სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
სხვა

21:32 | 18.05.2018 | ნანახია 4909 - ჯერ

რუსეთმა საქართველო რეგიონის ლიდერად აღიარა
მოლაპარაკებები ახალი ტურნირის ფორმატზე

რუსეთის რაგბის კავშირი საქართველოს რეგიონის ლიდერად აღიარებს და აღნიშნავს, რომ ახალი საერთაშორისო ტურნირი მის გარეშე ვერ დაარსდება.

საუბარია ახალი საკლუბო ტურნირის შექმნის შესაძლებლობაზე, სადაც 10-მდე ქვეყნის გუნდი ითამაშებს, მათ შორის საქართველოს, რუმინეთის, რუსეთის, უკრაინის და ა.შ.

აღნიშნულთა დაკავშირებით მოსკოვში მყოფმა სრკ-ს პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და რუსეთის რაგბის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, კირილ იაშენკომ პირველი მოლაპარაკებები გამართეს.

„ერთ რამეში თანამოაზრეები ვართ - ახალი საერთაშორისო საკლუბო ტურნირი უნდა შედგეს. მასში მონაწილე ქვეყნებსა და კლუბებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ერთი რამის თქმა ახლავე შეგვიძლია - საქართველოს გარეშე ეს ტურნირი ვერ შედგება. კონსულტაციები გაგრძელდება და ვიმედოვნებ, უახლოეს თვეებში ქართულ მხარესთან წერილობით შეთანხმებას მივაღწევთ, რის შემდეგაც კონკრეტულ დეტალებს განვიხილავთ. წინ რთული სამუშაო გველის, რომელიც მინიმუმ 2-3 წელი გაგრძელდება“ - ამბობს იაშენკო.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (24)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:48 | 23.05.2018
maxo_65 (458)

კიდევ, შვიდკაცას მივაქციოთ ყურადღება...ასე მგონია მოვალეობის მიზნით ვთამაშობთ არ გვაინტერესებს

20:47 | 23.05.2018
maxo_65 (458)

ამათთან არც ტურნირი უნდა გვინდოდეს არც ამ ტურნირიდან აღებული ფული და ნეტავ სანაკრებო დონეზეცც არ ვთამაშობდეთ..ჩვენ და რუსები ძალიან დავცილდით ერთმანეთს ყველანაირად და საერთოდაც არ უნდა მივაქციოთ ყურადღება არც მათ ფორუმებს და არც ტურნირებს და არც მათ გამოთქმულ აზრებს...ჩვენ გვაქვს გახსნილი კარი ევროპაში საკლუბო რაგბში, შევეცადოთ მოვიზიდოთ უფრო მეტი თანხები და ასე განვითარდეთ...

15:18 | 21.05.2018
ICEMAN (162)

რათქმაუნდა წაადგება ეს ტურნირი ჩვენს გუნდებს მაგრამ არა იმდენად რამდენადაც ევროტურნირებზე ასპარეზობა, ხოდა შესაბამისად მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ვიასპარეზოთ თუ რაიმე ისეთ კონტრაქტს გაგვიფორმებენ რომ ხარჯის მაგივრად პირიქით ფინანსური მოგება ვნახოთ

23:49 | 20.05.2018
პანტელეიმონი (1218)

ბატონებო, ამ რამდენიმე დღიანმა დისკუსიამ უამრავი კითხვები გააჩინა და იქნებ სრკ-ის პრეზიდენტმა ან ვინმე სხვამ სრკ-დან გააკეთოს დამატებითი განმარტებები, თუ რა მიზანს ისახავდა მოსკოვში ვიზიტი და რა ხედვა აქვს სრკ-ს ხელმძღვანელობას რრფ-ს ინიციატივასთან დაკავშირებით.

ამასთან, ბატონ გოჩა სვანიძეს და მთლიანად სრკ-ს მოვუწოდებ მეტი კომუნიკაციისკენ გულშემატკივართან (პირველ რიგში მედიის მეშვეობით) ! ! !

13:08 | 20.05.2018
kommarkos (35)

რა დროის კლუბური ტურნირია! 7 კაცაა მისახედი სერიოზულად საზიზღრად თამაშობენ!!!სოფლის სამოყვარულო გუნდი უფრო კარგად ითამაშებდა, ყველასთან აგებენ!

