სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ქართული

16:23 | 15.05.2018 | ნანახია 3726 - ჯერ

U20: მამები და შვილები

საქართველოს ნაკრები (ბორჯღალოსნები) დაარსების დღიდან 30-ე წლის მიჯნაზე იმყოფება და უკვე წამოიზარდა უმცროს ბორჯღალოსანთა ის თაობა, რომელთა მამებმაც პირველი ნაბიჯების სიმძიმე საკუთარ თავზე გამოსცადეს.

დღეისათვის უმცროსი ბორჯღალოსნების (20წ.) გაფართოებულ შემადგენლობაში სამი ისეთი მორაგბეა, რომელთა მამები გასული საუკუნის 90-იან 2000-იან წლების დასაწყისში საქართველოს სახელს მოედანზე იცავდნენ.

ლეგენდარულმა ნუგზარ ძაგნიძემ (1967-2013) ბორჯღალოსანთა კვართით 1989 წელს, პირველსავე მატჩში ითამაშა და მას შემდეგ 12 კეპი მოიხვეჭა, აქედან 7 კაპიტნის სამკლავურით. ოდნავ მოგვიანებით 1992 წლიდან გამოჩნდა ნაკრებში მისი ძმა ემზარ ძაგნიძე, რომელმაც ნაკრებში 10 თამაში ჩაატარა. ემზარის შვილმა ოთარ ძაგნიძემ უკვე ითამაშა 18-წლამდელთა ნაკრებში და ახლა 20-წლამდელთა გაფართოებულ შემადგენლობაშია.

მერაბ მარჯანიშვილი საქართველოს ნაკრებში მეორე მატჩში გამოჩნდა და 8 კეპი მოიხვეჭა. მისმა შვილმა კოტე მარჯანიშვილმა 18-წლამდელთა კვართით ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და ახლა 20-წლამდელების გაფართოებულ სიაშია.

კახა ალანიას ნაკრებში დებიუტი 1993 წელს ჰქონდა და მის ანგარიშზე 25 კეპია. ის 2002 წელს იმ გუნდის ნაწილი იყო, რომელმაც რუსეთის ძლევით საქართველო პირველად გაიყვანა მსოფლიო თასზე, ახლა კი, მისი შვილი მიხეილ (მიშო) ალანია (ითამაშა 18-წლამდელთა ნაკრებში, 2018 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი) 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში მოსახვედრად იბრძვის.

შეგახსენებთ, უმცროსი ბორჯღალოსნები 30 მაისიდან 17 ივნისის ჩათვლით საფრანგეთში გასამართი 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან, ოთარ ძაგნიძე, კოტე მარჯანიშვილი და მიშო ალანია ამ გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში, დასკვნით შეკრებაზე არიან.

მამების გავლენით

შვილების მორაგბეებად ჩამოყალიბებაში მამების და ზოგადად ოჯახის როლი ძალიან დიდია. სამივე ახალგაზრდა აღნიშნავს, რომ მათ სურდათ მამებისთვის საკუთარი შესაძლებლობები დაემტკიცებინათ და რაგბისთვის თავი ამის გამო გადადეს.

„მამა და ბიძა გამოჩენილი მორაგბეები იყვნენ და ჩემი მომავალი სწორედ ამან განაპირობა. მათი შემხედვარეს მსურდა, რომ მეც კარგი მორაგბე დავმდგარიყავი და რაგბზე ადრეული ასაკიდან მივედი. მამაჩემი ‘აიას’ მწვრთნელი იყო და 5 წლიდან ფაქტობრივად ყველა ვარჯიშზე და შეკრებაზე დავყავდი. მოედანზე დიდ დროს ვატარებდი, უფროსებთან ერთად ვარჯიშობდი და ეს დიდ სტიმულს მაძლევდა. მამის და ბიძის მეგობრებისგან სულ მესმოდა ისტორიები - როგორი მაგარი მორაგბეები იყვნენ ისინი. მეც ვცდილობ არ შევარცხვინო ჯერ ოჯახის და მერე ქუთაისელი ვეტერანი მორაგბეების სახელი“ - იხსენებს რაგბზე მისვლის დღეებს ოთარ ძაგნიძე.

