოკო, ირლანდიელი საიმონ ზიბო და სხვა.

‘რასინგში’ თამაშობს ქართველი ბურჯი ვასილ კაკოვინი. სხვადასხვა დროს ამ კლუბის ღირსებას იცავდნენ ბორჯღალოსნები დავით ხინჩაგიშვილი, გიორგი ჩხაიძე და მამუკა მაგრაქველიძე.

Rugby Summer Cup-ს ‘რასინგი’ მომავალი სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილავს.

ბრაზილიის ნაკრები ბოლო წლებში საგრძნობ პროგრესს განიცდის, განსაკუთრებით 7-კაცა რაგბში. 15-კაცა ნაკრები მოცემული მომენტისთვის მსოფლიო რეიტინგში 26-ე ადგილზეა. გუნდი რეგულარულად მონაწილეობს ამერიკის ექვს ერში და ‘მსოფლიო რაგბის’ დახმარებით, უკანასკნელ წლებში რეგულარულად მართავს მაღალი დონის ტესტ-მატჩებს.

საქართველოს რაგბის კავშირი

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:08 | 16.07.2018
deqstera (86)

მეგობრებო,
ნოემბერში "იტალია-საქართველოს" თამაშზე თუ აპირებთ ვინმე წასვლას, ან თუ იცით რაგბის ფედერაცია უწევს ორგანიზებას?? უფრო ბილეთების ამბავში მაინტერესებს wizzair-ით ვიჩალიჩო თუ რამე უკეთესი შეიძლება გამოჩნდეს

16:21 | 17.07.2018
BEERTRANCE (1073)

ვიზეარმა ააგდო უკვე ფასები

21:24 | 17.07.2018
deqstera (86)

7ში წასვლა რაც ჯდება, იგივე თანხა ჯდება 14ში წასვლა და 19ში უკან დაბრუნება ერთად, 19ზე იაფი ღირს 21-23ში უკან დასაბრუნებელი...

08:20 | 15.07.2018
ogafa (407)

პრო 14 ტი საინტერესო იქნება

14:33 | 13.07.2018
ilarioni (138)

ჩემი აზრით მსგავსი ფორმაციის ნაკრებები უნდა ემსახურებოდეს უახლოესი სანაკრებო რეზერვის გამოვლენას ან იმ ბიჭების კიდევ ერთხელ გამოცდეს, ვისაც ტრავმის ან სხვა მიზეზების გამო აღარ მოუწია ბოლო დროს ნაკრებში თამაშმა. მათიაშვილი, ვფიქრობ, იმ კატეგორიის მორაგბეა, რომ მსგავსი ფორმაციის ნაკრებში თამაშით კი არ უნდა აიმაღლოს დონე, ვინაიდან ეს ერთი-ორი თამაში მას არაფერს მოუტანს, არამედ უბრალოდ უკეთეს ლიგაში უნდა ასპარეზობდეს. ეს ტურნირი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ერთი ხანობა ჩვენ ჩართვას დავუკავშირე პრო 14, ვიფიქრე ხომ არ ისინჯება ნიადაგი იმასთან დაკავშირებით, თუ რა დონეზე არიან ეროვნულ ნაკრებში მოასპარეზე მორაგბეები და რამდენად შეუძლიათ მათ კონკურენცია გაუწიონ პრო 14 კლუბებს. ვფიქრობ ბევრი რამ გამოჩნდება, ვინაიდან არგენტინის XV, ვიცით რა გუნდიცაა, სერიოზული დაპირისპირება იქნება

