სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ბორჯღალოსნები

20:48 | 1.06.2018 | ნანახია 4227 - ჯერ

"ბორჯღალოსნები" ოკეანეთში გაემგზავრნენ

‘დინამო არენაზე’ ‘ფრანგი ბარბაროსების’ 16:15 დამარცხების შემდეგ, ბორჯღალოსნები გაემგზავრნენ. დაახლოებით 31-საათიანი ვოიაჟის შემდეგ, ისინი დანიშნულების ადგილზე ჩავლენ და ‘წყნარი ოკეანის თასის’ ორი და იაპონიასთან გასამართი ტესტ-მატჩისთვის მზადებას სუვაში გააგრძელებენ.

ბოლო ორ წელიწადში ბორჯღალოსნები ოკეანეთში მეორედ გაემგზავრნენ. 2016 წლის ტურნე ჩვენი გუნდისთვის წარმატებული აღმოჩნდა. აპიაში სამოასთან ფრედ დამთავრებული (19:19) მატჩის შემდეგ, მილთონ ჰეიგის შეგირდებმა სუვაში ტონგას 23:20, ხოლო მასპინძელ ფიჯის 14:3 მოუგეს.

განახლებული ფორმატით

‘მსოფლიო რაგბის’ გადაწყვეტილებით, წელს საქართველო ტონგასთან, ფიჯისთან და სამოასთან ერთად, ‘წყნარი ოკეანის თასისთვის’ ითამაშებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ ტურნირში ევროპული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. შეიცვალა ფორმატიც და გამარჯვებული ორი ტურის შედეგად გაირკვევა.

9 ივნისს, საქართველოს დროით დილის 5 საათზე ტონგას ვეთამაშებით. ამავე დღეს, 7:30 საათზე ფიჯი სამოას შეხვდება; 16 ივნისს ტონგა სამოას ერკინება, ხოლო საქართველო 7:30 საათზე მასპინძელ ფიჯის ეთამაშება.

ტურნირზე მოქმედებს ბონუს-სისტემა: გამარჯვებისთვის გუნდი 4 ქულას იღებს, ფრეს შემთხვევაში- 2, ხოლო მეოთხე ლელოს გატანისა და 8-ზე ნაკლები ქულით მარცხისთვის ერთ ბონუს-ქულას.

თუ ორი ტურის შემდეგ ორ გუნდს თანაბარი ქულები დაუგროვდება, უპირატესობა პირისპირ მოგებას მიენიჭება.

‘წყნარი ოკეანის თასის’ დასრულების შემდეგ, ბორჯღალოსნები იაპონიაში გადაინაცვლებენ და 23 ივნისს, საქართველოს დროით 9:45 საათზე, ტოიოტაში მასპინძელ იაპონიას შეხვდებიან. შგახსენებთ, რომ 2019 წლის მსოფლიო თასის პირველ ტურში, ჩვენი გუნდი სწორედ ტოიოტაში უელსს ერკინება.

კუნძულებზე 32 მორაგბით

მილთონ ჰეიგმა მომავალი სამი შეხვედრისთვის 32 მორაგბე იახლა. იმ მორაგბეთაგან, რომლებმაც გუშინ ‘ფრანგი ბარბაროსების’ წინააღმდეგ ითამაშეს, კუნძულებზე 24 მიდის. ხაზის მოთამაშეებიდან მათ ემატებიან დავით კაჭარავა, ლაშა მალაღურაძე და გიორგი ბეგაძე, ხოლო მორკინალებიდან კახა ასიეშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, ლევან ჩილაჩავა, კოტე მიქაუტაძე და ვიტო კოლელიშვილი.

კუნძულებზე ორი წლის წინ არ იმყოფებოდნენ და წელს ითამაშებენ: ბექა წიკლაური, სოსო მათიაშვილი, ანზორ სიჭინავა, გიორგი კვესელაძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, ვასილ ლობჟანიძე, გიორგი თეთრაშვილი, გიორგი ჭყოიძე, გიორგი მელიქიძე, ლევან ჩილაჩავა, კოტე მიქაუტაძე, ვიტო კოლელიშვილი, ოთარ გიორგაძე, გიორგი ცუცქირიძე, მიხეილ გაჩეჩილაძე და გურამ შენგელია.

