სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
20-წლამდელები

23:48 | 13.06.2018 | ნანახია 4180 - ჯერ

თორნიკე ჯალაღონია - საუკეთესო მბოჭავი

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, საუკეთესო მბოჭავების სიას თორნიკე ჯალაღონია ლიდერობს. მან 4 მატჩში 61 ბოჭვა შეასრულა და 4-ით უსწრებს უახლოეს მდევარს.

8-8 გარდასახვა აქვთ გელა აფრასიძეს, ჩარლი ჩეპმენს (შოტლანდია) და ჰარი პლუმერს (ახალი ზელანდია). აფრასიძე მესამე ადგილზეა ოფლოუდებში - 7 და 4-ით ჩამორჩება ჯორდან ჯოზეფს. საუკეთესო მელელოვეთა დავაში 3 ლელოთი მე-4 ადგილზეა დემე თაფლაძე 2-ით ჩამორჩება ლიდერებს - იტალიელ ჯოვანი დ’ონოფრიოს და სამხრეთ აფრიკელ სიმელანეს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ტურში უმცროსი ბორჯღალოსნები მე-9 ადგილისთვის შოტლანდიას ერკინებიან

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:08 | 14.06.2018
shotai-olimpi (89)

ფრენჩაიზს არ ვემხრობი, უაზროდ დიდი ფული დაგვიჯდება და კაცმა არ იცის გაამართლებს თუ არა!! უფრო ეროვნული ჩემპიონატის განვითარებას მივაწვეთ ჯობია, საპრიზო ფონდები უნდა გაიზარდოს 1-3 ადგილებისათვის. ვთქვათ პირველი ადგილისათვის 5 მილიონი ლარი არ იქნებოდა ურიგო, კლუბები ერთმანეთს დახოცავდნენ ჩემპიონობიოსათვის და კონკურენციაში ხარისხიც აიწევდა!! სპონსორებიც უფრო ადვილად გამოჩნდებოდნენ, კლუბებს უცხოელი რეგბისტების დამატების საშუალებაც მიეცემოდათ.

12:52 | 14.06.2018
erovnuli-nakrebi (224)

საერთოდ უაზრობაა მსგავსი სახელის დარქმევა. იბერია, კოლხიდა, ქართლის დედა, ცოტნე დადიანი და ა.შ. უნდა დავივიწყოთ. თუ მართლა შეიქმნა ასეთი პრეცენდენტი, უმდა დაერქვას რამე თანამედროვე სახელი

15:49 | 14.06.2018
ოვალური კორბენი (276)

"დაუოკებელი ჩურჩხელები" როგორია ? თან ფორმაც შინდისფერი დავიტოვოთ, თემატურია.

14:32 | 14.06.2018
geogoli (367)

მე სუპერ რაგბის ტენდენცია არ მომწონს - ცხოველთა სამყაროა გამოფენილი (აფრიკელთა მხრიდან). ლოგოზე რო თავგასიებული ზვიგენი ან კბილდაკრეჭილი მგელი გახატია ზოოპარკის გუნდი ხო არ ხარ.

14:14 | 14.06.2018
პანტელეიმონი (1218)

ხო, "იბერია" არ გვინდა რამე სვეცკური ჯობია

12:32 | 14.06.2018
krasni (587)

ამ ბიჭების ახლანდელი ასპარეზობა, მართლაც საცოდაობაა გაელვებასავით რომ დარჩეს. რა გახდა ერთი ფრანჩაიზის გაკეთება.

11:28 | 14.06.2018
ოვალური კორბენი (276)

აუუ, საწყალი ქალები ამის ხელში

10:59 | 14.06.2018
geogoli (367)

ხომ არაფერი სიახლეა ტრანსფერებთან დაკავშირებით? შარშან აფრასიძე ტურნირის მსველობისას გადავიდა მონპელიეში.ფრანგი სკაუტები წელსაც მიადევნებდნენ თვალს ჩვენების თამაშს, მითუმეტეს საფრანგეთში არიან. შერკინების ბიჭები მჯერა რომ უკლუბოდ არ დარჩებიან მაგრამ ძალიან მინდა უკანა ხაზის გალეგიონერებაც მოხდეს. ამ ეტაპზე პრო დ2 იდეალური იქნებოდა, სათამაშო დროც ექნებათ და ლიგაც მშვენიერია

15:49 | 14.06.2018
zangura (109)

საღინაძე გადავიდა ორიაკში.

10:40 | 14.06.2018
beeq.777 (63)

ძალიან მინდა რომ ეს ბიჭი კარგ გუნდში მოხვედრას და გააგრძელოს განვითარება და წინსვლა. მინდა ეროვნულ ნაკრებში რაცშეიძლება ბევრი ბიჭი ვიხილო ამ გუნდიდან.

14:46 | 14.06.2018
ogafa (407)

+

08:39 | 14.06.2018
პანტელეიმონი (1218)

ინდივიდუალურად მართლაც გამორჩეული ბიჭები გვყავს და მიმაჩნია, რომ ზუსტად ეხლა დადგა გარდაუვალი აუცილებლობა რათა ფრანჩიზი ("ქართველი იბერიელები""Georgian Iberians") ჩამოყალიბდეს და მოველაპარაკოთ რომელიმე ცნობილ TOP ლიგას მონაწილეობაზე. იმის რესურსი ნამდვილად გვაქვს, რომ TOP ლიგებში მონაწილე ქართველების გარეშეც კონკურენტ უნარიანი კლუბი ჩამოყალიბდეს.