11:33 | 20.05.2018
არჩილ სოხუმელი (484)

რუსები დიდი ოსტატები არიან პროვოკაციების. ვთქვათ რუსეთის დელეგაციიდან, კლუბის მორაგბეებიდან, ჟურნალისტებიდან ან გულშემატკივრებიდან ვინმე იყო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში, რა უნდა მოვიმოქმედოთ მაშინ? ხომ არსებობს კანონი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ - ოკუპაციის კანონი? ასეთი პიროვნების შემოშვება არ შემოშვებას სათავისოდ გამოიყენებენ რუსები, თავისებურად ახსნიან. მახსოვს ერთი რუსის სიტყვები - სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებში რუსული ენა იდევნებაო, შევიწროვებულია და კვლავ, რომ გავრცელდეს მანდ რუსული ენა და რუსული გავლენა საჭიროა რუსული პროექტების გახსნა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვაო. ამით გინდა არ გინდა რუსული ენა ფართოდ შემოვა. რუსეთში დღეს სჯერათ, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი უკვე საბოლოოდ ჩამოაშორეს საქართველოს და ეს საკითხი სათავისოდ უკვე გადაწყვეტილია საბოლოოდ, თანაც ქართველი ხალხი შეგუებულია რუსეთის მიერ ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების საქართველოდან ჩამოშორებს და ქართველებმა მივიღეთ რუსული "ახალი რეალობა". ქართველებმა თავი უნდა დავანებოთ "არარეალურ ოცნებებს" და რუსებთან "საქმიანი" ურთიერთობები დავამყაროთ.

03:50 | 20.05.2018
არჩილ სოხუმელი (484)

ვეთანხმები აზრს - ჩატარდეს გამოკითხვა გვსურს თუ არა ამ ტურნირზე ჩართვა. კარგი იქნება თუ საიტებიstripslashes((strlen('www.worldsport.ge')>0?' www.worldsport.ge':' www.worldsport.ge')) დაstripslashes((strlen('www.rugby.ge')>0?' www.rugby.ge':' www.rugby.ge')) ჩაატარებენ ამ გამოკითხვას ერთდროულად, შეიძლება სხვა საიტებიც ჩაერთონ. დარწმუნებუკი ვარ საღად მოაზროვნე ყველა ქართველი იქნება რაგბის მოყვარული თუ არა უარს იტყვის რუსეთთან ნებისმიერ ტურნირზე ჩართვაზე, უფრო სწორად რუსების მიერ ორგანიზებულ ჩემპიონატებზე. ვითომ არაა ეს არც დ.ს.თ. (СНГ) ჩემპიონატი, არც ყოფილი სსრკ-ს ქვეყნების ჩემპიონატი, მაგრამ ვიცი რუსები ამასაც სათავისოდ გამოიყენებენ.

03:13 | 20.05.2018
არჩილ სოხუმელი (484)

ვეთანხმები აზრს - ჩატარდეს გამოკითხვა გვსურს თუ არა ამ ტურნირზე ჩართვა. კარგი იქნება თუ საიტებიstripslashes((strlen('www.worldsport.ge')>0?' www.worldsport.ge':' www.worldsport.ge')) დაstripslashes((strlen('www.rugby.ge')>0?' www.rugby.ge':' www.rugby.ge')) ჩაატარებენ ამ გამოკითხვას ერთდროულად, შეიძლება სხვა საიტებიც ჩაერთონ. დარწმუნებუკი ვარ საღად მოაზროვნე ყველა ქართველი იქნება რაგბის მოყვარული თუ არა უარს იტყვის რუსეთთან ნებისმიერ ტურნირზე ჩართვაზე, უფრო სწორად რუსების მიერ ორგანიზებულ ჩემპიონატებზე. ვითომ არაა ეს არც დ.ს.თ. (СНГ) ჩემპიონატი, არც ყოფილი სსრკ-ს ქვეყნების ჩემპიონატი, მაგრამ ვიცი რუსები ამასაც სათავისოდ გამოიყენებენ.