ტრავმას იშუშებს და ნოემბრამდე ვერ ითამაშებს მერაბ შარიქაძე, თუმცა როგორც გუნდის კაპიტანი, ის ფიჯისა და იაპონიაში ბორჯღალოსნებთან ერთად იქნება.

საქართველოს ბორჯღალოსნები

2018 * რაზმი ივნისის სამ-მატჩა ტურნესათვის [ტონგა | ფიჯი | იაპონია]

ბოლო განახლება [ 16:15 ფრანგი ბარბაროსები @ 31/05_2018 ]

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

უკანა ხაზი [ბექები]

მერაბ კვირიკაშვილი

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1983

111

16ლ 147გ 150ჯ 3ა [833 ქ] 5სბ

სანდრო თოდუა

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1987

72

10ლ 2სბ

ბექა წიკლაური

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1989

30

5ლ 24გ 15ჯ 2ა [124 ქ]

სოსო მათიაშვილი

აკადემია [საქ დ 10]

1993 10

5ლ 16გ 14ჯ [99 ქ]

ანზორ სიჭინავა

აკადემია [საქ დ 10]

1995

7

3ლ სბ

დავით კაჭარავა

ენისეი [რუს სუპერ]

1985

109

22ლ [4 კაპ] 3სბ

ლაშა მალაღურაძე

კრასნი იარ [რუს სუპერ]

1986

84

4ლ 40გ 25ჯ 3ა [184 ქ] 2სბ

თამაზ მჭედლიძე

აჟენ [სფრ ტოპ 14]

1993

47

6ლ სბ

გიორგი კვესელაძე

მარნეულის არმაზი [საქ დ 10]

1997 8

3ლ

10

ლაშა ხმალაძე

ბათუმი [საქ დ 10]

1988

63

8ლ 4გ [48 ქ]

10

რევაზ ჯინჭველაშვილი

მარნეულის არმაზი [საქ დ 10]

1995

8

:

9

გიორგი ბეგაძე

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1986

60

2სბ

9

ვასილ ლობჟანიძე

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1996

33

5ლ

9

ვაჟა ხუციშვილი

რუსთავის ხარები [საქ დ 10]

1993

24

:

შერკინება [ფორვარდები]

1

ზურაბ ჟვანია

სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14]

1991

33

10ლ 2სბ

1

კახა ასიეშვილი

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1987

31

5ლ

1

გიორგი თეთრაშვილი

აჟენ [სფრ ტოპ 14]

1993

9

:

2

შალვა მამუკაშვილი

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1990 55

5ლ სბ

2

ჯაბა ბრეგვაძე

სან’ვულვზ [იაპ ზე 15]

1987

49

2ლ 2სბ

2

გიორგი ჭყოიძე

გორის ჯიქი [საქ დ 10]

1991

4

:

3

ლევან ჩილაჩავა

ტულონ [სფრ ტოპ14]

1991

39

7ლ სბ

3

ირაკლი მირცხულავა

უაიონაკს [სფრ ტოპ 14]

1988 12

:

3

გიორგი მელიქიძე

სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14]

1996

8

2ხ

გიორგი ნემსაძე

ოსპრეიზ [უელ პრო 14]

1984

82

13ლ [6 კაპ] 6სბ

2ხ

შალვა სუთიაშვილი

ანგულემ [სფრ პრო დ2]

1984

67

2ლ [15 კაპ] 3სბ

2ხ

კოტე მიქაუტაძე

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1991

54

2ლ 3სბ

2ხ

ნოდარ ჭეიშვილი

შონბრი [სფრ ფედ1]

1990

12

:

3ხ

ვიტო კოლელიშვილი

კლერმონ [სფრ ტოპ 14]

1989

48

4ლ [1 კაპ] 2წბ 6სბ

3ხ

ოთარ გიორგაძე

კლერმონ [სფრ ტოპ 14]

1996

11

2ლ

3ხ

გიორგი ცუცქირიძე

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1996

8

სბ

3ხ

მიხეილ გაჩეჩილაძე

ენისეი [რუს სუპერ]

1990 6

2ლ

3ხ

გურამ შენგელია

გორის ჯიქი [საქ დ 10]

1992 2

:

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:19 | 03.06.2018
kelbo (21)