10:54 | 14.06.2018
geogoli (367)

ოღონდ ფრანჩაიზი შეიქმნას და სადმე მიგვიღონ და თუ გინდა ფარცხანაყანევის ომბალო ერქვას. ისე იბერიელები კარგი ვარიანტია, მარა ჯერ ფინანსები ვიშოვოთ და გუნდის სახელს ყოველთვის "ვიშოვით"

11:23 | 14.06.2018
პანტელეიმონი (1218)

დიდი ფული დღეს შოვნის ოთხი ვარიანტია:

1. ბიძომ ხეების თრევას თავი უნდა დაანებოს და ფრანჩიზი დააფინანსოს ან ჯანდაბას ხეებიც ათრიოს ოღონდ დაფინსება გამოყოს.

2. TBS-მ თვითონვე გადახედოს რაგბის ფედერაციასთან გაფორმებულ სპონსორულ კონტრაქტს და დამატებით ჩადოს ფრანჩიზის დაფინასებისთვის თანხა.

3. "საქართველოს ბანკი"-მ გაიხსენოს, რომ ის მართლაც საქართველოს ბანკია და ისიც დაუდგეს ქართულ რაგბს გვერდში და გამოყოს თანხა ფრანჩიზის დასაფინანსებლად.

4. ევროპაში თბილად მოკალათებულმა კეზერაშვილმა იქნებ თავისი სახელის "გასარეცხათ" მაინც იფიქროს იქედან ქართული საქმის კეთება და დააფინანსოს ქართული ფრანჩიზი.

11:44 | 14.06.2018
geogoli (367)

მაგ 4 ვარიანტიდან არც ერთი არ არის მგონი მიღწევადი:
1. ბიძოს თავის დროზე იმდენი აქვს რაგბისთვის გაკეთებული ალბათ ვეღარ მიადგებიან ფულზე
2. თიბისი იმდენს ხარჯავს რაგბიზე, ჯერ რო არცერთს სპონსორს აქამდე არ დაუხარჯავს და სარგებელი ალბათ ნაკლები აქვს ვიდრე ხარჯავს
3. BOG-ს როგორც მახსოვს არც ერთი სპორტი არასდროს არ დაუფინანსებია და ეტყობა მის დამფუძნებლებს არ უყვართ მაინცდამაინც ეს მიმართულება
4. კეზერაშვილი როცა საქართველოში იყო მაშინ არ აკეთებდა მსგავს რამეს და აწი მით უმეტეს

გვრჩება მეხუთე და ყველაზე მიღწევადი ვარიანტი, სახელმწიფომ უნდა გაიკრას ჯიბეზე ხელი და ნახევარ თანხას მაინც უნდა გამოვიდეს, ნახევარი თანხა კიდევ შეიძლება ვინმე სპონსორმა დადოს, თუნდაც სახელი რო იყიდოს გუნდის მე თანახმა ვიქნები - მაგალითად "ყაზტრანსგაზის არწივები", ოღონდ წლიური 2 მილიონი მაინც უნდა დადონ

12:40 | 14.06.2018
ოვალური კორბენი (276)

ფულს სუნი არ უდისო ამბობენ...
ისე, მამაშა როენამ რო თქვას მე ჩამოვდივარ გუნდისთვის მაყუთს, ოღონდ სახელად "როენას ოღრაშები" უნდა დაირქვათო ნეტა დათანხმდებიან ?

14:07 | 14.06.2018
geogoli (367)

"როენას ოღრაშები" - "Roena`s OGRashs" ინგლისურად კი ჟღერს ხო იცი და თუ გადაიხდის თანხას მე თანახმა ვარ

15:46 | 14.06.2018
ოვალური კორბენი (276)

მეც

12:23 | 14.06.2018
პანტელეიმონი (1218)

კარგი, თუ ვერ მივადგებით ბიძოს, მას ან პრემიერ მინისტრს ის მაინც ხომ შეუძლია, რომ იგივე "საქართველოს ბანკი"-ს მართველები ან ვინმე სხვა ბიზნესის წარმომადგენლები დაიბაროს და "თხოვოს" ფრანჩიზის დაფინანსება. რაც შეეხება TBC ბანკს და სხვა ბანკებს, ალბათ შენთვის არ არის ცნობილი რა რაოდენობის ოფიციალური მოგება მიიღეს, სხვა არა პროფილური საქმიანობიდან მოგებაზე რომ არაფერი ვთქვათ. რაც შეეხება სარგებელს; ბანკებს აქვთ თუ აქვთ "გასარეცხი" სახელი მოსახლეობის თვალში და ამას TBC სულ რაღაც თუ არ ვცდები 1 500 000 ლარად ახერხებს, თუმცა ჩემი აზრით ღია ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში სპონსორობაზე ეს თანხა გაცილებით ბევრი იქნებოდა.

14:11 | 14.06.2018
geogoli (367)

აბა რა გითხრა, ნატახტარი და არემჯი წელიწადში ას ან ორასს იხდინდნე სულ ცოტა ხნის წინ. მაგის მერე 1.5 მილიონი + მარკეტინგული დახმარება ცუდი არ არის.

10:45 | 14.06.2018
beeq.777 (63)

მშვენიერი აზრია +1 ხმა ჩემგან. კარგად ჟღერს “იბერიელები-IBERIANS“

01:02 | 14.06.2018
tsikura (4)

ძალიან მაგარი და ინდივიდუალურად გამორჩეული ბიჭები გვყავს. იმედია პროგრესს გააგრძელებენ რაც ყველაზე მთავარია.

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.08283
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X