01:16 | 20.05.2018
kobaSP (45)

წავიკითხე კომენტარები. აგრეთვე რუსულ გვერდზეც. (მიუხედავად იმისა, რომ მათი ენა საკმაოდ კარგად ვიცი, არ ვერთვები მათთან "პოლემიკაში" რეცენზიის თუ კომენტარის სახით) ერთი კუთხით რო შევხედოთ- თვითონ მატჩების გამართვა რატომაა ცუდი? პირიქით, მეტი სათამაშო პრაქტიკა კლასს აამაღლებს სხვადასხვა სტილის კლუბებთან თამაშისას. მაგრამ აქ მეორე მხარეა: (ალბათ უფრო პირველი, რადგან უმტავრესია) არ ღირს რუსებთან არანაირი ალიანსი. თუნდაც სპორტული. შესაძლოა რომელიმემ ისევ ბანალურად თქვას: "პოლიტიკა და სპორტი სხვა თემააო" მაგრამ არა... არა! კარგა ხანია სპორტი პოლიტიკაა... მისი ნაწილია. ვიცით ჩვენ რუსების ყველა მეთოდი. როგორც თვითონვე ამბობენ: "плавали, знаем". ჯერ კიდევ სსრკ-ს დროიდან (გნებავთ ცივი ომის დროს) დაიწყო საბჭოეთში სპორტის პოლიტიზირება და არამხოლოდ იქ. მას შემდეგ პოლიტიკა სპორტის განუყოფელი ნაწილი გახდა კომპლიქტურ მხარეებს შორის. ნებისმიერი სპორტ.ღონისძიებისას. კრივი იქნება, წყალბურთი თუ რაგბი... არ ღირს რუსებთან არანაირი გაერთიანება შეერთება. საქართველოს რაგბი სწორი კუთხით ვითარდება და ამას ნაკრები წლიდან წლამდე საქმით ამტკიცებს. დრო გვინდა აქაც და საკლუბოც განვითარდება რუსების გარეშეც. "თითი რო გაუშვირო ხელს მოგაჭამენ" ეგეთი ღორი ერია ზოგადად. (რა თქმა უნდა მის მცირე პატიოსან მოსახლეობას და ინდივიდებს აქ არ ვთვლი) გნებავთ სოჭის მხარე ავიღოთ, მას შემდგომ სამაჩაბლო აფხაზეთი. ეს რაც შეეხება ზოგადად ორივეს. (სპორტსაც და პოლიტიკასაც) და ახლა მხოლოდ სპორტზე რომ ვთქვა არც სპორტული კუთხით არაა ეს პროექტი გამართლებული. როგორია დღეს ბათუმში გამართო მატჩი და სამი დღის შემდეგ 5 ათასი კმ.ს მოშორებით მყოფ კრასნოიარსკში? 12 საათის ფრენაზე რომ არაფერი ვთქვათ და აკლიმატიზაციაზე. მერე კიდევ უნდა იფრინო უკან იმდენივე და ბუქარესტში გაფრინდე??? სხვადასხვა კლიმატს რომ თავი გავანებოთ მხოლოდ 10 დღის მანძილზე ნაფრენ 17 ათასს კილომეტრს ეხუმრებით? და მხოლოდ ათი დღე ხო არაა ეს ტურნირი... აბსოლუტური უაზრობაა ჩემი აზრით. საქართველოს აქვს სწორი არჩევანი გაკეთებული. აგერ, კონტინენტის ფარზე გვქონდა დებიუტი. მალე იქნება იმის ფინანსებიც რომ უფრო პრესტიჟულ დონეზე გადავიდეთ.
P.S: ისე საინტერესო იქნება ამ საკითხზე გამოკითხვა ჩატარდეს... რა აზრისაა ხალხი. დარწმუნებული ვარ 90% დამეთანხმება. (თუ მეტი არა)

00:44 | 20.05.2018
test (124)

სკდებიან ბოღმით და შურით, რეალურად მეც ვარ მაგ ფორუმზე ვათვალიერებ ხოლმე რაღაცეებს და ზოგჯერ ისეთ მარაზმს ვაწყდები გული გადაუფრიალდება კაცს ყველაზე სასაცილო კი ისაა, რომ ჩვენზე კარგად იციან ჩვენი საქმეები)))))))) ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ დებილები ვგონივართ )))))))))

01:36 | 20.05.2018
პანტელეიმონი (1218)

მეც ხანდახან ვათვალიერებ ხოლმე რუგერ.ინფო-ს და ვრწმუნდები, რომ ასეთ ფორუმშიც სერიოზული ჩართვაც კი არა სასურველია ჩვენთვის, არა თუ რუსებთან საერთო ტურნირებზე ფიქრი.