თითქმის ანალოგიურია კოტე მარჯანიშვილისა და მიშო ალანიას ისტორია, იმ განსხვავებით, რომ ისინი თავიდან ფეხბურთზე მივიდნენ, თუმცა მამის კვალს მალევე დაუბრუნდნენ.

„სულ მესმოდა მამის მიღწევების შესახებ და ამან ჩემზე დიდი გავლენა იქონია. თავიდან ფეხბურთზე დავდიოდი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი თამაში. რაგბი პირველივე ვარჯიშიდან შემიყვარდა და მაქვს სურვილი მამაზე უფრო მაგარი რაგბი ვითამაშო, დავუმტკიცო, რომ მეც შემიძლია მაღალ დონეზე თამაში!“ - ამბობს კოტე მარჯანიშვილი.

„მამაჩემი წარმატებული მორაგბე რომ არ ყოფილიყო, დიდი ალბათობით იმ სპორტს გავყვებოდი, რომელზე სიარულიც თავიდან დავიწყე - ფეხბურთს. მამას არ დაუძალებია, თუმცა რაგბის თამაში სწორედ იმის გამო დავიწყე, რომ მასზე უკეთესი გავხდე და ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ“ - გვეუბნება მიშო ალანია.

კახა ალანია ადასტურებს, რომ მას და მერაბს შვილებისთვის რაგბის თამაში არ დაუძალებიათ და ეს თავისთავად მოვიდა:

„კოტე და მიშიკო ტოლები არიან და სულ ერთად მოდიან - ერთად დაიწყეს რაგბზე სიარული, ერთად იყვნენ კლუბში და ერთად არიან ნაკრებშიც. მამებიც ერთად დავდიოდით მათ თამაშებზე, ბიჭები ბევრს შრომობდნენ და მიმაჩნია, რომ ნაკრებში მოხვედრა ამ შრომით დაიმსახურეს.

„მიშიკოს ბავშვობაში ფეხბურთი მოსწონდა და მეც წინააღმდეგობა არ გამიწევია, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩვენს სამეგობროში ძალიან ბევრს გვყავდა 1999-2000 წელს დაბადებული ბიჭები. როდესაც ქალაქ გარეთ მივდიოდით, უფროსებს თან მიგვქონდა რაგბის ბურთი და შვილებთან ერთად ვთამაშობდით. მათ მოეწონათ ეს თამაში და ფეხბურთის პარალელურად რაგბზეც დაიწყეს სიარული, საბოლოოდ კი, არჩევანი ამ უკანასკნელზე შეაჩერეს“.

მამები და შვილები

ოთარს, კოტეს და მიშოს უმაღლეს სარაგბო საფეხურისთვის ჯერ არ მიუღწევიათ - ითამაშეს 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალი და ალანიამ წელს საფრანგეთის დამარცხებით ევროპის ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა, ახლა კი 20-წლამდელთა ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში არიან და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასამაგზავრებელ 26-კაციან შემადგენლობაში მოსახვედრად იბრძვიან. მაგრამ თაობები მოედანს მიღმაც იცვლება და ბევრისათვის მათი სახელები უფრო მრავლისმეტყველია, ვიდრე ბორჯღალოსანი მამების.

