სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ქართული

17:06 | 17.04.2018 | ნანახია 2669 - ჯერ

ქართველთა არცთუ წარმატებული სეზონი პრო დ2-ში (+PHOTOS)

როგორც უკვე მოგახსენეთ, საფრანგეთის პრო დ2-ის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა და მომავალ უქმეებზე პლეი-ოფი დაიწყება. რადგანაც პლეი-ოფში მონაწილე გუნდებში მხოლოდ 2 ქართველი მორაგბე ირიცხება, თანაც ორივე (ბექა გორგაძე და ბექა გიგაშვილი) ტრავმირებულია და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს, უკვე დღეს გვაქვს შესაძლებლობა, საფრანგეთის მეორე ელიტური დივიზიონის ქართველთა სეზონური მონაგარი შევაფასოთ.

სატურნირო ცხრილში გუნდების მიერ დაკავებულ ადგილებს მივყვეთ. "ქართული" გუნდებიდან რეგულარული ჩემპიონატი ყველაზე მაღალ საფეხურზე - მესამეზე - ბექა გიგაშვილის "გრენობლმა" დაამთავრა. გიგაშვილი ფრანგული ელიტის ახალბედაა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად საკმაოდ გამოცდილი მორაგბეა. ტოპ 14-იდან ჩამოქვეითებული "გრენობლის" ხელმძღვანელობა ამ მორაგბეს სათამაშო დროით თავდაპირველად მაინცდამაინც არ ანებივრებდა, მაგრამ ბოძებულ დროში 26 წლის უნივერსალმა ბურჯმა დაამტკიცა, რომ პრო დ2-ის დონეს თავისუფლად აკმაყოფილებს. სამწუხაროდ, თებერვლის ბოლოს ბექამ სერიოზული ტრავმა მიიღო, რომელმაც მას სეზონი დაუსრულა, თორემ გიგაშვილი 12-ზე ბევრად მეტ მატჩში მიიღებდა მონაწილეობას. ამ 12-დან 5 მან სასტარტოში დაიწყო. სეზონის ბოლოს გრენობლელებმა გიგაშვილს თანამშრომლობა 2021 წლამდე გაუხანგრძლივეს.

ბორჯღალოსანი ბექა გორგაძე "მონ-დე-მარსანის" გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დასახელდა, მაგრამ ნაკრებში ისეთი ტრავმა მიიღო, რომ წელიწადზე მეტია, რაგბი აღარ უთამაშია. ასე რომ, "მონ-დე-მარსანი" მის გარეშე ცდილობს ტოპ-14-ში დაწინაურებას. გორგაძეს კი ტოპ 14-ის "ბორდოსთან" წინასწარი კონტრაქტი აქვს, მთავარია, 22 წლის უნიჭიერესი მესამეხაზელი მალე ჩადგეს მწყობრში.

32 წლის ბექა შეყლაშვილი "კოლომიეს" სეზონის დაწყებამდე შეუერთდა და ჩემპიონატი შთამბეჭდავად დაიწყო - პირველივე მატჩში შეცვლაზე შევიდა და ლელო გაიტანა. თუმცა, იანვარში "კარკასონთან" მატჩში შეცვლაზე შევიდა, 3 წუთში მძიმე ტრავმა მიიღო და მას შემდეგ რაგბი აღარ უთამაშია. საბოლოოდ, ვეტერანმა ბორჯღალოსანმა ბურჯმა სეზონი 11 მატჩით (5 - სასტარტო) და 1 ლელოთი დაასრულა. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას ბექა შეყლაშვილი.

ვახტანგ მაისურაძემ სეზონის წინ "ვანთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა, თან მძიმე და ქრონიკული ტრავმა მოიშუშა, რომლის გამოც წინა სეზონი თითქმის მთლიანად გამოტოვა. 31 წლის ბორჯღალოსანი მეორეხაზელი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშეა თავის კლუბში და რამდენიმე მატჩში თავისი მაღალი დონე გამოავლინა. თუმცა, ფიზიკური კონდიციები მაინც არ აძლევს საშუალებას, ყველა მატჩი სრულად და სტაბილურად ჩაატაროს. თავისი სეზონური 17 მატჩიდან მაისურაძემ 12 სასტარტოში დაიწყო. ივნისში მას "ვანთან" კონტრაქტი უმთავრდება, მაგრამ კლუბის ფანების ფორუმზე აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ხელმძღვანელობა კონტრაქტის 1 წლით გახსნგრძლივებაზე ფიქრობს.

"ორიაკმა" სეზონი 3 ქართველით დაიწყო, მაგრამ 21 წლის გიორგი ცუცქირიძის პრო დ2-ის განაცხადში შეყვანა დაგვიანდა და ბორჯღალოსანმა მეორეხაზელმა ჩემპიონატი ესპუართა გუნდში გაატარა. თუმცა, უფროსობას თავი უმალ მოაწონა და ახალი, 3-წლიანი თანამშრომლობის გაფორმების წინადადება მიიღო. ცუცქირიძე 2021 წლამდე "ორიაკში" ითამაშებს.