09:25 | 13.07.2018
ilarioni (138)

jora84 (88, მართალი ხარ, ვინაიდან ეს სტატია ბევრად უფრო ადრე სხვა სპორტულ პორტალზე წავიკითხე, სადაც სამწვრთნელო შტაბი არ ეწერა, აქ მართალი გითხრა დაწვრილებით აღარ გადამიკითხავს. გმადლობ მითითებისთვის. ძალიან კარგი ხამაშურიძე თუ იქნება მწვრთნელი. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მეორე ნაკრებთან დაკავშირებით ბოლომდე ვერა და ვერ ჩამოვყალიბებულვართ. ჯერ იყო და უახლოეს რეზერვს, ან სულაც ნაკრების ხალხს ვათამაშებდით ხოლმე, რომელშიც ლეგიონერებიც შედიოდნენ, მერე თუ გახსოვთ ერთი ხანობა მზარდი საქართველო დაერქვა სადაც თუ არ ვცდები მხოლოდ 25 წლამდე ახალგაზრდები გამოდიოდნენ. ეხლაა და მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატიდანო, მოკლეთ შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჯერ კიდევ არ ვიცით რა გვინდა. ჩემთვის პირადად ნაკლები აზრი აქვს თუ ამ ნაკრებში მათიაშვილი, ხმალაძე და ასე შემდეგ იასპარეზებენ, მაშასადამე ეროვნული ნაკრების ძირითადის მოთამაშეები, რომელთა საქმე და შესაძლებლობები ისედაც გარკვეულია. არამედ მნიშვნელოვანია იმ ბიჭების გამოცდა, რომლებსაც ჰეიგი დიდი ხანია აქეთ იქით დააპროწიალებს და ან ცოტა დრო მიეცათ ნაკრებში თამაშის ან საერთოდ არ მისცემიათ დრო + 20 წლამდელთა ნაკრების ბიჭების გამოცდა ეროვნულ დონეზე, რათქმაუნდა ვინც მზად არის ამისთვის, ვინაიდან ჩემი აზრით ახალგაზრდული ნაკრებიდან ბევრი უნდა დაწინაურდეს ეროვნულში და მათთვის კარგი შანსი იქნებოდა დაემტკიცებინათ, რომ შეძლებენ და იმსახურებენ ეროვნულში თამაშს.

13:42 | 13.07.2018
jora84 (183)

შემადგენლობა ჯერ არ გაცხადებულა, ასე რომ კონრეტიკა რთულია.
რაც შეეხება არჩევანის არეალს ლოგიკურიცაა დიდი 10-დან რომ იქნება, მარტივი მიზეზის გამო, ყველა ლეგიონერი დაკავებული გვყავს კლუბების შეკრებებზე, ერთადერთი ვარიანტია ფედერალიდან თუ დაუძახებენ ვინმეს, იქ სეზონი სექტემბრის შუა რიცხვებში იწყება. ხმალაძე არა, მაგრამ აი მათიაშვილს თუ არბენინებენ მაქ არაფერი არ დაშავდება, ჰაერივით ჭირდება გამოცდილება და კლასის ამაღლება.

17:08 | 12.07.2018
tengocie (60)

+1

11:40 | 12.07.2018
ilarioni (138)

მშვენიერია. კარგი შესაძლებლობაა უახლოესი რეზერვისთვის. კარგი იქნება თუ ტრადიციული გახდება; და კიდევ კარგი იქნება შვიდკაცაშიც, რომ ტარდებოდეს ხოლმე ჩვენთან რამე სერიოზული ტურნირი. არ მესმის ავჭალაში რატომ არ იმართება, სტადიონი მაინც შეივსებოდა. საინტერესოა რა გუნდს გამოვიყვანთ და ვინ იქნება მწვრთნელი. მე თუ მკითხავთ ილია მაისურაძის გუნდს ვისურვებდი სამრწვთნელო შტაბში და რაც შეიძლება მეტ მოთამაშეს ახალგაზრდული ნაკრებიდან განსაკუთრებით უკანა ხაზში და არა მხოლოდ. სერიოზული თამაშები იქნება. ყველამ კარგად ვიცით რას წარმოადგენს ხაგუარესი, მოუთმენლად ველი შემადგენლობის გამოცხადებას.

ძალიან კარგი სიურპრიზი და წამოწყებაა. აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და გაიზარდოს

17:40 | 12.07.2018
jora84 (183)

სტატიაში ამომწურავად წერია იმის შესახებ თუ: ვინ იქნება მთავარი მწვრთნელი, მისი ასისტენტები და საიდან მოხდება შემადგენლობის არჩევა.

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.087493
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X