„ახლახანს იყო მომენტი, მკითხეს - თქვენ მიშიკო ალანიას მამა არ ხართო?“ - იხსენებს კახა და აგრძელებს - „იმაზე დიდი სიხარული არაფერია, როდესაც შვილი იმ საქმეს აკეთებს, რაც შენ გაბედნიერებს. როდესაც მან 18-წლამდელთა ნაკრებში, ბორჯღალით დამშვენებული კვართით ითამაშა, ძალიანდ დიდი სიხარული იყო. ახლა კიდევ უფრო ამაყი ვარ, რადგან ჩემს შვილს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის შანსი ეძლევა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მე უნდა ვითამაშო მსოფლიოს ჩემპიონატი და ძალიან ვნერვიულობ. ეს მისთვის პირველი ნაბიჯებია დიდ რაგბში“.

მამების რჩევა

იმ სფეროში მოღვაწეობა, რაშიც მამა ესოდენ წარმატებული იყო, შვილისთვის ყოველთვის რთულია. ამას თან ახლავს წნეხი, რჩევები, რითაც მამებს სურთ, რომ საკუთარი შვილები კიდევ უფრო უკეთესები გახადონ.

„მამისგან და ბიძისგან რჩევები არასდროს მაკლდა და ეს რჩევები უმთავრესად გვარს უკავშირდება. სულ მიჩიჩინებდნენ, რომ ჩვენი გვარი არ შევარცხვინო და ის ახლიდან გავაცოცხლო ქართულ რაგბში. ყოველი შეხვედრის შემდეგ, სახლში ვიდეო-გარჩევები გვაქვს. მამაჩემი მიხსნის რა სიტუაციაში როგორ ჯობდა მეთამაშა“ - გვიყვება ოთარ ძაგნიძე.

კოტე მარჯანიშვილი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მორაგბედ ჩამოყალიბებაში მამის როლი უდიდესია:

„ის თავიდანვე ჩართული იყო ჩემს მორაგბედ ჩამოყალიბებაში და გადამწყვეტი როლი ითამაშა. თამაშების მსვლელობისას, შესვენებისას, მიხსნიდა რა პოზიცია ამეღო, შეცდომებისკენ მიმითითებდა და მათი გამოსწორების გზებს მასწავლიდა“.

მიშო ალანიას მამის რჩევებმა პროფესიონალიზმი ასწავლა:

„მამისგან ფასდაუდებელი რჩევა იყო და ახლაც ხშირად მიმეორებს, რომ რაგბის გარდა ყველაფერი უნდა დავივიწყო, რათა მაღალ დონეზე ვითამაშო. მან მიმაჩვია სპორტულად ცხოვრებას დროულად დაძინებას, დილით ადრე ადგომას, სწორ კვებას. ბავშვობიდან ასე ვარ და ასე ვაპირებს გაგრძელებას. გართობას მერეც მოვასწრებ!“.

მზადება მსოფლიოს ჩემპიონატისთვის

ახლა „შვილები“ 2018 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების დასკვნით ეტაპს გადიან. უმცროსი ბორჯღალოსნები 19 მაისს ინგლისის საგრაფოების 20-წლამდელთა ნაკრებთან თბილისში ამხანაგურ თამაშს გამართავენ, რის შემდეგაც საფრანგეთში წამსვლელთა 26-კაციანი შემადგენლობა გაირკვევა.

ოთარ ძაგნიძე: „მსოფლიო ჩემპიონატისთვის 7 თვეა ვემზადებით. გავიარეთ დამღლელი, თუმცა ძალიან კარგი ფიზმომზადება. იყო ბურთით ვარჯიშები და ვფიქრობ, საფრანგეთში მაღალი დონის თამაშს ვაჩვენებთ. ჯგუფში ძლიერი მეტოქეები გვყავს - საფრანგეთი, სამხრეთ აფრიკა და ირლანდია. ვეცდებით ჯგუფურ ეტაპზე ერთი თამაში მაინც მოვიგოთ, მიზანი კი, რა თქმა უნდა 12 ელიტურ გუნდში დარჩენაა. ჩვენი ძლიერი მხარე რა თქმა უნდა შერკინებაა, თუმცა მწვრთნელებმა ბევრი იმუშავეს და ხაზიც მაღალ დონეზე აგვიყვანეს, რაც საფრანგეთთან და სამხრეთ აფრიკასთან ამხანაგურ მატჩებშიც გამოჩნდა“.