25 წლის ბორჯღალოსანმა ბურჯმა ნიკოლოზ ხატიაშვილმა ჩემპიონატის 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 10 სასტარტო თხუთმეტეულში დაიწყო, საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და დადებითი პრესაც ჰქონდა, მაგრამ მერე მიიღო წინადადება იაპონური "სანვუვლზისგან", რომელიც სუპერ რაგბში თამაშობს. ნიკა სამხრეთ ნახევარსფეროს საკლუბო ჩემპიონატში გადავიდა და სადებიუტო მატჩიც უკვე ჩაატარა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე ამ სეზონში "ორიაკის" ერთ-ერთი ლიდერი იყო და ყველა თავისი მატჩი (14) თავიდან ბოლომდე ითამაშა, 2 ლელოც მიითვალა, მაგრამ იანვარში 24 წლის შუამარბმა ვარჯიშზე ჯვარედინი მყესები დაიზიანა, ოპერაცია გაიკეთა და ამჟამად რეაბილიტაციას გადის. მას "ორიაკთან" კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს.

24 წლის ილია კაიკაციშვილს "მასიში" მშვენიერი სეზონი ჰქონდა. მძიმეწონოსანმა ბურჯმა მალევე დაიმსახურა გუნდის მწვრთნელთა ნდობა და 13 მატჩში (10 სასტარტოში) მიიღო მონაწილეობა. ერთი პერიოდი მას ტრავმის გამო გაუცდა. "მასის" და კაიკაციშვილის კონტრაქტის ხანგრძლივობაზე არსად არაფერი თქმულა და დაწერილა, რაც კლუბის საკონტრაქტო პოლიტიკიდან გამომდინარეობს. ასეა თუ ისე, კაიკაციშვილს ეს სეზონი აქტივში უნდა ჩაეწეროს.

"ანგულემის" სული და გული, 34 წლის ბორჯღალოსანი შალვა სუთიაშვილი ამ სეზონშიც მისაბაძი მაგალითი იყო თანაგუნდელებისთვის. მან ეს სეზონიც სტაბილურად მაღალ დონეზე ჩაატარა, "ანგულემს" ულიდერა და ჩემპიონატის 30 მატჩიდან 24-ში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 20 პირველი წუთიდან დაიწყო. ერთი დასამახსოვრებელი ლელოც გაიტანა - თებერვალში "დაქსი" გასვლით მატჩში გაამწარა. ისევე, როგორც ეროვნულ ნაკრებში, "ანგულემშიც" ითამაშა მეორე და მესამე ხაზში.

"კარკასონმა" სასწაული ჩაიდინა და ცხრილის ფსკერიდან რის ვაი-ვაგლახით ამოვიდა. ამაში ქართველთაგან ყველაზე დიდი წვლილი 27 წლის მირიან ბურდულს მიუძღვის, რომელიც გასულ ზაფხულში პრო დ2-ის კლუბს თბილისის "ლოკომოტივიდან" შეუერთდა. მან 21 მატჩი ჩაატარა (10 - სასტარტოში) და მეტსაც ითამაშებდა, რომ არა 3 სინბინისთვის მიღებული ავტომატური დისკვალიფიკაცია. ფიზიკურად ძალიან მძლავრმა ბურჯმა თებერვალში "ბაიონი" დაალელოვა და მთლიანობაშიც, სეზონის მეორე ნახევარში ადაპტაცია სრულად გაიარა და ძალიან დამაჯერებელიც იყო. მას ერთწლიანი კონტრაქტი ჰქონდა. ვნახოთ, რას გადაწყვეტს "კარკასონი".

კიდევ ერთი კარკასონელი ქართველი 33 წლის გიორგი ნაცარაშვილია, ვინც ჩემპიონატის დასაწყისში სასტარტო მარჯვენა ბურჯი იყო და ბურდული მას მეორე ტაიმში ცვლიდა ხოლმე, მაგრამ მერე მან ტრავმა მიიღო, რომლის შემდეგაც საბრძოლო ფორმაში დაბრუნება გაუჭირდა. თუმცა, გასულ კვირა-დღეს, ჩემპიონატის ბოლო მატჩში ზორბა ბურჯი სამთვიანი პაუზის შემდეგ კვლავ გამოჩნდა - მეორე ტაიმში ბურდულის ნაცვლად შევიდა მოედანზე. 11 მატჩი, მათ შორის 5 სასტარტო შემადგენლობაში - ასეთია ვეტერანის მონაგარი. ნაცარაშვილის კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომელიც მას 2019 წლის ზაფხულამდე ახანგრძლივებს - თუ ორივე მხარეს ამის ნება-სურვილი ექნება...