რა მაგის პასუხია, მაგრამ მინდა ჩემი პირადი შეგრძნება გაგიზიაროთ რაც მენტალურად ღრუსეთთან დაშორების ამსახველია. მეც და ჩემი საახლობლოც ვარჩევთ ამერიკულ და ევროპულ ფილმებს ვუყუროთ და მათგან მივიღოთ სიამოვნება, ვიდრე ახალ თუ ძველ რუსულ ფილმებს, ვინაიდან მხატვრულ ღირებულებაზე რომ არაფერი ვთქვათ მათში ასახული რეალობა მენტალურად მიუღებელი და გამაღიზიანებელია.

21:15 | 19.05.2018
არჩილ სოხუმელი (484)

stripslashes((strlen('https://rugger.info/news/20165')>0?'https://rugger.info/news/20165':'https://rugger.info/news/20165')) ნახეთ კომენტარები.

01:43 | 20.05.2018
პანტელეიმონი (1218)

Если б Россия не "оккупировала"часть Грузии,то эти территории оккупировало бы НАТО,геополитика это тоже типа спорта,кто первый тот и чемпион....И отношения между вашими странами были бы ещё хуже чем сейчас.Я не за оккупации,я за здравый смысл,и за регби без границ!

Вадим -ის ეს კომენტარი არის მხოლოდ საკმარისი, რომ კიდევ ერთხელ მივხვდეთ, რომ ამ ხალხთან არაფერი არ შეიძლება საერთო გვქონდეს ! ! !

18:52 | 20.05.2018
krasni (587)

ზუსტად იგივე საუბარი იყო ავღანეთში საბჭოთა ჯარების შესვლისას, თურმე ბეწვზე შევასწარით ამერიკელებს. "პლასტინკა" მაინც ვერ გამოცვალეს ამ უბედურებმა.

22:53 | 19.05.2018
kommarkos (35)

ბატონო არჩილ ეგენი სხვა პლანეტაზე ცხოვრობენ, მანდ რომ მივწერე ქართველი გულშემატკივრები წინააღმდეგი იქნებითო არ ჯერავთ, სხვა განზომილებაში არია თავიანთ პრეზიდენტთან ერთად,

19:07 | 19.05.2018
BEERTRANCE (1073)

მურმანიძემ არ მოაწერა ხელი რეზოლუციას ნეტა? DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

18:36 | 19.05.2018
dinamo222 (692)

ამ შემთხვევაში ოკუპაცია და ოკუპანტები არაფერ შუაშია ამ ტუნირში არ უნდა ჩავერთოთ იმიტომ რომ არაფრის მომტანი არ იქნება

22:48 | 19.05.2018
თორღვა პანკელი (387)

+1

16:57 | 19.05.2018
dominici99 (94)

politikur shemadgenelze ro agaraperi vtqvat, gorebtan faertianeba wminda saragbo tvalsazrisit risi momcemia? rusuli gundebis dawinaurebis chventan tamashis xarzje, didi 10 s dakninebis da nivelirebis da sakutari tavis am damaqcevar turnirshi gamoketvis,rom mere rugbis gorma funqcionerebma gvitzxran, rad gindat pro 14 da asetebi , xom gaqvt kargi turnirebio?!!!!! es tvitmkvleloba ikneba!!!!