კოტე მარჯანიშვილი: „სრული მობილიზებით ვემზადებით და ბიჭებიც მაქსიმალურად ვართ ჩართული. ახლა დასკვნითი ეტაპია და ასე ვთქვათ ბოლო ჭანჭიკებს ვუჭერთ, შეცდომები მინიმუმამდე დაგვყავს. დარწმუნებული ვარ, მომავალ თამაშებში ხაზის მოთამაშეები ჩვენ სიტყვას ვიტყვით, თუმცა მიწოლა და შერკინება კვლავაც ჩვენს ძლიერ მხარედ რჩება. საფრანეთში ბავრი რამ გვექნება დასამტკიცებელი, მოტივირებულები ვართ და კარგი შედეგის მისაღებად მაქსიმუმს გავიღებთ. პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია, მინიმუმ ერთი თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ და მეტის მისაღებად ვიბრძოლოთ“.

მიშო ალანია: „18-წლამდელთა ნაკრებისგან განსხვავებით, ძალიან დიდი დატვირთვები გვაქვს. ახლა ვხვდები რა არის ნამდვილი რაგბი. სამხრეთ აფრიკაში კარგი თამაშები ჩავატარეთ და ეს გამოცდილება მსოფლიოს ჩემპიონატზე აუცილებლად გამოგვადგება.

შერკინებაში სამხრეთ აფრიკასაც კი ვაჯობეთ და რა თქმა უნდა ეს ჩვენი კოზირია, თუმცა ხაზშიც ძალიან კარგი ბიჭები გვყავს. გამოცდილები არიან გელა აფრასიძე და თედო აბჟანდაძე.

ერთი კვირის წინ გვქონდა კრება და ყველას უნდა დაგვეწერა, რა არის ჩვენი მიზანი ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე. ფაქტობრივად ყველას აზრი დაემთხვა - მინიმუმი მე-10 ადგილი, ანუ წინა ორი წლის შედეგის გამეორება და იქვე დაფიქსირდა, რომ გონებაში ყველა ვფიქრობთ ამ შედეგის გაუმჯობესებას. ვფიქრობ, ამის შანსი გვაქვს, რადგან სამხრეთ აფრიკაში მასპინძლებს 60 წუთი ტოლსწორად ვეთამაშეთ და ეს იმედის საფუძველს იძლევა“.

ეს ის სამხრეთ აფრიკის ნაკრებია, რომელთანაც მსოფლიო ჩემპიონატის პირელ წრეში ვითამაშებთ და რომელმაც მოსამზადებელ ეტაპზე მოუგო შოტლანდიის, უელსისა და ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებებს.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:33 | 16.05.2018
თორღვა პანკელი (387)

ღირსეული ხალხი ღირსეულად ზრდიან შვილებს ვაჟკაცებად და მამულიშვილებად, ღმერთმა ქნას რომ აჯობოთ მამებს, მამულსაც ასე ურჩევნია.

23:02 | 15.05.2018
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებთ ბიჭებო ! ! !

22:28 | 15.05.2018
dinamo222 (692)

ალანია საიდანაა ვლადიკავკაზიდან ?D

22:28 | 15.05.2018
dinamo222 (692)

რა უნდა კორე მარჯანიშვილს რაგბშიი წავიდეს სპექტაკლები დადგას PP

22:28 | 15.05.2018
dinamo222 (692)

კოტე

19:24 | 15.05.2018
BEERTRANCE (1073)

წარმატებები, აჯობეთ მამებს.

17:22 | 15.05.2018
beeq.777 (63)

ინგლისის საგრაფოებთან 19 მაისს სადგაიმართება თამაში და რომელ საათზე ვინმე ხომ არ იცით?

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.084029
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X