...და შალვა მამუკაშვილი, რომელმაც სამედიცინო ჯოკერის სტატუსით "კარკასონში" გარკვეული დრო გაატარა და 8 მატჩში (4 - სასტარტო) ითამაშა. 27 წლის ბორჯღალოსანმა კვაჭმა ბოლომდე ვერ გამოავლინა თავისი შესაძლებლობები, რადგან გუნდთან ადაპტაცია ოდნავ გაჭიანურდა, და როცა თითქოსდა კავშირები დამყარდა, ჯოკერის სტატუსს ვადა ამოეწურა. უნდა ითქვას, რომ "შადრე" პრო დ2-ის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და ცნობილი მოთამაშე იყო გასულ სეზონში. საფრანგეთიდან შალვა თბილისის "ლოკომოტივში" დაბრუნდა. იმედია, მომავალ სეზონში ის მოახერხებს სრულფასოვანი კონტრაქტით რომელიმე ძლიერ კლუბში დასაქმებას.

ელიზბარ ყუფარაძის "დაქსმა" სეზონის დასკვნითი ნაწილი ცუდად ჩაატარა და ფედერალ 1-ში გავარდა. ვეტერანმა ბორჯღალოსანმა 13 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან 4 სასტარტო თხუთმეტეულში დაიწყო. გუნდმა საოცრად სუსტად ჩაატარა ჩემპიონატის მეორე ნახევარი და ვერავინ იტყვის, რომ "დაქსი" ელიტას უსამართლოდ გამოეთხოვა. 34 წლის ბურჯს კი კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს...

დაბოლოს, კიდევ ერთი იმედგაცრუების შესახებ. ბექა ბიწაძისთვის გასული სეზონი უიღბლოდ დასრულდა. ბორჯღალოსანი მესამეხაზელი 2017 წლის ზაფხულში ფედერალ 1-ის "შამბერიდან" პრო დ2-ში ამოვიდა. "ნარბონთან" კონტრქტი 2 წლით დაიდო, მაგრამ გუნდმა კონკურენციას ვერ გაუძლო და ფედერალ 1-ში დაქვეითდა. 27 წლის ქართველს თავდაპირველად ერთობ გაუჭირდა, რადგან კლუბში გამოცხადდა ნაკრებში მიღებული ტვინის შერყევით. როცა ბექამ "აკლიმატიზაცია" გაიარა, პროტოკოლით გათვალისწინებული დრო დაისვენა, გუნდის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ იქცა და ლელოების დადებაც დაიწყო, სწორედ მაშინ მიიღო კიდევ ერთი, იგივე ხასიათის ტრავმა. 12 იანვარს "კოლომიესთან" გასვლითი მატჩის მე-2 წუთზე მან კვლავ მიიღო ტვინის შერყევა და სეზონი ნაადრევად დაასრულა. შესაძლოა, ეს დამთხვევა იყოს, მაგრამ ბიწაძის გარეშე დარჩენილმა "ნარბონმა" სეზონის დარჩენილ 11 მატჩიდან 10 წააგო და მხოლოდ ბოლო ტურში მოიგო, როცა აღარაფერს ჰქონდა აზრი არც თავად "ნარბონისთვის" და არც მის მიერ ძლეული (26:21) "ბაიონისთვის".

სტატისტიკური ლიდერების შესახებაც: შალვა სუთიაშვილმა ქართველებს შორის ყველაზე მეტი, 24 მატჩი ითამაშა და ყველაზე მეტჯერ, 20-ჯერ იყო თავისი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში. 2-2 ლელო მერაბ შარიქაძემ და ბექა ბიწაძემ მიითვალეს, ხოლო მირიან ბურდული 3-ჯერ გაასინბინეს.

ბარემ ჯამურ ქართულ მონაგარზეც: 12 მოთამაშე, 7 ლელო, 10 ყვითელი ბარათი.

შალვა სუთიაშვილი (ანგულემი) 24 (20) - 1ლ, 1სბ

მირიან ბურდული (კარკასონი) 21 (10) - 1ლ, 3სბ

ვახტანგ მაისურაძე (ვანი) 17 (12) - 1სბ

ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი) 15 (10) - 2სბ

მერაბ შარიქაძე (ორიაკი) 14 (14) - 2ლ

ილია კაიკაციშვილი (მასი) 13 (10) - 1სბ

ელიზბარ ყუფარაძე (დაქსი) 13 (4) - 1სბ

ბექა გიგაშვილი (გრენობლი) 12 (5)

ბექა შეყლაშვილი (კოლომიე) 11 (5) - 1ლ

გიორგი ნაცარაშვილი (კარკასონი) 11 (5) - 1სბ

ბექა ბიწაძე (ნარბონი) 10 (9) - 2ლ

შალვა მამუკაშვილი (კარკასონი) 8 (4)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:27 | 17.04.2018
temuchin (431)

ინფორმატიული და კარგი სტატიაა!

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.085054
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X