ტოჩი ჩამოდის ორშაბათს 11:45-ზე
სუმომანთა კლუბი მივდივართ დასახვედრად
საკმაოდ მოუხერხებელი დროა ვინც მუშაობს იმათთვის მარა თუ მოგეცათ საშუალება, რაც მეტი ვიქნებით მით უკეთესი
მოკლედ, გეგმა არის ასეთი:
ორშაბათს დილით, 09:30-დან 10:00-მდე იკრიბებიან ბარათაშვილის ქუჩაზე, ე.წ. "კონკასთან", საიდანაც 10:05-ზე ავტობუსებით წავლენ აეროპორტისკენ.
ავტობუსებით წასვლა წამოსვლის საკითხი მოგვარებულია.
0?'>https://www.google.ge/maps/place/კონკა+Konka/@41.6961763,44.8048914,18z/data=!4m12!1m6!3m5!1s0x0:0xf27796ca7216c57!2z4YOX4YOQ4YOV4YOY4YOh4YOj4YOk4YOa4YOU4YOR4YOY4YOhIOGDm-GDneGDlOGDk-GDkOGDnOGDmA!8m2!3d41.6934362!4d44.8014844!3m4!1s0x40440ce4f920da7b:0x919faa36ec1d577d!8m2!3d41.6964224!4':'>https://www.google.ge/maps/place/კონკა+Konka/@41.6961763,44.8048914,18z/data=!4m12!1m6!3m5!1s0x0:0xf27796ca7216c57!2z4YOX4YOQ4YOV4YOY4YOh4YOj4YOk4YOa4YOU4YOR4YOY4YOhIOGDm-GDneGDlOGDk-GDkOGDnOGDmA!8m2!3d41.6934362!4d44.8014844!3m4!1s0x40440ce4f920da7b:0x919faa36ec1d577d!8m2!3d41.6964224!4'))

19:04 | 02.06.2018
თორღვა პანკელი (387)

2016-ტი წლის იმ წარმატებულ ტესტებში კუნძულელებთან ბიწაძე ერთერთი გამორჩეული იყო, ასე რომ ვფიქრობ, ბექა მარქაფაში მაინც უნდა ჩაესვა მელიტონს.

18:15 | 02.06.2018
Dato505 (22)

ბიწაძეზე რჩება კითვის ნიშნები. 8 ნომერზე ალბათ გაჩეჩილაძეს ათამაშებს.
ფრუიძე, როგორც მე ვიცი, 7 კაცას დაუთმეს.

15:24 | 02.06.2018
rachuka (32)

შემადგენლობა მეტნაკლებად ოპტიმალურია მაგრამ 8 ნომერი არ გვყავს, გორგაძე ტრამვის მერე ჯერ ფორმაში არ არის, ლომიძე მემგონი დაოჯახდა და მაგიტომ ისვენებს მაგრამ ბიწაძე რატომღა აღარ არის? ფრუიძის არ წაყვანაც არ მესმის მშვენიერი სეზონი ქონდა კლუბში ჩელენჯ ქაფზეც კარგად გამოვიდა. იმედი მაქვს ბეგაძეს ათამაშებს მილტონა თუნდაც ძირითადში დააწუებინებს ვასკას აშკარად მოკლებული აქვს ალბათ სათამაშო პრაკტიკის ნაკლებობის ბრალია

14:10 | 02.06.2018
Dato505 (22)

უფრო მეტი ინფორმაციაა საჭირო შემადგენლობსსთან დაკავშირებით. მაგ. რატომ არ არიან 3 ნომერზე ქუბრიაშვილი და ფეიქრიშვილი - აღარ ვიწვევთ. ან მესამე ხახში ლომიძე და ბიწაძე. სერიოზული ტესტებია და შემადგენლობა მიახლოებული უნდა იყოს ოპტიმალურთან.

16:05 | 02.06.2018
dominici99 (94)

გეთანხმებით, ნამდვილად მეტი ინფორმაციაა საჭირო. ისე, მე ვიცოდი, რომ ქუბრიაშვილი იქ დაემატაება, ტოპ 14ს მერე. ფინალში ხომ თამაშობს? ფეიქრიშვილი არ ვიცი, საინტერესოა.