13:08 | 19.05.2018
LApaata (115)

სვნიძეს მოუწოდებ არავითარი მოლაპარაკებაზე არ წავიდეს აღარასოდეს მანამ ასეთ მდგომარეობაში ვართ როსეთან. მას რა სსრკ-ს ჩემპიონატის აღდგენა უნდა? სისულელეებს და იდოტურ აზრებს თავი დაანებოს, თუ უნდა რუსეთუმანობა პატროტთა ალიანსში ადა მარშანიასთან, კვიციანთან ეღთად იაროს მოსკოვში რუსეთის პარლამენტარებთან

12:58 | 19.05.2018
LApaata (115)

"დიდი მადლობა" რუსებს აღიარებისათვის, თორემ ჩვენ ვერც მივხვდებოდით ჩვენს ლიდერობას რეგიონში. მათ თუ აღიარება უნდათ ის აღიარონ რაც ასაღიარებელი აქვთ და მერე დავილაპარაკოთ მათან ერთად რამე საერთოს ჩატარენბაზე. დიდ შეცდომად მიმაჩნია თვითონ მოლაპარაკებაც სვანიძის მხრიდან. ეს მომავალში პოლიტიკურ ელფერს მიიღებს რუსეთის სასარგებლოდ და მას უნდა ესმოდეს ეს.

12:56 | 19.05.2018
BEERTRANCE (1073)

აუფ რაღა გვიჭირს.

12:55 | 19.05.2018
krasni (587)

მგონი სრკ-ის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებამდე მივდივართ.

13:10 | 19.05.2018
LApaata (115)

კი ეს აუვცილებელიც კია ასეთი სულელური აზრების მქონე პრეზიდენტით როგორიც სვანიძეა

11:23 | 19.05.2018
პანტელეიმონი (1218)

ხო, მაგრად "გვაღიარებს", საქართველოს რაგბის ფედრაციის პრეზიდენტთან მოლაპარაკებას მართავს - რუსეთის რეგბის ფედერაციის პრეზიდენტის მესამე მოადგილე (იურდიულ საკითხებში) კირილ იაშენკოვი. რომელიც იურდიული განათლებით (закончил Прокурорско-следственный факультет Военного университета Министерства обороны РФ) და სავარაოდოთ მაიორის ჩინით წარმართავს მოლაპარაკებებს სრკ-ს პრეზიდენთან (განათლებით იურისტთან) რომლის სავარაუდო ჩინიც სამწუხაროდ არ ვიცი.
გამოსავალი ერთია ; გულშემატკივრებმა უნდა "ავუგროვოთ" სრკ-ას ფული, რომ შტატში ერთი იურისტი აიყვანოს რათა შემდგომი "მოლაპარაკებები" რრფ-სთან ტოლსწორი რანგით წარმართოს.

10:16 | 19.05.2018
პანტელეიმონი (1218)

ბატონო გოჩა სვანიძე, ტყუილად ნურც თქვენ აიშლით ნერვებს და ნურც გულშემატკივრებს აგვიშლით ნერვებს, სანამ რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები არ შედგება ერთობლივი ტურნირების ორგანიზება მათთან, მითუმეტეს რაგბში, რომელიც ქართველმა ხალხმა ბევრწილად რუსეთთან გამარჯვებების გამო შეიყვარა, გამორიცხულია ! ! !

09:41 | 19.05.2018
temuchin (431)

რაგბი ევროპიდან თავის დაღწევის ნაცვლად ახლა საკუთარ კლუბებსაც მსგავს ჭაობებში ვუპირებთ გადაძახებას? ანუ პრო თოთხმეტზე უკვე აღარც ვიოცნებოთ?

03:59 | 19.05.2018
arsenaa (21)

აუფ, რა ჯობია ახალი საკლუბო ტურნირი : საქართველო, რუსეთი, უკრაინა,მოლდავეთი, ყაზახეთი,უზბეკეთი,სომხეთი,აზერეთი,ტაჯიკეთი, ყირგიზეთი,თურქმენეთი,რუმინეთიც ალბათ,თუ ძალიან ბევრი გადაუხადეს, მერე ნახეთ დონე როგორ ამაღლდეს. მერე ბიზინა ოკუპანტის სტატუსსაც გააუქმებს და აფხაზეთის და ოსეთის ნაკრებებსაც ჩართავენ, მერე უკვე მართლა "გვეშველება".

00:01 | 19.05.2018
ogafa (407)

ბიჭო ბიჭო

00:11 | 19.05.2018
თორღვა პანკელი (387)

DDDDDDD

23:32 | 18.05.2018
krasni (587)

კრასნოიარსკზე უფრო ახლო ევროპაა.

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.093008
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X