სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
საფრანგეთი ტოპ-14

16:33 | 30.04.2018 | ნანახია 2581 - ჯერ

"მიდი-ოლიმპიკი": ასიეშვილს წინადადებები არ მოაკლდება

შაბათ საღამოს "ბრივმა" პარიზში "სტად ფრანსეს" დიდი ომი კი გაუმართა, მაგრამ მაინც დამარცხდა (22:30) და ტოპ 14-ში დარჩენის ბოლო შანსი დაკარგა. საკმაოდ კარგი მორაგბეებით დაკომპლექტებული გუნდის პრო დ2-ში დაქვეითების ამბავმა კი სატრანსფერო ბაზარზე სერიოზული გააქტიურება გამოიწვია.

საფრანგეთის ნაკრების ახალგაზრდა მესამეხაზელმა ფაბიენ სანკონიმ "ბრივთან" კონტრაქტის გახანგრძლივება იუარა, ფრანგმა მგეზავმა ნიკოლა ბეზიმ კონტრაქტი პრო დ2-ში ახალამოსულ "პროვანსთან" უკვე გააფორმა. მათ გარდა "ბრივში" მთელი ჯგუფია ისეთი მოთამაშეებისა, რომელთაც კლუბთან კონტრაქტი ივნისში ეწურებათ და მათ შორის ვასილ ლობჟანიძეცაა.

საქართველოს ნაკრების სასტარტო 9 ნომრის კონკურენტები არიან ფრანგი ფლორიან კაზენავი და პორტუგალიელი სამუელ მარკეში. ამ უკანასკნელმა დღეს განაცხადა, "ბრივთან" კონტრაქტი 2020 წლამდე მაქვს და გუნდს პრო დ2-შიც არ მივატოვებო. კაზენავს კი კონტრაქტი 1 თვეში ეწურება და ჯერჯერობით უცნობია არც კლუბის პოზიცია და არც თავად მორაგბისა. გამოდის, რომ ვასკა დღევანდელი მდგომარეობით "ბრივში" კვლავაც მე-3 ნომერია თავის პოზიციაზე და ამ კლუბში მისი დარჩენის საკითხი მრავალ ნიუანსზეა დამოკიდებული.

ბურჯებს - სოსო ბეკოშვილსა და კარლენ ასიეშვილს "ბრივთან" ხელშეკრულება 2019-ის ივნისში ეწურებათ და საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სარაგბო გამოცემა "მიდი-ოლიმპიკის" მტკიცებით, ასიეშვილი ის მორაგბეა, ვისი ადგილიც პრო დ2-ში არაა და ეჭვგარეშეა, რომ მას მაღალი დონის კლუბებიდან წინადადებები არ მოაკლდებაო.

ისღა დაგვრჩენია, ახალ ცნობებს დაველოდოთ.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:42 | 01.05.2018
nikachkhaidze (21)

პროდ2 ში თუ ათამაშებენ ვასკას, ჯობია დარჩეს, თან არამგონია ტიპ 14 ის სხვა გუნდები დაინტერესდნენ

12:45 | 04.05.2018
GiorgiG83 (525)

ამ ჩვენმა ახალგაზრდებმა ბექას მაგალითს უნდა მიბაძონ - დაიმკვიდრე ადგილი, ითამაშე, შეიქმენი სახელი და ტოპ_ში გზაც გაიხსნება, იგივე ვასკა, გელა, ოთია, გიორგი - ტოპ14ის დონე იმდენად მაღალი რომ 18-21 წლის ასაკში რთული დასაძლევია

00:41 | 01.05.2018
test (124)

უბრალოდ უსამართლობაა რომ ვასკას ასე ცოტა დროს აძლევენ ბრვში და თუ ისევ ისე გაგრძელდა მის პრო დ2 ში დარჩენას რა აზრი აქვს ვერ ვხვდები. ბურჯისთვის კლუბის მოძებნა არ იქნება რთული თან ასეიშვილის ნაირ მოთამაშეზე არც ერთი კლუბი არ იტყოდა რეალურად უარს ძალიან კარგი ბიჭია.

12:43 | 04.05.2018
GiorgiG83 (525)

შემთხვევით მონპელიეში რომ აღმოჩნდეს 40-40 წუთი ნარო-კარლენა... ვინ დაუდგება?

23:21 | 30.04.2018
თორღვა პანკელი (387)

წარმატებები ბიჭებს! ასიეშვილი სუპერ რაგბშიც თავისუფლად გაქაჩავს.

12:42 | 04.05.2018
GiorgiG83 (525)

შეიძლება მიეცეს შანსი, გააჩნია სხვა რა წინადადებები იქნება და რას აირჩევს

18:46 | 30.04.2018
dominici99 (94)

asieshvilis donis burji ro ar daikargeba, orjer ori otxia, ai vadkas ambavi cota mashpotebs. imedia sasuketod moagvarebs yvelapers.

17:35 | 30.04.2018
პანტელეიმონი (1218)

კარგ კონტრაქტებს გისურვებთ ბიჭებო ! ! !

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.760684
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X