14:03 | 02.06.2018
ოვალური კორბენი (276)

მართლაც ურთულესი ტესტები გველის. ზღვისრეთელები მაგრად დავაბეჩავედ ბოლო დროს და უეჭველად რევანშის აღების ხასიათზე იქნებიან. იაპონელებზე ხო არც ღირს საუბარი - უკვე კარგა ხანია მათი გონება შინაურ მსოფლიო თასს დასტრიალებს და გიჯური მზადების პროცესში არიან.
პ.ს ნარიაშვილის "მონპელიე" დღეს თამაშობს ტოპ 14-ის ფინალს და ალბათ მერე დასვენებაც ერგება.

13:40 | 02.06.2018
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებთ ბიჭებო ! ! !

12:34 | 02.06.2018
გუგა80 (177)

მოკლედ სერიოზული ტესტებია!!!
ალბათ რაც ტესტ სერია გვქონია (3 თამაშისგან შემდგარი), ყველაზე სერიოზულია.
ჩემი როგორც მომთხოვნი გულშემატკივრის (მომთხოვნი ვარ იმიტომ რომ გავცემ უსაზღვროდ ბევრ უძვირფასესს რაც მაქვს: ნერვულ უჯრედებს) მოთხოვნაა:
* მაქსიმუმი = 3 მოგება;
* კარგი შედეგი = 2 მოგება;
* ცუდი შედეგი = 1 მოგება;
* კატასტროფა = 3 წაგება;
* კატასტროფა = რეიტინგში დაქვეითება;
* მისაღები შედეგი = 1 თამაშის მოგება, თუმცა რეიტინგში ქულების შენარჩუნება.

17:55 | 04.06.2018
GiorgiG83 (525)

3 მოგება მაქსიმუმიო... მგონი კაი მაგარი ფანტასტიკაა
2 მაგარი შედეგი
1 - დამაკმაყოფილებელი
3 - წაგება კი სამწუხარო მარგამ არა კატასტროფა


რეიტინგიც გვინდა, განვითარებაც, ახალი სახეებიც, ნარიაშვილიც, ასეიშვილის და კაკოვინიც, მატარაძესტან ერთად და ამდენი ერთბაშად ვერ გამოდის

10:59 | 02.06.2018
qomagi (248)

მიშა ნარიაშვილი, ანტონ ფეიქრიშვილი, ფრუიძე რატომ არ არიან? კაკოვინზე არავინ გვაღირსა წესიერი პასუხი. ჭორის დონეზე ვიცით რომ კამათი მოუვიდა მელიტონთან.ხატიაშვილის გამოცდაც არ იქნებოდა ურიგო

11:19 | 02.06.2018
jora84 (183)

ფრუიძის ანტონთან და მითუმეტეს ნაროსთან ერთ კონტექსტში მოხსენიება ცოტა უხერხულია კარგია ნაროს რომ ასვენებენ, 3 წელი გადაბმულად თამაშობს. კაკოვინზე ის ხდება რაც დაწერე ცოტა რთულ ფორმებში ოღონდ. ხატიაშვილი რავი, მასზე წინ სხვები დგანან სიაში.

09:56 | 02.06.2018
BEERTRANCE (1073)

აბა თქვენ იცით

22:04 | 01.06.2018
erovnuli-nakrebi (224)

რაგბის კავშირს უთქვია, აქციას არ უერთდებითო, პოლიტიკური ელფერი დარავსო. ხალხი გაღიზიანებულია ამის გამო. ვინმემ თხოვა ამათ აქციაზე მისვლა? რატომ წანოხტნენ ვერ გავიგე. დაწერეთ აბა ვინმემ თუ იცით რაშია საქმე

22:18 | 01.06.2018
jora84 (183)

მანიპულირებდნენ მავანნი, თამაშის მერე მორაგბეები აქციაზე მოდიანო და მაგიტომ გაკეთდა ეგ განცხადება. სწორი იყო თუ არა განცხადების გაკეთება ეგ სხვა საკითხია.

22:27 | 01.06.2018
erovnuli-nakrebi (224)

ხო მარა, ვიღაცის ნალაპარაკებზე რაღა საჭირო იყო ეგ კომენტარი როცა ასეთი გაცხელებულია ხალხი

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.086045
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X