სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ქართული

14:49 | 7.05.2018 | ნანახია 3014 - ჯერ

ვასკას შანსი: მარკეშით „აჟენი“ და „ტულონი“ დაინტერესდნენ

როგორც ამ ორიოდე დღის წინ გაცნობეთ, ბორჯღალოსანი 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე „ბრივში“ დარჩება და ამ გუნდის ღირსებას პრო დ2-შიც დაიცავს. საინტერესოა, რა პერსპექტივა აქვს ლობჟანიძეს კლუბში, რა დოზით ექნება სათამაშო პრაქტიკა პრო დ2-ში?

ტოპ 14-ის გასულ სეზონში ვასკას გუნდში მესამე ჰავბეკის სტატუსი ჰქონდა. შერკინების ნახევარმცველის პოზიციაზე სასტარტო მოთამაშედ პორტუგალიელი სამუელ მარკეში მოიაზრებოდა, რომელმაც კარიერის საუკეთესო სეზონი ჩაატარა: რეგულარული ჩემპიონატის 26 მატჩიდან 24-ში ითამაშა, მათ შორის 19-ჯერ სასტარტო იყო და 7 ლელო მიითვალა. ეს მორაგბე შარშან „ტულუზიდან“ მივიდა „ბრივში“ და როცა ეს უკანასკნელი პრო დ2-ში დაქვეითდა, განაცხადა, გუნდს ქვედა ელიტურ დივიზიონშიც არ მივატოვებო, თანაც 29 წლის მარკეშს „ბრივთან“ კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს.

მისი მთავარი დუბლიორი 28 წლის ფრანგი ფლორიან კაზენავი გახლდათ. ვინც 19-ჯერ ითამაშა ტოპ 14-ში და 6-ჯერ სასტარტო იყო. მაგრამ კაზენავს 1 ივნისს კონტრაქტი ეწურება, თანაც ამბობენ, მას ტოპ 14-ში დაბრუნებული მშობლიური „პერპინიანი“ იწვევს, რომელშიც ფლორიანს თავის დროზე 6 სეზონი გაუტარებია.

ვასილ ლობჟანიძემ ტოპ 14-ის 7 მატჩში (ერთხელ სასტარტო იყო) მიიღო მონაწილეობა და 1 ლელოც ჩაიწერა ანგარიშზე. დღევანდელი მდგომარეობითა და კაზენავის სავარაუდო წასვლის გათვალისწინებით, ვასკა სამომავალსეზონო „ბრივში“ იერარქიულად მეორე ჰავბეკი უნდა ყოფილიყო, მაგრამ დღეს ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამუელ მარკეშის წარმატებულ სეზონს სხვა კლუბებისთვის შეუმჩნევლად როდი ჩაუვლია.

Le Club Rugby-ს ცნობით, „აჟენმა“ მარკეშსა და „ბრივს“ უკვე ოფიციალურად მიმართა და იგივეს გასაკეთებლად „ტულონიც“ ემზადებაო. თუ მარკეშიც წავიდა, ლობჟანიძე სულაც სასტარტო 9 ნომრად რჩება პრო დ2-ში დაქვეითებულ „ბრივში“. თუმცა, ეს ჯერჯერობით მხოლოდ ჩვენი ვარაუდია და შექმნილი ვითარების შეფასების მცდელობა. ამდენად, სჯობს მოვლენების შემდგომ განვითარებას დაველოდოთ...

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:34 | 08.05.2018
თორღვა პანკელი (387)

გადასარევია! აშკარად მოუკლო მსოფლიოს მერე და კარგი შანსი აქვს აჩვენოს ვასკამ რა პოტენციალიც გააჩნია, იმედია ბრძოლით და შრომით იაპონიისთვის კაი ფორმაში იქნება.

21:21 | 07.05.2018
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებ ვასკა ! ! !

18:29 | 07.05.2018
temuchin (431)

დაგვხატავდა ეგ სიტუაცია, ღმერთმა ქნას ყველაფერი ზუსტად ასე წავიდეს.

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.081183
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X